Zeagra - ზიაგრა 100მგ 4 ტაბლეტი

3,78 ლ
მარაგშია
SKU
51956_1052

ჩვენება: სილდენაფილის ციტრატი ნაჩვენებია მხოლოდ ერექციული დისფუნქციის სამკურნალოდ.

  ზიაგრა
  100მგ ტაბლეტები

შემადგენლობა
ყოველი აპკით შემოგარსული ტაბლეტი შეიცავს  სილდენაფილის ციტრატს, რაც 100მგ სილდენაფილის ეკვივალენტურია.
ფარმაკოლოგიური კლასიფიკაცია
უროლოგიური საშუალება; პრეპარატები რომლებიც გამოიყენება ერექციული დისფუნქციის დროს
აღწერა
ერექციული დისფუნქციის (ედ) სამკურნალო, პერორალური გზით მისაღები  პრეპარატი ზიაგრა,  წარმოადგენს სილდენაფილის ლიმონმჟავას მარილს, ციკლური გუანოზინმონოფოსფატის სელექციურ ინჰიბიტორს (cGMP) – ტიპი 5 სპეციფიკურ ფოსფოდიესთერაზას (PDE5).
სილდენაფილი ქიმიურად შემუშავებულია როგორც 1-{(3-(6,7-დიჰიდრო-1მეთილ-7-ოქსო-3-პროპილ-1H პირაზოლო [4,3-d]პირიმიდინ-5-yl)-4-ეთოქსიფენილ-სულფონილ]-4-მეთილპიპრაზინის ციტრატი, 666.7 მოლეკულური წონით.

კლინიკური ფარმაკოლოგია
ზიაგრა აღადგენს დარღვეულ ერექციულ ფუნქციას ასოსკენ სისხლის მიდინების გაზრდით, სქესობრივი სტიმულაციის საპასუხოდ. სილდენაფილი არის  cGMP–ის ტიპი 5 სპეციფიკური ფოსფოდიესთერაზას (PDE5) სელექციური ინჰიბიტორი, რომელიც პასუხისმგებელია cGMP–ის დეგრდაციაზე, კავერნოზულ სხეულში. სილდენაფილს არ აქვს პირდაპირი რელაქსაციური ეფექტი ადამიანის იზოლირებულ კავერნოზულ სხეულზე, მაგრამ აძლიერებს NO რელაქსაციურ ეფექტს ამ ქსოვილზე. როდესაც NO/cGMP–ის მეტაბოლური გზა აქტივირებულია, სქესობრივი სტიმულაციის განმავლობაში, PDE5–ის ინჰიბირება სილდენაფილით იწვევს cGMP–ის კავერნოზულ გაზრდილ დონეებს, რომელიც ახდენს გლუვი კუნთების რელაქსაციას კავერნოზულ სხეულში და იძლევა სისხლის მოდინების საშუალებას. 
შეწოვა
ზიაგრა სწრაფად შეიწოვება.  მაქსიმალური შესამჩნევი პლაზმური კონცენტრაცია მიიღწევა 30-120 წუთის განმავლობაში (საშუალოდ 60 წუთი) უზმოზე პერორალური დოზის მიღებისას. საშუალო აბსოლუტური პერორალური ბიოშეღწევადობა არის 41% (დიაპაზონი 25-63%). ზიაგრას პერორალური ფარმაკოკინეტიკა რეკომენდებული  დოზის დიაპაზონის (25-100 მგ) პროპორციულია. როდესაც ზიაგრას მიღება ხდება მაღალცხიმიან საკვებთან, შეწოვის ხარისხი მცირდება 60 წუთიანი Tmax-ის საშუალო შეფერხებით და 29% Cmax-ის საშუალო შემცირებით. 
მეტაბოლზიმი
სილდენაფილი პრედომინანტურად გამოიყოფა CYP3A4-ით (ძირითადი გზა) და CYP2C9-ით (მეორეხარისხოვანი გზა) ღვიძლის მიკროსომალური ფერმენტებით. მთავარი მოცირკულირე მეტაბოლიტი მიიღება სილდენაფილის N-დიმეთილირებით. ამ მეტაბოლიტს აქვს PDE სელექციური პროფილი, რაც სილდენაფილის მსგავსია და in vitro სიმძლავრე PDE5-თვის საწყისი სამკურნალო ნივთიერების დაახლოებით 50%. ამ მეტაბოლიტის პლაზმური კონცენტრაცია შეადგენს სილდენაფილისთვის ნანახი კონცეტრაციების დაახლოებით 40%-ს. N-დისმეთილ მეტაბოლიტი შემდგომში მეტაბოლიზდება დაახლოებით 4 საათიანი საბოლოო ნახევარდაშლის პერიოდით.  
ელიმინაცია: ორგანიზმიდან სილდენაფილის საერთო კლირენსი შეადგენს 41 ლ/სთ, 3-5 საათიანი საბოლოო ნახევარდაშლის პერიოდით. პერორალური ან ინტრავენური შეყვანის შემდეგ, სილდენაფილი გამოიყოფა მეტაბოლიტების სახით ძირითადად ფეკალურ მასებში (მიღებული პერორალური  დოზის დაახლოებით 80%) და ნაკლები მოცულობით შარდით (მიღებული პერორალური დოზის დაახლოებით 13%). 
ფარმაკოკინეტიკა პაციენტთა სპეციალურ ჯგუფებში:
ხანდაზმულები: ჯანმრთელ ხანდაზმულ მოხალისეებს (65 წელი და მეტი) ჰქონდათ სილდენაფილის შემცირებული კლირენსი დაახლოებით 40%-ით მეტი თავისუფალი პლაზმური კონცენტრაციებით, ვიდრე ახალაგაზრდა ჯანმრთელ მოხალისეებში (18-45 წელი). 
თირკმლის უკმარისობა: მოხალისეებში თირკმლის მსუბუქი (CLcr =50-80 მლ/წთ) და ზომიერი (CLcr=30-49 მლ/წთ)  უკმარისობით, ზიაგრას (50 მგ) ერთჯერადი პერორალური დოზის ფარმაკოკინეტიკა არ შეცვლილა. მოხალისეებში თირკმლის  მწვავე უკმარისობით (CLcr <30 მლ/წთ) სილდენაფილის კლირენსი შემცირდა, რამაც გამოიწვია AUC (100%) და Cmax (88%) მატება იგივე ასაკის მოხალისეებთან შედარებით რომლებსაც არ ჰქონდათ თირკმლის უკმარისობა. 
ღვიძლის უკმარისობა:  მოხალისეებში ღვიძლის ციროზით (ჩაილდ პიუ A და B) სილდენაფილის კლირენსი შემცირდა, რამაც გამოიწვია AUC (84%) და Cmax (47%) მატება იგივე ასაკის მოხალისეებთან შედარებით რომლებსაც არ ჰქონდათ ღვიძლის უკმარისობა. 


პრეკლინიკური უსაფრთხოების მონაცემები

ზიაგრა არ ავლენს რაიმე სახის მუტაგენურ ან კარცენოგენურ პოტენციალს. 
ჩვენებები:
სილდენაფილის ციტრატი ნაჩვენებია მხოლოდ ერექციული დისფუნქციის სამკურნალოდ. ცოტა რამ არის ცნობილი სილდენაფილის ეფექტების შესახებ ცირკულაციის ნეიროკონტროლზე ან სილდენაფილის ეფექტების შესახებ ნეიროცირკულატორული სტრესის რეაქციებზე. 
უკუჩვენებები:
აზოტის ოქსიდის/cGMP–ის მეტაბოლურ გზაზე ცნობილი ეფექტების მიხედვით, სილდენაფილმა აჩვენა, რომ აძლიერებს ნიტრატების ჰიპოტენზიურ ეფექტებს და აქედან გამომდინარე მისი მიღება ნებისმიერი ფორმით უკუნაჩვენებია პაციენტებში, რომლებიც იყენებენ ორგანულ ნიტრატებს, ან რეგულარულად და/ან პერიოდულად.  სილდენაფილის ციტრატი უკუნაჩვენებია პაციენტებში, რომლებსაც აქვთ ცნობილი ჰიპერმგრძნობელობა ტაბლეტის ნებისმიერი კომპონენტის მიმართ. უნდა განხორციელდეს სრული სამედიცინო გამოკვლევა ერექციული დისფუნქციის დიაგნოსტირებისთვის, პოტენციური მიზეზების და შესაბამისი მკურნალობის განსაზღვრისთვის. 

გაფრთხილება:
არსებობს სქესობრივი აქტივობის კარდიული რისკის პოტენციალი, პაციენტებში მანამადე არსებული გულ-სისხლძარღვთა დაავადებით. ამიტომ, ერექციული დისფუნქციის მკურნალობა, მათ შორის ზიაგრათი მკურნალობა, არ უნდა იყოს ზოგადად გამოყენებული მამაკაცებში, რომლებისთვისაც სქესობრივი აქტიურობა არ არის რეკომენდებული მათი კარდიოვასკულური სტატუსის გამო. უნდა განხორციელდეს სრული სამედიცინო გამოკვლევა ერექციული დისფუნქციის დიაგნოსტირებისთვის, პოტენციური მიზეზების განსაზღვრისთვის, და შესაბამისი მკურნალობის განსაზღვრისთვის. ზიაგრას აქვს სისტემური ვაზოდილატაციური თვისებები, რამაც ჯანმრთელ მოხალისეებში გამოიწვია არტერიული წნევის გარდამავალი დაწევა სუპინურ პოზიციაში.
ერექციის შემთხვევაში რომელიც გრძელდება 4 საათზე მეტ ხანს, პაციენტმა აუცილებლად უნდა მიმართოს სასწრაფო სამედიცინო ჩარევას. თუ არ მოხდა პრიაპიზმის დაუყოვნებელი მკურნალობა, შეიძლება განვითარდეს ასოს ქსოვილის დაზიანება და პოტენციის პერმანენტული დაკარგვა. ერექციული დისფუნქციის სამკურნალო პრეპარატების გამოყენება სიფრთხილით უნდა მოხდეს იმ პაციენტებში, რომლებსაც აქვთ ასოს ანატომიური დეფორმაცია (როგორიც არის გადახრა, კავერნოზული ფიბროზი ან პეირონის დაავადება) ან პაციენტებში რომლებსაც აქვთ პრიაპიზმის მიმართ წინასწარგანწყობა (როგორიც არის ნამგლისებრ-უჯრედოვანი ანემია, მრავლობითი მიელომა ამ ლეიკემია).
ერექციული დისფუნქციის სამკურნალო პრეპარატების გამოყენება არ შეიძლება მამაკაცებში რომლებშიც სქესობრივი აქტივობა არ არის რეკომენდებული. 
ზიაგრას კომბინაციის ეფექტურობა და უსაფრთხოება ერექციული დისფუნქციის სამკურნალო სხვა პრეპარატებთან ერთად არ არის შესწავლილი. ამიტომ ასეთი  კომბინაციების გამოყენება არ არის რეკომენდებული. ზიაგრას და სხვა ანტიჰიპერტენზიულ პრეპარატებს შორის პრეპარატების ურთიერთქმედების საკონტროლო კვლევები არ არის განხორციელებული. 
ზიაგრას არ აქვს არანაირი გავლენა სისხლდენის დროზე, მათ შორის ასპირინთან ერთად მიღებისას. თრომბოციტების in vitro კვლევისას გამოვლინდა, რომ სილდენაფილი აძლიერებს ნატრიუმის ნიტროპრუსიდის (აზოტის ოქსიდის დონორი) ანტიაგრეგაციულ ეფექტს. ზიაგრას გამოყენების უსაფრთხოების შესახებ არ არსებობს ინფორმაცია პაციენტებში, რომლებსაც აქვთ სისხლდენა ან აქტიური პეპტიკური წყლული. აქედან გამომდინარე, ამ პაციენტებში ზიაგრა გამოიყენება სიფრთხილით.

წამალთშორისი ურთიერთქმედება
სილდენაფილი არის ციტოქრომ P450 იზოფორმების 1A2, 2C9, 2C19, 2D6, 2E1 და 3A4 (IC50 >150 მიკრომოლი) სუსტი ინჰიბიტორი. სილდენაფილის რეკომენდებული დოზით მიღებისას მისი პიკური პლაზმური კონცენტრაცია შეადგენს 1 მკმოლ, ამიტომ, ნაკლებად სავარაუდოა, რომ სილდენაფილმა გავლენა მოახდინოს ამ იზოფერმენტების სუბსტრატების კლირენსზე. არ გამოვლინდა რაიმე სახის მნიშვნელოვანი ურთიერთქმედება ტოლბუტამიდთან (250 მგ) ან ვარფარინთან (40 მგ) რომელთაგან ორივე მეტაბოლიზდება CYP2C9-ით. ანტაციდების (მაგნიუმის ჰიდროქსიდი/ალუმინის ჰიდროქსიდი) ერთჯერადი დოზები არ ახდენს გავლენას სილდენაფილის ციტრტატის ბიოშეღწევადობაზე. მოსალოდნელია რომ  CYP3A4 ინდუქტორების ერთდროულად მიღება, როგორიც არის რიფამპიცინი, ამცირებს სილდენაფილის ციტრატის პლაზმურ დონეებს. 

ორსულობა და ლაქტაცია
ზიაგრა არ არის ნაჩვენები ქალებში გამოყენებისთვის.
არანაირი ტერატოგენური ეფექტები, ფერტილობის დარღვევა ან/და გვერდითი ეფექტები პრო/პოსტანატალურ განვითარებაზე არ გამოვლინდა ვირთაგვებში და ბოცვრებში ჩატარებულ რეპროდუქციულ კვლევებში სილდენაფილის პერორალურად მიღების შემდეგ. არ გამოვლინდა რაიმე სახის ეფექტი სპერმის მოძრაობაზე ან მორფოლოგიაზე ზიაგრას 100 მგ პერორალური დოზის მიღების შემდეგ ჯანმრთელ მოხალისეებში. 
დოზის გადაჭარბება და ტოქსიკური ეფექტები
დოზის გადაჭარბების შემთხვევაში საჭიროა სტანდარტული ღონისძიებების გატარება. თირკმლის დიალიზი სავარაუდოდ არ აჩქარებს კლირენსს, ვინაიდან სილდენაფილი მაღალ კავშირშია პლაზმის ცილებთან და არ გამოიყოფა შარდში. 
ჯანმრთელ მოხალისეებში 800 მგ-მდე ერთჯერადი დოზით ჩატარებულ კვლევებში გვერდითი ეფექტები იყო იმ გვერდით ეფექტების მსგავსი, რომლებიც ნანახი იქნა დაბალი დოზების მიღების შემთხვევაში, მაგრამ ინციდენტის მაჩვენებელი გაიზარდა. 
პრეპარატის გავლენა ავტომობილის და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე
ვინაიდან ზიაგრას კლინიკურ კვლევებში აღინიშნა თავბრუსხვევა და შეცვლილი მხედველობა, პაციენტებმა უნდა იცოდენენ თუ როგორი რეაქცია აქვთ ზიაგრაზე და სიფრთხილე გამოიჩინონ ავტომობილის მართვის, მექანიზმების ოპერირების ან სახიფათო ამოცანების შესრულების დაწყებამდე. 
დოზირება და მიღების წესები
ზიაგრას ტაბლეტები მიიღება პერორალურად.

გამოყენება მოზრდილებში
რეკომენდებული დოზა არის 50 მგ, რომელიც მიიღება საჭიროებისას, სქესობრივ აქტივობამდე დაახლოებით ერთი საათით ადრე. ეფექტურობის და ამტანობის გათვალისწინებით დოზა შეიძლება გაიზარდოს 100 მგ-მდე ან შემცირდეს 25 მგ-მდე. მაქსიმალური რეკომენდებული დოზა არის 100 მგ. მაქსიმალური რეკომენდებული დოზის სიხშირე არის დღეში ერთხელ. 
გამოყენება ხანდაზმულებში და პაციენტებში თირკმლის და ღვიძლის უკმარისობით
ჯანმრთელ ხანდაზმულ მოხალისეებს (65 წელი და მეტი) გააჩნდათ სილდენაფილის შემცირებული კლირენსი. ამიტომ ქვემოთ მოცემული ფაქტორები დაკავშირებულია სილდენაფილის გაზრდილ პლაზმურ დონეებთან:  >65 ასაკი (AUC 40% ზრდა), ღვიძლის უკმარისობა (მაგალითად ციროზი 80%), თირკმლის მწვავე უკმარისობა (კრეატინინის კლირენსი <30 მლ/წთ, 100%) და ძლიერი ციტოქრომ P450 3A4 ინჰიბიტორების (ერითრომიცინი, კეტოკონაზოლი, იტრაკონაზოლი, 200%) ერთდროული გამოყენება. იმის გამო, რომ პლაზმაში მაღალმა დონემ შეიძლება გაზარდოს როგორც ეფექტურობა, ასევე გვერდითი ეფექტების შემთხვევები, ასეთ პაციენტებში გათვალსიწინებული უნდა იყოს 25 მგ საწყისი დოზა.
ზიაგრამ გამოავლინა, რომ აძლიერებს ნიტრატების ჰიპოტენზიურ ეფექტებს და მისი გამოყენება ნებისმირი ფორმით უკუნაჩვენებია პაციენტებში, რომლებიც იყენებენ აზოტის ოქსიდის დონორებს ან ნიტრატებს. 

გამოყენება ბავშვებში
ზიაგრა არ არის ნაჩვენები ბავშვებში გამოყენებისთვის. 
გვერდითი ეფექტები და განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები
კარდიოვასკულური: მწვავე კარდიოვასკულური, ცერებროვასკულური და ვასკულური მოვლენები, მათ შორის მიოკარდიუმის ინფარქტი, კარდიალური უეცარი სიკვდილი, პარკუჭოვანი არითმია, ცერებროვასკულური ჰემორაგია, გარდამავალი იშემიური შეტევა და ჰიპერტენზია, სუბარაქნოიდული და ინტრაცერებრალური ჰემორაგიები და პულმონური ჰემორაგია აღინიშნა პოსტმარკეტინგულად სილდენაფილის ციტრატის გამოყენებასთან დროებით კავშირში.  ამ შემთხვევების უმრავლესობა გამოვლინდა სქესობრივი აქტივობის დროს ან მის შემდეგ ძალიან მალე და მხოლოდ რამდენიმე გამოვლინდა სილდენაფილის ციტრატის მიღებიდან მოკლე დროში სექსობრივი აქტივობის გარეშე. 
მხედველობითი:  მხედველობის დარღვევა (მსუბუქი და გარდამავალი. პრედომინანტურად ფერადი ჩრდილები, ასევე სინათლის მომატებული აღქმა ან დაბინდული მხედველობა). დიპლოპია, მხედველობის დროებითი დაკარგვა/ მხედველობის დაქვეითება, თვალების სიწითლე ან სისხლის მოწოლა თვალებში, თვალის წვა, თვალის შეშუპება/წნევა, თვალშიდა წნევის გაზრდა, ბადურას ვასკულური დაავადება ან სისხლდენა, მინისებრი სხეულის აშრევება/ტრაქცია და პარამაკულარული შეშუპება. კონიუნქტივიტი, ფოტოფობია,  ჰემორაგია თვალში, კატარაქტა, მშრალი თვალები ან თვალის ტკივილი. 
უროგენიტალური: აღინიშნა პრიაპიზმის (გახანგრძლივებული ერექცია)  შემთხვევები. ასევე აღინიშნა ცისტიტი, ნიქტურია, შარდვის გახშირება, მკერდის გადიდება, შარდის შეუკავებლობა, პათოლოგიუირ ეაკულაცია, გენიტალური შეშუპება, ანორგზამია და ჰემატურია. 
სხეული მთლიანობაში: სახის შეშუპება, ფოტომგრძნობელობითი რეაქცია, შოკი, ასთენია, ტკივილი, ციება, შემთხვევითი დაცემა, მუცლის ტკივილი, ალერგიული რეაქცია, გულმკერდის ტკივილი, შემთხვევითი ტრავმა.
საჭმლის მომნელებელი სისტემა: დისპეფსია, ღებინება, გლოსიტი, კოლიტი, დისფაგია, გასტრიტი, გასტროენტერიტი, ეზოფაგიტი, სტომატიტი, პირის სიმშრალე, პათოლოგიური ღვიძლის ფუნქციების ტესტები, რექტალური ჰემორაგია, გინგივიტი. 
სისხლის და ლიმფური სისტემა: ანემია და ლეიკოპენია. 
მეტაბოლური და კვების: წყურვილი, შეშუპება, პოდაგრა, არასტაბილური დიაბეტი, ჰიპერგლიკემია, პერიფერიული შეშუპება, ჰიპერურიკემია, ჰიპოგლიკემიური რეაქცია და ჰიპერნატრიემია. 
ძვალკუნთოვანი:  ართრიტი, ართროზი, მიალგია, მყესის გაწყვეტა და ტენდოსინოვიტი, ძვლის ტკივილი, მიასთენია, სინოვიტი. 
ნერვული; ატაქსია, ჰიეპრტონია, ნევრალგია, ნეიროპათია, პარესთეზია, კანკალი, ვერტიგო, დეპრესია, უძილობა, ძილიანობა, ანომალური სიზმრები, რეფლექსების დაქვეითება და ჰიპესთეზია.

 რესპირატორული: ცხვირის გაჭედვა, ასთმა, ქოშინი, ლარინგიტი, ფარინგიტი, სინუსიტის, ბრონქიტი,  მომატებული სალივაცია, ხველის მომატება.

 კანი და კანის დანამატები: ჭინჭრის ციება, მარტივი ჰერპესი, ქავილი, ოფლიანობა, კანის დაწყლულება, კონტაქტური დერმატიტი, ექსფოლიაციური დერმატიტი.
განსაკუთრებული შეგრძნებები: ხმაური ყურებში, სიყრუე, ყურის ტკივილი. 
გაცემის წესი:  ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.
შენახვის  პირობები:
ინახება არაუმეტეს 30°C ტემპერატურაზე და მოარიდეთ მზის სინათლეს.
ინახება ბავშვებისგან მიუწვდომელ ადგილზე. 
წარმოებულია ინდოეთში:
ZEE LABORATORIES-ს მიერ
უჩანი, გ.ტ. როუდ, კარნალი -132001 
www.zeelaboratories.com

მეტი ინფორაცია
Units 4
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy