Amvilab - ამვილაბი AMVI-NAIT - ამვი ნაითი 30 კაფსულა
ჩვენება: ძილის დარღვევა, უძილობა , მომატებული ნერვული აგზნებადობა, ნერვული დაძაბულობა, გაღიზიანებადობა ,სტრესის შემდგომი მდგომარეობა.
ამვი ნაითი
საძილე, დამამშვიდებელი საშუალება
ამვი ნაითი ეფექტური, კომბინირებული მოქმედების დამამშვიდებელი, საძილე საშუალებაა. ხელს უწყობს ძილის ნორმალიზებას და სწრაფ ჩაძინებას, ამცირებს დაძაბულობას, შფოთვას, გაღიზიანებადობას. ხელს უწყობს ფსიქიკური წონასწორობის აღდგენას, არეგულირებს გულის მუშაობას, დადებითად მოქმედებს ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე
შემადგენლობა: მელატონინი-3მგ, მაგნიუმის ოქსიდი-75მგ, კატაბალახას ფესვი-150მგ, პასიფლორა-75მგ
ფარმაკოლოგიური თვისებები: ამვი ნაითის ეფექტურობას განაპირობებს მასში შემავალი კომპონენტების ერთობლივი მოქმედება. მელატონინი წარმოადგენს ეპიფიზის ჰორმონს, რომელიც აწესრიგებს ცირკადულ რითმებს. არეგულირებს ძილისა და სიფხიზლის ციკლს, ხელს უწყობს ღამის ძილის მოწესრიგებას (აჩქარებს ჩაძინებას, აუმჯობესებს ძილის ხარისხს, ამცირებს ღამის გამოღვიძების რაოდენობას, აუმჯობესებს გუნება განწყობას დილით გაღვიძების შემდეგ) ამცირებს სტრესით გამოწვეულ შფოთვას, გაღიზიანებადობას, დაძაბულობას. ხელს უწყობს ფსიქიკური წონასწორობის აღდგენას, არეგულირებს გულის მუშაობას, აქვს იმუნომასტიმულირებელი და ანტიოქსიდანტური მოქმედება. მელატონინი არ იწვევს შეჩვევას და დამოკიდებულებას. კატაბალახა ამცირებს ცენტრალური ნერვული სისტემის აგზნებადობას, აქვს მსუბუქი საძილე, დამამშვიდებელი მოქმედება, ახასიათებს სპაზმოლიზური, მსუბუქი ნაღვლმდენი მოქმედება, აუმჯობესებს კორონარულ მიმოქცევას. პასიფლორა (ვნების ყვავილი) ამშვიდებს ცენტრალურ ნერვულ სისტემას, ამცირებს შფოთვასა და დაძაბულობას. ავლენს სპაზმოლიზურ და მსუბუქ სედატიურ მოქმედებას. მაგნიუმი წარმოადგენს უჯრედების ნორმალური ფუნქციონირებისათვის საჭირო სასიცოცხლოდ აუცილებელ ელემენტს, რომელიც იმყოფება ორგანიზმის ყველა ქსოვილში და მონაწილეობს ნივთიერებათა ცვლის პროცესებში. მაგნიუმი მნიშვნელოვან როლს თამაშობს ნერვული იმპულსის გადაცემაში, რითაც ხელს უწყობს ნერვული სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას. მონაწილეობას იღებს ენერგიის წარმოქმნაში უჯრედულ დონეზე, ხსნის კუნთოვან სპაზმს, ახდენს გულის რითმის მუშაობის სტაბილიზაციას, უზრუნველყოფს მშვიდ, ჯანმრთელ ძილს.
ჩვენებება:
•ძილის დარღვევები, უძილობა
•მოუსვენრობა, შფოთვა
•მომატებული აგზნებადობა, გაღიზიანებადობა
•ნევრასთენიის მსუბუქი ფორმები, სტრესის შემდგომი მდგომარეობა, შიში თანმხლები დაძაბულობით, ტაქიკარდიით და ქოშინით
•ემოციური დაძაბულობა ან დათრგუნვა
•კონცენტრაციის დაქვეითება
•ნერვული დაძაბულობით გამოწვეული თავის ტკივილი და შაკიკი (კომბინირებული თერაპიის შემადგენლობაში)
•კლიმაქტერული სინდრომი
•ანგიონევროზი და ვეგეტონევროზი
•ქავილით მიმდინარე დერმატოზები (ატოპიური და სებორეული ეგზემა, ჭინჭრის ციება, ნეიროდერმიტი)
მიღება და დოზირება: ერთი ან ორი კაფსულა დაძინებამდე ერთი საათით ადრე, ან ექიმის რეკომენდაციის მიხედვით
გაფრთხილება: არ გადააჭარბოთ რეკომენდირებულ დოზირებას, ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში, ასევე 18 წლამდე პრეპარატის მიღებამდე გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან.
შეინახეთ გრილ, მშრალ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
გამოშვების ფორმა: N30 კაფსულა
მწარმოებელი: ამვილაბი - აშშ.
სერთიფიცირებულია აშშ-ს წამლის სააგენტოს FDA - ს მიერ.
Units | 30 |
---|---|
Form | სპრეი |
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account