B12 Ankermann - B12 ანკერმანი 1000მკგ 50 ტაბლეტი
ჩვენება:B 12 ანკერმანი არის ვიტამინი B 12 - პრეპარატი (ანტიანემიური საშუალება).
რას წარმოადგენს B12 ანკერმანი და რისთვის გამოიყენება ის?
B 12 ანკერმანი არის ვიტამინი B 12 - პრეპარატი (ანტიანემიური საშუალება).
B 12 ვიტამინის ნაკლებობა აფერხებს სისხლის წითელი ბურთულების წარმოქმნას (ირღვევა ჰემატოპოეზი, ვითარდება ჰიპერქრომული მაკროციტული მეგალობლასტური ანემია) და/ან იწვევს ნევროლოგიურ დარღვევებს, როგორიცაა ფუნიკულარული სპინალური დაავადება (ზურგის ტვინის დაავადება).
B 12 ვიტამინის ნაკლებობა შეიძლება გამოწვეული იყოს არასწორი კვებით, მალაბსორბციით, თეძოს ნაწლავის დაავადებით (ცელიაკია), ბრმა მარყუჟის სინდრომით ან თანდაყოლილი B12 ვიტამინის დეფიციტით.
რა უნდა გაითვალისწინოთ ბ12 ანკერმანის მიღებამდე
B 12 ანკერმანის მიღება არ შეიძლება, თუ:
- ალერგიული ხართ ციანოკობალამინის (B 12 ვიტამინი) ან მე-6 პუნქტში ჩამოთვლილი სხვა კომპონენტების მიმართ
განსაკუთრებული სიფრთხილე
პრეპარატის მიღებამდე კონსულტაცია გაიარეთ ექიმთან.
სისხლში და ან ნევროლოგიური დარღვევების დროს გაითვალისწინეთ შემდეგი:
დაავადების სიმძიმიდან გამომდინარე ან არასაკმარისი ინფორმაციის ან მკურნალობის რეჟიმის დაუცველობის გამო ორალური თერაპიის დროს მკაცრი კონტროლის ქვეშ უნდა იყოს პაციენტი. რეკომენდებულია მკურნალობის დაწყებამდე 7 დღით ადრე შეამოწმოთ სიმპტომები, რეტიკულოციტები, სისხლის ანალიზი, ჰემოგლობინი, ასევე სისხლში წითელი ბურთულების მოცულობა. შემდგომ მკურნალობის დაწყებიდან წლის პირველ მეოთხედში 4 კვირიანი შუალედებით გადაამოწმეთ სიმპტომები და სისხლის ანალიზი, მათ შორის სისხლში წითელი ბურთულების მოცულობა, ბოლოს, წარმატებული მკურნალობის მიმდინარეობის შემთხვევაში, ნახევარი ან ერთი წლის შუალედით. გართულებების შემთხვევაში ანალიზები უნდა გაკეთდეს შედარებით ხშირად.
ბ12 ანკერმანის მიღება სხვა პრეპარატებთან ერთად
აცნობეთ ექიმს თუ იღებდით, იღებთ ან აპირებთ რაიმე პრეპარატის მიღებას, მათ შორის იმ პრეპარატს, რომელიც არ გაიცემა რეცეპტით.
B 12 ვიტამინის რეზორბციას აფერხებს კოლხიცინი (პოდაგრის სამკურნალო საშუალება), ამინოგლიკოზიდები, ნეომიცინი (ანტიბიოტიკი), ამინო სალიცილის მჟავა, ანტიეპილეფსიური საშუალებები, ბიგუანიდები, ქლორამფენიკოლი, ქოლესტირამინი, კალიუმის მარილი, მეთილდოპა და მჟავიანობის დამთრგუნველი საშუალებები (მაგ.: ომეპრაზოლი, ციმეტიდინი), ასევე ალკოჰოლი.
ორსულობა და ლაქტაცია
თუ ხართ ორსულად ან ბავშვი გყავთ ბუნებრივ კვებაზე, ან ვარაუდობთ ან გეგმავთ ორსულობას, პრეპარატის მიღებამდე კონსულტაცია გაიარეთ ექიმთან. რეკომენდირებული დღიური დოზა ლაქტაციის და ორსულობის პერიოდში შეადგენს 4მგ-ს. B 12 ვიტამინი გადადის დედის რძეში. დიდი დოზის მიღების შემთხვევებში აქამდე არ არის გამოვლენილი უარყოფითი მოქმედებები ნაყოფზე ან ჩვილზე. B 12 ანკერმანის ტაბლეტებით მკურნალობის გაგრძელების აუცილებლობას გადაწყვეტს თქვენი ექიმი.
ტრანსპორტის მართვა და დანადგარების გამოყენება
არავითარი.
B 12 ანკერმანის შეიცავს ლაქტოზას და სუკროზას.
თუ გახასიათებთ აუტანლობა შაქრის რომელიმე სახეობის მიმართ, პრეპარატის მიღებამდე მიმართეთ ექიმს.
B 12 ანკერმანის მიღების წესი
მიიღეთ პრეპარატის ანოტაციის ან ექიმის ნანიშნულების მიხედვით. დამატებითი ინფორმაციისთვის მიმარტეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
მიიღეთ პრეპარატი დანიშნულებისამებრ, წინააღმდეგ შემთხვევაში პრეპარატი ვერ იმოქმედებს შესაბამისად!
მძიმე ნევროლოგიური სიმპტომების შემტხვევაში საჭიროა ინიცირებული პარენტერული გზით შეყვანა.
დოზა ინიშნება სიმპტომების მიხედვით.
რეკომენდებული დოზა:
სიმპტომები B 12 ვიტამინის ნაკლებობისას | ინიციალური მკურნალობა |
ხანგრძლივი მკურნალობა
|
პაციენტები ჰემატოლოგიური და მძიმე ნევროლოგიური ანალიზით. | პარენტერულად | დღეში1-2 შემოგარსული ტაბლეტი |
პაციენტები იზოლირებული მძიმე ნევროლოგიური ანალიზით | პარენტერულად | დღეში1-2 შემოგარსული ტაბლეტი |
პაციენტები ჰემატოლოგიური და/ან ნევროლოგიური ანალიზით | დღეში 2X2 შემოგარსული ტაბლეტი | დღეში1-2 შემოგარსული ტაბლეტი |
პაციენტები ჰემატოლოგიური და ნევროლოგიური სიმპტომების გარეშე | დღეში 2X1-2 შემოგარსული ტაბლეტი | დღეში1-2 შემოგარსული ტაბლეტი |
გასტრექტომიის ან სხვა რეზორბციის დარღვევების შემთხვევაში | დღეში 1-2 შემოგარსული ტაბლეტი | დღეში1-2 შემოგარსული ტაბლეტი |
დიეტით გამოწვეული დარღვევების დროს (ვეგეტარიანელი და ა.შ.) | დღეში 1-2 შემოგარსული ტაბლეტი | დღეში1-2 შემოგარსული ტაბლეტი |
მიღების წესი
შემოგარსული ტაბლეტი მიიღეთ წყალთან ერთად დაუღეჭავად, უმჯობესია დილით უზმოზზე.
მიღების ხანგრძლივობა
მკურნალობის ხანგრძლივობას, გასაკუთრებით ინიციალური მკურნალობის შემთხვევაში იმ პაციენტებში, რომელთაც აქვთ პერნიციოზური ანემია (როგორც წესი 4 კვირა) განსაზღვრავს მკურნალი ექიმი.
პერნიციოზური ანემიის შემთხვევაში B 12 ვიტამინით მკურნალობა შეიძლება გაგრძელდეს მთელი ცხოვრება.
ჭარბი დოზირება
ჭარბი დოზის მიღების შემთხვევაში არ არის გამოვლენილი მოწამვლა ან რაიმე სხვა სიმპტომი. ჭარბი დოზის მიღების შემთხევვაში მიმართეთ ექიმს.
თუ დაგავიწყდათ დოზის მიღება
არ მიიღოთ ორმაგი დოზა.
მკურნალობის შეწყვეტა
არ შეწყვიტოთ მკურნალობა ექიმთან კონსულტაციის გარეშე.
გვერდითი მოვლენები
როგორც ყველა სხვა პრეპარატს, ამ პრეპარატსაც გააჩნია გვერდითი მოვლენები.
გვერდითი მოვლენები:
იშვიათად (10.000-დან 1 პაციენტის, მაგრამ 1000-დან 1 პაციენტზე ნაკლებ შემთხვევაში)
ალერგიული რეაქცია, გამოვლენილი შემდეგი სიმპტომებით: სიცხე, გამონაყარი, ქავილი.
სიხშირე არ არის ცნობილი
სიცხე და აკნეს მაგვარი გამონაყარი.
გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება
გვერდითი მოვლენების შემჩნევის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
შენახვის პირობები
შეინახეთ პრეპარატი ბავშვებისგან დაცულ ადგილას.
არ გამოიყენოთ პრეპარატი შეფუთვაზე მითითებული ვადის გასვლის შემდეგ. პრეპარატი ვარგისია მითითებული თვის ბოლო დღემდე.
შეინახეთ პრეპარატი ოთახის ტემპერატურაზე.
არ გადააგდოთ პრეპარატი საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან. ამით თქვენ ხელს შეუწყობთ გარემოს დაცვას.
გაცემის წესი:
ფარმაცევტულიპროდუქტისჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.
Units | 50 |
---|
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account