Blestar forte - ბლესტარი ფორტე 16მგ 30 ტაბლეტი

განსაკუთრებული ფასი 12,57 ლ რეგულარული ფასი 18,95 ლ
მარაგშია
SKU
9857_871
ჩვენებები: მენიერის დაავადება: სინდრომი; სხვადასხვა გენეზის ვესტიბულური თავბრუსხვევა; სინდრომები, რომლებიც მიმდინარეობენ თავისი ტკივილითა და თავბრუსხვევით, ყურებში შუილითა და სმენის პროგრესული დარღვევით, გულისრევითა და ღებინებით.

საერთაშორისო დასახელება:

BETAHISTINE

მწარმოებელი: ავერსი-რაციონალი, საქართველო

მოქმედი ნივთიერება: ბეტაჰისტინის დიჰიდროქლორიდი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

თავბრუსხვევის სამკურნალო საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ბლესტარი

ტაბლეტები: ალუმინის სტრიპში 10 აბ., შეფუთვაში 3 სტრიპი.

1 ტაბ.

ბეტაჰისტინის დიჰიდროქლორიდს .............       8 მგ

ბლესტარ ფორტე

ტაბლეტები: ალუმინის სტრიპში 10 ტაბ., შეფუთვაში 3 სტრიპი.

1 ტაბ.

ბეტაჰისტინის დიჰიდროქლორიდს ............       16 მგ

დამხმარე ნივთიერებები:

ბეტა-ციკლოდექსტრინი, სიმინდის სახამებელი, მიკროკრისტალური ცელულოზა, კოლოიდური სილიციუმის დიოქსიდი, ნატრიუმის ლაურილსულფატი, ნატრიუმის მეთილჰიდროქსიბენზოატი, ნატრიუმის პროპილჰიდროქსიბენზოატი, მაგნიუმის სტეარატი, ტალკი, ნატრიუმის სახამებლის გლიკოლატი.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ბეტაჰისტინის დიჰიდროქლორიდი წარმოადგენს ჰისტამინის სინთეზურ ანალოგს, იგი მოქმედებს ცნს-ის ვესტიბულური ბირთვების და შიგნითა ყურის H1- და H3- რეცეპტორებზე. პრეპარატი პრეკაპილარული სფინქტერების მოდუნების საშუალებით აუმჯობესებს კაპილარების გამტარობასა და მიკროცირკულაციას. ახდენს ენდოლიმფური წნევის ნორმალიზებას ლაბირინთსა და ლოკოკინაში, ასევე აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას ბაზილარულ არტერიებში. ბლესტარი და ბლესტარ ფორტე აინჰიბირებს აგზნებადობის პიკების წარმოქმნას ლატერალური და მედიალური ვესტიბულური ბირთვების ნეირონებში.

ფარმაკოკინეტიკა:

პერორალურად მიღების შემდეგ ბლესტარი და ბლესტარ ფორტე სწრაფად და სრულად აბსორბირდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. ღვიძლში განიცდის მეტაბოლიზმს ორი მეტაბოლიტის წარმოქმნით. ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 3.5 სთ-ს. პრეპარატის მაქსიმალური კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში მიიღწევა 3-5 სთ-ში, მისი უმეტესი ნაწილი გამოიყოფა ორგანიზმიდან თირკმელების საშუალებით სამი დღის განმავლობაში.

ჩვენებები:

 

  • მენიერის დაავადება: სინდრომი;
  • სხვადასხვა გენეზის ვესტიბულური თავბრუსხვევა;
  • სინდრომები, რომლებიც მიმდინარეობენ თავისი ტკივილითა და თავბრუსხვევით, ყურებში შუილითა და სმენის პროგრესული დარღვევით, გულისრევითა და ღებინებით.

 

მიღების წესები და დოზირება:

პრეპარატის საწყისი დოზა შეადგენს 8-16 მგ-ს 3-ჯერ დღეში ჭამის დროს.

შემანარჩუნებელი დოზა შეადგენს 24-48 მგ-ს დღეში.

მკურნალობის ხანგრძლივობისა და დოზის შერჩევა ხდება ინდივიდუალურად.

გვერდითი მოვლენები:

პრეპარატი ხასიათდება კარგი ამტანობით, მაგრამ იშვიათად აღინიშნება კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფუნქციის დარღვევა, გულისრევა, სიმძიმის შეგრძნება ეპიგასტრიუმის მიდამოში, თავის ტკივილი, პირის სიმშრალე, კანზე გამონაყარი, ტრემორი, პერიფერიული ვაზოდილატაცია, გაძლიერებული პულსაცია და ტაქიკარდია.

უკუჩვენებები:

მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ, კუჭის ან 12-გოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება გამწვავების ფაზაში, ფეოქრომოციტომა.

ორსულობა და ლაქტაცია:

ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის გამოყენება არ არის რეკომენდებული, რადგან არ არსებობს პრეპარატის კლინიკურ პრაქტიკაში გამოყენების გამოცდილება.

განსაკუთრებული მითითებები:

პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება ბრონქული ასთმის, ღვიძლის პათოლოგიების მქონე პაციენტებში, ასევე ანამნეზში კუჭის ან 12-გოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადების არსებობს დროს.

პრეპარატის ზემოქმედება ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე:პრეპარატი არ მოქმედებს ყურადღების კონცენტრაციასა და სატრანსპორტო საშუალებების მართვის უნარზე.

ჭარბი დოზირება:

სიმპტომები: გულისრევა, ღებინება.

მკურნალობა: მკურნალობა სიმპტომურია, საჭიროა კუჭის ამორეცხვა, გააქტივებული ნახშირის მიღება.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

ურთიერთსაწინააღმდეგო მოქმედების გამო ბლესტარი და ბლესტარ ფორტე არ ინიშნება ანატიჰისტამინურ პრეპარატებთან კომბინაციაში.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება არა უმეტეს 250C ტემპერატურაზე, მშრალ, სინათლისა და ბავშვებისგან დაცულ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 2 წელი.

მეტი ინფორაცია
Units 30
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy