Immunal - იმუნალი 20 ტაბლეტი
საერთაშორისო დასახელება:
ECHINACEA
მწარმოებელი: LEK, სლოვენია
მოქმედი ნივთიერება: ექინაცეა
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
იმუნომასტიმულირებელი პრეპარატი.
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
ტაბლეტები: ბლისტერზე 10 ტაბ., შეფუთვაში 2 ბლისტერი.
1 ტაბ.
მეწამული ექინაცეას მშრალი ექსტრაქტი ........ 80 მგ
სხვა ინგრედიენტები:
კაჟბადის დიოქსიდი კოლოიდური, ლაქტოზას მონოჰიდრატი, მაგნიუმის სტეარატი, ნატრიუმის საქარინი, ვანილინი, ალუბლის არომატით მალტოდექსტრინისა და გუმიარაბიკის ფუძეზე.
ხსნარი-წვეთები პერორალური მიღებისათვის:
ფლაკონში 50 მლ
1 მლ
მეწამული ექინაცეას მშრალი ექსტრაქტი ........ 0.8 მგ
სხვა ინგრედიენტები:
ეთილის სპირტი - 20%, სორბიტოლი.
ფარმაკოლოგიური თვისებები:
იმუნალი იმუნომასტიმულირებელი მცენარეული პრეპარატია.
Echinacea purpurea L შეიცავს აქტიურ ნივთიერებებს, რომლებიც აძლიერებენ ორგანიზმის ბუნებრივ დაცვით ძალებს და გვევლინებიან იმუნიტეტის არასპეციფიკური სტიმულატორების სახით. ლეიკოციტების რიცხვის გაზრდით (გრანულოციტების) და ფაგოციტოზისგააქტივებით, პრეპარატის აქტიური ნივთიერებები თრგუნავენ მიკროორგანიზმების გამრავლებას და ხელს უწყობენ ბაქტერიების განადგურებას ორგანიზმში. ამასთან ერთად ექინაცეას გააჩნია ვირუსების საწინააღმდეგო მოქმედება (მაგალითად გრიპის და ჰერპესის გამომწვევი ვირუსის მიმართ).
ჩვენებები:
- ექინაცეას წვენი რეკომენდებულია იმუნიტეტის სტიმულაციისათვის პაციენტებში, გაურთულებელი მწვავე ინფექციური დაავადებების ხშირი გაცივებისა და გრიპის დროს, აგრეთვე როგორც დამხმარე საშუალების სახით ქრონიკული ინფექციების დროს, ხანგრძლივი ანტიბიოტიკოთერაპიის შემთხვევაში.
- იგი აგრეთვე გამოიყენება როგორც დამხმარე ნივთიერება ხანგრძლივი ანტიბიოტიკოთერაპიის შემთხვევაში ქრონიკული ინფექციების და იმუნიტეტის დაქვეითების დროს.
დოზირების რეჟიმი:
ტაბლეტები:
6-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვებში: 1 ტაბ. 1-3-ჯერ დღეში.
4-დან 6 წლამდე ასაკის ბავშვებში: 1 ტაბ. 1-2-ჯერ დღეში.
ხსნარი წვეთები:
მოზრდილებში და ბავშვებში 12 წლის ზევით:
20 წვეთი 3-ჯერ დღეში. დაავადების მწვავე ფაზაში პირველი 2 დღის განმავლობაში რეკომენდებულია 20 წვეთი იმუნალის გამოყენება ყოველ 2 საათში.
6-12 წლის ასაკის ბავშვებში: 10-15 წვეთი 3-ჯერ დღეში.
1-6 წლის ასაკის ბავშვებში: 5-10 წვეთი 3-ჯერ დღეში.
მკურნალობის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 8 კვირას.
გვერდითი მოვლენები:
იშვიათ შემთხვევაში შეიძლება აღინიშნოს პრეპარატის მიმართ მომატებული მგრძნობელობა, ალერგიული რეაქცია (სიწითლე, გამონაყარი).
უკუჩვენებები:
*პროგრესული სისტემური და აუტოიმუნური დაავადებები, როგორიცაა: ტუბერკულოზი, ლეიკოზი, კოლაგენოზი, გაფანტული სკლეროზი, შიდსი ან აივ ინფექცია; პრეპარატის მიმართ მომატებული მგრძნობელობის დროს.
ორსულობა და ლაქტაცია: :
*ორსულობის და ლაქტაციის დროს ექიმთან კონსულტაციის გარეშე პრეპარატის გამოყენება არ არის რეკომენდებული.
განსაკუთრებული მითითებები:
პრეპარატის გამოყენებამდე გულმოდგინედ შეანჯღრიეთ ფლაკონი.
პრეპარატი არ მოქმედებს ყურადღების კონცენტრაციაზე.
ჭარბი დოზირება:
არ არის აღწერილი.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:
იმუნალის წვეთები შეიცავს სპირტს, ამიტომ შესაძლებელია გაძლიერდეს ან შეიცვალოს სხვა წამლების მოქმედების ეფექტი. კლინიკურად მნიშვნელოვანი ურთიერთქმედება აღინიშნება შემდეგ წამლებთან კომბინირებისას:
- ცეფალოსპორინების წარმოებულებთან (ცეფამანდოლი, ცეფოტეტანი, ცეფმენოქსიმი, ცეფაპერაზონი და მოქსალაქტამი) და ალკოჰოლთან (მცირე რაოდენობითაც კი).
პაციენტის რეაქცია გამოიხატება სახის ჰიპერემიით, გულისრევით, ოფლიანობით, თავის ტკივილითა და გულისცემის გახშირებით. იმუნალის წვეთების გამოყენება არ არის რეკომენდებული ზემოთ ჩამოთვლილ ანტიბიოტიკებთან კომბინაციაში. იმუნალის გამოყენება შესაძლებელია ცეფალოსპორინებით მკურნალობის კურსის დამთავრებიდან 3 დღის შემდეგ.
შენახვის პირობები:
პრეპარატი ინახება არა უმეტეს 250C ტემპერატურაზე, ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.
Units | 20 |
---|
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account