ლიბიგრანი 100მგ. 4 ტაბლტი

განსაკუთრებული ფასი 23,08 ლ რეგულარული ფასი 32,66 ლ
მარაგშია
SKU
37891_1044

ჩვენებები: ლიბიგრანი ™ ნაჩვენებია ერექციული დისფუნქციის სიმპტომატური მკურნალობისას.

  საერთაშორისო არადაპატენტებული დასახელება: Sildenafil

შემადგენლობა

თითოეული აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს:

აქტიურ ნივთიერებას: სილდენაფილი 50მგ ან 100მგ(სილდენაფილის ციტრატის სახით)

დამხმარე ნივთიერებები: მიკროკრისტალური ცელულოზა, უწყლო კალციუმის ჰიდროფოსფატი, ნატრიუმის კროსკარმელოზა, მაგნიუმის სტეარატი, Оpadry II Blue 32 K 20406  ჰიდროქსიპროპილმეთილცელულოზა, რკინის ოქსიდი ყვითელი(E172),  ტრიაცეტინი, ლაქტოზას მონოჰიდრატი, ტიტანის დიოქსიდი(E171), ინდიგოკარმინი(E132).

აღწერა

ტაბლეტები 50მგ: აპკიანი გარსით დაფარული ექვსკუთხა ტაბლეტები, ცისფერი ფერის, ერთ მხარეს გრავირებით -“50” და მეორე მხარეს - "LBG"

ტაბლეტები 100მგ: აპკიანი გარსით დაფარული ექვსკუთხა ტაბლეტები, ცისფერი ფერის, ერთ მხარეს გრავირებით -“100” და მეორე მხარეს- "LBG"

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი

ერექციული დისფუნქციის საწინააღმდეგო სამკურნალო საშუალება. ფოსფოდიესთერაზის ინჰიბიტორი

სილდენაფილი არის ერექციული დისფუნქციის სამკურნალო, შიგნით მისაღები საშუალება. ის აღადგენს ერექციულ ფუნქციას სასქესო ორგანოზე სისხლის მიწოდების  გაუმჯობესებით სექსუალურ სტიმულაციაზე საპასუხოდ.

სასქესო ასოს ერექციის ფიზიოლოგიური მექანიზმი დაკავშირებულია სექსუალური სტიმულაციისას მღვიმოვან სხეულში აზოტის ჟანგის (NO) გამონთავისუფლებასთან.

აზოტის ჟანგი ააქტიურებს ფერმენტ გუანილატციკლაზას, რაც იწვევს ციკლური გუანოზინმონოფოსფატის დონის ზრდას (ცგმფ) და აქედან გამომდინარე, მღვიმოვანი სხეულის გლუვი კუნთის მოდუნებას და მღვიმოვანი სინუსების გაფართოვებას (corpus cavernosum).

სილდენაფილი არ ახდენს პირდაპირ მომადუნებელ ზემოქმედებას ადამიანის იზოლირებულ მღვიმოვან სხეულზე, მაგრამ ზრდის NO-ს მომადუნებელ ეფექტს ამ ქსოვილზე.

სესქუალური სტიმულაციისას NO ლოკალურად თავისუფლდება, სილდენაფილის ზემოქმედებით ხდება ფდე 5-ის ინჰიბირება, რომელიც იწვევს ცგმფ-ს დონის ზრდას მღვიმოვან სხეულში. ამის გამო პრეპარატ ლიბიგრანის™ ეფექტურობის აუცილებელი პირობაა სექსუალური სტიმულაცია.

ფარმაკოკინეტიკა

შეწოვა

სილდენაფილი სწრაფად შეიწოვება. პლაზმაში მაქსიმალური კონცენტრაცია  მიიღწევა 30-120 წთ-ის(საშუალოდ 60წთ) განმავლობაში. აბსოლუტური ბიოშეღწევადობა შიგნით მიღებისას შეადგენს 41% (25-63% დიაპაზონში),  სილდენაფილის  რეკომენდირებული დოზებით  მიღებისას(25მგ-100მგ) AUC და Сmax  მაჩვენენებლები დოზის პროპორციულად იზრდება. საკვებთან ერთად სილდენაფილის მიღებისას  შეწოვის სიჩქარე მცირდება; Tmax იზრდება  საშუალოდ 60 წთ-ში, ხოლო Сmax   მცირდება  საშუალოდ 29%-ით. 

განაწილება

გაწონასწორებულ მდგომარეობაში მოცულობის განაწილება საშუალოდ 105 ლ. შეადგენს, რაც გვიჩვენებს მის განაწილებას ქსოვილებში. სილდენაფილი და მისი ძირითადი მაცირკულირებელი N-დისმეთილირებული მეტაბოლიტი დაახლოებით 96%-ით უკავშირდებიან პლაზმის ცილებს. მისი СMAX შეადგენს  18ნგ/მლ (38ნმ). ცილებთან შეკავშირება არ არის დამოკიდებული პრეპარატის საერთო კონცენტრაციაზე.

ბიოტრანსფორმაცია

სილდენაფილი მეტაბოლიზდება უპირატესად ღვიძლის იზოფერმენტების CYP3A4 (ძირითადი გზა) და CYP2C9 (დამატებითი გზა) ზემოქმედებით. ძირითადი მეტაბოლიტია  N-დისმეთილსილდენაფილი. მოგვიანებით ეს მეტაბოლიტიც განიცდის მეტაბოლიზმს. ფდე-ზე სელექციური მოქმედების გამო მეტაბოლიტი გათანაბრებულია სილდინაფილთან, ხოლო მისი აქტიურობა ფდე-სთან მიმართებაში in vitro  თვით სილდინაფილის აქტიურობის დაახლოებით 50% შეადგენს. მეტაბოლიტის კონცენტრაცია პლაზმაში, შეადგენს ძირითადი ნივთიერების კონცენტრაციის დაახლოებით 40% . N-დისმეთილირებული მეტაბოლიტი განიცდის შემდგომ მეტაბოლიზმს; მისი  თ1/2  შეადგენს დაახლოებით 4 სთ.

გამოყოფა

სილდენაფილის საერთო კლირენსი შეადგენს 41ლ/სთ, ხოლო საბოლოო

T1/2 - 3-5 სთ. შიგნით მიღების შემდეგ სილდენაფილი მეტაბოლიტების სახით, ძირითადად ფეკალიების საშუალებით გამოიყოფა (შეყვანილი დოზის დაახლოებით 80%) და მცირე ოდენობით შარდის საშუალებით (შეყვანილი დოზის დაახლოებით 13%).

ფარმაკოკინეტიკა ხანდაზმულ პაციენტებში

ხანდაზმული პაციენტები : ხანდაზმულ ჯანმრთელ მოხალისეებს (65 წელი და უფროსი ასაკი) სილდენაფილის კლირენსი დაქვეითებული აქვთ, ხოლო სილდენაფილის და N-დისმეთილმეტაბოლიტის კონცენტრაცია პლაზმაში დაახლოებით 90%-ზე მეტი აქვთ, ვიდრე   ჯანმრთელ ახალგაზრდა მოხალისეებს (18-45 წელი).

პლაზმის ცილებთან სხვადასხვა ხარისხით შეკავშირების გამო ხანდაზმული ასაკის პაციენტებს თავისუფალი აქტიური  სამკურნალო საშუალების კონცენტრაცია პლაზმაში დაახლოებით 40%-ით მეტი აქვთ, ვიდრე  ჯანმრთელ ახალგაზრდა მოხალისეებს (18-45 წელი).

თირკმელების უკმარისობა: მოხალისეებს თირკმელების მსუბუქი  და ზომიერი (კრეატინინის კლირენსი 30-80 მლ/წთ) უკმარისობით, ერთჯერადად 50 მგ-ის  პერორალურად მიღების შემდეგ ფარმაკოკინეტიკა არ შეცვლიათ. მოხალისეებში, თირკმელების მძიმე (კრეატინინის კლირენსი <30 მლ/წთ) უკმარისობით სილდენაფილის კლირენსი დაქვეითებული აქვთ. ამ მიზეზის გამო მაჩვენებლები AUC დაახლოებით 100% -ით  და   Сmax  დაახლოებით  88%- ით  მაღალია იგივე მაჩვენებლებისა თირკმელების ნორმალური ფუნქციის მქონე პაციენტებში იმავე ასაკობრივ ჯგუფში.

ღვიძლის უკმარისობა: მოხალისეებში, ღვიძლის  მსუბუქი და მძიმე ხარისხის ციროზით (Caild pius  კლასიფიკაციით A და B კლასი)სილდენაფილის კლირენსი დაბალია, ვიდრე იმავე ასაკობრივი ჯგუფის მოხალისეებში ღვიძლის ნორმალური ფუნქციით , რაც იწვევს  AUC-ს 84% და Сmax-ს 47%-ით ზრდას.  ღვიძლის მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებში (Caild pius კლასიფიკაციით C კლასი) სილდენაფილის ფარმაკოკინეტიკა შესწავლილი არ არის.

ჩვენებები

ლიბიგრანი  ნაჩვენებია ერექციული დისფუნქციის სიმპტომური მკურნალობისას.

ლიბიგრანის სექსუალური სტიმულაციის გარეშე ეფექტი არა აქვს.

ლიბიგრანი არ გამოიყენება ქალებში

უკუჩვენებები

სილდენაფილის ან პრეპარატის სხვა კომპონენტების  მიმართ მომატებული მგრძნობელობა. NO/ცგმფ ცვლაზე ცნობილი ეფექტის წყალობით სილდენაფილი აძლიერებს ნიტრატების ჰიპოტენზიურ მოქმედებას, ამიტომ მისი ორგანულ ნიტრატებთან(როგორიცაა ამილნიტრატი, ბუტილნიტრატი) ან სხვა ნიტრატის ფორმებთან (ისეთები როგორიცაა ნიტროგლიცერინი, იზოსორბიტის მონოჰიდრატი, პენტაერიტრიტოლის ტეტრაჰიდრატი, ერიტრიტოლის ტეტრაჰიდრატი, იზოსორბიტის დიჰიდრატი/ ფენობარბიტალი) ერთდროული მიღება უკუნაჩვენებია

მხედველობის ნერვის, წინა, იშემიური, არაარტერიული ნეიროპათია.

სამკურნალო საშუალებები, რომლებიც გამოიყენება ერექციული დისფუნქციის დროს (სილდენაფილის ჩათვლით), არ ენიშნებათ პაციენტებს, ვისთვისაც სექსუალური აქტივობა არასასურველია (მაგ.; გულ-სისხლძარღვთა სისტემის სერიოზული დარღვევის დროს, არასტაბილურია სტენოკარდიისას).

სილდენაფილი უკუნაჩვენებია ქვემოთ ჩამოთვლილი პაციენტების  ჯგუფისთვის, რადგანაც არ ყოფილა ჩატარებული კლინიკური კვლევები მის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით:

•           ღვიძლის მძიმე უკმარისობა

•           არტერიული ჰიპოტენზია (აწ<90/50 მმ. ვწყ. სვ.)

•           ახლად გადატანილი ინსულტი და მიოკარდიუმის ინფარქტი

ბადურის მემკვიდრეობითი დეგენერაციული დარღვევა, როგორიცაა პიგმენტური რეტინიტი (ავადმყოფების მცირე რაოდენობას აქვთ ბადურის  ფოსფოდიესტერაზას აქტივობის გენეტიკური დარღვევა). 

განსაკუთრებული მითითებები

რიტონავირის   პროტეაზას ინჰიბიტორთან  ერთდროული გამოყენება იწვევს პლაზმაში მისი კონცენტრაციის მნიშვნელოვან ზრდას (AUC  იზრდება 11-ჯერ). პაციენტებს, რომლებიც იღებენ რიტონავირს, სილდენაფილი ენიშნებათ სიფრთხილით და მცირე დოზებით. სილდენაფილის მაღალ სისტემურ დონესთან დაკავშირებული ცნობები შეზღუდულია. ცნობილია, რომ ჯანმრთელ მოხალისეებს 200-800 მგ პრეპარატის მიღებისას აღენიშნათ არტერიული წნევის დაცემა, გულყრა და ხანგრძლივი ერექცია.

ლიბიგრანის™,   გამოწერამდე აუცილებელია ყურადღება მიექცეს შემდეგს: 100 მგ სილდენაფილი იწვევდა სისტოლური და დიასტოლური წნევის დაწევას საშუალოდ  8 მმ/ვწყ/სვ და 7 მმ/ვწყ/სვ-ით,  შესაბამისად იმ  პაციენტებში, რომლებსაც აწუხებთ ჰიპერტენზია და ღებულობენ 5-10 მგ ამლოდიპინს (იხ. “სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედება”). სილდენაფილის სხვა ანტიჰიპერტენზიულ საშუალებებთან ერთდროული მიღების შესახებ კონტროლირებადი კლინიკური კვლევები არ ჩატარებულა.

სილდენაფილის მიღების უსაფრთხოება იმ ავადმყოფებში, ვისაც აწუხებთ სისხლდენა და გართულებული წყლულოვანი დაავადებები, დადგენილი არ არის.

სილდენაფილის გამოყენების უსაფრთხოება და ეფექტურობა  ერექციის დარღვევის  სამკურნალო სხვა საშუალებებთან კომბინაციაში დადგენილი არ არის. აქედან გამომდინარე მსგავსი კომბინაციები რეკომენდებული არ არის.

ადამიანებში სილდენაფილი სისხლდენის დროზე არ მოქმედებს, მათ შორის აცეტილსალიცილის მჟავასთან კომბინაციაში დანიშვნის დროსაც.

მკურნალობის დანიშვნამდე , ერექციის დარღვევების შესაძლო მიზეზების განსაზღვრისათვის, აუცილებელია მთელი სამედიცინო ანამნეზის შეგროვება და გულდასმითი ფიზიკალური გამოკველევის ჩატარება

გართულებები გულ-სიხლძარღვთა სისტემის მხრივ:

სექსუალური აქტივობა შეიცავს გარკვეულ რისკს  გულის დაავადებების არსებობისას. . ამასთან დაკავშირებით სილდენაფილით მკურნალობის დაწყების წინ აუცილებელია გულ-სისხლძარღვთა სისტემის გულმოდგინედ გამოკვლევა.

სილდენაფილს აქვს ვაზოდილატაციური ზემოქმედების უნარი, რაც იწვევს ა/წ გარდამავალ და უმნიშვნელო შემცირებას. მიუხედავად ამისა , პრეპარატის დანიშვნამდე ექიმმა ყურადღებით უნდა შეაფასოს შესაძლო არასასურველი ვაზოდილატაციური  ზემოქმედების გამოვლინებების რისკი შესაბამისი დაავადების მქონე პაციენტებში, განსაკუთრებით სექსუალური აქტივობის ფონზე. ვაზოდილატატორების მიმართ მომატებული მგრძნობელობა აღენიშნებათ მარცხენა პარკუჭის გამომავალი ტრაქტის ობსტრუქციის მქონე  პაციენტებს (მაგ.: Aაორტის სტენოზი,  ობსტრუქციული ჰიპერტროფიული კარდიომიოპათია), ამავდროულად იშვიათი დაავადების,  მრავლობითი სისტემური ატროფიის სინდრომის მქონე პაციენტებს, რაც ვლინდება ა/წ მძიმე დაზიანებებით ვეგეტატიური ნერვული სისტემის მხრივ. პრეპარატი ნიტრატების ჰიპოტენზიურ ზემოქმედებას აძლიერებს.

სილდენაფილის პოსტმარკეტინგული გამოყენების დროს აღინიშნა სერიოზული გართულებები გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ, როგორიცაა მიოკარდიუმის ინფარქტი, არასტაბილური სტენოკარდია, უეცარი გულისმიერი სიკვდილი, პარკუჭოვანი არითმია, ჰემორაგიული ინსულტი,  ტრანზიტორული იშემიური შეტევა , არტერიული ჰიპერ- და ჰიპოტენზია. ამ პაციენტების უმრავლესობას ჰქონდა გულ-სისხლძარღვთა სისტემის გართულების რისკ-ფაქტორი. ზემოთ ჩამოთვლილი მოვლენების უმრავლესობა აღინიშნა სექსუალური აქტივობის დროს ან სექსუალური აქტივობის თანავე, ზოგიერთი მათგანი აღინიშნებოდა სილდენაფილის მიღებისას სექსუალური აქტივობის გარეშე. შეუძლებელია დადგინდეს პირდაპირი კავშირი აღნიშნულ არასასურველ მოვლენებსა და მითითებულ ფაქტორებს შორის.

 პრიაპიზმი

 ერექციული დისფუნქციის სამკურნალო პრეპარატები სიფრთხილით ინიშნება სასქესო ასოს ანატომიური დეფორმაციის მქონე პაციენტებში(ანგულაცია, კავერნოზული ფიბროზი, პეირონის დაავადება), ან  ისეთი მდგომარეობებისას, რომლებსაც შეუძლიათ გამოიწვიონ პრიაპიზმის განვითარება (ნამგლისებური ანემია, მრავლობითი მიელომა, ლეიკემია). სილდენაფილის პოსტმარკეტინგული გამოყენების დროს, ადგილი ჰქონია ხანგრძლივ ერექციას და პრიაპრიზმს. 4 საათზე მეტი ხანგრძლივობის ერექციის შემთხვევაში, პაციენტმა დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს სამედიცინო დახმარებას. პრიაპრიზმი დაუყოვნებლად უნდა იქნას თავიდან აცილებული, წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლებელია  სასქესო ასოს ქსოვილის შეუქცევადი დაზიანება და იმპოტენციის განვითარება.

გამოყენება სხვა 5- ფდე ინჰიბიტორებთან, ან ერექციის დარღვევების სამკურნალო საშუალებებთან ერთად

უსაფრთხოება და ეფექტურობა სილდენაფილის და სხვა 5-ფდე ინჰიბიტორების ან ფილტვის ჰიპერტენზიის სამკურნალო სხვა პრეპარატების, რომლებიც შეიცავენ სილდენაფილს, ან ერექციული დისფუნქციის სამკურნალო პრეპარატების ერთდროული გამოყენება არ არის შესწავლილი, რის გამოც ასეთი კომბინაციების გამოყენება არ არის რეკომენდებული

გავლენა მხედველობაზე

სილდენაფილის ან სხვა 5- ფდე ინჰიბიტორების გამოყენების დროს ადგილი ჰქონდა მხედველობის სპონტანურ დარღვევას. იშვიათად – მხედველობის ნერვის წინა იშემიურ არაარტერიულ ნეიროპათიას. მხედველობის უეცარი დარღვევის შემთხვევაში უნდა შეწყდეს სილდენაფილით მკურნალობა და აუცილებელია ექიმის კონსულტაცია. 

გამოყენება რიტონავირთან ერთად

რიტონავირისა და სილდენაფილის ერთდროული გამოყენება არ არის რეკომენდებული . გამოყენება ალფა – ადრენობლოკატორებთან ერთად

სილდენაფილისა და ალფა – ადრენობლოკატორების ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ზოგიერთ მგრძნობიარე პაციენტში სიმპტომური ჰიპოტენზია, რის გამოც მისი დანიშვნა ხდება სიფრთხილით იმ პაციენტებთან , რომლებიც იღებენ ალფა- ადრენობლოკატორებს. ასეთი მდგომარეობა, როგორც წესი , აღინიშნება სილდენაფილის მიღებიდან 4სთ-ის განმავლობაში. პოსტურალური ჰიპოტენზიის განვითარების რისკის მინიმუმამდე შესამცირებლად, პრეპარატ ლიბიგრანის მიღება უნდა დაიწყოს ჰემოდინამიკის მაჩვენებლების სტაბილიზაციის შემდეგ. ასევე მიზანშეწონილია განიხილოს საწყისი დოზის 25 მილიგრამამდე შემცირება. აუცილებელია პაციენტის ინფორმირება იმის შესახებ , თუ რა უნდა გააკეთოს პოსტურალური ჰიპოტენზიის სიმპტომების გამოვლენისას.

სისხლდენა

in vitro კვლევებში გამოვლინდა: სილდენაფილი აძლიერებს ნატრიუმის ნიტროპრუსიდის ანტიაგრეგანტულ ეფექტს. სილდენაფილის გამოყენების ეფექტურობა არ არის დადგენილი სისხლდენისკენ მიდრეკილ ან აქტიური პეპტიური წყლულის მქონე პაციენტებში, ამიტომ ასეთ პაციენტებში უნდა შეფასდეს რამდენად მიზანშეწონილია პრეპარატის მიღება. სისხლის მაღალი შედედების მქონე ან ხანდაზმულ პაციენტებში მატულობს ბადურის ოკლუზიის განვითარების რისკი. ლიბიგრანი არ გამოიყენება ქალებში.

პრეპარატი ლიბიგრანის ტაბლეტები შეიცავენ ლაქტოზას. პაციენტებს, რომლებსაც აქვთ გალაქტოზის შეუთვისებლობის იშვიათი მემკვიდრული ფორმა, ლაპას ლაქტაზას დეფიციტ ან გლუკოზა – გალაქტოზური მალაბსორბცია, პრეპარატი არ ენიშნებათ.

ლიბიგრანის თითოეული ტაბლეტ შეიცავს 1მმოლ ნატრიუმს(23 მგ-ზე ნაკლები).ასეთი რაოდენობის ნატრიუმი არ საჭიროებს რაიმე განსაკუთრებულ მითითებებს.

in vivo გამოკვლევები: ფარმაკოკინეტიკის ანალიზმა აჩვენა, რომ CYP3A4 ინჰიბიტორებთან , როგორიცაა კეტოკონაზოლი, ერითრომიცინი, ციმეტიდინი, ერთობლივი გამოყენებისას სილდენაფილის კლირენსი მცირდება.  მიუხედავად იმისა, რომ არასასურველი გამოვლინებების სიხშირე არ გაზრდილა, ამ პრეპარატებთან ერთდროული გამოყენებისას, სილდენაფილის რეკომენდებული საწყისი დოზა შეადგენს 25 მგ-ს. თუ 100მგ სილდენაფილი ერთჯერადად მიიღება პროტეაზის ინჰიბიტორ რეტინოვირთან ერთად , რომელიც წარმოადგენს ციტოქრომ  P450 ძლიერ ინჰიბიტორს, რეტინოვირის პლაზმური კონცენტრაციის მყარი წონასწორობის ფონზე(500 მგ 2- ჯერ დღეში) , სილდენაფილის СMAX 4-ჯერ გაიზარდა (300%) და AUC –  11 - ჯერ (1000%). მხოლოდ სილდენაფილის მიღებიდან  24 საათის შემდეგ, მისი კონცენტრაცია პლაზმაში შეადგენს 5 ნგ/მლ, ერთდროული გამოყენებისას -200ნგ/მლ. სილდენაფილი არ ახდენს გავლენას რეტინოვირის ფარმაკოკინეტიკაზე, თუმცა ზემოთ აღნიშნული, განსაკუთრებული ფარმაკოკინეტიკის გათვალისწინებით, სილდენაფილის და რეტინოვირის ერთდროული გამოყენება არ არის რეკომენდებული.

სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთირთქმედება,

სხვა სამკურნალო საშუალებების სილდენაფილზე ზემოქმედება:

in vitro კვლევები: სილდენაფილის  მეტაბოლიზმი  ძირითადად ხორციელდება იზოფორმ  3A4  (ძირითადი გზა) და  2C9 (ნაკლებად მნიშვნელოვანი გზა) ციტოქრომ  P450-ის ზეგავლენით. ამდენად, ამ იზოფერმენტების ინჰიბიტორებს  შეუძლიათ შეამცირონ სილდენაფილის კლირენსი , ხოლო ინდუქტორებს-გაზარდონ სილდენაფილის კლირენსი.

აივ-პროტეაზის ინჰიბიტორის საკვინავირის  მუდმივი პლაზმური კონცენტრაციის ფონზე (1200მგ 3-ჯერ დღეში) ვლინდებოდა სილდანაფილის 100 მგ დოზით მიღებისას СMAX  (140%) და AUC (210%) მატება. სილდენაფილი გავლენას არ ახდენს საკვინავირის ფარმაკოკინეტიკაზე. CYP3A4-ის უფრო ძლიერი ინჰიბიტორებს, როგორიცაა კეტოკონაზოლი ან იტრაკონაზოლი, შეუძლიათ გამოიწვიონ სილდენაფილის ფარმაკოკინეტიკური პარამეტრების უფრო გამოხატული შეცვლა.

სილდენაფილის 100მგ დოზით ერთჯერადად მიღებისას პროტეაზას  ინჰიბიტორ რიტონავირთან ერთად, რომელიც არის ციტოქრომ P450 ძლიერი ინჰიბიტორი, რიტონავირის მუდმივი პლაზმური კონცენტრაციის ფონზე (500 მგ 2-ჯერ დღეში) გამოვლინდა სილდენაფილის  СMAX-ის 4-ჯერ (300%)-ით და AUC – ის 11 -ჯერ (1000%) მატება.CYP3A4-ის ზომიერი ინჰიბიტორის ერითრომიცინის პლაზმაში თანაბარი კონცენტრაციის  ფონზე (500 მგ 2-ჯერ დღეში 5 დღის განმავლობაში) და სილდენაფილის ერთჯერადი 100 მგ დოზით ერთდროული მიღებისას, აღინიშნა სილდენაფილის AUC 182% მატება. არ არის ინფორმაცია აზიტრომიცინის მიღებისას დოზით დღეში 500მგ, 3 დღის განმავლობაშისილდენაფილის და მისი ძირითადი ცირკულაციური მეტაბოლიტის  СMAX, Tmax,  ელიმინაციის კონსტანტასა,T½ -ზე ზემოქმედებაზე. ჯანმრთელ მოხალისეებში CYP3A4 არასპეციფიკურ ინჰიბიტორთნ და ციტოქრომ P450 ციმეტიდინთან (800მგ) პლაზმაში სილდენაფილის კონცენტრაცია (მისი 50მგ დოზით მიღებისას) გაიზარდა 56%-ით. გრეიფუტის წვენმა, რომელიც არისნაწლავის კედელშიCYP3A4-ის  მეტაბოლზმის სუსტი ინჰიბიტორი, შესაძლოა გამოიწვიოს პლაზმაში სილდენაფილის უმნიშვნელო მატება. 

ანტაციდების (მაგნიუმის ჰიდროქსიდი/ალუმინის ჰიდროქსიდი) ერთჯერადი მიღება გავლენას არ ახდენს სილდენაფილის ბიოშეღწევადობაზე.

 CYP2C9-ის ინჰიბიტორები (ისეთი როგორიცაა  ტოლბუტამიდი, ვარფარინი, ფენიტიონი), CYP2D6 -ის ინჰიბიტორები (როგორიცაა  სეროტონინის უკუმიტაცების სელექტიური ინჰიბიტორები, ტრიციკლური ანტიდეპრესენტები, შარდმდენები, აგფ ინჰიბიტერები, კალციუმის არხების ბლოკატორები, ბეტა ადრენორეცეპტორების ბლოკატორები, CYP450  მეტაბოლიზმის ინდუქტორები (როგორიცაა რიფამპიცინი, ბარბიტურატები) არ ახდენენ გავლენას სილდენაფილის ფარმაკოკინეტიკურ პარამეტრებზე. 

 CYP3A4-ის ძლიერ ინდუქტორებს, როგორიცაა რიფამპიცინი, შეუძლიათ სილდენაფილის პლაზმური კონცენტრაციის  უფრო მნიშვნელოვანი დაქვეითება.

ნიკორანდილი წარმოადგენს ნიტრატის ჰიბრიდს და კალიუმის არხების აქტივატორს. ნიტრატის არსებობის გამო არსებობს ალბათობა, რომ იურთიერთქმედებს  სილდენაფილთან.

სილდენაფილის გავლენა სხვა სამკურნალო საშუალებებზე:

in vitro კვლევები: სილდენაფილი წრმოადგენს ციტოქრომ  Р450 - 1А2, 2С9, 2С19, 2D6, 2Е1 და  3А4 (ИК50>150 мкмоль) იზოფერმენტების სუსტ ინჰიბიტორს. სილდენაფილის რეკომენდებული დოზით გამოყენებისას მაქსიმალური კონცენტრაცია პლაზმაში შეადგენს 1მკმოლ, ამიტმაც ნაკლებ სავარაუდოა, რომ სილდენაფილი შესძლებს  გავლენა მოახდინოს ამ იზოფერმენტების სუბსტრატების კლირენსზე. არ არის ინფორმაცია ფოსფოდიესთერაზების არასპეციფიკური ინჰიბიტორების, როგორიცაა თეოფილინი ან დიპირიდამოლი სილდენაფილთან ურთიერთქმედების შესახებ.

in vivo კვლევები: NO/ცგმფ ცვლაზე მოქმედების გამო სილდენაფილი აძლიერებს ჰიპოტენზიურ მოქმედებას. ამის გამო, სილდენაფილის ნიტრატებთან ან აზოტის ოქსიდის დონატორებთან დანიშვნა უკუნაჩვენებია.  ცალკეულ პაციენტებში, რომლებიც იღებენ ალფა-ადრენობლოკატორებს სილდენაფილის ერთდროული მიღებამ შესაძლოა გამოიწვიოს სიმპტომატური ჰიპოტენზია, რაც ჩვეულებრივ ვლინდება სილდენაფილის მიღებიდან 4 სთ-ში.პროსტატის კეთილთვისებიანი  ჰიპერპლაზით დაავადებულ, დოქსაზოზინით სტაბილიზებულ პაციენტებში, ალფა-ადრენობლოკატორი დექსაზოზონი (4მგ, 8მგ) სამ სპეციფიკურ კვლევაში გამოყენებულ იქნა სილდენაფილთან (25მგ, 50 მგ, 100მგ) კომბინაციაში. ამ კვლევებში ჰორიზონტალურ მდგომარეობაში არტერიული წნევის დამატებით დაქვეითებამ შეადგინა 7/7მმვწყსვ,  9/5მმვწყსვ და 8/4 მმ ვწყსვ შესაბამისად. არტერიული წნევის დაქვეითება ქვემო კიდურებზე  შეადგინა  6/6 მმვწყსვ, 11/4 მმვწყსვ და 4/5 მმვწყსვ შესაბამისად. მსგავს პაციენტებში იშვიათად ვლინდებოდა პოსტურალური ჰიპოტენზია. ვლინდებოდა თავბრუსხვევა, მაგრამ გულის წასვლას ადგილი არ ჰქონია.

ტოლბუტამიდთან (250 მგ) ან ვარფარინთან (40 მგ), რომლებიც მეტაბოლიზდება CYP2C9, მნიშვნელოვანი ურთიერთქმედების არსებითი ნიშნები არ გამოვლენილა.

სილდენაფილის (50 მგ)  აცეტილსალიცილის მჟავასთან ერთად (150მგ) მიღება არ იწვევს დამატებით სისხლდენის დროის გაზრდას.

სილდენაფილი (50მგ) ჯანმრთელ მოხალისებში არ იწვევს ალკოჰოლის ჰიპოტენზიური მოქმედების გაძლიერებას ალკოჰოლის სისხლში მაქსმალური კონცენტრაციით 80მგ/დლ  არსებობისას.

პალცებოსთან შედარებით არ გამოვლენილა ცვლილებები გვერდით მოვლენებში სილდენაფილის  ქვემოთ ჩამოთვლილ ანტიჰიპერტენზიულ საშუალებებთან მიღებისას: შარდმდენები, ბეტაბლოკერები, აგფ ინჰიბიტორები, ანგიოტენზინ II ანტაგონისტები, ვაზოდილატატორები, ცენტრალური მოქმედების ანტიჰიპერტენზიული საშუალებები, ადრენერგიული ნეირონების ბლოკატორები, კალციუმის არხების ბლოკატორები და ალფაადრენობლოკატორები.

კლინიკური კვლევებისას პაციენტებს, რომელთაც აღენიშნებოდა არტერიული ჰიპერტენზია,    

სილდენაფლის (100მგ) ერთჯერადი მიღებისას ამლოდიპინთან ერთად ჰორიზონტალურ მდგომარეობაში აღენიშნებოდა სისტოლური წნევის დაქვეითება 8 მმვწყსვ-ით, დიასტოლურის - 7 მმვწყსვ-ით, მსგავსი დამატებითი არტერიული წნევის დაქვეითება გამოვლინდა ჯანმრთელ მოხალისეებში მხოლოდ სილდენაფილის გამოყენებისას.      

კლინიკურ კვლევებში, რომლებშიც მონაწილეობდენენ ჯანმრთელი მამაკაცი-მოხალისეები სილდენაფილი (100მგ) აივ-პროტეაზას ინჰიბიტორ საკვინავირის და რიტონავირის, რომლებიც არიან CYP3A4სუბსტრატები,  წონასწორულ კონცენტრაციაზე გავლენას არ ახდენდა.

ჯანმრთელ მამაკაც-მოხალისებში სილდენაფილის წონასწორული კონცენტრაციის ფონზე (80 მგ 3-ჯერ დღეში) აღინიშნებოდა ბოზენტანის  AUC  (125 მგ 2 -ჯერ დღეში) 49,8% , Сmax – 42%-ით მატება.

შენიშვნა

CYP3A4- ციტოქრომ P 450 

СMAX -  პლაზმაში მაქსიმალური კონცენტრაცია

AUC--მრუდქვეშა ფართობი

NO/ცგმფ - აზოტის ოქსიდი/ციკლური გუანიზინმონოფოსფატი

გამოყენება ორსულობის და ლაქტაციის დროს

სილდენაფილი არ გამოიყენება ქალებში.

სატრანსპორტო საშუალებებისა და სხვა პოტენციურად საშიში მექანიზმების მართვის უნარზე ზემოქმედება

ავტომობილის მართვასა და სხვა ტექნიკური საშუალებებზე სილდენაფილის ზემოქმედებასთან დაკავშირებით არ ჩატარებულა კვლევები. საჭიროა სიფრთხილის დაცვა ავტოტრანსპორტის და მექანიზმების  მართვის დროს, რადგანაც სილდენაფილმა შეიძლება გამოიწვიოს თავბრუსხვევა და მხედველობის დარღვევა.

მიღები სწესი  და დოზირება

ერექციული დისფუნქციის სიმპტომური მკურნალობისას (თუ შეუძლებელია ერექციის მიღწევა და შენარჩუნება, დამაკმაყოფილებელი სქესობრივი აქტისთვის)   რეკომედებულია 50 მგ დოზით გამოყენება დაგეგმილ სექსუალურ აქტივობამდე დაახლოებით 1 სთ ადრე. ეფექტურობის და ამტანობის გათვალისწინებით დოზა შეიძლება გაიზარდოს 100 მგ-მდე, ან შემცირდეს 25 მგ-მდე. მაქსიმალური რეკომენდირებული დოზა შეადგენს 100 მგ დღეში.

პრეპარატი მიიღება Per os. საჭმლის დროს

პრეპარატის მიღებამ ,შეიძლება შეანელოს მისი მოქმედება უზმოზე მიღებასთან შედარებით.

ციტოქრომ  P450 CYP3A4 ძლიერ ინჰიბიტორებთან (ისეთები როგორიცაა ერითრომიცინი, საკინავირი,კეტოკონაზოლი, იტრაკონაზოლი)ერთდროულმა მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს პლაზმაში სილდენაფილის კონცენტრაციის მომატება. იმის გათვალისწინებით, რომ სილდენაფილის მომატებულმა კონცენტრაციამ შეიძლება გამოიწვიოს, როგორც ზემოქმედების გაზრდა, ისე გვერდითი ეფექტები, პრეპარატის რეკომენდირებული საწყისი დოზა შეადგენს 25მგ. სილდენაფილის გამოყენება რიტონავირთან  ერთად  რეკომენდირებილი არ არის. პოსტურალური ჰიპოტენზიის  განვითარების რისკის  მინიმუმამდე დასაყვანად , იმ პაციენტებმა , რომლებიც იღებენ ალფა -ადრენობლოკატორებს , ლიბიგრანის™  მიღება შეუძლიათ დაიწყონ მხოლოდ ჰემოდინამიკის მაჩვენებლების  სტაბილიზაციის მიღწევის შემდეგ. Mმიზანშეწონილია ასევე პრეპარატის საწყისი დოზის 25მგ-მდე შემცირება

სპეციალური ჯგუფის პაციენტებთან დაკავშირებული, დამატებითი მონაცემები

თირკმლის/ღვიძლის უკმარისობა

თირკმლის მსუბუქი და ზომიერი უკმარისობისას (კრეატინინის კლირენსი 30მლ/წთ) დოზის კორექცია საჭირო არ არის. თირკმლის მძიმე (კრეატინინი კლირენსი ნაკლებია 30მლ/წთ-ზე) უკმარისობისას კლირენსის შემცირების გამო სილდენაფილის დოზა უნდა იქნას შემცირებული 25მგ-მდე. აუცილებლობის შემთხვევაში დოზა შესაძლებელია თანდათანობით გაიზარდოს 50მგ-მდე ან 100მგ-მდე ეფექტურობისა და ამტანობის გათვალისწინებით.

პაციენტებს, რომელთაც დარღვეული აქვთ ღვიძლის ფუნქცია (მაგ. ციროზის დროს), მათში სილდენაფილის გამოყოფა შემცირებულია, ამიტომ ასეთ პაციენტებს პრეპარატის დოზა უნდა შეუმცირდეს 25მგ-მდე.

გერიატრიული ჯგუფი

ხანდაზმულ პაციენტებს (65 წლის და უფროსი ასაკის) დოზის კორექცია არ სჭირდებათ

გვერდითი მოვლენები

გვერდითი მოვლენები, რომლებიც ყველაზე ხშირად გვხვდება : თავის ტკივილი, სახის გაწითლება, დისპეფსია, ცხვირის გაჭედვა, თავბრუსხვევა, გულისრევა, სიცხის შეგრძნება, მხედველობის დარღვევა - ციანოფსია(დროებითი მდგომარეობა,რომლის დროსაც ყველა საგანი ცისფრად ეჩვენებათ ), დაბინდული მხედველობა.

არასასურველი რეაქციები,რომლებიც გვხვდება ხშირად კლინიკური და პოსტმარკეტინგული კვლევების დროს პლაცებოსთან შედარებით და  ასევე კლინიკურად მნიშვნელოვანი, ქვემოთ მოყვანილია სიხშირისა და სისტემის მიხედვით.

წარმოქმნის სიხშირის მიხედვით: ძალიან ხშირად(≥1/10); ხშირად(≥1/100-დან <1/10-მდე);არცთუ ხშირად(≥1/1000 დან <1/100-მდე); იშვიათად(≥1/10000 –დან <1/1000-მდე);ძალიან იშვიათად(<1/1000); უცნობი სიხშირით(არსებული მონაცემების საფუძველზე შეფასება შეუძლებელია)

კლინიკურად მნიშვნელოვანი გვერდითი  ეფექტების სიხშირე, რომელიც გვხვდება პოსტმარკეტინგულ პერიოდში, ფიქსირდება როგორც უცნობი.

ინფექციები და ინვაზიები

არცთუ ხშირად: რინიტი

იმუნური სისტემის მხრივ

არცთუ ხშირად: მომატებული მგრძნობელობის რეაქციები

ნერვული სისტემის მხრივ

ძალიან ხშირად: თავის ტკივილი

ხშირად: თავბრუსხვევა

არცთუ ხშირად : ძილიანობა, ჰიპერსთეზია

იშვიათად: ცერებროვასკულარული  დარღვევები, ტრანზიტორული იშემიური შეტევა, კრუნჩხვები*, განმეორებითი კრუნჩხვები*, გულის წასვლა

მხედველობის ორგანოები სმხრივ

ხშირად: ფერთა აღქმის დარღვევა, მხედველობის დარღვევა, დაბინდული მხედველობა;

არცთუ ხშირად: საცრემლე აპარატის*** მუშაობის დარღვევა,თვალის ტკივილი, ფოტოფობია, თვალების სიწითლე, თვალების ბრჭყვიალი, კონიუქტივიტი;

იშვიათად: არარტერიიტული წინა იშემიური ოპტიკური ნეიროპათია(NAION)*,ბადურას ვენების ოკლუზია, სისხლჩაქცევა ბადურაზე, არტერიოსკლეროზული რეტინოპათია, ბადურას დაზიანება, გლაუკომა, მხედველობითი დეფექტი, დიპლოპია, მხედველობის სიმკვეთრის დაქვეითება, მიოპია, ასთენოპია, მცურავი შემღვრევა მინისებრ სხეულში, ფერადი გარსის დაზიანება, მიდრიაზი, ფერადი გარსის წრეების არსებობა

სმენის ორგანოების და ლაბირინთულ ისისტემის მხრივ

იშვიათად: სმენის დაკარგვა.

გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ

ხშირად: სახის ჰიპერემია, სიცხის შეგრძნება

არცთუ ხშირად : ტაქიკარდია, გაძლიერებული გულის ძგერის შეგრძნება, ჰიპერ-, ჰიპოტენზია;

იშვიათად:  უცაბედი კარდიალური სიკვდილი, მიოკარდიუმის ინფარქტი, პარკუჭოვანი არითმია, წინაგულების  ფიბრილაცია, არასტაბილური სტენოკარდია.

სასუნთქი სისტემის, გულმკერდი სორგანოების და შუასაყარის მხრივ

ხშირად: გაჭედილი ცხვირი;

არცთუ ხშირად: ეპიტაქსისი(ცხვირიდან სისხლდენა), სინუსიტი;

იშვიათად: დისკომფორტი ყელში,  ცხვირის ლორწოვანი გარსის  შეშუპება, ცხვირის ლორწოვანი გარსის სიმშრალე.

საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ

ხშირად: გულისრევა, დისპეფსია

არცთუ ხშირად: გასტროეზოფაგალური რეფლუქსი, ღებინება, ტკივილი მუცლის არეში, პირის სიმშრალე;

იშვიათად: პირის ღრუს ლორწოვანი გარსის ჰიპესთეზია.

კანისადა კანქვეშა ქსოვილების მხრივ

არცთუ ხშირად: გამონაყარი კანზე

იშვიათად: სტივენს –ჯონსონის სინდრომი*, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი

ძვალ-კუნთოვანი სისტემის და შემაერთებელი ქსოვილის მხრივ

არცთუ ხშირად: მიალგია, კიდურების ტკივილი

თირკმელების და შარდგამომყოფი სისტემის მხრივ

არცთუ ხშირად : ჰემატურია;

რეპროდუქციული სისტემის და სარძევე ჯირკვლის მხრივ

არცთუ ხშირად : სასქესო ასოს ქსოვილის დაზიანება, პრიაპიზმი*, ჰემატოსპერმია, ერექციის გაძლიერება.

საერთო მოშლილობა და ადგილობრივი რეაქციები

ართუ ხშირად: ტკივილი გულმკერდის არეში, მომატებული დაღლილობა, სიცხის შეგრძნება;

იშვიათად: გაღიზიანებადობა

კვლევები

არცთუ ხშირად : გულის შეკუმშვის სიხშირის(გშს) მატება.

*გვერდითი ეფექტები, პოსტმარკეტინგული კვლევების დროს გამოვლენილი

**ფერის აღქმის დარღვევა: ქლოროპსია (დროებითი მდგომარეობა,რომლის დროსაც საგნები მწვანე ფერად შეღებილი ეჩვენებათ), ქრომატოპსია, ციანოპსია(დროებითი მდგომარეობა,რომლის დროსაც საგნები ცისფრად შეღებილი ეჩვენებათ), ერითროპსია(დროებითი მდგომარეობა,რომლის დროსაც საგნები წითლად შეღებილი ეჩვენებათ), ქსანტოპსია (დროებითი მდგომარეობა,რომლის დროსაც საგნები ყვითლადშეღებილი ეჩვენებათ).

*** საცრემლე აპარატის მუშაობის დარღვევა: თვალის სიშრალის შეგრძნება, ცრემლის გამოყოფის გაძლიერება

ცნობები საეჭვო გერდითი მოვლენების შესახებ

სამკურნალო პრეპარატის რეგისტრაციის შემდეგ მისი  საეჭვო გვერდითი მოვლენების შესახებ ინფორმაციას დიდი მნიშვნელობა ენიჭება. ეს საშუალებას იძლევა განხორციელდეს ხანგრძლივი კონტროლი სამკურნალო პრეპარატის სარგებელი/რისკის თანაფარდობის მაჩვენებელზე.

არასასურველი ეფექტების გამოვლენისას მიმართეთ ექიმს

დოზის გადაჭარბება

კვლევების დროს ჯანმრთელ მოხალისეებში ერთჯერადად 800მგ მიღებისას გამოვლენილი არასასურველი მოვლენები შედარებული იყო უფრო მცირე დოზებით მიღებისას გამოვლენილ არასასურველ მოვლენებთან , მაგრამ პირველ შემთხვევაში გვხვდებოდა უფრო ხშირად და იყო უფრო გამოხატული.

200მგ დოზით მიღებისას პრეპარატის მოქმედების გაძლიერება არ შეინიშნებოდა, მაგრამ აღინიშნებოდა გვერდითი რეაქციების (როგორიცაა თავის ტკივილი, სახის გაწითლება, თავბრუსხვევა, დისპეფსია, ცხვირის გაჭედვა, მხედველობის დარღვევა)   განვითარების მაღალი  სიხშირე.

მკურნალობა

დოზის გადაჭარბების შემთხვევაში საჭიროა სტანდარტული შემანარჩუნებელი თერაპიის ჩატარება. დიალიზმა არ უნდა დააჩქაროს სილდენაფილის კლირენსი, რადგანაც ეს უკანასკნელი აქტიურად უკავშირდება პლაზმის ცილებს და არ გამოიყოფა შარდთან ერთად.

გამოშვების ფორმა

ლიბიგრანი™ 50 მგ ან 100მგ, აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები, მოთავსებული ბლისტერზე. 1 ბლისტერი(1 ან 4  აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი), შეფუთული მუყაოს კოლოფში სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად

შენახვის პირობები

პრეპარატი ინახება არა უმეტეს 250C ტემპერატურაზე, ორგინალურ შეფუთვაში და  ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილზე

ვარგისობის ვადა

3 წელი.

არ მოიხმაროთ ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ         

აფთიაქიდან გაცემის პირობები

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

რეგისტრაციის მფლობელი

დევა ჰოლდინგ ა.შ.

ჰალქალი მერქეზ მაჰ. Bბასინ ექსპრეს ჯად. №1

ქუჩუქჩექმეჯე/სტამბული/თურქეთი

მწარმოებელი

დევა ჰოლდინგ ა.შ.

ჩერქეზქოი ორგანიზე სანაი ბოლგესი

ქარააღაჩ მაჰ., ათათურქ ჯად. №32

ქაფაქლი/თექირდაღი/თურქეთი

მეტი ინფორაცია
Units 4
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy