Vitamin B6 - ვიტამინი B6 5% 1მლ 10 ამპულა
ჩვენება:ნევრიტების, პოლინევრიტების, რადიკულიტის, ნევრალგიის, პერიფერიული დამბლის, ენცეფალოპათიის, ნევრასთენიის, კუჭის და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადების, ფსორიაზის მკურნალობა.
გამოყენების ინსტრუქცია
ვიტამინი B6 5% ხსნარი საინექციო
გენერიული დასახელება:Pyridoxine hydrochloride
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ვიტამინური პრეპარატი
ფორმა: საინექციო ხსნარი ამპულებში.
შემადგენლობა: ყოველი მლ პრეპარატი შეიცავს 50მგ პირიდოქსინის ჰოდროქლორიდს.
დამხმარე ნივთიერებები: საინექციო წყალი.
ფარმაკოლოგიური თვისებები: ორგანიზმში ვიტამინი B6 ფოსფორილირდება პირიდოქსალ-5-ფოსფატის წარმოქმნით და ამ ფორმით შედის იმ ფერმენტების შემადგენლობაში რომლებიც ახორციელებენ ამონომჟავების დეკარბოქსილირებას, ტრანსამინირებას და რაცემიზაციას, აგრეთვე ჰიდროქსილირებული და გოგირდის შემცველი ამონომჟავების ფერმენტულ გარდაქმნას. მონაწილეობს სეროტონინის ბიოსინთეზის რეაქციაში.
ფარმაკოკინეტიკა: სწრაფად შეიწოვება ვიწრო ნაწლავში. გროვდება და მეტაბოლიზდება ღვიძლში ფარმაკოლოგიურად აქტიური მეტაბოლიტების (პირიდოქსალ-5-ფოსფატი და პირიდოქსიამინოფოსფატი) წარმოქმნით. კარგად აღწევს ყველა ქსოვილებში, გადის პლაცენტაში. ძირითადად გამოიყოფა თირკმლიდან, ლაქტაციის პერიოდში აგრეთვე გამოიყოფა რძესთან ერთად.
ჩვენებები: ვიტამინი B6 ჰიპო- და ავიტამინოზი (მკურნალობა და პროფილაქტიკა) – არასრულყოფილი კვება, ხანძლივად მიმდინარე ინფექციები, დიარეა, ენტერიტი, სტრესული მდგომარეობები, ჰემოდიალიზი. კომპლექსური თერაპიის ფარგლებში: ჰიპოქრომია და მიკროციტარული ანემია, პარკინსონიზმი, რადიკულიტი, ლიტლის დაავადება, მენიერის სინდრომი, ნევრიტები, ნევრალგიები, ალკოჰოლიზმი, ღვიძლის დაზიანებები გამოწვეული ტუბერკულოზის საწინააღმდეგო პრეპარატების მიერ, მწვავე და ქრონიკული ჰეპატიტები, დიურეზული ეფექტების გასაძლიერებლად, აგრეთვე დერმატიტების, ფსორიაზის და ექსუდატიური დიათეზების სამკურნალოდ.
მიღების წესი და დოზირება: შეჰყავთ კუნთში. მაქსიმალური სადღეღამისო დოზა მოზრდილებისათვის: 4მლ (200მგ) პრეპარატი, ბავშვებისათვის 1მლ (100მგ). მაქსიმალური ერთჯერადი დოზა მოზრდილებისთვის 2მლ (100მგ), ბავშვებისათვის 0,5მლ (25მგ). კურსი მოზრდილებისათვის 1 თვე, ბავშვებისათვის 2 კვირა.
უკუჩვენებები: ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატისადმი, კუჭის და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული, გულის იშემიური დაავადება.
გვერდითი მოვლენები: ალერგიული რეაქციები, მარილმჟავას ჰიპერსეკრეცია, კიდურებში მოჭერის შეგრძნება – ”წინდების” და ”ხელთათმანების” სიმპტომი, ლაქტაციის დაქვეითება.
ორსულობა და ლაქტაცია: უკუჩვენებები არ არის.
სიფრთხილე და განსაკუთრებული მითითებები: ღვიძლის მძიმე დაავადებების შემთხვევაში პრეპარატმა შეიძლება გამოიწვიოს მისი ფუნქციების დაქვეითება. სიფრთხილით გამოიყენება კუჭის და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის ფონზე, აგრეთვე გულის იშემიური დაავადების დროს.
პრეპარატის შერევა ერთ შპრიცში В ჯგუფის სხვა ვიტამინების ხსნარებთან რეკომენდირებული არ არის.
პრეპარატის მიღება არ ახდენს გავლენას მექანიზმებთან მუშაობაზე და ავტომანქანის მართვაზე.
ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან: აძლიერებს დიურეტიკების და ასუსტებს ლევოდოპას მოქმედებას. კარგად თავსებადია გულის გლიკოზიდებთან, გლუტამინის მჟავასთან, კალიუმის და ნატრიუმის ასპარგინატთან.
ჭარბი დოზირება: გვერდითი მოქმედებების გაძლიერება: ალერგიული რეაქციები (გამონაყარი კანზე, დაფოთვლა, იშვიათ შემთხვევებში ანაფილაქსიური შოკი). მკურნალობა სიმპტომატური.
შენახვის პირობები: სინათლისგან დაცულ ადგილას, არაუმეტეს +250ჩ ტემპერატურაზე.
შენახვის ვადა: 3 წელი.
შეფუთვა : 1მლ ამპულაში; 5 ამპულა კონტურულ უჯრედოვან შეფუთვაში; 2 კონტურულ უჯრედოვანი შეფუთვა კოლოფში.
გაცემა: ფარმაკოლოგიური პროდუქტი ჯგუფი III (გაიცემა რეცეპტის გარეშე).
მწარმოებელი:
ჩაო ,,ფარმაცევტული ფირმა ,,დარნიცა”.
მწარმოებლის ადგილმდებარეობა და საქმიანობის განხორციელების ადგილის მისამართი
უკრაინა, 02093, ქ. კიევი, ბორისპოლსკაიას ქ., 13.
Units | 10 |
---|
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account