Larifan Spray - ლარიფანი 0.02% სპრეი 2 მგ

განსაკუთრებული ფასი 36,56 ლ რეგულარული ფასი 48,75 ლ
მარაგშია
SKU
30284_640

ჩვენებები: გამოიყენება რესპირატორული ვირუსული ინფექციების, პრედეპიდემიურ და ეპიდემიურ პერიოდებში დაავადების რისკის შესამცირებლად. 

ლარიფანი 0.02 % სპრეი

 

შემადგენლობა:  

აქტიური ნივთიერება: ლარიფანი – ორსპირალური რიბონუკლეინის მჟავა (dsRNA) ლიოფილიზირებული, 2 მგ შეფუთვაში.  

სხვა ნივთიერებები: 0.9% ნატრიუმის ქლორიდი. 

ფარმაკოლოგიური ჯგუფი:  

ანტივირუსული საშუალება, იმუნომოდულატორი 

თთქ კოდი: J05AX 

ფარმაკოლოგიური მოქმედება:  

„LARIFAN SPRAY  0.02%” -ის აქტიური ნივთიერებას წარმოადგენს ბუნებრივი წარმოშობის ორსპილარური რიბონუკლეინის მჟავა - ორსპ.რნმ-ი ლარიფანი. ლარიფანს გააჩნია ფარმაკოლოგიური მოქმედების ფართო სპექტრი – ანტივირუსული, იმუნომაკორეგირებელი, ანთების საწინააღმდეგო. წარმოადგენს რა ინტერფერონის აქტიურ ინდუქტორს ლარიფანს გააჩნია ანტივირუსული მოქმედების ფართო სპექტრი. 

ეფექტურია ჰერპესის, პაპილომა, რესპირატორული (მათ შორის გრიპი) და სხვა ვირუსების მიმართ. ლარიფანის ძირითადი ფუნქციაა იმუნომოდულაციური მოქმედების საშუალებით ორგანიზმის ბუნებრივი დაცვითი ძალების მობილიზაცია. ანთების საწინააღმდეგო მოქმედებას უზრუნელყოფს ნეიტროფილების ფუნქციონალური აქტივობის გაძლიერება და ფაგოციტოზის აქტივაცია. 

აძლიერებს რა პირის ღრუსა და ზედა სასუნთქი გზების ლორწოვანი გარსის ბუნებრივ დაცვით ძალებს, „LARIFAN SPRAY  0.02%” ამცირებს პირის ღრუსა და ზედა სასუნთქი გზების გავლით ინფექციის გამომწვევი ვირუსების ორგანიზმში მოხვედრის რისკს.

ჩვენება: 

გამოიყენება რესპირატორული ვირუსული ინფექციების (მათ შორის გრიპის), პრედეპიდემიურ და ეპიდემიურ პერიოდებში დაავადების რისკის შესამცირებლად. 

განსაკუთრებით რეკომენდებულია იმ ადამანებისთვის, რომელთაც აქვთ ავადმყოფებთან კონტაქტი.  

რეკომენდებულია პირის ღრუსა და ზედა სასუნთქი გზების ლორწოვანი გარსის ანთებისას (სხვადასხვა წარმოშობის სტომატიტებისას, სურდოს დროს, ყელის ტკივილისას). 

უკუჩვენება: 

მაღალი მგრძნობელობა პრეპარატის შემადგენელი კომპონენტებისადმი. 

გვერდითი მოვლენები:  

არასასურველი გვერდითი მოვლენები გამოვლენილი არ არის. 

ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდებში გამოყენება:  

ექიმის დანიშნულებით. 

განსაკუთრებულული მითითებები:   

აქტიური ნივთიერება ლარიფანი ექვემდებარება ლიოფილურ გამოშრობას, რის შედეგადაც იღებს მცირედი ნალექის ფორმას ბოთლის ფსკერზე. 0,9% NaCl-ის ხსნარი განკუთვნილია გამოყენებამდე ბოთლში არსებული აქტიური ნივთიერების გაზავებისათვის. გახსენით პლსტმასის კაფსულა და შიგთავსი გადაღვარეთ შუშის ბოთლში.  

მიღების წესი და დოზირება:  

ჯანმრთელ ადამიანებში რესპირატორული ვირუსული ინფექციების  პროფილაქტიკისათვის „LARIFAN SPRAY 0.02%”-ის ბოთლის გაზავებული შიგთვსი ღრმად შევისხუროთ პირის ღრუში და/ან ცხვირში 1 – 2-ჯერ დღეში, ავადმყოფებთან კონტაქტური პირებისთვის - 3 – 5-ჯერ დღეში. დაავადების პირველივე სიმპტომებისას – ხველა, დახშული სასუნთქი გზები, სურდო, ჩახლეჩილი ხმა, - შესხურება უნდა ვაწარმოოთ 3 – 5-ჯერ დღეში 2 – 4 დღის განმავლობაში.   

პირის ღრუსა და ყელის ანთებისა და ტკივილისას 3 – 5-ჯერ დღეში.  

ანტივირუსული დაცვის უზრუნველსაყოფად დღე-ღამური დოზა არ უნდა აღემატებოდეს 0,6 – 1,0 მგ. აქტიურ ნივთიერებას, რაც შეეფარდება გაზავებული შუშის ბოთლის შიგთავსის 1/3-იდან 1/2-მდე.    

დოზის გადაჭარბება:   

დოზის გადაჭარბების კლინიკური შემთხვევები არ გამოვლენილა.  

სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთმოქმედება:  

თვალსაჩინო ურთიერთმოქმედებები სხვა სამკურნალო საშუალებებთან არ გამოვლენილა. 

გამოშვების ფორმა და შემადგენლობა:  

„LARIFAN SPRAY 0.02%”-ის კომპლექტში შესულია აეროზოლის ბოთლი გამაფრქვეველით და კაფსულა, რომელიც შეიცავს 0,9% NaCl-ს.   

ვარგისიანობის ვადა:  

„LARIFAN SPRAY 0.02%”-ის ვარგისიანობის ვადაა 3 წელი.  

არ გამოიყენოთ პრეპარატი ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ. 

შენახვის პირობები:  

ლიოფილურად გამომშრალი (გაუზავებელი) ლარიფანი ინახება ოთახის ტემპერატურაზე. გაზავების შემდგომ შეინახეთ მაცივარში +2°C  -  +8°C ტემპერატურაზე 3-4 დღის განმავლობაში. უფრო ხანგრძლივმა შენახვამ ამ ტემპერატურაზე შეიძლება გამოიწვიოს აქტიურობის შემცირება. გამოუყენებელი ხსნარი შესაძლებელია გაიყინოს და ინახებოდეს -18 °C ტემპერატურაზე ხანგრძლივი პერიოდით -ვარგისობის ვადის გასვლამდე. 

ინახება გრილ და ბავშვებისთვის ხელმიუწვდომელ ადგილზე 

აფთიაქებიდან გაცემის პირობები: 

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III – გამოიყენება ექიმის დანიშნულების გარეშე.

მეტი ინფორაცია
Units 1
Form კაფ TEMP
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy