Molisan - მოლისანი ანტისეპტიკი 500მლ

განსაკუთრებული ფასი 16,27 ლ რეგულარული ფასი 22,59 ლ
მარაგშია
SKU
53717_2281
მოლისანი ანტისეპტიკი გამოიყენება რექტოვაგინალური დაავადებების დროს და ინტიმური ჰიგიენისთვის

მოლისანი რექტოვაგინალური ანტისეპტიკი

მოლისანი ანტისეპტიკი გამოიყენება რექტოვაგინალური დაავადებების დროს და ინტიმური ჰიგიენისთვის

შემადგენლობა: გამოხდილი წყალი, სუფრის მარილი, ვერცხლის ნანონაწილაკები, მცენარეული ეთერზეთები: ჩაის ხე, გვირილა.

 ჩვენება ვაგინალური კანდიდოზი (სოკო, რძიანა, თეთრად შლა)  გენიტალური ჰერპესი,  საშვილოსნოს ვირუსული პაპილომა,  საშვილოსნოს ეროზია,  კოლპიტი,  ვაგინიტი,  ენდოცერვიტი, ბუასილი,  ვირუსული პაპილომა სწორ ნაწლავში,  პარაპროქტიტი

 საშოს გამორეცხვა არის პროცედურა, რომელიც გამოიყენება ჰიგიენური ან სამედიცინო მიზნებისთვის და გულისხმობს საშოს ღრუს მოლისანით გამორეცხვას. გამორეცხვის დროს შეიძლება გამოიყენებოდეს ოყნის მოწყობილობა, ასევე სპეციფიური მოწყობილობა, რომელიც სპეციალურად საშოს გამორეცხვისთვის მზადდება.
ნაწლავების ოყნის გამოყენება გამორეცხვისთვის არ არის რეკომენდირებული, საშოს კედლების ნაწლავური ფლორით დაინფიცირების რისკის გამო.

პროცედურისთვის გამზადებული მოლისანი უნდა იყოს თბილი 37° - 38°. მოლისანის ჩასხმით ფინჯანში და  მოთავსებით ცხელ წყალში. გაითვალისწინეთ, რომ შემთბარი მოლისანი მალე კარგავს თავის თვისებებს და არ ინახება. შეათბეთ მხოლოდ პროცედურისთვის საჭირო რაოდენობა.

ინტიმური ჰიგიენა ქალებისათვის: „ანტისეპტიკი“ ანადგურებს საშოს ლორწოვანის პათოგენურ ფლორას. ბაქტერიულ-ვირუსული ინფექცია, პაპილომა ვირუსი, კოლპიტი, ვაგინიტი, კანდიდომიკოზი, ჰიპერსეკრეცია, თეთრად შლა.
მოლისანი ანტისეპტიკი გამოიყენება ჩაბანვით ან საშოს გამორეცხვით.

ჩაბანა : ჰიგიენური პროცედურები მოლისანი „ანტისეპტიკის „ გამოყენებით სასურველია ჩატარდეს ყოველდღიურად საღამოს ტუალეტის დროს.

გამორეცხვა ჰიგიენური, პროფილაქტიკური: საშოს სანაციის მიზნით, განსაკუთრებით ბასეინში, პლიაჟძე ან საუნაში ვიზიტის შემდგომ.

გამორეცხვა ანთების საწინააღმდეგო: ბაქტერიულ-ვირუსული ინფექცია, პაპილომა ვირუსი, კოლპიტი, ვაგინიტი, კანდიდომიკოზი, ჰიპერსეკრეცია, თეთრად შლა. ეფექტურია ყოველ საღამოს

გამორეცხვა კონტრაცეპციის მიზნით.
როგორც ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალება სქესობრივი აქტის შემდეგ.

მკურნალობა გრძელდება 5 დღე. ჩვეულებრივ მოლისანის 2-4 პროცედურის შემდეგ ქრება ქავილი, ანთების ნიშნები, მცირდება საშოს ქსოვილების შეშუპება, გამონადენი ხდება გამჭვირვალე.
პრფილაქტიკის მიზნით, ყოველთვიურად, სასურველია 5 დღიანი კურსის ჩატარება. საშოს გამორეცხვა ხდება დღეში 1 ან 2 ჯერ.

ბუასილი: მოლისანი ანტისეპტიკის გამოყენება უნდა დაიწყოთ ტუალეტის შემდეგ. დასაწყისში უნდა ჩამოიბანოთ ნაპრალები, კვანძები წყლითა და საპნით, გაიმშრალოთ, და დაიმუშავოთ გრილი მოლისანით (არა უმეტეს 30°C). ყოველი ტუალეტის შემდეგ პროცედურა უნდა განმეორდეს.
ეფექტურია მიკროოყნების გამოყენება 50 მლ. ოდენობით, დღეში 2 - 3 ჯერ, ეცადეთ რაც შეიძლება დიდხანს დააყოვნოთ მოლისანი (არა ნაკლებ 15-20 წუთი). ოყნები კეთდება სიფრთხილით და მის წვერს უნდა წაეცხოს ვაზელინი.

საჭიროების შემთხვევაში დღეში ორჯერ, დილას და საღამოს შეიყვანეთ სწორ ნაწლავში 3-4 სმ-ის სტერილური ბინტიდან დამზადებული ტამპონი, გაჟღენთილი მოლისანი რექტოვაგინალური ანტისეპტიკით.
რეკომენდებულია მოლისანი ელექსირის და ცოცხალი წყალის მიღება. მოლისანი ელექსირი აუმჯობესებს კუჭნაწლავის მოქმედებას და ნივთუერებათა ცვლას. ხელს უწყობს შხამების,  მარილების , შლაკების გამოდევნას ორგანიზმიდან და ამცირებს ძვალ-სახსრების ტკივილს. მოლისანი ელექსირი მიიღება ჭამამდე 30 წუთით ადრე 15-20 მლ. დღეში 3-ჯერ, 2 კვირის განმავლობაში. მოლისანი ელექსირის შემდეგ 15-20 წუთში მიიღება თბილი (37°-39°) ცოცხალი წყალი 200-250 მლ ოდენობით.

პარაპროქტიტი: უპირველეს ყოვლისა უნდა დაიცვათ პირადი ჰიგიენა. ეცადეთ რომ არ გქონდეთ ყაბზობა. დროულად უმკურნალეთ ბუასილს, ფაღარათს. მკურნალობისთვის საჭიროა, რომ კუჭის დაცლის შემდეგ უკანა ტანი ჩაიბანოთ თბილი წყლითა და საპნით, ნაპრალები დაიმუშაოთ თბილი* მოლისანი ანტისეპტიკით, შემდეგ კი გაიკეთოთ ოყნა თბილი* მოლისანი „ანტისეპტიკით“ და შეძლებისდაგვარად დააყოვნოთ 10-15 წუთი. გამონადენის და ჩირქის არსებობის შემთხვევაში, სასურველია ოყნის განმეორება. პროცედურის დასრულებისას საჭიროა თბილი, ანადუღარი წყლის ოყნის გაკეთება.

კომპლექსური მკურნალობისთვის საჭიროა შინაგანად მოლისანი ელექსირის მიღება. მოლისანი ელექსირი აუმჯობესებს კუჭნაწლავის მოქმედებას და ნივთუერებათა ცვლას. აჩქარებს ორგანიზმიდან ტოქსინების, ბიოლიგიური შლაკების და დაგროვილი მარილების გამოდევნას. მოლისანი ელექსირი მიიღება დილით უზმოზე, ჭამამდე 30 წუთით ადრე 15-20 მლ. და ძილის წინ, 2 კვირის განმავლობაში.

მამაკაცებისათვის: მოლისანი „ანტისეპტიკი“ ხასიათდება ანთების საწინ.ააღმდეგო მოქმედებით სასქესო ორგანოებზე. არის ინტიმური ჰიგიენის საშუალება, რომელიც ხელს უშლის სქესობრივი გზით ვირუსულ-ბაქტერიული, სოკოვანი ინფექციის გადაცემას.

ურეთრის გამორეცხვა: ინფექციური ურეთრიტის ვირუსულ, ბაქტერიულ ან კანდიდოზის დროს (საწყის ეტაპზე) სასურველია ურეთრის არხის გამორეცხვა თბილი  „მოლისანი ანტისეპტიკით“  20 მლ.-ის ოდენობით. ასევე სასურველია, გენიტალიების გარეგანი დამუშავება (ჩამობანის გზით) დღეში 1-ჯერ ან 2-ჯერ. მკურნალობის კურსია 5-6 დღე.

მოლისანი ანტისეპტიკი ეფექტურია candida-ს რიგის სოკოსადმი, რომელიც იწვევს კანდიდოზს. 
სქესობრივი აქტის შემდეგ სასქესო ორგანო სასურველია რომ დამუშავდეს მოლისანი ანტისეპტიკით.

პროფილაქტიკის მიზნით მოლისანი ანტისეპტიკის გამოყენება უმჯობესია ყოველდღიურად.

ოფლიანობა  ცუდი სუნით: დღეში ორჯერ - სამჯერ (დილას და საღამოს, ან დილას, შუადღეს და საღამოს) თბილი წყლით და საპნით დაბანის და გამშრალების შემდეგ დაისველეთ საჭიროების შემთხვევაში იღლიები, შორისის მიდამო და ფეხის ტერფები მოლისანი ანტისეპტიკით. პროცედურა გაიმეორეთ 2-3 დღე, პროფილაქტიკისათვის პროცედურების გამეორება სასურველია ყოველდღიურად. 5

გვერდითი მოვლენები: არ გამოვლენილა.

უკუჩვენება: ინდივიდუალური შეუთავსებლობა, ან ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ.

 

მეტი ინფორაცია
Units 1
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy