Hexosept-Рн - ჰექსოსეპტი-PH 16მგ 10 სანთელი

განსაკუთრებული ფასი 29,06 ლ რეგულარული ფასი 40,36 ლ
მარაგშია
SKU
47971_2168

ჩვენება: ჰექსოსეპტი-Рн განკუთვნილია მხოლოდ ზრდასრულ პაციენტებში გამოყენებისათვის. ბაქტერიული ვაგინოზის, კოლპიტების მკურნალობა (მათ შორის არასპეციფიკური, შერეული, ტრიქომონადური).

ჰექსოსეპტი-რნ
Hexosept-Ph
ინფორმაცია პაციენტებისთვის
სამკურნალო საშუალების დასახელება:
სავაჭრო დასახელება: ჰექსოსეპტი-რნ
საერთაშორისოარადაპატენტებულიდასახელება: ქლორჰექსიდინი
სამკურნალო ფორმა: ვაგინალური სანთლები.
ზოგადიდახასიათება:
ტორპედოსმაგვარი ფორმის,თეთრი ან მოყვითალო-თეთრი ფერის სანთლები.დასაშვებიაარაერთგვაროვანიშეფერილობამარმარილოსებრიხასიათის და ძაბრისებრი ჩაღრმავებები.სიგრძივ ჭრილში და საშვებია ჰაეროვანი ღერძი.
შემადგენლობა ერთ სანთელზე:
აქტიური ნივათიერებები: ქლორჰექსინის დიგლუკონატი 16 მგ ქლორჰექსინის დიგლუკონატის 20%-ანი ხსნარის სახით;
დამხმარე ნივთიერებები: მაკროგოლი 1000 – 3,10გ-მდე.
ფარმაკოთერაპიული ფორმა:
სხვა ანტისეპტიკური საშულებები და ანტიმიკრობული პრეპარატები გინეკოლოგიური დაავადებების სამკურნალოდ.

მიღების ჩვენებები:
ბაქტერიული ვაგინოზის, კოლპიტების (მათ შორის არასპეციფიური, შერეული, ტრიქომონადული) სამკურნალოდ.
ინფექციურ-ანთებითი გართულებებისპ როფილაქტიკა მეანობასა და გინეკოლოგიაში (გინეკოლოგიური დაავადებების ოპერაციული მკურნალობის წინ, მშობიარობის და აბორტის წინ, საშვილოსნოსშიდა სპირალის (სშს) ჩადგმის წინ და შემდეგ, საშვილოსნოს ყელის დიათერმოკოაგულაციამდე და მისშემდეგ, საშვილოსნოსშიდა კვლევების წინ).
სქესობრივი გზით გადამდები ინფექციის (ქლამიდიოზი, ურეაპლაზმოზი, ტრიქომონიაზი, გონორეა, ათაშანგი, გენიტალიური ჰერპესი) პროფილაქტიკა – გამოიყენება სქესობრივი აქტის შემდეგ არაუგვიანეს 2 საათისა.
მიღების წესი და დოზირება:
გამოიყენება ინტრავაგინალურად.
სამკურნალოდ: 1 ვაგინალური სუპოზიტორია 1-2-ჯერ დრეღამეში 7-10 დღის განმავლობაში.
სქესობრივი გზით გადამდები ინფექციის პროფილაქტიკისთვის: 1 ვაგინალური სანტელი დაუცველი სქესობრვი აქტის შემდგ არაუგვიანეს 2 საათისა.
თუ დაავადების სიმპტომები ნარჩუნდება 7 დღეზე მეტ ხანს, რეკომენდებულია მიმართოთ ექიმს.
პრეპარატი მიიღეთ მხოლოდ იმ მიღების წესის შესაბამისად და იმ დოზებით, რომლებიც მითითებულია გამოყენების ინსტრუქციაში. აუცილებლობის შემთხვევაში, გთხოვთ, სამკურნალო საშუალების გამოყენებამდე კონსულტაცია გაიარეთ ექიმთან.

გვერდითიმოქმედება:
შესაძლებელია გამოვლინდეს ალერგიული რეაქციები, საშოს ქავილი, რომელიც გაივლის პრეპარატის მოხსნის შემდეგ.
თუ ინსტრუქციაში მითითებული ნებისმიერი გვერდითი ეფექტი მწვავდება ან აღინიშნება ნებისმიერი სხვა გვერდითი ეფექტი, რომელიც მითითებული არ არის ინსტრუქციაში, დაუყონებლივ აცნობეთ ექიმს ამის შესახებ.

უკუჩვენებები:
მომატებულიმგრძნობელობა ქლორჰექსიდინის ან პრეპარატის სხვა კომპონენტების მიმართ, 18 წლამდესაბავშვოასაკი.

ჭარბიდოზირება:
ჭარბი დოზირების შემთხვევები ცნობილი არ არის. პრეპარატის გამოყენების ინსტრუქციის შესაბამისად მიღებისას ჭარბი დოზირება ნაკლებსავარაუდოა.

განსაკუთრებულიმითითებები და სიფრთხილისზომები:
პრეპარატი განკუთვნილია ინტრავაგინალური გამოყენებისთვის მხოლოდ მოზრდილი პაციენტებისთვის.
ალერგიული რეაქციის გამოვლენის ან პრეპარატის შეყვანის ადგილზე გაღიზიანების შემთხვევაში შეწყვიტეთ მკურნალობა.
ინფიცირების თავიდან ასაცილებლად აუცილებელია სქესობრივი პარტნიორის ერთდოული მკურნალობა.
ბაქტერიული ვაგინოზის მკურნალობის პერიოდში რეკომენდებულია თავი შეიკავოთ სქესობრივი კონტაქტისგან.
გარე სასქესო ორგანოების ჰიგიენა გავლენას არ ახდენს ვაგინალური სუპოზიტორიის ჰექსოსეპტი-რნ ეფექტურობასა და ამტანობაზე, პრეპარატი გამოიყენება ინტრავაგინალურად.
შესაძლებელია მენსტრუაციის დროს გამოყენება, რადგან პრეპარატი ინარჩუნებს აქტივობას, თუმცა, გარკვეულწილად სუსტდება სისხლის, ჩირქის ან სხვა ბიოლოგიური სითხეების არსებობისას.

გამოყენება ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში:
პრეპარატის გამოყენება ორსულობის და ძუძუთი კვების პერიოდში შესაძლებელია მხოლოდ დედისთვის მოსალოდნელი სარგებლის და ნაყოფის ან ბავშვის რისკის დაკვირვებით შეფასების შემდეგ.

გავლენა ავტოტრანსპორტის მართვის და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე:
არ ახდენს გავლენას სატრანპორტო საშუალებების მართვის და მოძრავი მექანიკური მოწყობილობების მომსახურების უნარზე.

ურთიერთქმედებასხვასამკურნალოსაშუალებებთან:
რეკომენდებული არ არის ინტრავაგინალურად გამოყენებულ, იოდის შემცველ პრეპარატებთან ერთდროული გამოყენება.
ქლორჰექსიდინი შეუთავსებელია დეტერგენტებთან, რომლებიც შეიცავენ ანიონურ ჯგუფს (საპონინები, ნატრიუმის ლაურილ სულფატი, ნატრიუმის კარბოქსიმეთილცელულოზა), და საპნებთან, თუ ისინი შეიყვანება ინტრავაგინალურად.
შეთავსებადია კათიონური ჯგუფის (ცეტრიმონიუმისბორმიდი, ბენზალკონიუმისქლორიდი) შემცველ პრეპარატებთან.

შენახვისპირობები:
ინახება სინათლისგან და ნესტისგან დაცულადგილას, +8°C-დან +15°C-მდე ტემპერატურაზე.
ინახებაბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე!

ვარგისობისვადა: 2 წელი. ნუ გამოიყენებთ შეფუთვაზემითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.

გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
შეფუთვა:
5 სანტელი კონტურულ-უჯრედულ შეფუთვაში. ორი კონტურულ-უჯრედული შეფუთვა გამოყენების ინსტრუქციასტან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.

 

მეტი ინფორაცია
Units 10
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy