Exforge - ექსფორჯი 5მგ/160მგ 28 ტაბლეტი
ჩვენება: მაღალი არტერიული წნევა
მიიღება პერორალურად.
აქტიური ნივთიერებები: აპკიანი გარსით დაფარული თითოეული ტაბლეტი შეიცავს 5 მგ ამლოდიპინის ეკვივალენტურ 6.94 მგ ამლოდიპინის ბესილატს და 160 მგ ვალსარტანს.
დამხმარე ნივთიერებები: მიკროკრისტალური ცელულოზა, კროსპოვიდონი, სილიციუმის უწყლო კოლოიდური დიოქსიდი, მაგნიუმის სტეარატი, ჰიპრომელოზა, მაკროგოლი 4000, ტალკი, ტიტანის დიოქსიდი (E171), რკინის ყვითელი ოქსიდი (E172).
რა არის ექსფორჯი და რისთვის გამოიყენება?
ექსფორჯი წარმოდგენილია ბლისტერის შეფუთვაზე 28 ცალი აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტის სახით.
აპკიანი გარსით დაფარული თითოეული ტაბლეტი შეიცავს 5 მგ ამლოდიპინს და 160 მგ ვალსარტანს.
ექსფორჯი შეიცავს ამლოდიპინს, რომელიც განეკუთვნება კალციუმის არხების ბლოკატორების კლასს, და ვალსარტანს, რომელიც განეკუთვნება ანგიოტენზინ II რეცეპტორის ანტაგონისტების კლასს. ორივე ეს ნივთიერება უზრუნველყოფს მაღალი არტერიული წნევის (ჰიპერტენზია) კონტროლს. ამლოდიპინი ახდენს სისხლძარღვების გლუვი კუნთოვანი უჯრედების კალციუმის არხების ბლოკირებას, რაც ხელს უშლის სისხლძარღვების შევიწროებას. ანგიოტენზინ II, რომელსაც გამოიმუშავებს ორგანიზმი, იწვევს სისხლძარღვების შევიწროებას და არტერიული წნევის ზრდას. ვალსარტანის მოქმედების მექანიზმი ახდენს ანგიოტენზინ II-ის ზემოქმედების ბლოკირებას. ეს ორივე მექანიზმი აფართოვებს სისხლძარღვებს და აქვეითებს არტერიულ წნევას.
ექსფორჯი გამოიყენება პაცენტებში მაღალი არტერიული წნევის (ჰიპერტენზიის) სამკურნალოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ამლოდიპინის ან ვალსარტანის შემცველი პრეპარატებით მონოთერაპიის დროს ვერ ხერხდება არტერიული წნევის საკმარისად გაკონტროლება. თუ მაღალი არტერიული წნევა გაგრძელდება დიდი ხნის განმავლობაში, შესაძლებელია მან დააზიანოს თავის ტვინის, გულის და თირკმლის სისხლძარღვები და გამოიწვიოს აპოპლექსია, გულის უკმარისობა ან თირკმლის უკმარისობა. არტერიული წნევის ნორმალურ დონემდე დაქვეითება ამცირებს ამ დაზიანებების რისკს.
საკითხები, რომელსაც უნდა მიექცეს ყურადღება ექსფორჯის გამოყენებამდე
არ გამოიყენო ექსფორჯი შემდეგ შემთხვევებში:
თუ გაქვთ ალერგია ან ჰიპერმგრძნობელობა ვალსარტანის, ამლოდიპინის ბესილატის ან ექსფორჯის შემადგენელი რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ (თუ ფიქრობთ, რომ შესაძლებელია გქონდეთ ალერგია, რეკომენდაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს).
თუ გაქვთ ალერგია ამლოდიპინზე ან კალციუმის არხების სხვა ბლოკატორებზე (მაღალი არტერიული წნევის დროს გამოყენებული პრეპარატების ჯგუფი). ეს შესაძლებელია გამოხატული იქნას ქავილით, კანზე სიწითლით ან სუნთქვის გაძნელებით.
თუ გაქვთ ღვიძლის მწვავე უკმარისობა, სანაღვლე გზებიდან გამომდინარე ციროზი ან დაავადება, რომელიც იწვევს ნაღვლის დაგროვებას,
ალისკირენის (არტერიული წნევის დამაქვეითებელი პრეპარატი) გამოყენებისას, თუ გაქვთ შაქრიანი დიაბეტი ან თირკმლის უკმარისობა (გლომერულური ფილტრაციის სიჩქარე (გფრ) < 60 მლ/წთ/1.73 მ2 (ტესტი, რომელიც ადგენს თირკმლის ფილტრაციის უნარს)),
თუ ხართ ან გეგმავთ ორსულობას, არ მიიღოთ ეს პრეპარატი.
თუ არტერიული წნევა ძალიან დაბალია (ჰიპოტენზია).
თუ გაქვთ გულის სარქვლების შევიწროება (აორტის სტენოზი) ან, თუ გული ვერ უზრუნველყოფს ორგანიზმს საკმარისი რაოდენობის სისხლით (კარდიოგენური შოკი).
თუ მიოკარდიუმის ინფარქტის გადატანის შედეგად განვითარდა გულის უკმარისობა.
ქვემოთ მითითებულ შემთხვევებში ექსფორჯის გამოყენებისას დაიცავით სიფრთხილე
თუ გაქვთ ღებინება ან დიარეა,
თუ გაქვთ ღვიძლის ან თირკმლის პრობლემა,
თუ ჩატარებული გაქვთ თირკმლის ტრანსპლანტაცია ან დიაგნოსტირებული გაქვთ სისხლძარღვების შევიწროება, რომლებიც თირკმელს სისხლით ამარაგებენ,
თუ გაქვთ თირკმლის დაავადება, რომელიც ზემოქმედებს თირკმელზედა ჯირკვალზე და გამოხატულია ორგანიზმის მიერ წარმოებული ჰორმონის - ალდოსტერონის მაღალი დონით (პირველადი ჰიპერალდოსტერონიზმი),
თუ იტარებთ მკურნალობას აგფ ინჰიბიტორით (მაღალი არტერიული წნევის სამკურნალოდ გამოყენებული პრეპარატების ჯგუფი) (განსაკუთრებით, თუ გაქვთ შაქრიან დიაბეტთან დაკავშირებული თირკმლის პრობლემა) ან მკურნალობთ ალისკირენით (არტერიული წნევის დამაქვეითებელი პრეპარატი) (ამ პრეპარატების ერთად გამოყენება აუცილებელია საჭიროების შემთხვევაში, მხოლოდ სპეციალისტის ზედამხედველობით. საჭიროა ინტენსიური დაკვირვება თირკმლის ფუნქციებზე, ელექტროლიტებზე და არტერიულ წნევაზე. თუ გაქვთ თირკმლის დაავადება - დიაბეტური ნეფროპათია, რომელიც გამოწვეულია ხანგრძლივი შაქრიანი დიაბეტით, არ შეიძლება აგფ ინჰიბიტორებისა და ანგიოტენზინ II რეცეპტორების ბლოკატორების ერთად მიღება).
სხვა პრეპარატებთან ერთად მიღებისას, როგორიცაა აგფ ინჰიბიტორები (მაღალი არტერიული წნევის სამკურნალოდ გამოყენებული პრეპარატების ჯგუფი), სახის ან ყელის შეშუპების შემთხვევაში შეწყვიტეთ ექსფორჯის მიღება და დაუყოვნებლივ დაუკავშირდით თქვენს ექიმს. არასოდეს აღარ მიიღოთ ექსფორჯი.
თუ ექიმის მიერ დიაგნოსტირებული გაქვთ გულის სარქვლების შევიწროება (აორტის ან მიტრალური სტენოზი) ან შევიწროებასთან ერთად გულის კუნთის გასქელება (ობსტრუქციული ჰიპერტროფიული კარდიომიოპათია).
თუ გაქვთ გულის უკმარისობა ან გადატანილი გაქვთ მიოკარდიუმის ინფარქტი, დაიცავით თქვენი ექიმის რეკომენდაცია საწყის დოზასთან დაკავშირებით. გარდა ამისა, თქვენმა ექიმმა შესაძლებელია შეამოწმოს თირკმლის ფუნქციებიც.
თქვენმა ექიმმა შესაძლებელია რეგულარული ინტერვალებით შეამოწმოს თირკმლის ფუნქციები, არტერიული წნევა და სისხლში ელექტროლიტების (მაგალითად, კალიუმის) რაოდენობა.
გთხოვთ, კონსულტაციისთვის მიმართოთ თქვენს ექიმს იმ შემთხვევაშიც კი, თუ ზემოთ ჩამოთვლილი გაფრთხილებები გეხებათ ან გეხებოდათ წარსულში, ნებისმიერ დროს.
ექსფორჯის მიღება საკვებთან და სასმელთან ერთად
ექსფორჯის მიღება შეგიძლიათ უზმოდ ან ჭამის შემდეგ.
პირებისთვის, რომლებიც იღებენ ექსფორჯის, არ შეიძლება გრეიპფრუტის და გრეიპფრუტის წვენის მიღება. რადგანაც გრეიპფრუტმა და გრეიპფრუტის წვენმა შესაძლებელია სისხლში გაზარდოს ამ პრეპარატის აქტიური ნივთიერების - ამლოდიპინის დონე, რამაც შესაძლებელია არაპროგნოზირებადი სახით გაზარდოს ექსფორჯის ჰიპოტენზიური ზემოქმედება.
ორსულობა
პრეპარატის მიღებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ ორსულად ხართ ან გეგმავთ ორსულობას, აცნობეთ თქვენს ექიმს. როგორც წესი, თქვენი ექიმი გირჩევთ, ორსულობის დადგომამდე ან, როგორც კი გაიგებთ ორსულობის შესახებ, შეწყვიტოთ ექსფორჯის მიღება და ექსფორჯის ნაცვლად შემოგთავაზებთ სხვა პრეპარატს. ექსფორჯის გამოყენება დაკავშირებულია მუცლად ყოფნის პერიოდში ბავშვისთვის სერიოზული ზიანის მიყენებასთან. არ შეიძლება ექსფორჯის გამოყენება ორსულობისას.
თუ მკურნალობის პერიოდში გაიგებთ, რომ ორსულად ხართ, დაუყოვნებლივ კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
ლაქტაცია
პრეპარატის მიღებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
დადგენილია, რომ ამლოდიპინი მცირე რაოდენობით გადადის დედის რძეში. თუ ბავშვი გყავთ ძუძუთი კვებაზე, აცნობეთ თქვენს ექიმს. მეძუძური დედებისთვის არ შეიძლება ექსფორჯის გამოყენება.
სატრანსპორტო საშუალებების და მექანიზმების მართვა
მაღალი არტერიული წნევის სამკურნალოდ გამოყენებული სხვა პრეპარატების (ანტიჰიპერტენზიული პრეპარატები) მსგავსად ამ პრეპარატმაც იშვიათად შესაძლებელია გამოიწვიოს გაბრუება და კონცენტრაციის უნარის დარღვევა. ამიტომაც სატრანსპორტო საშუალების ან მექანიზმის გამოყენებამდე, ასევე სხვა ქმედების შესრულებამდე, რომელსაც ესაჭიროება ყურადღება, დარწმუნებული უნდა იყოთ, რა ზემოქმედებას ახდენს ექსფორჯი თქვენზე. თუ არ ხართ დარწმუნებული, არ მართოთ სატრანსპორტო საშუალება და მექანიზმი.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია ექსფორჯის შემადგენელი ზოგიერთი დამხმარე ნივთიერების შესახებ
თუ არა გაქვთ ჰიპერმგრძნობელობა ექსფორჯის შემადგენელი დამხმარე ნივთიერებების მიმართ, არ არის მოსალოდნელი ამ ნივთიერებებიდან გამომდინარე ნეგატიური რეაქცია.
სხვა პრეპარატებთან ერთად მიღება
ექსფორჯმა შესაძლებელია ზემოქმედება მოახდინოს ქვემოთ ჩამოთვლილ პრეპარატებზე ან ამ პრეპარატებმა შესაძლებელია ზემოქმედება მოახდინონ მასზე:
რიფამპიცინი, ერითრომიცინი, კლარითრომიცინი (ანტიბიოტიკები),
კანის სოკოვანი ინფექციების პროფილაქტიკის ან მკურნალობისთვის გამოყენებული პრეპარატები (როგორიცაა კეტოკონაზოლი, იტრაკონაზოლი),
შიდსის ან აივ ინფექციის სამკურნალოდ გამოყენებული პრეპარატები (როგორიცაა რიტონავირი, ინდინავირი)
ბაქტერიული ინფექციების სამკურნალოდ გამოყენებული პრეპარატები (როგორიცაა კლარითრომიცინი, ტალითრომიცინი, რიფამპიცინი, ერითრომიცინი),
სიმვასტატინი (მომატებული ქოლესტერინის სამკურნალოდ გამოყენებული პრეპარატი),
გადანერგილი ორგანოს უარყოფის პრევენციის მიზნით გამოყენებული პრეპარატები (ციკლოსპორინი),
ფსიქიკური დაავადებების სამკურნალოდ გამოყენებული ლითიუმი,
დილთიაზემი (გამოიყენება ჰიპერტენზიის, სტაბილური სტენოკარდიის (მკერდის მიდამოში ტკივილი) და ზოგიერთი ტიპის არითმიის (გულის რითმის დარღვევა) სამკურნალოდ),
ეპილეფსური კრუნჩხვის საწინააღმდეგო პრეპარატები (ანტიეპილეფსიური საშუალებები, მაგალითად, კარბამაზეპინი, ფენობარბიტალი, ფენიტოინი, ფოსფენიტოინი, პრიმიდონი) და ზოგიერთი მცენარეული პრეპარატი [მაგალითად, მცენარე კრაზანა (Hypericum perforatum)],
არტერიული წნევის დასაქვეითებლად გამოყენებული ზოგიერთი პრეპარატი, განსაკუთრებით შარდმდენები, აგფ ინჰიბიტორები ან ალისკირენი,
საჭიროა სიფრთხილე დანტროლენის (გამოიყენება ორგანიზმის ტემპერატურის სერიოზული დარღვევების დროს) გამოყენებისას.
არ არსებობს ცნობები კალიუმის შემცველი საკვებისა და ექსფორჯის ურთიერთქმედების შესახებ. საჭიროა სიფრთხილის დაცვა კალიუმის შემაკავებელი პრეპარატების, კალიუმის დანამატების ან მარილის ნაცვლად კალიუმის შემცველი ნივთიერებების გამოყენებისას. თქვენმა ექიმმა პერიოდულად უნდა შეამოწმოს სისხლში კალიუმის რაოდენობა.
არასტეროიდულ ტკივილგამაყუჩებლებთან ან სელექციურ COX-2 ინჰიბიტორებთან ერთად გამოყენენებისას შესაძლებელია შემცირდეს პრეპარატის ანტიჰიპერტენზიული ეფექტი. საჭიროა სიფრთხილე ამ პრეპარატებთან ერთად გამოყენებისას. გარდა ამისა, თქვენმა ექიმმა შესაძლებელია შეამოწმოს თირკმლის ფუნქციები.
მაღალი არტერიული წნევის სამკურნალოდ გამოყენებულ სხვა პრეპარატებთან (ანტიჰიპერტენზიულ პრეპარატებთან) ან სხვა პრეპარატებთან, რომლებმაც გვერდითი რეაქციის სახით შესაძლებელია გამოიწვიონ არტერიული წნევის დაქვეითება (ჰიპოტენზია) [მაგალითად, დეპრესიის სამკურნალოდ გამოყენებული ტრიციკლური ანტიდეპრესანტები, წინამდებარე ჯირკვლის გადიდების შემთხვევაში გამოყენებული ალფა ბლოკატორები] ერთად გამოყენებამ შესაძლებელია გაზარდოს ჰიპოტენზიული ზემოქმედება.
თუ ამჟამად იღებთ ან ახლო წარსულში იღებდით რომელიმე პრეპარატს დანიშნულებით ან დანიშნულების გარეშე, გთხოვთ, აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია მიაწოდოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
როგორ გამოიყენება ექსფორჯი?
ინსტრუქცია სათანადო გამოყენებისა და დოზირების/მიღების სიხშირის შესახებ:
ექსფორჯის რეკომენდებული დღიური დოზაა დღეში ერთი ცალი აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი. რეკომენდებულია პრეპარატის მიღება ყოველდღე, ერთსა და იმავე დროს, უმჯობესია დილით.
ექიმი მიგითითებთ, რა დოზით და რამდენი ტაბლეტი ექსფორჯი უნდა მიიღოთ. მკურნალობაზე პასუხის მიხედვით შესაძლებელია ექიმმა გირჩიოთ უფრო მაღალი ან უფრო დაბალი დოზა.
საუკეთესო შედეგის მისაღებად და გვერდითი რეაქციების შესამცირებლად განაგრძეთ ექსფორჯის მიღება თქვენი ექიმის მიერ მითითებული ვადის განმავლობაში. თუ გაქვთ შეკითხვა, რამდენი ხნის განმავლობაში უნდა მიიღოთ ექსფორჯი, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დოზას.
გამოყენების დრო და მეთოდი:
ექსფორჯი განკუთვნილია მხოლოდ პერორალური მიღებისთვის.
შეგიძლიათ მიიღოთ უზმოდ ან საკვებთან ერთად. პრეპარატი ჩაყლაპეთ ერთი ჭიქა წყლით. არ მიიღოთ გრეიპფრუტი ან გრეიპფრუტის წვენი.
სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები:
ბავშვები: (18 წელზე ნაკლები ასაკის)
არ არის რეკომენდებული ექსფორჯის გამოყენება ბავშვებსა და მოზარდებში.
ასაკოვნები:
არ არსებობს რეკომენდაცია 65 წლის და მეტი ასაკის პაციენტებისთვის სპეციალურ დოზასთან დაკავშირებით. საჭიროა სიფრთხილის დაცვა დოზის მატებისას.
განსაკუთრებული შემთხვევები:
თირკმლის უკმარისობა:
თუ გაქვთ თირკმლის უკმარისობა, მიიღეთ სიფრთხილით.
არ მიიღოთ თირკმლის მძიმე უკმარისობის შემთხვევაში.
ღვიძლის უკმარისობა:
თუ გაქვთ ღვიძლის უკმარისობა, მიიღეთ სიფრთხილით.
არ მიიღოთ ღვიძლის მძიმე უკმარისობის შემთხვევაში.
დაიცავით ეს ინსტრუქცია, თუ ექიმი არ გირჩევთ სხვაგვარად გამოყენებას.
არ დაგავიწყდეთ პრეპარატის დროულად მიღება.
ექიმი გეტყვით, რამდენი ხანი გაგრძელდება ექსფორჯით მკურნალობა.
არ შეწყვიტოთ მკურნალობა ვადაზე ადრე, რადგანაც ექსფორჯით მკურნალობის შეწყვეტამ შესაძლებელია გამოიწვიოს დაავადების დამძიმება.
თუ თვლით, რომ ექსფორჯის მოქმედება არის ძალიან ძლიერი ან სუსტი, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ მიიღეთ ექსფორჯი საჭიროზე მეტი რაოდენობით:
თუ ექსფორჯი შემთხვევით მიიღეთ საჭიროზე მეტი რაოდენობით, დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ დაგავიწყდათ ექსფორჯის მიღება:
თუ დაგავიწყდებათ პრეპარატის მიღება, დალიეთ ეს დოზა გახსენებისთანავე და მომდევნო დოზა მიიღეთ ჩვეულებრივ დროს.
თუ დაგავიწყდებათ პრეპარატის მიღება და მოახლოებულია შემდეგი დოზის მიღების დრო, გამოტოვეთ დავიწყებული დოზა.
დავიწყებული დოზის კომპენსირების მიზნით არ მიიღოთ ორმაგი დოზა.
ექსფორჯით მკურნალობის შეწყვეტის შემთხვევაში მოსალოდნელი რეაქცია:
არ შეწყვიტოთ პრეპარატის მიღება თქვენი ექიმის მითითების გარეშე, რადგანაც ექსფორჯით მკურნალობის შეწყვეტამ შესაძლებელია გამოიწვიოს დაავადების დამძიმება.
რა მოსალოდნელი გვერდითი რეაქციები აქვს?
სხვა პრეპარატების მსგავსად, ექსფორჯის შემადგენლობაში არსებული ნივთიერებების მიმართ მგრძნობელობის მქონე პირებს შესაძლებელია აღენიშნებოდეთ გვერდითი რეაქციები.
ძალიან ხშირი : შესაძლებელია აღენიშნებოდეს 10 პაციენტიდან არანაკლებ ერთს.
ხშირი: შესაძლებელია აღენიშნებოდეს 10 პაციენტიდან ერთზე ნაკლებს, მაგრამ 100 პაციენტიდან ერთზე მეტს.
არახშირი: შესაძლებელია აღენიშნებოდეს 100 პაციენტიდან ერთზე ნაკლებს, მაგრამ 1.000 პაციენტიდან ერთზე მეტს.
იშვიათი: შესაძლებელია აღენიშნებოდეს 1.000 პაციენტიდან ერთზე ნაკლებს, მაგრამ 10.000 პაციენტიდან ერთზე მეტს.
ძალიან იშვიათი: შესაძლებელია აღენიშნებოდეს 10.000 პაციენტიდან ერთზე ნაკლებს.
უცნობი სიხშირე: შეუძლებელია ვარაუდი ხელთარსებული მონაცემებით.
ქვემოთ ჩამოთვლილი რომელიმე სიმპტომის გამოვლენის შემთხვევაში შეწყვიტეთ ექსფორჯის გამოყენება და დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს ან მიმართეთ უახლოესი საავადმყოფოს გადაუდებელი დახმარების სამსახურს:
კანის მწვავე რეაქცია, რომელიც მოიცავს კანზე გავრცელებულ გამონაყარს, ჭინჭრის ციებას, მთელს სხეულზე კანის გაწითლებას, ძლიერ ქავილს, კანზე ბუშტუკებს, კანის აქერცვლას და შეშუპებას, ლორწოვანი გარსის ანთებას (სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი) ან სხვა ალერგიულ რეაქციებს, ქუთუთოების, სახის, ტუჩების ან ენის შეშუპება, ქოშინი ან სუნთქვის გაძნელება, დაბალი არტერიული წნევა (გულის წასვლის შეგრძნება, გაბრუება), უეცრად დაწყებული ხიხინი, მკერდის მიდამოში ტკივილი, ცუდად ყოფნა, რომელსაც თან ახლავს მუცლის და ზურგის ძლიერი ტკივილი, გამოწვეული პანკრეასის ანთებით, მიოკარდიუმის ინფარქტი, არითმია.
ეს ძალიან სერიოზული გვერდითი რეაქციებია.
თუ გამოგივლინდათ რომელიმე ეს რეაქცია, ეს ნიშნავს, რომ თქვენ გაქვთ სერიოზული ალერგია ექსფორჯიზე. შესაძლებელია დაგჭირდეთ გადაუდებელი სამედიცინო ჩარევა ან საავადმყოფოში დაწოლა.
ექსფორჯის გამოყენების შედეგად შესაძლებელია განვითარდეს შემდეგი გვერდითი მოვლენები:
ხშირი:
გრიპი,
გაგუდულობა, ყელის ტკივილი და ნერწყვის ყლაპვის დროს დისკომფორტი,
სისხლში კალიუმის დონის დაქვეითება (ჰიპოკალემია),
თავის ტკივილი,
მკლავების, ხელის მტევნების, ფეხების, კოჭების და ტერფების შეშუპება,
დაღლილობა, სისუსტე,
სახეზე და/ან ყელზე სიწითლე და წამოხურება,
ედემა, ედემა ღრმულით (ედემა, რომლის დროსაც შეშუპებულ ადგილზე თითის დაჭერისას დროებით ჩნდება ჩაღრმავებული ადგილი), სახეზე ედემა.
არახშირი:
უმადობა,
სისხლში კალციუმის დონის მატება (ჰიპერკალცემია),
სისხლში ლიპიდების დონის მატება (ჰიპერლიპიდემია),
სისხლში შარდმჟავას დონის მატება (ჰიპერურიკემია),
სისხლში ნატრიუმის დონის დაქვეითება (ჰიპონატრემია),
კოორდინაციის დარღვევა,
თავბრუსხვევა,
ძილიანობა,
მხედველობის დაკარგვა,
ტკივილი ხახასა და ხორხს შორის მიდამოში,
მუცლის არეში დისკომფორტი,
გაბრუება,
გულისრევა და მუცლის ტკივილი,
პირის სიმშრალე,
პარესთეზია, ხელებსა და ტერფებში ჩხვლეტის შეგრძნება ან დაბუჟება,
შეგრძნება, როდესაც ადამიანი ფიქრობს, რომ ირგვლივ ყველაფერი ან თითონ ბრუნავს არათანაბრად ან ჩქარა (ვერტიგო),
გულისცემის აჩქარება, მათ შორის ტაქიკარდია,
გაბრუება, რომელიც იწყება ფეხზე ადგომისას,
ხველა,
ფაღარათი,
ყაბზობა,
კანზე გამონაყარი, სიწითლე,
სახსრების შეშუპება,
ზურგის ტკივილი,
სახსრების ტკივილი.
იშვიათი:
შფოთვა,
ყურებში ხმაური,
გულის წასვლა,
ჩვეულებრივზე მეტი რაოდენობით შარდის გამოყოფა ან გახშირებული შარდვა,
ერექციის არქონა ან უკმარისობა,
სიმძიმის შეგრძნება,
დაბალი არტერიული წნევა, გამოხატული ისეთი სიმპტომებით, როგორიცაა გაბრუება, თავბრუსხვევა,
ჭარბი ოფლიანობა,
კანზე გავრცელებული გამონაყარი,
ქავილი,
კუნთების სპაზმი,
მხედველობის დარღვევები,
ჰიპერმგრძნობელობა.
სხვა გვერდითი მოვლენები:
ამლოდიპინი:
დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს, თუ პრეპარატის მიღების შემდეგ შენიშნავთ ქვემოთ ჩამოთვლილ რომელიმე სერიოზულ უარყოფით რეაქციას, რომელიც ძალიან იშვიათად ვლინდება,:
ხშირი:
თავბრუსხვევა,
თავის ტკივილი,
მუცელში დისკომფორტი,
დაღლილობა,
ედემა,
გაბრუება,
ძილიანობა,
პალპიტაცია (საკუთარი გულისცემის შეგრძნება, აჩქარებული გულისცემა),
სიწითლე,
სახსრების შეშუპება (ედემა),
მუცლის ტკივილი,
გულისრევა.
არახშირი:
გუნება-განწყობის ცვლილება,
შფოთვა,
კანზე დაბუჟების შეგრძნება,
სუნთქვის გაძნელება,
კუჭ-ნაწლავის ჩვეულებრივი მოქმედების ცვლილება,
დიარეა,
პირის სიმშრალე,
კანზე სიწითლე და გამონაყარი,
სინათლის მიმართ მგრძნობელობა,
სახსრების ტკივილი,
ზურგის ტკივილი,
დაღლილობა, დაუძლურება,
ავადმყოფობის შეგრძნება,
სისუსტე,
ტკივილი მკერდის მიდამოში, რომელიც არ არის დაკავშირებული გულთან,
წონის მატება ან კლება,
დეპრესია,
უძილობა,
ტრემორი,
გემოს აღქმის დარღვევა,
გულის წასვლა,
ტკივილის შეგრძნების დაკარგვა,
მხედველობის დარღვევები,
მხედველობის დაკარგვა,
ყურებში ხმაური,
დაბალი არტერიული წნევა,
ცხვირის არხის ანთებიდან გამომდინარე ცემინება/ცხვირიდან გამონადენი (რინიტი),
საჭმლის მონელების დარღვევა,
ღებინება (გულისრევა),
თმის ცვენა,
მომატებული ოფლიანობა,
კანის ქავილი,
კანის ფერის ცვლილება,
შარდვის გაძნელება,
ღამით გახშირებული შარდვა,
შარდის გამოყოფის მატება,
ერექციის გაგრძელების პრობლემა,
მამაკაცებში სარძევე ჯირკვლების გადიდება ან დისკომფორტი,
ტკივილი,
შეუძლოდ ყოფნა,
კუნთების ტკივილი,
კუნთების კრამპი,
წონაში მატება ან კლება.
იშვიათი:
დეზორიენტაცია.
ძალიან იშვიათი:
ლეიკოციტების რაოდენობის შემცირება,
ტრომბოციტების რაოდენობის შემცირება, რამაც შესაძლებელია გამოიწვიოს უჩვეულო სილურჯე ან ადვილად დაწყებული სისხლდენა (ერითროციტების დაზიანება),
სისხლში შაქრის მაღალი დონე (ჰიპერგლიკემია),
ჭარბი მგრძნობელობა,
პანკრეასის ანთება (პანკრეატიტი),
ფეხებში დისკომფორტი, სიმძიმის შეგრძნება (პერიფერიული ნეიროპათია),
გულის რითმის დარღვევები,
ხველა,
განსაკუთრებით სახისა და ყელის მიდამოში შეშუპება (სავარაუდოდ, ანგიოედემის სიმპტომები),
მკერდის არეში უეცარი და მოჭერითი ტიპის ტკივილი (სავარაუდოდ, მიოკარდიუმის ინფარქტის სიმპტომები),
გამონაყარი, კანზე სიწითლე, ტუჩებზე, თვალებზე ან პირის ღრუში ბუშტუკები, კანის აქერცვლა (სავარაუდოდ, მულტიფორმული ერითემის სიმპტომები),
კანზე გამონაყარი,
წითელი კანი, ტუჩებზე, თვალებზე ან პირის ღრუში ბუშტუკები, კანის აქერცვლა, ცხელება (სავარაუდოდ, სტივენ-ჯონსონის სინდრომის სიმპტომები),
სხეულის ნებისმიერი მიდამოში, განსაკუთრებით ტუჩებზე, ქუთუთოებსა და სასქესო ორგანოების მიდამოში კანქვეშა ქსოვილის ედემა (კვინკეს შეშუპება),
ღრძილების შეშუპება,
მუცლის შებერილობა (გასტრიტი),
ღვიძლის ფუნქციის დარღვევები,
ღვიძლის ანთება (ჰეპატიტი),
კანის გაყვითლება (სიყვითლე),
ღვიძლის ფერმენტების მატება, რამაც შესაძლებელია ზემოქმედება მოახდინოს ზოგიერთი სამედიცინო ტესტის შედეგზე,
კუნთების მომატებული დაძაბულობა,
სისხლძარღვების ანთება, რომელიც, როგორც წესი, ვლინდება კანზე გამონაყართან ერთად.
სინათლის მიმართ მგრძნობელობა,
კიდურების გამაგრება, ტრემორი და/ან მოძრაობის დარღვევები.
უცნობი სიხშირე:
მოძრაობის დარღვევები (ექსტრაპირამიდალური სიმპტომები).
ვალსარტანი:
არახშირი:
შეგრძნება, როდესაც ადამიანი ფიქრობს, რომ ირგვლივ ყველაფერი ან თითონ ბრუნავს არათანაბრად ან ჩქარა (ვერტიგო),
ხველა,
მუცლის მიდამოში დისკომფორტის შეგრძნება ან ზედა აბდომინალურ მიდამოში ტკივილი,
დაღლილობა.
უცნობი სიხშირე:
ჰიპერმგრძნობელობა,
სისხლში ჰემოგლობინის და ჰემატოკრიტის დაქვეითება,
ერითროციტების რაოდენობის შემცირება,
თრომბოციტების და ლეიკოციტების შემცირება,
სისხლში კრეატინინის მატება,
ინფექციიდან გამომდინარე ცხელება, ყელის ტკივილი და პირის ღრუში დაზიანებები,
სისხლძარღვების ანთება,
თავისით დაწყებული სისხლდენა ან დალურჯება,
სისხლში კალიუმის მაღალი დონე,
ღვიძლის ანალიზის შედეგებში დარღვევები,
თირკმლის ფუნქციების დაქვეითება და თირკმლის ფუნქციების სერიოზული დაქვეითება,
შეშუპება, განსაკუთრებით სახის და ყელის,
კუნთების ტკივილი,
გამონაყარი, მოიისფრო-წითელი ლაქები,
ცხელება,
ქავილი,
ალერგიული რეაქციები,
კანზე ბუშტუკები (ბულოზური დერმატიტის სიმპტომი).
თუ გამოვლინდება რეაქცია, რომელიც არ არის მითითებული წინამდებარე გამოყენების ინსტრუქციაში, აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
გვერდითი მოვლენების შესახებ ინფორმირება
ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარებისას, რომელიც მითითებულია ან არ არის მითითებული წინამდებარე გამოყენების ინსტრუქციაში, აცნობეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს. ამასთანავე გვერდითი მოვლენები მიუთითეთ საიტზე www.titck.gov.tr - „პრეპარატის გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება“ ან დარეკეთ გვერდითი მოვლენების შეტყობინების ხაზზე - 0 800 314 00 08 და აცნობეთ თურქეთის ფარმაკოლოგიური ზედამხედველობის ცენტრს. გვერდითი მოვლენების შესახებ ინფორმაციის მიწოდებით თქვენ წვლილს შეიტანთ თქვენ მიერ გამოყენებული პრეპარატის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით უფრო მეტი ინფორმაციის მოპოვებაში.
ექსფორჯის შენახვა
ექსფორჯი შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას თავის შეფუთვაში.
ექსფორჯი შეინახეთ 30 0C-ზე დაბალ ოთახის ტემპერატურაზე.
ნესტისგან დასაცავად შეინახეთ ორიგინალ შეფუთვაში.
გამოიყენეთ ვარგისიანობის ვადის დაცვით.
არ გამოიყენოთ ექსფორჯი შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის შემდეგ.
არ გამოიყენოთ ექსფორჯი, თუ პრეპარატზე და/ან შეფუთვაზე შენიშნავთ დაზიანებას.
არ გადაყაროთ ვადაგასული ან გამოუყენებელი პრეპარატები! მიაწოდეთ გარემოსა და ურბანიზაციის სამინისტროს მიერ განსაზღვრულ შეგროვების სისტემას.
ლიცენზიის მფლობელი: სს ნოვატრის საღლიქ, გიდა ვე თარიმ ურუნლერი სან. ვე თიჯ. ქავაჯიქი / ბეიქოზი / სტამბოლი
წარმოების ადგილი: სს ნოვატრის საღლიქ, გიდა ვე თარიმ ურუნლერი სან. ვე თიჯ. ფენდიქი / სტამბოლი
Units | 28 |
---|
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account