ელკარი ხსნ.300მგ/მლ 100მლ
ჩვენებები: პრეპარატი გამოიყენება კომპლექსური თერაპიის შემადგენლობაში. რეაბილიტაციის პერიოდში გადატანილი დაავადებების და ქირურგიული ჩარევების შემდეგ.
საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება: ლევოკარნიტინი
სამკურნალო ფორმა:
შიგნით მისაღები ხსნარი
აღწერილობა:
გამჭვირვალე უფერო ან ოდნავ შეფერილი სითხე. შეიძლება ჰქონდეს სპეციფიკური სუნი.
შემადგენლობა:
1 მლ პრეპრატი შეიცავს:
მოქმედი ნივთიერება: ლევოკარნიტინი (კარნიფიტი) 300 მგ.;
დამხამარე ნივთიერებები: ლიმონმჟავას მონოჰიდრატი – 1.2 მგ, მეთილპარაჰიდროქსიბენზოატი – 0.5 მგ; პროპილპარაჰიდროქსიბენზოატი - 0.2 მგ., გასუფთავებული წყალი 1 მლ-მდე.
ფარმალოკოთერაპიული ჯგუფი: საჭმლის მომნელებელ სისტემასა და მეტაბოლურ პროცესზე მოქმედი სხვა საშუალებები. ამინომჟავები და წარმოებული.
ათქ კოდი: A16AA01
ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოდინამიკა.
L-კარნიტინი-არის ბუნებრივი ნივთიერება, B ჯგუფის ვიტამინების მონათესავე ნივთიერება. მონაწილეობს ნივთიერებათა ცვლაში ციტოპლაზმიდან მოტოქონდრიებში გრძელჯაჭვა ცხიმიანი მჟავების გადამტანის სახით, სადაც განიცდის β-დაჟანვას ადენოზინტრიფოსფორის მჟავის და აცეტილ-კოA-ს წარმოქმნით.
აუმჯობესებს ცილოვან და ცხიმოვან ცვლას, ზრდის კუჭის და ნაწლავის წვენის სეკრეციას და ფერმენტატულ აქტივობას, აუმჯობესებს საკვების ათვისებას, ხელს უწყობს ჭარბი წონის შემცირებას და ამცირებს კუნთებში ცხიმების შემცველობას. ზრდის ფიზიკური დატვირთვებისადმი გამძლეობას, თრგუნავს კეტომჟავების წარმოქმნას და ანაერობულ გლიკოლიზს, ამცირებს ლაქტატაციდოზის ხარისხს, ხელს უწყობს გლიკოგენის ეკონომიურ გახარჯვას და ზრდის მის მარაგს ღვიძლსა და კუნთებში.
აქვს ანაბოლური და ლიპოლიზური მოქმედება. ახდენს გაზრდილი ძირითადი ცვლის ნორმალიზებას ჰიპერთირეოზის დროს: არის თირეოიდული ჰორმონების მოქმედების პერიფერიული (ირიბი) ანტაგონისტი, და არა ფარისებრი ჯირკვალის ფუნქციის პირდაპირი ინჰიბიტორი. აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას და ქსოვილების ენერგიით მომარაგებას.
ფარმაკოკინეტიკა
კარგად შეიწოვება ნაწლავებში, მაქსიმალური კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში მიიღწევა 3 საათის შემდეგ და ნარჩუნდება თერაპიულ დიაპაზონში 9 საათის განმავლობაში. ადვილად აღწევს ღვიძლში, მიოკარდიუმში, უფრო ნელა აღწევს კუნთებში. გამოიყოფა თირკმლებით, ძირითადად აცილური ეთერების სახით.
გამოყენების ჩვენებები
პრეპარატი გამოიყენება კომპლექსური თერაპიის შემადგენლობაში.
- რეაბილიტაციის პერიოდში გადატანილი დაავადებების და ქირურგიული ჩარევების შემდეგ, ტრავმების დროს, მათ შორის ქსოვილების რეგენერაციის დასაჩქარებლად;
- ინტენსიური ფიზიკური და პსიქოემოციური დატვირთვები: შრომისუნარიანობის, გამძლეობის, დაღლილობის შემცირების ასამაღლებლად, მათ შორის ხანდაზმულ პირებში;
- სეკრეტორული ფუნქციის დაქვეითებით მიმდინარე ქრონიკული გასტრიტის და ქრონიკული პანკრეატიტის კომპლექსური თერაპია;
- კანის დაავადებების კომპლექსური თერაპია (ფსორიაზი, სებორეული ეგზემა, კეროვანი სკლეროდერმია და დისკოიდური წითელი მგლურა);
- მსუბუქი ხარისხის ჰიპერთირეოზი;
- ნევროლოგიური გამოვლინებების კომპლექსური თერაპია თავის ტვინის სისხლძარღვოვანი, ტოქსიკური და ტრავმული დაზიანების დროს;
- ნერვული ანორექსიის სინდრომი;
- დაავადებები, რომლებსაც თან ახლავს კარნიტინის დეფიციტი ან მისი მნიშვნელოვანი დანაკარგი (მიოპათიები, კარდიომიოპათიები, მიტოქონდრული დაავადებები, მემკვიდრეობითი დაავადებები თანმხლები მიტოქონდრული უკმარისობით) - მისი დეფიციტის შესავსებად კომპლექსური თერაპიის შემადგენლობაში;
- პედიატრულ პრაქტიკაში (3 წლამდე ბავშვების მკურნალობა ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ): დღენაკლული ჩვილების მოვლა, ახალშობილების მოვლა სამშობიარო ტრავმის ან ასფიქსიის შემდეგ; დაქვეითებული წოვითი რეფლექსის და სხეულის მასის მომატების დაბალი მაჩვენებლის მქონე ბავშვები; დაქვეითებული კუნთოვანი ტონუსის მქონე ბავშვები, მოტორული და ფსიქიკური ფუნქციების არასაკმარისი განვითრების დროს, ასევე “რისკის ჯგუფის” ბავშვებში ამ დარღვევების პროფილაქტიკა; ზრდის შეფერხების და სხეულის მასის დეფიციტის დროს ბავშვებსა და 16 წლამდე მოზარდებში.
- სპორტულ მედიცინაში და ინტენსიური ვარჯიშის დროს (ვარჯიშის პროცესის პერიოდში აერობული პროდუქტიულობის დამუშავების დროს) მოზრდილებში: სიჩქარე-ძალის მაჩვენებლების და მოძრაობის კოორდინაციის გაუმჯობესებისთვის, კუნთოვანი მასის გაზრდისთვის და სხეულის ცხიმოვანი მასის დაქვეითებისთვის, ვარჯიშის შემდგომი სინდრომის პროფილაქტიკისთვის (ფიზიკური დატვირთვის შემდეგ აღდგენითი პროცესების დაჩქარება), ტრავმატული დაზიანებების დროს კუნთების რეგენერაციის დაჩქარების მიზნით.
უკუჩვენებები
ინდივიდუალური აუტანლობა.
გამოყენების წესი და დოზები
პრეპარატი გამოიყენება კომპლექსური თერაპიის შემადგენლობაში.
მიიღება პერორალურად, ჭამამდე 30 წუთით ადრე, დამატებით უნდა გაიხსნას სითხეში.
ხანგრძლივი ფიზიკური და ფსიქოემოციური დატვირთვის დროს: 0.75 გ-დან (1/2 საზომი კოვზი ან 2.5 მლ) 3-ჯერ დღეში 2.25 გ-მდე (1.5 საზომი კოვზი ან 7.5 მლ) 2-3-ჯერ დღეში.
ნერვული ანორექსიის დროს, ასევე გადატანილი დაავადებების და ქირურგიული ჩარევების და ტრავმების შემდგომ რეაბილიტაციის პერიოდში: 1.5 გ (1 საზომი კოვზი ან 5 მლ) 2-ჯერ დღეში. მკურნალობის კურსი 1-2 თვის განმავლობაში.
სეკრეტორული ფუნქციის დაქვეითებით მიმდინარე ქრონიკული გასტრიტის და ქრონიკული პანკრეატიტის კომპლექსური თერაპიის დროს: 0.375 გ (1/4 საზომი კოვზი ან 1.25 მლ) 2-ჯერ დღეში. მკურნალობის კურსი 1-1.5 თვის განმავლობაში.
კანის დაავადებების სამკურნალოდ: 0.75 გ (1/2 საზომი კოვზი ან 2.5 მლ). მკურნალობის კურსი: 2-4 კვირის განმავლობაში.
მსუბუქი ფორმის ჰიპერთირეოზის დროს: 0.25 გ (13 წვეთი) 2-3-ჯერ დღეში. მკურნალობის კურსი - 20 დღე. მკურნალობის კურსი მეორდება 1-2 თვის შემდეგ ან ინიშნება 3 თვის განმავლობაში შესვენებების გარეშე.
თავის ტვინის სისხლძარღვოვანი, ტოქსიკური და ტრავმული დაზიანებისას: 0.75 გ (1/2 საზომი კოვზი ან 2.5 მლ) დღე-ღამეში. მკურნალობის კურსი – 3-5 დღის განმავლობაში. საჭიროების შემთხვევაში 12-14 დღის შემდეგ ინიშნება განმეორებითი კურსი.
კარნიტინის დეფიციტით მიმდინარე დაავადებებისას (კარნიტინის პირველადი და მეორეული უკმარისობა): 50-100 მგ/კგ-მდე (2-5 წვეთი/კგ) სხეულის მასაზე 2-3 ჯერ დღეში. მკურნალობის კურსი 3-4 თვის განმავლობაში.
ბავშვებში ინიშნება ტკბილ კერძებთან ერთად (კისელი, კომპოტი, წვენი) დანამატის სახით. 3 წლამდე ბავშვებისათვის დოზა განისაზღვრება მკურნალი ექიმის მიერ. 3-დან 6 წლამდე - ერთჯერადი დოზა 0.1 გ (5 წვეთი) 2-3-ჯერ დღეში, სადღეღამისო დოზით 0.2-0.3 გ (11-16 წვეთი). მკურნალობის კურსი - 1 თვე. 6-დან 12 წლამდე ბავშვებისათვის ინიშნება ერთჯერადი დოზა 0.2-0.3 გ (11-16 წვეთი) 2-3-ჯერ დღეში, სადღეღამისო დოზით 0.4-0.9 გ (22-48 წვეთი). მკურნალობის კურსი - არანაკლებ 1 თვე.
ზრდის შეფერხებისას: 0.25 გ (13 წვეთი) 2-3-ჯერ დღეში. მკურნალობის კურსი - 20 დღე. მკურნალობის კურსი მეორდება 1-2 თვის შესვენების შემდეგ ან ინიშნება 3 თვის განმავლობაში შესვებების გარეშე.
სპორტულ მედიცინაში და ინტენსიური ვარჯიშის დროს: 2.5 გ 1-3 ჯერ დღეში (სადღეღამისო დოზა 2.5-7.5 გ; მკურნალობის მიზნით გამოყენებისას 70-100 მგ/კგ/დღე-ღამეში (5-7.5 გ/დღე-ღამეში). მკურნალობის კურსი 3-4 კვირა შეჯიბრების წინა პერიოდში. ვარჯიშის პროცესის დროს – 6-8 კვირამდე.
გვერდითი მოქმედება
შესაძლოა ალერგიული რეაქციები, გასტრალგია, დისპეფსია, მიასთენია (ურემიით დაავადებულ პაციანტებში).
ჭარბი დოზირება
სიმპტომები: დისპეფსიური დარღვევები, მიასთენური აშლილობები (ურემიის მქონე პაციენტებში).
მკურნალობა: კუჭის ამორეცხვა, გააქტივებული ნახშირის მიღება.
გამოყენება ორსულობის დროს და ლაქტაციის პერიოდში
კვლევის არარსებობის გამო ორსულობის დროს და ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის გამოყენება არ არის რეკომენდებული.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან
გლუკოკორტიკოსტეროიდები ხელს უწყობენ პრეპარატის ქსოვილებში დაგროვებას (ღვიძლის გარდა), სხვა ანაბოლური საშუალებები აძლიერებენ ეფექტს.
განსაკუთრებული მითითებები
3 წლამდე ბავშვების მკურნალობა ხორციელდება ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ.
ზეგავლენა ავტომობილისა და რთული მექანიზმების მართვის უნარზე
პრეპარატი არ ახდენს ზემოქმედებას პოტენციურად საშიში სახის საქმიანობის განხორციელებაზე, რომლებიც საჭიროებს ყურადღების კონცენტრაციას და სწრაფ რეაქციას (ავტომობილის და სხვა სატრანსპორტო საშუალებების მართვა, მუშაობა მოძრავ მექანიზმებთან, დისპეჩერის და ოპერატორის მუშობა და ა.შ.).
გამოშვების ფორმა
შიგნით მისაღები ხსნარი 300 მგ/მლ.
100 მლ მინის ფლაკონი. 100 მლ მუქი მინის ფლაკონში, რომელიც დალუქულია პირველი გახსნის კონტროლის სისტემის მქონე თავსახურით. ფლაკონზე მოთავსებულია 20 მლ-ნი საზომი ჭიქა. ერთი ფლაკონი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.
50 მლ მინის ფლაკონი. 50 მლ მუქი მინის ფლაკონში, რომელიც დალუქულია პირველი გახსნის კონტროლის სისტემის მქონე თავსახურით. ერთი ფლაკონი გამოყენების ინსტრუქციასთან და 5 მლ საზომ კოვზთან ერთად ნაჭდებით და მარკირებით “1/4” და “1/2” (რაც შეესაბამება 1.25 მლ და 2.5 მლ) მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.
25 მლ მინის ფლაკონი. 25 მლ მუქი მინის ფლაკონში, რომელიც დალუქულია პირველი გახსნის კონტროლის სისტემის მქონე საწვეთურიანი თავსახურით. ერთი ფლაკონი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.
შენახვის პირობები
ინახება სინათლისაგან დაცულ და ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას არა უმეტეს 25 °C ტემპერატურაზე. გახსნილი ფლაკონი ინახება 2-8 °C ტემპერატურაზე 2 თვის განმავლობაში.
ვარგისობის ვადა
3 წელი. არ გამოიყენოთ ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.
გაცემის პირობები
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.
Units | 1 |
---|
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account