Dindgel - დინდგელის მალამო 20% 25გ.ტუბი

განსაკუთრებული ფასი 10,80 ლ რეგულარული ფასი 15,00 ლ
მარაგშია
SKU
46392_640

ჩვენება: ფურუნკულოზის, დამწვრობის, ჩირქოვანი ჭრილობების, ხანგრძლივად შეუხორცებადი იარების, ნეიროდერმიტების, ტროფიკული წყლულის, სოკოვანი დაავადებების, პროქტიტის, ვაგინიტის დროს

წამლის ფორმა:

მოყვითალო-ყავისფერი, დინდგელის დამახასიათებელი არომატული სუნის მქონე, წყალში უხსნადი მალამო.

ფარმაკოლოგიური მოქმედება:

ახასიათებს ქავილის საწინააღმდეგო, ანტიმიკოზური, ბაქტერიოციდული, ტკივილგამაყუჩებელი, ანთების საწინააღმდეგო, ქსოვილების რეგენერაციისა და ეპითელიზაციის მასტიმულირებელი მოქმედება.

ჩვენება:

ფურუნკულოზის, დამწვრობის, ჩირქოვანი ჭრილობების, ხანგრძლივად შეუხორცებადი იარების, ნეიროდერმიტების, ტროფიკული წყლულის, სოკოვანი დაავადებების, პროქტიტის, ვაგინიტისა და საშვილოსნოს ეროზიების სამკურნალო საშუალება.

უკუჩვენება:

ინდივიდუალური შეუთავსებლობა ფუტკრის პროდუქტების მიმართ; მწვავე ეგზემა.

მიღების წესი და დოზირება:

კანის დაზიანებულ ნაწილზე დანეკროზებული ქსოვილის მოცილების შემდეგ ადებენ დინდგელის მალამოს დოლბანდით ან მის გარეშე, დღეში ორჯერ. მკურნალობის კურსი 2-3 კვირა.

გვერდითი მოვლენები:

დინდგელის მალამოს გამოყენებისას შესაძლებელია განვითარდეს კანის ჰიპერემია, გამონაყარი, ქავილი. ასეთ შემთხვევებში პრეპარატის გამოყენება უნდა შეწყდეს.

შენახვის პირობებიინახება გრილ, ბნელ ადგილას.

მეტი ინფორაცია
Units 1
Is Online? არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy