Lactriol - ლაქტრიოლი 10 ვაგინალური სუპოზიტორია

განსაკუთრებული ფასი 50,17 ლ რეგულარული ფასი 69,68 ლ
მარაგშია
SKU
60428_2168
ჩვენებები: - საშოს მიკრობიოცენოზის ნორმალიზაციისათვის კომპლექსური თერაპიის შემადგენლობაში ან მონოთერაპიის სახით არასპეციფიური ბაქტერიული კოლპიტების მკურნალობისას, გარდნერელოზის ჩათვლით, მათ შორის ორსულ ქალებში; - ქალის სასქესო სფეროს ანთებითი პროცესების ქვემწვავე და ქრონიკული სტადიები. ნიშნავენ ანტიბაქტერიული თერაპიის კურსის დასრულების შემდგომ რეაბილიტაციის მიზნით:...

ბელარუსის რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტრო

                           სამკურნალო საშუალების სამედიცინო გამოყენების

                                                   ინსტრუქცია

                                                   ლაქტრიოლი

                                                        Lactriol

                                                                                             ინფორმაცია სპეციალისტებისათვის სამკურნალო საშუალების სახელწოდება:

 სავაჭრო სახელწოდება: ლაქტრიოლი

საყოველთაოდ მიღებული სახელწოდება: Lactobacillus acidophilus

აღწერა: თეთრიდან თეთრი მოყვითალო შეფერილობის მქონე ტორპედოსმაგვარი ფორმის სუპოზიტორია. დაიშვება შეფერილობის არაერთგვაროვნება მარმარილოსებრი სახით და ძაბრისებრი სიღრმის არსებობა.

ერთი სუპოზიტორის შემადგენლობა:

აქტიური ნივთიერება: აციდოფილური ლაქტობაქტერიები - არანაკლებ 107 კოლონის წარმომქმნელი ერთეულისა (კწე);

დამხმარე ნივთიერებები: ლაქტოზის მონოჰიდრატი, მაკროგოლის ცეტოსტეარილის ეთერი, მყარი ცხიმი.

წამლის ფორმა: ვაგინალური სუპოზიტორიები.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: სხვა ანტიმიკრობული საშუალებები და ანტისეპტიკები. ლაქტობაქტერიების შემცველი პრეპარატი.

ათქ კოდი: G01AX14

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ფარმაკოდინამიკა: ლაქტრიოლი - პრობიოტიკული პრეპარატია, რომელიც შეიცავს ანტაგონისტურად აქტიურ ცოცხალ აციდოფილურ ლაქტობაქტერიებს, კერძოდ Lactobacillus acidophilus 100აშ, КЗШ24 და NK1. ლაქტობაქტერიები პრეპარატ ლაქტრიოლში ლიოფილიზირებულია კულტივირების გარემოში საქაროზა-ჟელატინიან-რძიანი გარემოს დამატებით. ლაქტრიოლს გააჩნია ანტაგონისტური აქტივობა პათოგენური და პირობით- პათოგენური მიკროორგანიზმების, მათ შორის სტაფილოკოკების, პროტეისა და ენტეროპათოგენური ნაწლავის ჩხირის მიმართ; ხელს უწყობს საშოს მიკრობიოცენოზის აღდგენას. ლაქტობაქტერიები ხელს უწყობს გლიკოგენის მეტაბოლიზმს რძემჟავამდე, საშოს ნორმალური pH აღდგენით (3,8 – 4,2).

ფარმაკოკინეტიკა: ცნობები არ არსებობს.

ჩვენებები:

 ლაქტრიოლი ინიშნება საშოს მიკრობიოცენოზის ნორმალიზაციისათვის საშოს არასპეციფიური ანთებითი პროცესების კომპლექსურ თერაპიაში.

ჩვენებები:

 - საშოს მიკრობიოცენოზის ნორმალიზაციისათვის კომპლექსური თერაპიის შემადგენლობაში ან მონოთერაპიის სახით არასპეციფიური ბაქტერიული კოლპიტების მკურნალობისას, გარდნერელოზის ჩათვლით, მათ შორის ორსულ ქალებში;

 - ქალის სასქესო სფეროს ანთებითი პროცესების ქვემწვავე და ქრონიკული სტადიები. ნიშნავენ ანტიბაქტერიული თერაპიის კურსის დასრულების შემდგომ რეაბილიტაციის მიზნით:

- ჰორმონ-დამოკიდებული კოლპიტები, სენილურების ჩათვლით. ნიშნავენ როგორც დამოუკიდებელ საშუალებას ან ჰორმონოთერაპიასთან კომპლექსში;

 - გეგმიური გინეკოლოგიური ოპერაციებისადმი მომზადება ოპერაციის შემდგომი ინფექციური გართულებების პროფილაქტიკის მიზნით;

- დამხმარე საშუალების სახით სპეციფიური ანტიმიკრობული, ანტივირუსული და იმუნომოდულაციური თერაპიის შემადგენლობაში ან შემდეგ სქესობრივი გზით გადამდები უროგენიტალური ინფექციებისა და დაავადებების მკურნალობისას (ჰონორეა, უროგენიტალური ქლამიდიოზი, უროგენიტალური ჰერპესი და სხვ.).

გამოყენების წესი და დოზები: ჰორმონ-დამოკიდებული კოლპიტების, მათ შორის სენილურების, ასევე არასპეციფიური ბაქტერიული კოლპიტების მკურნალობისას იყენებენ 1 სუპოზიტორიას დღე-ღამეში 2-ჯერ 5-10 დღის განმავლობაში.

ორსულ ქალებში ვაგინალური სეკრეტის სისუფთავის დარღვევისას III-IV ხარისხამდე იყენებენ 1 სუპოზიტორიას დღე-ღამეში 1-2-ჯერ 5-10 და მეტი დღის განმავლობაში ვაგინალური სეკრეტის სისუფთავის I-II ხარისხამდე აღდგენის კონტროლის ქვეშ და კლინიკური სიმპტომების გაქრობამდე.

ჩირქოვან-სეპტიკური გართულებების პროფილაქტიკის მიზნით იყენებენ 1 სუპოზიტორიას დღე-ღამეში 1-2-ჯერ 5-10 დღის განმავლობაში სავარაუდო ოპერაციამდე ან მშობიარობამდე. ანტიბიოტიკების გამოყენების შემდგომ აღდგენითი თერაპიის მიზნით იყენებენ 1 სუპოზიტორიას დღე-ღამეში 1-2-ჯერ 10 დღის განმავლობაში. კურსს იმეორებენ ექიმის დანიშნულებით 10-20 დღის შემდეგ.

გვერდითი მოქმედება: არ არის გამოვლენილი.

უკუჩვენებები: არ არის გამოვლენილი. არ არის რეკომენდებული გამოყენება ვულვოვაგინალური კანდიდოზების დროს.

 სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედება: ლაქტრიოლის გამოყენება შესაძლებელია ანტიმიკრობულ, ანტივირუსულ და იმუნომოდულაციურ თერაპიასთან ერთროული დანიშვნით. არ არის რეკომენდებული ანტიბაქტერიული პრეპარატებისა და ლაქტროლის სუპოზიტორიების ერთდროული ვაგინალური გამოყენება.

გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის დროს: ლაქტობაქტერიები ადამიანის ნორმალური მიკროფლორის წარმომადგენლებია. ამიტომ, მათ საფუძველზე დამზადებული პრეპარატების გამოყენება შესაძლებელია ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში.

უსაფრთხოების ზომები: არ გამოიყენოთ ბავშვთა ასაკში.

განსაკუთრებული მითითებები: არ არის რეკომენდებული ანტიბაქტერიული პრეპარატების ერთდრულად ადგილობრად გამოყენება. თერაპიის სრული კურსის შემდგომ გაუარესების ან ეფექტის არარსებობის შემთხვევაში უნდა მოხდეს მკურნალობის გეგმის გადახედვა.

ავტოტრანსპორტის მართვისას ან სხვა მექანიზმებთან მუშაობის დროს რეაქციის სიჩქარეზე

ზეგავლენის უნარი:

არ ახდენს გავლენას ავტოტრანსპორტისა და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე.

 შენახვის პირობები: ინახება 2°C-დან 8°C-მდე ტემპერატურაზე. შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას!

 ვარგისიანობის ვადა: 1 წელი. ნუ გამოიყენებთ ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ! გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

 შეფუთვა: 5 სუპოზიტორია კონტურულ უჯრედულ შეფუთვაში. 2 კონტურული უჯრედული შეფუთვა მუყაოს კოლოფში გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად.

 მწარმოებელი:

შპს ”რუბიკონი”, ბელარუსის რესპუბლიკა, 210002, ქ. ვიტებსკი, მ. გორკის ქუჩა, 62-ბ, ტელ./ფაქსი: +375 (212) 34-06-29, e-mail: secretar@rubikon.by, www.rubikon.by

 

მეტი ინფორაცია
Units 10
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy