Pantesept - პანტესეპტი 100/16მგ 10 ვაგინალური სუპოზიტორია

განსაკუთრებული ფასი 32,94 ლ რეგულარული ფასი 46,44 ლ
მარაგშია
SKU
54239_2168

ჩვენება: მწვავე და ქრონიკული ვაგინიტები. ბაქტერიული ვაგინოზი. არასპეციფიკური ენდო/ეგზოცერვიციტები (მათ შორის საშვილოსნოს ყელის ჭეშმარიტ ეროზიასთან ერთად).

  პანტესეპტი,

 16მგ/100მგ ვაგინალური სუპოზიტორია

მოქმედი ნივთიერებები: ქლორჰექსიდინი 16მგ, დექსპანთენოლი 100მგ

მოცემული სამკურნალო საშუალების გამოყენების დაწყებამდე ყურადღებით წაიკითხეთ ფურცელ-ჩანართი, ვინაიდან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.

·         ყოველთვის მიიღეთ პრეპარატი ზუსტად ფურცელ-ჩანართის მიხედვით ან მკურნალი ექიმის ან ფარმაცევტის რეკომენდაციის შესაბამისად.

·         შეინახეთ ფურცელ-ჩანართი. შესაძლოა ისევ დაგჭირდეთ მისი წაკითხვა.

·         დამატებითი მონაცემებისა და რეკომენდაციებისათვის მიმართეთ აფთიაქის თანამშრომელს.

·         ნებისმიერი არასასურველი რეაქციის განვითარების შემთხვევაში მიმართეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს. მოცემული რეკომენდაცია ვრცელდება ყველა შესაძლო არასასურველ რეაქციაზე, მათ შორის მათზეც, რომლების არ არის ჩამოთვლილი ფურცელ-ჩანართის მე-4 თავში.

·         თუ მდგომარეობა არ უმჯობესდება ან უარესდება, თქვენ უნდა მიმართოთ ექიმს.

ფურცელ-ჩანართის სარჩევი:

1.      რას წარმოადგენს პრეპარატი პანტესეპტი და რისთვის გამოიყენება იგი.

2.      რა უნდა ვიცოდეთ პრეპარატ პანტესეპტის გამოყენებამდე.

3.      პრეპარატ პანტესეპტის გამოყენება

4.      შესაძლო არსასურველი რეაქციები

5.      პრეპარატ პანტესეპტის შენახვა

6.      შეფუთვის შემადგენლობა და სხვა მონაცემები

1.    რას წარმოადგენს პრეპარატი პანტესეპტი და რისთვის გამოიყენება იგი

სამკურნალო პრეპარატი პანტესეპტი შეიცავს ქლორჰექსიდინის ბიგლუკონატს და დექსპანთენოლს.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ანტისეპტიკური და ანტიმიკრობული საშუალებები გინეკოლოგიაში გამოყენებისათვის (გარდა კორტიკოსტეროიდებთან კომბინაციებისა). სხვა ანტიმიკრობული და ანტისეპტიკური საშუალებები.

ქლორჰექსიდინს გააჩნია ბაქტერიციდული მოქმედება გრამდადებითი და გრამუარყოფითი ბაქტერიების მიმართ (არ ახდენს გავლენას ამ უკანასკნელის მჟავა რეზისტენტულ ფორმებზე): Treponema pallidum, Chlamydia spp., Ureaplasma spp., Neisseria gonorrhoeae, Gardnerella vaginalis, Bacteroides fragilis, უმარტივესები (Trichomonas vaginalis) , მიკრობული სპორები, ვირუსები, სოკოები; სუსტად მოქმედებს პროტეუსის და ფსევდომონადების ზოგიერთ სახეობაზე. აქტიური რჩება (გარკვეულწილად შემცირებულად) სისხლის, ჩირქის არსებობისას.

დექსპანთენოლი წარმოადგენს პროვიტამინ B5. ადგილობრივი გამოყენებისას ის ხელს უწყობს კანისა და ლორწოვანი გარსის რეგენერაციას.

გამოყენების ჩვენებები

-  მწვავე და ქრონიკული ვაგინიტები.

-  ბაქტერიული ვაგინოზი.

- არასპეციფიკური ენდო/ეგზოცერვიციტები (მათ შორის საშვილოსნოს ყელის ჭეშმარიტ ეროზიასთან ერთად).

- ინფექციურ-ანთებითი გართულებების პროფილაქტიკა მეანობასა და გინეკოლოგიაში; გინეკოლოგიური დაავადებების პოსტოპერაციული მკურნალობისას, მშობიარობის შემდეგ, ორსულობის სამედიცინო შეწყვეტისას, საშვილოსნოსშიდა გამოკვლევებისას (მათ შორის ჰისტეროსკოპია, ჰისტეროსალპინგოგრაფია), საშვილოსნოსშიდა კონტრაცეპტივის ჩაყენების წინ.

- საშოს და საშვილოსნოს ყელის ლორწოვანი გარსის რეგენერაციის გაუმჯობესებისათვის მკურნალობის დესტრუქციული მეთოდების შემდეგ (დიათერმოკოაგულაცია, კრიოდესტრუქცია, ლაზეროდესტრუქცია), პოსტოპერაციულ, მშობიარობის შემდგომ პერიოდში.

თუ მდგომარეობა არ გაუმჯობესდა ან გრძნობთ გაუარესებას, აუცილებელია მიმართოთ ექიმს.

2.       რა უნდა ვიცოდეთ პრეპარატ პანტესეპტის გამოყენებამდე

არ მიიღოთ პრეპარატი პანტესეპტი

თუ გაქვთ ალერგია ქლორჰექსიდინზე და/ან დექსპანთენოლზე, ან ფურცელ-ჩანართის მე-6 თავში ჩამოთვლილ სხვა კომპონენტებზე.

განსაკუთრებული მითითებები და სიფრთხილის ზომები

პრეპარატ პანტესეპტის გამოყენებამდე გაიარეთ კონსულტაცია მკურნალ ექიმთან ან აფთიაქის მუშაკთან.

მკურნალობის პერიოდში რეკომენდებულია თავი შეიკავოთ სქესობრივი ურთიერთობებისგან.

პრეპარატის გამოყენებამდე და მის შემდეგ საჭიროა ხელების დაბანა. 

სხვა პრეპარატები და პრეპარატი პანტესეპტი

აცნობეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ, ცოტა ხნით ადრე იღებდით ან აპირებთ მიიღოთ სხვა პრეპარატები.

არ შეიძლება პანტესეპტის ერთდროული გამოყენება ინტრავაგინალურად გამოსაყენებელ სხვა ანტისეპტიკურ საშუალებებთან.

პრეპარატი პანტესეპტი შეუთავსებელია სარეცხ საშუალებებთან, რომლებიც შეიცავს ანიონურ ჯგუფს (საპონინები, ნატრიუმის ლაურილ სულფატი, ნატრიუმის კარბოქსიმეთილცელულოზა) და საპნებთან, თუ ისინი ინტრავაგინალურად გამოიყენება.

არ არის რეკომენდებული ინტრავაგინალურ იოდის შემცველ პრეპარატებთან ერთდროული გამოყენება.

ორსულობა და ლაქტაცია

თუ ხართ ორსული, ან ძუძუთი კვებავთ, ფიქრობთ რომ დაორსულდით, ან გეგმავთ ორსულობას, პრეპარატ პანტესეპტის გამოყენების დაწყებამდე გაიარეთ კონსულტაცია მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან.

ორსულ ქალებში და ძუძუთი კვების პერიოდში, პრეპარატ პანტესეპტის გამოყენებაზე სპეციალური კლინიკური კვლევები არ ჩატარებულა. ლაბორატორიულ ცხოველებზე ჩატარებულმა კვლევებმა არ აჩვენა დექსპანთენოლისა და ქლორჰექსიდინის მავნე ზეგავლენა ორსულობის მიმდინარეობაზე, ემბრიონის განვითარებაზე, მშობიარობაზე ან მშობიარობის შემდგომ პერიოდზე. ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში გამოყენება დასაშვებია, როცა მოსალოდნელი სარგებელი აღემატება შესაძლო რისკს.

სატრანსპორტო საშუალებების მართვა და მექანიზმებთან მუშაობა

პრეპარატის გამოყენება არ მოქმედებს ავტომობილის და პოტენციურად საშიში მექანიზმების მართვის შესაძლებლობაზე.

3.    პრეპარატ პანტესეპტის გამოყენება

სამკურნალო საშუალება პანტესეპტი გაიცემა ექიმის რეცეპტის გარეშე.

ყოველთვის მიიღეთ პრეპარატი ზუსტად ფურცელ-ჩანართის მიხედვით ან მკურნალი ექიმის ან ფარმაცევტის რეკომენდაციის შესაბამისად. ეჭვის გაჩენის შემთხვევაში მიმართეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

პრეპარატი პანტესეპტი შეჰყავთ 1 სუპოზიტორია 2-ჯერ დღეში.

გამოყენება ბავშვებსა და მოზარდებში

არ არსებობს მონაცემები ბავშვებში პრეპარატის გამოყენების შესახებ.

გამოყენების გზა და მეთოდი

ინტრავაგინალური გამოყენებისათვის.

პრეპარატის გამოყენებამდე რეკომენდებულია ჰიგიენის პროცედურების ჩატარება და ხელების საფუძვლიანი დაბანა. უნდა მოხდეს სუპოზიტორია  ამოღება კონტურული შეფუთვიდან და  საშოში ღრმად შეყვანა.

თერაპიის ხანგრძლივობა

მკურნალობის კურსი 7-10 დღე.

აუცილებლობის შემთხვევაში მკურნალობის კურსი შესაძლებელია გახანგრძლივდეს 20 დღემდე.

თუ გამოიყენეთ პრეპარატი პანტესეპტი საჭიროზე მეტი დოზით

გამოიყენეთ პანტესეპტი მკურნალი ექიმის რეკომენდაციების შესაბამისად ან იმ დოზებით, რაც მითითებულია ფურცელ-ჩანართში.

არ გადააჭარბოთ რეკომენდირებულ დოზას. თერაპიის ხანგრძლივობას განსაზღვრავს მკურნალი ექიმი.

არ ყოფილა შეტყობინება დოზის გადაჭარბების შემთხვევების შესახებ.

თუ დაგავიწყდათ პანტესეპტის გამოყენება

გამოტოვებული დოზის საკომპენსაციოდ, არ მიიღოთ ორმაგი დოზა.

პრეპარატის გამოყენების თაობაზე კითხვების შემთხვევაში მიმართეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

4.    შესაძლო არსასურველი რეაქციები

ყველა სხვა სამკურნალო საშუალებების მსგავსად, პრეპარატ პანტესეპტმაც შესაძლოა გამოიწვიოს არასასურველი რეაქციები, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.

პრეპარატის გამოყენებისას შეიძლება განვითარდეს შემდეგი არასასურველი რეაქციები:

არახშირად  (შესაძლებელია განუვითარდეს 100-დან არაუმეტეს ერთ ადამიანს):

-         საშოს ლორწოვანი გარსის გაღიზიანება (წვა, ქავილი),

-         სისხლიანი გამონადენი საშოდან;

იშვიათად  (შესაძლებელია განუვითარდეს 1000-დან არაუმეტეს ერთ ადამიანს):

-         ალერგიული რეაქციები: გამონაყარი, ქავილი, ჭინჭრის ციება;

ძალიან იშვიათად (შესაძლებელია განუვითარდეს 10 000-დან არაუმეტეს ერთ ადამიანს):

-         მძიმე ალერგიული რეაქციები და ანაფილაქსია.

შეტყობინებები არასასურველი რეაქციების შესახებ

თუ თქვენ განგივითარდათ რაიმე არასასურველი რეაქცია, გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან ან ფარმაცევტთან. ეს რეკომენდაცია ვრცელდება ნებისმიერ შესაძლო გვერდით რეაქციაზე, მათ შორის მათზეც, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ფურცელ-ჩანართში. გვერდით რეაქციების შესახებ თქვენ ასევე შეგიძლიათ აცნობოთ ინფორმაციის მონაცემთა ბაზას.

არასასურველი რეაქციების შეტყობინებით, თქვენ წვლილი შეგაქვთ პრეპარატის უსაფრთხოების თაობაზე მეტი ინფორმაციის შეგროვებაში.

5.    პრეპარატ პანტესეპტის შენახვა

პრეპარატი ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ და შეუმჩნეველ ადგილას.

პრეპარატის ვარგისობის ვადაა 2 წელი.

არ გამოიყენოთ პრეპარატი შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის ამოწურვის შემდეგ.

ვარგისობის ამოწურვის ვადას წარმოადგენს მითითებული თვის ბოლო დღე.

პრეპარატი შეინახეთ არაუმეტეს 15°С ტემპერატურაზე.

გაიარეთ კონსულტაცია ფარმაცევტთან, თუ როგორ გაანადგუროთ გამოუსადეგარი პრეპარატი. ეს ზომები ეხმარება გარემოს დაცვას.

6.    შეფუთვის შემადგენლობა და სხვა მონაცემები

პრეპარატი პანტესეპტი შეიცავს:

პრეპარატის მოქმედ ნივთიერებებს წარმოადგენს ქლორჰექსიდინის ბიგლუკონატი და დექსპანთენოლი.

ყოველი სუპოზიტორია შეიცავს:

მოქმედი ნივთიერებები: ქლორჰექსიდინის ბიგლუკონატი - 16მგ, დექსპანთენოლი - 100მგ 100% ნივთიერებაზე გადაანგარიშებით.

დამხმარე ნივთიერებები: პოლიეთილენგლიკოლი 1500, პოლიეთილენგლიკოლი 400.

პრეპარატ პანტესეპტის გარეგნული იერსახე და შეფუთვის შემადგენლობა:

პანტესეპტი წარმოადგენს თეთრი ფერის ან თეთრი მონაცრისფრო ან მოყვითალო ელფერით, ტორპედოს ფორმის სუპოზიტორიებს. დასაშვებია შეფერილობის მარმარილოსებრი არაერთგვაროვნება და ძაბრისმაგვარი ჩაღრმავებები.

5 სუპოზიტორია პოლიმერული მასალის (პვქ/პე) კონტურულ უჯრედოვან შეფუთვაში.

ორი კონტურულ უჯრედული შეფუთვა, გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად, მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - III , გაიცემა რეცეპტის გარეშე

 

მეტი ინფორაცია
Units 10
Form სპრეი
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy