Amvilab - ამვილაბი ბონექსი 60 ტაბლეტი

Rating:
100 % of 100
განსაკუთრებული ფასი 36,90 ლ რეგულარული ფასი 41,00 ლ
მარაგშია
SKU
31069_1477

ჩვენება:კალციუმისა და ვიტამინ D3-ის დეფიციტი, ოსტეოპოროზის პროფილაქტიკა და მკურნალობა

კალციუმი,  ვიტამინი D3,  მაგნიუმი

შემადგენლობა:  ვიტამინი D3 (ქოლეკალციფეროლი) - 400 სე, კალციუმი (კარბონატი) - 333 მგ, მაგნიუმი (ოქსიდი) - 167 მგ, მინერალების ნაზავი - 17 მგ.

ფარმაკოლოგიური თვისებები:
ბონექსი წარმოადგენს კომბინირებულ პრეპარატს, რომელიც არეგულირებს კალციუმისა და ფოსფორის ცვლას ორგანიზმში (ძვლები, კბილები, ფრჩხილები, თმები, კუნთები). კალციუმის, ვიტამინ D3-ის და მაგნიუმის ნაკლებობის აღდგენის გზით, ამცირებს ძვლოვანი ქსოვილის რეზორბციას (განლევა, გაწოვა) და აუმჯობესებს მის სიმკვრივეს, მნიშვნელოვანია კბილების მინერალიზაციისათვის. კალციუმი მონაწილეობს ნერვ-კუნთოვან გამტარობაში, კუნთების შეკუმშვის მარეგულირებელ პროცესებში და წარმოადგენს სისხლის შედედების სისტემის შემადგენელ კომპონენტს. ვიტამინი D3 აუმჯობესებს  კალციუმის შეწოვას ნაწლავებში და უზრუნველყოფს კალციუმისა და ფოსფორის საჭირო დონის შენარჩუნებას სისხლში, ააქტიურებს ძვლოვანი ქსოვილის მეტაბოლიზმს. ვიტამინი D3  მონაწილეობს სისხლის შედედების პროცესში, მნიშვნელოვანია ნერვ-კუნთოვანი, იმუნური სისტემის ნორმალური ფუნქციონირებისათვის. კალციუმი და ვიტამინი D3 ხელს უშლის პარათირეოიდული ჰორმონის გამომუშავების გაძლიერებას, რომელიც წარმოადგენს ძვლის რეზორბციის (ძვლიდან კალციუმის გამორეცხვა) სტიმულატორს. მაგნიუმი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კალციუმის მეტაბოლიზმში, აუმჯობესებს კალციუმის აბსორბციას ძვლოვან ქსოვილში, აფერხებს მის ჩალაგებას სისხლძარღვებში, ხელს უწყობს ძვლოვანი ქსოვილის განვითარებას და მინერალიზაციას.

ჩვენებები:

  • კალციუმისა და ვიტამინ D3-ის დეფიციტის პროფილაქტიკა და მკურნალობა
  • სხვადასხვა გენეზის ოსტეოპოროზის პროფილაქტიკა და მკურნალობა
  • ინტენსიური ზრდის პერიოდი
  • მოტეხილობების კომპლექსური მკურნალობა
  • ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდი
  • მენოპაუზა და შემდგომი პერიოდი
  • ხანდაზმული ასაკი
  • კოფეინისა და თამბაქოს ჭარბი მოხმარება

დოზირება ბავშვები: 1 წლიდან თითო ტაბლეტი  1-3 ჯერ  დღეში, მოზრდილები: თითო ტაბლეტი 3 -ჯერ დღეში.

შენახვის პირობები: შეინახეთ გრილ, მშრალ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

გამოშვების ფორმა:  N60  ტაბლეტი

მწარმოებელი:  ამვილაბი - აშშ.

მეტი ინფორაცია
Units 60
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy