Glycine - გლიცინი 0.1გ 50 ტაბლეტი

2,24 ლ
მარაგშია
SKU
60101_2304
ჩვენება - დაქვეითებული გონებრივი შესაძლებლობა; -სტრესული სიტუაციები–ფსიქოემოციონალური დაძაბულობა (გამოცდების, კონფლიქტებისა და მათი მსგავი სიტუაციების სიტუაციებში); - ბავშვებისა და მოზარდების ქცევის დევიანტური ფორმები; -ნერვული სისტემის სხვადასხვა ფუნქციონალური და ორგანული დაავადებები, რომლებსაც თან ახლავს გაზრდილი აღგზნებადობა, ემოციონალური არასტაბილურობა, დაქვეითებული გონებრივი შრომისუნარიანობა და ძილის დარღვევა: ნევროზები ნევროზის მსგავსი მდგომარეობები და ვეგეტო-სისხლძარღვოვანი დისტონია, ნეიროინფექციისა და ქალა-ტვინის ტრავმის შედეგები, ენცეფალოპათიის პერინატალური და სხვა ფორმები (მ.შ. ალკოჰოლური გენეზისის)

გამოყენების ინსტრუქცია

გლიცინი
GLYCINUM


პრეპარატის სავაჭრო დასახელება: გლიცინი

მოქმედი ნივთიერება: გლიცინი (ამინოძმარმჟავა)

წამლის ფორმა: ტაბლეტები

შემადგენლობა
აქტიური ნივთიერება: გლიცინი – 100გ.
დამხმარე ნივთიერებები: კარბოქსიმეთილცელულოზა ნატრიუმი, ან მეთილცელულოზა წყალში ხსნადი, მაგნიუმის სტეარატი, ან კალციუმის სტეარატი.

აღწერილობა: ტაბლეტები თეთრი ფერის ან თეთრი მოყვითალო ელფერით, შეიძლება მარმარილოსებური. ბრტყელცილინდრიანი ფორმის ფასკით.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: მეტაბოლური პროცესების მაკორექტირებელი საშუალება
ATC Code: N06BX

ფარმაკოლოგიური თვისებები
გლიცინი ნივთიერებათა ცვლის რეგულატორია, მწყობრში მოყავს და ააქტიურებს ცენტრალურ ნერვულ სისტემაში დამცავი შეფერხების პროცესებს, ამცირებს ფსიქოემოციურ დაძაბულობას, ზრდის გონებრივ შრომისუნარიანობას.
გლიცინი ფლობს – ГАМК-ერგიულ, ალფა-ადრენომაბლოკირებელ, ანტიოქსიდანტურ, ანტიტოქსიურ მოქმედებას;
არეგულირებს გლუტამატური (NMDA) რეცეპტორების მუშაობას, რის ხარჯზეც პრეპარატს შეუძლია:
- შეამციროს ფსიქოემოციური დაძაბულობა, აგრესიულობა, კონფლიქტურობა, გაზარდოს სოციალური ადაპტაცია;
- გააუმჯობესოს განწყობა;
- გააადვილოს ჩაძინება და უძრუნველყოს ნორმალური ძილი;
- გაზარდოს გონებრივი შრომისუნარიანობა;
- შეამციროს ვეგეტო-სისხლძარღვოვანი დარღვევები (მ.შ. კლიმაქტორულ პერიოდშიც კი);
-შეამციროს ტვინის ზოგადი დარღვევების გამოხატულობა იშემიური ინსულტისა და ქალა-ტვინის ტრავმისას;
- შეამციროს ცნს-ს ფუნქციების დამთრგუნველი ალკოჰოლის, სამკურნალო საშუალებების ტოქსიური მოქმედება.

ფარმაკოკინეტიკა
ადვილად აღწევს უმრავლესობა ბიოლოგიურ ორგანიზმის სითხესა და ქსოვილში, მ.შ. თავის ტვინში, მეტაბოლიზირებს წყალამდე და ნახშიროჟანგ აირამდე, არ ხდება მისი დაგროვება ქსოვილებში.

ჩვენება
- დაქვეითებული გონებრივი შესაძლებლობა;
-სტრესული სიტუაციები–ფსიქოემოციონალური დაძაბულობა (გამოცდების, კონფლიქტებისა და მათი მსგავი სიტუაციების სიტუაციებში);
- ბავშვებისა და მოზარდების ქცევის დევიანტური ფორმები;
-ნერვული სისტემის სხვადასხვა ფუნქციონალური და ორგანული დაავადებები, რომლებსაც თან ახლავს გაზრდილი აღგზნებადობა, ემოციონალური არასტაბილურობა, დაქვეითებული გონებრივი შრომისუნარიანობა და ძილის დარღვევა: ნევროზები ნევროზის მსგავსი მდგომარეობები და ვეგეტო-სისხლძარღვოვანი დისტონია, ნეიროინფექციისა და ქალა-ტვინის ტრავმის შედეგები, ენცეფალოპათიის პერინატალური და სხვა ფორმები (მ.შ. ალკოჰოლური გენეზისის)

გამოყენების წესი და დოზირება
პრეპარატი გამოიყენება სუბლინგვალურად ან ტრანსბუკალურად 0,1გ (ტაბლეტებში ან ფხვნილის სახით ტაბლეტის დაფხვნის შემდეგ).
პრაქტიკულად ჯანმრთელ ბავშვებს, მოზარდებსა და დიდებს, ფსიქოემოციური დაძაბულობისას, მეხსიერების, ყურადღების, გონებრივი შრომისუნარიანობის დაქვეითებისას, გონებრივი განვითარების შეფერხებისას, ქცევის დევიანტური ფორმებისას გლიცინი ენიშნებათ 1 ტაბლეტი 2-3-ჯერ დღეში 14-30 დღის განმავლობაში.
ნერვული სისტემის ფუნქციონალური და ორგანული დაზიანებებისას, რომლებსაც თან ახლავს გაზრდილი აღგზნებადობა, ემოციონალური ლაბილობა და ძილის დარღვევა, ბავშვებს 3 წლამდე ენიშნებათ 0,5 ტაბლეტი (0,05გ) ერთ მიღებაზე 2-3-ჯერ დღეში 7-14 დღის განმავლობაში, შემდგომში 0,05გ ერთხელ დღეში 7-10 დღის განმავლობაში. დღე-ღამის დოზა – 0,1 – 0,15გ, საკურსო – 2,0 - 2,6გ. სამ წელზე მეტი ასაკის ბავშვებსა და დიდებს ენიშნებათ თითო ტაბლეტი 2-3-ჯერ დღეში, მკურნალობის კურსი 7-14 დღე. მკურნალობის კურსის გაზრდა შესაძლებლეია 30 დღემდე, საჭიროების შემთხვევაში კურსი მეორდება 30 დღის შემდეგ.
ძილის დარღვევებისას გლიცინი ენიშნებათ 20 წუთით ადრე დაძინებამდე ან უშუალოდ ძილის წინ 0,5-1 ტაბლეტი (ასაკზე დამოკიდებულებით).
ნარკოლოგიაში გლიცინი გამოიყენება იმ საშუალების სახით, რომელიც ზრდის გონებრივ შრომისუნარიანობას და აქვეიტებს ფსიქოემოციურ დაძაბულობას რემისიის პერიოდში ენცეფალოპათიის, ცენტრალური და პერიფერიული ნერვული სისტემის ორგანული დაზიანებებისას 1 ტაბლეტი 2-3-ჯერ დღეში 14-30 დღის განმავლობაში. აუცილებლობის შემთხვევაში, კურსები მეორდება 4-6-ჯერ წელიწადში.

გვერდითი მოვლენები
გვერდითი მოქმედებები გლიცინს არც თუ ისე ბევრი აქვს. იშვიათი გვერდითი ეფექტები – მოთენთილობა, სისუსტე, ძილიანობა, დაბალი წნევა. ამიტომ აუცილებელია დიდი სუფრთხილით გამოყენებულ იქნეს პაციენტებში არტერიული ჰიპოტენზიით. არ გამოვლენილა წამლის ზემოქმედება ყურადღების კონცენტრაციაზე და ფსიქომოტორულ რეაქციაზე.
ვინაიდან გლიცინი წარმოადგენს ორგანიზმისთვის ბუნებრივ ნივთიერებას, ის არ გროვდება ქსოვილებში, სწრაფად იხსნება და გამოიდევნება ორგანიზმიდან.
შესაძლებელია ალერგიული რეაქციები.

უკუჩვენებები
ინდივიდუალური მომატებული მგრძნობელობა პრეპარატების კომპონენტების მიმართ.

მედიკამენტოზური ურთიერთქმედება
ასუსტებს გვერდითი ანტიფსიქოტროპული საშუალებების (ნეიროლეპტიკების, ანტიდეპრესანტების, საძილე საშუალებების და კრუნჩხვების საწინააღმდეგო საშუალებების) ეფექტების გამოხატულობას.

განსაკუთრებული მითითებები
პრეპარატი ინახება ბავშვებისათვის ხელმიუწვდომელ ადგილას და არ გამოიყენება ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემდეგ.
გამოშვების ფორმა
100მგ ტაბლეტები. 10 ან 50 ტაბლეტები კონტურულ-უჯრედოვან შეფუთვაში.

შენახვის პირობები
შეინახეთ სინათლისგან დაცულ ადგილას, ტემპერატურაზე არაუმეტეს 25C

ვარგისიანობის ვადა
3 წელი.

აფთიაქიდან გაცემა:
რეცეპტის გარეშე.

მწარმოებელი:
შპს “Torimed Pharm” 111814, უზბეკეთის რესპუბლიკა,
ტაშკენტის ოლქი, ზანგიატინსკის რაიონი, ს. კარიმოვის ქ., სახლი #1,
ტელ: (+998 71) 231 7800
E-mail: torimedpharm@mail.ru

 

მეტი ინფორაცია
Units 50
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy