ტორეო18.38მგ/მლ. 20მლ. აეროზოლი

37,42 ლ
მარაგშია
SKU
38148_1831
ერექციული დისფუნქციის სამკურნალო საშუალება პერორალური მიღებისათვის.

ერექციული დისფუნქციის სამკურნალო საშუალება პერორალური მიღებისათვის,
შემადგენლობა: 100მლ ხსნარი შეიცავს 2,582გ სილდენაფილის ციტრატს, რომელიც ექვივალენტურია 1,838გ სილდენაფილისა (სპრეის თითო დოზა შეიცავს 0,68 ხსნარს, რომელიც ექვივალენტურია 12,5მგ სილდენაფილისა).
ტორეო ლიპოსპრეი (სილდენაფილი) ახდენს სილდენაფილის დოზის განაწილებას დოზირების შესაბამისად ექიმის რეკომენდაციის და პაციენტის საჭიროებების მიხედვით.
ქვემოთ მოცემულ ცხრილში მოცემულია გამოყენების სიხშირე და შესაბამისი დოზები:
სპრეის*
მიღების რაოდენობა
მიღების სიხშირე მიღებული სილდენაფილის საერთო რაოდენობა
ერთი მიღება (1 შეშხურება) დღეში ერთჯერ 12,5მგ სილდენაფილი
ორი მიღება (2 შეშხურება) დღეში ერთჯერ 25მგ სილდენაფილი
სამი მიღება (3 შეშხურება) დღეში ერთჯერ 37,5მგ სილდენაფილი
ოთხი მიღება (4 შეშხურება) დღეში ერთჯერ 50მგ სილდენაფილი
*სპრეის ყოველი გამოყენებისას ხდება პირის ღრუში შეშხურება, რომელიც შემდგომ უნდა გადაიყლაპოს.
იმისათვის, რომ სწორად მოხდეს სპრეის გამოყენება უნდა დააჭიროთ დოზატორს სრულად ქვედა მიმართულებით ერთი ხანგრძლივი მოქმედებით და მხოლოდ იმდენჯერ, როგორც ექიმმა დაგინიშნათ. ამის შემდეგ უნდა მოხდეს სითხის გადაყლაპვა.
ტორეო ლიპოსპრეი (სილდენაფილი) წარმოადგენს სიახლეს, რომელიც იძლევა დოზის შეცვლის შესაძლებლობას ექიმის კრიტერიუმებისა და პაციენტის საჭიროებების მიხედვით. ზრდასრულ პაციენტებში ტორეოს (სილდენაფილი) რეკომენდირებული დოზა არის 4 (ოთხი) შეშხურება (ექვივალენტურია 50მგ სილდენაფილისა) სექსუალურ ურთიერთობამდე 1/2 სთ-ით ადრე და დღეში ერთჯერ.
პაციენტის მოთხოვნილებებისა და ექიმის კრიტერიუმების მიხედვით დოზის გაზრდა შესაძლებელია 100მგ-მდე დღეში (მაგ: 8 შეშხურება დღეში) ან შემცირება 25მგ-მდე დღეში (მაგ: ორი შეშხურება დღეში). 65 წელზე ზემოთ ასაკის პაციენტებში რეკომენდირებული დოზა არის 25მგ/დღეში (მაგ: ორი შეშხურება დღეში). იმისათვის, რომ პრეპარატი სათანადოდ გამოიყენოთ მნიშვნელოვანია დააჭიროთ დოზატორს ქვედა მიმართულებით ერთი ხანგრძლივი მოძრაობით იმდენჯერ როგორც ექიმმა გამოგიწერათ.

უკუჩვენებები და გაფრთხილებები:
სილდენაფილის ან პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ მომატებული მგრძნობელობა და/ან აუტანლობა. მოერიდეთ ისეთი პროდუქციის მიღებას, რაც შეიცავს ნიტრატებს, ნიტრიტებს ან აზოტის ოქსიდს. სიფრთხილეა საჭირო პაციენტებში, რომელთაც აღენიშნებათ ჰემატოლოგიური დაავადებები (დრეპანოციტული ანემია, მრავლობითი მიელომა ან ლეიკემია) ან ანატომიური პათოლოგიები, რომლებიც იწვევენ პრიაპიზმის მიმართ მიდრეკილებას. სიფრთხილეა საჭირო პაციენტებში, რომელთაც აღენიშნებათ თირკმლის ფუნქციის დაქვეითება ან თირკმლის ფუნქციის მწვავე დაქვეითება. ასეთ შემთხვევაში შესაძლებელია საჭირო გახდეს დოზის შეცვლა. მოერიდეთ პრეპარატის გამოყენებას პაციენტებში თირკმლის მწვავე უკმარისობით.სილდენაფილის უსაფრთხოება არ არის აბსოლიტური და არ გამოიყენება პაციენტებში, რომელთაც აღენიშნებათ კოაგულაციის დარღვევები, სისხლდენის პრობლემები, აქტიური პეპტიკური წყლული, თვალის თანდაყოლილი დაავადებები, პიგმენტური რეტინოპათია და თვალის სხვა დაავადებები, მხედველობის უეცარი დაკარგვით, ღვიძლის ფუნქციის დაქვეითება, ჰიპოტენზია, ბოლო პერიოდსი გამოვლენილი პრობლემები, რომლებიც უკავშირდებიან ტვინისა და სისხლძარღვების დაზიანებას, მიოკარდიუმის ინფარქტს, პოტენციურად ფატალურ არითმიას, გულის შეგუბებით უკმარისობას. სიფრთხილით და ექიმის მეთვალყურეობით გამოიყენება პაციენტებ¬ში, რომელთაც აღენიშნებათ კარდიოვასკულარული დაავადება, მაღალი არტერიუ¬ლი წნევა, 65 წელზე მეტი ასაკის პაციენტებში, რომელთაც ჩვეულებრივ აღენიშნე¬ბათ დაქვეითებული მეტაბოლიზმი. სილდენაფილის გამოყენება არ არის რეკომენ¬დი¬რებული ერექციული დისფუნქციის სახვა საშუალებებთან ერთად. აღნიშნული პრეპარატის გამოყენებისას საჭიროა განსაზღვრა, დიაგნოზირება, დანიშნულება და ექიმის მეთვალყურეობა.

შეფუთვა
ტორეო (სილდენაფილი) სპრეი დოზატორიან ფლაკონში, შეიცავს 20მლ ხსნარს, 1მლ ხსნარში 18.38მგ სილდენაფილის კონცენტრაციით.
წარმოებულია
ლაბორატორიოს ლა სანტეს მიერ, კოლუმბია

კაპრიკორნ ლაიფსაიენსიზ ბ.ვ-თვის, ნიდერლანდები

მეტი ინფორაცია
Units 1
Form 1
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy