სინუპრეტი წვეთები 100მლ

განსაკუთრებული ფასი 23,51 ლ რეგულარული ფასი 30,75 ლ
მარაგშია
SKU
578_344
გამოიყენება მწვავე და ქრონიკული სინუსიტები და ტრაქეობრონქიტების დროს.

სამკურნალწამლო ფორმა:
შიგნით მისაღები წვეთები და დრაჟე 

შემადგენლობა:
100გრ წვეთი შეიცავს: შემდეგი სამკურნალო მცენარეების 29 გრ წყალ-სპირტიან ექსტრაქტს
Gentiane radix (გენციანეს ფესვი)             0,2გ
Primulae flos   (ფურისულას ყვავილები)   0.6გ 
Rumicis herba (ლოლოს ბალახი)               0.6გ
Sambuci flos (დიდგულას ყვავილები)                       0.6გ
Verbenae herba   (ვერბენას ბალახი)                       0,6გ
ეთანოლის შემცველობა: 19% (მოცულობითი თანაფარდობით)
დამატებითი ინგრედიენტები: გამოხდილი წყალი

ერთი დრაჟე შეიცავს შემდეგ გამომშრალ სამკურნალო მცენარეებს:
Gentiane radix (გენციანეს ფესვი)             6მგ
Primulae flos   (ფურისულას ყვავილები)   18მგ      
Rumicis herba (ლოლოს ბალახი)               18მგ      
Sambuci flos (დიდგულას ყვავილები)                       18მგ      
Verbenae herba (ვერბენას ბალახი)                       18მგ      

დამატებითი ინგრედიენტები: კალციუმის კარბონატი, E 170, ქლოროფილი სტანდარტიზებული 25%( E 141) დექსტრინი, ეუდრაგიტი E 12.5, ჟელატინი, გლუკოზას სიროფი, ინდიგო კარმინი, E 132, ალუმინის ოქსიდი, კარტოფილის სახამებელი, ლაქტოზას მონოჰიდრატი, სიმინდის სახამებელი, მაგნიუმის ოქსიდი, მონტანის გლიკოლის ცვილი, რიბოფლავინი (E101), პირველნახადი აბუსალათინის ზეთი, საქაროზა, შელაკი, უწყლო კოლოიდური სილიციუმი, სორბიტოლი, სტეარინის მჟავა, ტალკი, ტიტანის დიოქსიდი, E 171, გასუფთავებული წყალი.

აღწერილობა:
შიგნით მისაღები წვეთები: გამჭვირვალე, მოყვითალო-მოყავისფრო სითხე მწარე გემოთი და არომატული სუნით. შენახვის ვადაში შესაძლებელია უმნიშვნელო ნალექის წარმოქმნა.
 დრაჟე: მწვანე ფერის, მრგვალი, ორმხრივამოზნექილი, გლუვი ზედაპირით.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: 
სეკრეტოლიზური საშუალება.

ფარმაკოლოგიური თვისებები:
მცენარეული წარმოშობის კომბინირებული პრეპარატი.
მისი ფარმაკოლოგიური თვისებები განისაზღვრება მასში შემავალი ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებებით. სინუპრეტს ახასიათებს სეკრეტოლიზური, სეკრეტომოტორული და ანთების საწინააღმდეგო თვისებები. ხელს უწყობს ექსუდატის გამოყოფას ცხვირის დანამატი ღრუებიდან და ზემო სასუნთქი გზებიდან.

გამოყენების ჩვენებები:
მწვავე და ქრონიკული სინუსიტები, რომლებსაც თან ახლავს სქელი სეკრეტის წარმოქმნა.

უკუჩვენება:
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ.

გვერდითი მოვლენები:  
გასტროენტერალური აშლილობები იშვიათია (მაგ: კუჭის ტკივილი, გულისრევა). ასევე იშვიათია კანის ჰიპერმგრძნობელობითი რეაქციები (მაგ: გამონაყარი, სიწითლე, ქავილი). შესაძლებელია განვითარდეს ისეთი ალერგიული რეაქციები როგორიცაა მაგ: ანგიოდემა, ქოშინი, სახის შეშუპება. მომატებული მგრძნობელობის რეაქციის პირველივე ნიშნების გამოვლენისთანავე სინუპრეტის მიღება უნდა შეწყდეს.

გამოყენების წესი და დოზირება:
მოზრდილები და მოზარდები 12 წლიდან: 50 წვეთი ან 2 დრაჟე 3-ჯერ დღეში
ბავშვები 6 წ-დან 11 წლამდე: 25 წვეთი ან 1 დრაჟე 3-ჯერ დღეში
ბავშვები 2წ-დან 5 წლამდე:  15 წვეთი 3-ჯერ დღეში
სინუპრეტის დრაჟე მიიღება დაღეჭვის გარეშე მცირე რაოდენობის წყალთან ერთად.
თუ სიმპტომები აღინიშნება 7-14 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში ან პერიოდულად მეორდება მიმართეთ ექიმს.

ჭარბი დოზირება: 
არ არის აღწერილი ჭარბი დოზირების არც ერთი შემთხვევა.
ჭარბი დოზირების შემთხვევაში უნდა ჩატარდეს სიმპტომური მკურნალობა.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან:
სინუპრეტის კომბინაცია ანტიბაქტერიულ პრეპარატებთან შესაძლებელი და მიზანშეწონილია. ურთიერთქმედება სხვა მედიკამენტებთან ცნობილი არ არის.

ორსულობა და ლაქტაცია:
სხვა მედიკამენტების მსგავსად, ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში სინუპრეტის დანიშვნა უნდა მოხდეს მხოლოდ მკურნალი ექიმის მიერ პაციენტისათვის სარგებლობისა და რისკის თანაფარდობის განსაზღვრის შემდეგ.
ალკოჰოლის შემცველობის გამო სინუპრეტის წვეთები გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ტაბლეტების მიღება შეუძლებელია.
 განსაკუთრებული მითითებები:
სინუპრეტის დრაჟეს გამოყენება არ არის რეკომენდებული 6 წლამდე ასაკის ბავშვებში, სინუპრეტის შიგნით მისაღები წვეთების -  2 წლამდე ასაკის ბავშვებში.
პრეპარატი არ ახდენს ზეგავლენას ავტომობილის მართვისა და მექანიკურ დანადგარებთან მუშაობის უნარზე. 
ალკოჰოლის შემცველობის გამო სინუპრეტის წვეთები არ შეიძლება გამოყენებულ იქნას ალკოჰოლიზმით დაავადებულ პაციენტებში და ასევე წარმატებული ანტიალკოჰოლური მკურნალობის შემდეგ. 
ღვიძლის დაავადებების დროს პრეპარატის მიღება შესაძლებელია ექიმთან კონსულტაციის შემდეგ.

ალკოჰოლიზმით, ღვიძლის დაავადებებითა და ეპილეფსიით დაავადებულმა პაციენტებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ სინუპრეტი შეიცავს 19% სპირტს (ეთანოლს).

მოზრდილის ერთჯერადი  დოზა შეიცავს 0,45 გრ. სპირტს, რაც შეესაბამება ერთ კოვზ ღვინოს.

სინუპრეტის დრაჟე შეიცავს შემდგეგ შაქრებს: გლუკოზას, ლაქტოზას, საქაროზას და სორბიტოლს. თუ თქვენ გაქვთ რომელიმე შაქრის აუტანლობა, პრეპარატის მიღებამდე დაუკავშირდით მკურნალ ექიმს.

გამოყენებისას ფლაკონი დაიჭირეთ ვერტიკალურად. შენახვის ვადაში შესაძლებელია ხსნარის მსუბუქად შემღვრევა ან უმნიშვნელო ნალექის წარმოქმნა, რაც ზეგავლენას არ ახდენს პრეპარატის ეფექტურობაზე.

დაიცავით დრაჟე ნესტისგან.
გამოყენების წინ სინუპრეტის წვეთები შეანჯღრიეთ.

გამოშვების ფორმა:
შიგნით მისაღები წვეთები - 100 მლ-ანი ფლაკონი; 
დრაჟე – ბლისტერები,  25 დრაჟე თითოეულზე;
შეფუთვა - 50 და 100 დრაჟე.

შენახვის პირობები: 
შეინახეთ მშრალ და სინათლისაგან დაცულ ადგილას, ტემპერატურაზე არაუმეტეს 250ჩ.

ვარგისიანობის ვადა:
2 წელი.
გახსნილი ფლაკონების გამოყენება შესაძლებელია 3 თვის განმავლობაში.
არ გამოიყენოთ შეფუთვაზე მითითებული  ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

გაცემის წესი: 
ურეცეპტოდ

მეტი ინფორაცია
Units 1
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy