Mexi B6 - მექსი B6 125მგ+10მგ 30 ტაბლეტი
პრეპარატის საერთაშორისო არაპატენტირებული და ჯგუფის დასახელება:
ეთილმეთილჰიდროქსიპირიდინის სუქცინატი + [პირიდოქსინი]
წამლის ფორმა: აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები
შემადგენლობა:
აპკიანი გარსით დაფარული 1 ტაბლეტი შეიცავს:
აქტიურ ნივთიერებებს: ეთილმეთილჰიდროქსიპირიდინის სუქცინატს 125 მგ, პირიდოქსინის ჰიდროქლორიდს 10 მგ;
დამხმარე ნივთიერებებს: კალციუმის ჰიდროფოსფატის დიჰიდრატი 65 მგ, კალციუმის სტეარატი 6,7 მგ, კროპოვიდონი 14 მგ, სილიციუმის დიოქსიდი კოლოიდური 20 მგ, ნატრიუმის კროს კარმელოზა 20 მგ, მაგნიუმის ლაქტატი დიჰიდრატი 315,9 მგ, მაგნიუმის სტეარატი 6,7 მგ, makrogoli (polieTilenglikoli 6000) 13,4 mg, ცელულოზა მიკროკრისტალური 53,3 მგ;
აპკის გარსის შემადგენლობა: ოპადრაი თეთრი 20 მგ, მათ შორის: ჰიპროლოზა (ჰიდროქსიპროპილცელულოზა) 6,75 მგ, ჰიდრომელოზა (ჰიდროქსიპროპილმეთილცელულოზა) 6, 75 მგ, ტალკი 4 მგ, ტიტანის დოპქსიდი 2,5 მგ.
აღწერა:
მრგვალი, ორმხრივამობურცული, აპკიანი გარსით დაფარული თეთრი ან თითქმის თეთრი ფერის ტაბლეტები. განივ ჭრილზე - თეთრი ან თითქმის თეთრი ფერის.
ფარმაკოთერაპევტული ჯგუფი: ანტიოქსიდანტური საშუალება + ვიტამინი.
ფარმაკოლოგიური თვისებები
მექსი B 6 GEO - კომბინირებული პრეპარატია.
ფარმაკოდინამიკა
ეთილმეთილჰიდროქსიპირიდინის სუქცინატი თავისუფალ რადიკალური პროცესების ინჰიბიტორი - მემბრანოპროტექტორი, რომელიც აგრეთვე ფლობს ანტიჰიპოქსიურ, სტრესპროტექტორულ, ნოოტროპულ, ეპილეფსიის საწინააღმდეგო და ანქსიოლიტურ მოქმედებას. ანტიოქსიდანტური პრეპარატი, არეგულირებს მეტაბოლურ პროცესებს მიოკარდიუმსა და სისხლძარღვთა კედელში. მოქმედების მექანიზმი განპირობებულია ანტიოქსიდანტური და მემბრანოპროტექტორული თვისებებით. ახშობს ლიპიდების ზეჟანგურ ჟანვას, ზრდის სუპეროქსიდაზის აქტივობას, გავლენას ახდენს მემბრანის ფიზიკურ-ქიმიურ თვისებებზე, ზრდის ლიპიდების პოლარული ფრაქციის (ფოსფოტიდილსერინის და ფოსფოტიდილინოზიტის და სხვ.) შემცველობას მემბრანაში, ამცირებს ქოლესტეროლ/ფოსფოლიპიდების ურთიერთკავშირს, ამცირებს ლიპიდური შრის წებოვნებას და ზრდის მემბრანის განვლადობას, ააქტიურებს მიტოქონდრიების ენერგომასინთიზირებელ ფუნქციებს და აუმჯობესებს ენერგეტიკულ ცვლას უჯრედში და ამგვარად, იცავს უჯრედების აპარატს და მათი მემბრანების სტრუქტურას.
პრეპარატის მიერ ბიოლოგიური მემბრანის ფუნქციონალური აქტივობის ცვლილება იწვევს სიმპათიკური მემბრანების ცილოვანი მაკრომოლეკულების კონფორმაციულ ცვლილებებს, რის შედეგად ახდენს მოდულირებად გავლენას მემბრანასთან დაკავშირებული ფერმენტების, იონური არხებისა და რეცეპტორული კომპლექსების აქტივობაზე, კერძოდ, ბენზოდიაზეპინურის, გამაამინოზეთოვანი მჟავის, აცეტილქოლინურის, მათი ლიგანდებთან დაკავშირების უნარის გაძლიერებით, ნეირომედიატორების აქტივობისა და სინაპტიკური პროცესების აქტივაციის გაზრდით.
აძლიერებს აერობული გლიკოლიზის კომპენსატორულ აქტივაციას და აქვეითებს კრებსის ციკლში დაჟანგვის პროცესების დათრგუნვის ხარისხს ჰიპოქსიის პირობებში ადენოზიტრიფოსფორული მჟავას (ატფ) და კრეატინფოსფატის მომატებით, ააქტიურებს მიტოქონდრიების ენერგომასინთეზირებელ ფუნქციას.
ამაღლებს ორგანიზმის რეზისტენტულობას სხვადასხვა მავნე ფაქტორების ზეგავლენის მიმართ პათოლოგიური მდგომარეობისას (შოკი, ჰიპოქსია და იშემია, ტვინის სისხლის მიმოქცევის დარღვევები, ინტოქსიკაცია ეთანოლითა და ანტიფსიქოტური სამკურნალო საშუალებებით).
აუმჯობესებს მეტაბოლიზმსა და თავის ტვინის სისხლის მიმოქცევას, სისხლის მიკროცირკულაციასა და რეოლოგიურ თვისებებს, ამცირებს თრომბოციტების აგრეგაციას. ახდენს სისხლის უჯრედების (ერითროციტებისა და თრომბოციტების) მემბრანების სტაბილიზაციას, ჰემოლიზის განვითარების ალბათობის დაქვეითებით. ფლობს ჰიპოლიპიდემიურ მოქმედებას, ამცირებს ზოგადი ქოლესტერინისა და დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების (დსლპ) შემცველობას.
აუმჯობესებს იშემიზირებული მიოკარდიუმის ფუნქციონალურ მდგომარეობას, მარცხენა პარკუჭის (მპ) სისტოლური და დიასტოლური დისფუნქციის გამოვლენის, აგრეთვე მიოკარდიუმის ელექტრული არასტაბილობის შემცირებით.
კორონარული სისხლის მიმოქცევის კრიტიკული დაქვეითების პირობებში, ხელს უწყობს კარდიომიოციტების მემბრანების სტრუქტურულ-ფუნქციონალური ორგანიზაციის შენარჩუნებას, ასტიმულირებს ფოსფოდიესთერაზას, ადენილატციკლაზის, აცეტილქოლინესთერაზის მემბრანული ფერმენტების აქტივობას. მხარს უჭერს მწვავე იშემიისას ანაერობული გლიკოლიზის განვითარებად აქტივაციასა და ჰიპოქსიის პირობებში ხელს უწყობს მიტოქონდრიული ჟანგვა-აღდგენითი პროცესების აღდგენას, ზრდის ადენოზიტრიფოსფორული მჟავას (ატფ), კრეატინფოსფატისა და სხვა მაკროერგების სინთეზს. ზრდის იშემიზირებული მიოკარდიუმის სისხლის კოლატერალურ მომარაგებას და ააქტიურებს ენერგომასინთეზირებელ პროცესებს იშემიის ზონაში, რაც ხელს უწყობს კარდიომიოციტების მთლიანობის შენარჩუნებასა და მათი ფუნქციონალური აქტივობის მხარდაჭერას.
სტაბილური სტენოკარდიის დაავადების მქონე ავადმყოფებში ზრდის ტოლერანტურობას ფიზიკური დატვირთვის მიმართ და ნიტრატების ანტიანჰიალურ აქტივობას, აუმჯობესებს სისხლის რეოლოგიურ თვისებებს, აქვეითებს მწვავე კორონარული უკმარისობის განვითარების სიხშირეს.
პირიდოქსინი, ორგანიზმში მოხვედრისას, ფოსფორილირებს, გადაიქცევა პირიდოქსალ-5-ფოსფატად და შედის ფერმენტების შემადგენლობაში, რომლებიც ახორციელებენ დეკარბოქსილირებას, ტრანსამინირებასა და ამინომჟავების რაცემიზაციას, აგრეთვე გოგირდშემცველი და ჰიდროქსილირებული ამინომჟავების ფერმენტატულ გადაქცევას. მონაწილეობს ნივთიერებათა ცვლაში აუცილებელია ცენტრალური და პერიფერიული ნერვულის სისტემის ნორმალური ფუნქციონირებისთვის. პირიდოქსინი მონაწილეობს ტრიპტოფანის, მეთიონინის, ცისტეინის, გლუტამინურ და სხვა ამინომჟავების ცვლაში. მნიშვნელოვან როლს თამაშობს ჰისტამინის ცვლაში. ხელს უწყობს ლიპიდური ცვლის ნორმალიზებას.
ფარმაკოკინეტიკა
ეთილმეთილჰიდროქსიპირიდინის სუქცინატი სწრაფად შეიწოვება შიგნით მიღებისას (ნახევარაბსორბციის პერიოდი - 0,08 – 1 სთ). მაქსიმალური კონცენტრაციის მიღწევის დრო (Тcmax) შიგნით მიღებისას - 0,46-0,5 სთ. მაქსიმალური კონცენტრაციის მიღწევის დრო (Сmax) შიგნით მიღებისას - 50-100 ნგ/მლ. სწრაფად ნაწილდება ორგანოებსა და ქსოვილებში. ეთულმეთილჰიდროქსიპირიდინის სუქცინატის ორგანიზმში შეკავების საშუალო დრო - 4,9 – 5,2 სთ. ეთილმეთილჰიდროქსიპირიდინის სუქცინატი მეტაბოლიზირებს ღვიძლში გლუკურონირების გზით. იდენტიფიცირებულია 5 მეტაბოლიტი: 3 - ოქსიპირიდინის ფოსფატი - წარმოიქმნება ღვიძლში და ტუტოვანი ფოსფატაზის მონაწილეობისას იშლება ფოსფორის მჟავასა და 3-ოქსიპირიდინზე; მე-2 მეტაბოლიტი - ფარმაკოლოგიურად აქტიურია, წარმოიქმნება დიდი რაოდენობით და აღინიშნება შარდში 1-2 დღე-ღამის შემდეგ შეყვანიდან; მე-3 - გამოიყოფა დიდი რაოდენობით შარდით; მე-4 და მე-5 - გლუკურონკონიუგატებია. ნახევრად გამოყოფის პერიოდი შიგნით მიღებისას - 4,7-5 სთ. სწრაფად გამოიყოფა შარდით ძირითადად მეტაბოლიტების სახით (50% 12 სთ-ში) და უმნიშვნელო რაოდენობით - უცვლელი სახით (0,3% 12 სთ-ში). უფრო ინტენსიურად გამოიყოფა პირველი 4 სთ განმავლობაში ეთილმეთილჰიდროქსიპირიდინის სუნქცინატის მიღების შემდეგ. შარდთან ეთილმეთილჰიდროქსიპირიდინის სუნქცინატისა და მეტაბოლიტების გამოყოფის მაჩვენებლებს გააჩნით მნიშვნელოვანი ინდივიდუალური ვარიაბელურობა.
პირიდოქსინი შეიწოვება სწრაფად მთელი წვრილი ნაწლავის განმავლობაში, მეტი წილი აბსორბირდება მლივ ნაწლავში. მეტაბოლიზდება ღვიძლში ფარმაკოლოგიურად აქტიური მეტაბოლიტების (პირიდოქსალფოსფატი და პირიდოქსამინოფისფატი) წარმოშობით. პირიდოქსალფოსფატი პლაზმის ცილებით უკავშირდება 90 %-ით. კარგად აღწევს ყველა ქსოვილში; გროვდება უპირატესად ღვიძლში, ნაკლებად - კუნთებსა და ცენტრალურ ნერვულ სისტემაში (ცნს). აღწევს პლაცენტაში, სეკრეტირდება დედის რძესთან ერთად. ნახევრადგამოყოფის პერიოდი (Т1/2) – 15-20 დღე. გამოიყოფა თირკმელებით (ინტრავენური შეყვანისას - ნაღველით 2%), აგრეთვე ჰემოდიალიზის მსვლელობისას.
ჩვენებები გამოყენებაზე
კომბინირებული თერაპიის შემადგენლობაში:
- დისცირკულატორული ენცეფალოპათია;
- ვეგეტატიური დისტონიის სინდრომი;
- ნევროზული და ნევროზის მსგავსი მდგომარეობებისას შფოთვის სინდრომით;
- აბსტინენციური სინდრომი ალკოჰოლიზმის დროს ნერვოზის მსგავსი და ვეგეტატიურ-სისხლძარღვოვანი მოშლილობების დომინირებით;
- გულის იშემიური დაავადება (შეტევების პროფილაქტიკა);
- მდგომარეობა ანტიფსიქოტური საშუალებებით მწვავე ინტოქსიკაციის შემდეგ;
- ასთენიური მდგომარეობები, აგრეთვე ექსტრემალური ფაქტორებისა და დატვირთვების ზემოქმედებით სომატური დაავადებების განვითარების პროფილაქტიკისთვის;
- ექსტრემალური (სტრესული) ფაქტორების ზემოქმედება.
უკუჩვენებები
ჰიპერმგრძნობელობა; ღვიძლის და/ან თირკმელების მწვავე უკმარისობა;
ორსულობა, ლაქტაცია, ბავშვთა ასაკი.
სიფრთხილით
კუჭისა და 12-გოჯანაწლავის წყლულოვანი დაავადება.
გამოყენების წესი და დოზები
შიგნით, 1 ტაბლეტი 3-ჯერ დღე-ღამეში; საწყისი დოზა 1-2 ტაბლეტი 1-2-ჯერ დღე-ღამეში თანდათანობთი მომატებით თერაპიული ეფექტის მიღებამდე. დღე-ღამის მაქსიმალური დოზაა 6 ტაბ/დღ. მკურნალობის ხანგრძლივობა - 2-8 კვირა. აუცილებლობის შემთხვევაში შესაძლებელია განმეორებითი კურსების ჩატარება.
გვერდითი მოქმედება
გულისრევა, პირის სიმშრალე, დიარეა, ძილიანობა, ალერგიული რეაქციები, ქლორწყალბადის მჟავის ჰიპერსეკრეცია (НС1), დაბუჟება, კიდურებში ზეწოლის შეგრძნების წარმოშობა - „წინდის“ და „ხელთათმანის“ სიმპტომი, ლაქტაციის დაქვეითება (ზოგჯერ გამოიყენება როგორც სამკურნალო ეფექტი).
ჭარბი დოზირება
ეთილმეთილჰიდროქსიპირიდინის სუქცინატი
დაბალ ტოქსიკურობასთან დაკავშირებით ჭარბი დოზირება ნაკლებად დასაშვებია. შემთხვევით ჭარბი დოზირებისას, შესაძლებელია ძილიანობისა და სედაციის წარმოშობა. მკურნალობას, როგორც წესი, არ საჭიროებს - სიმპტომები ქრება დამოუკიდებლად დღე-ღამის განმავლობაში. მძიმე შემთხვევებში უძილობისას - ნიტრაზეპამი 10 მგ, ოქსაზეპამი 10 მგ ან დიაზეპამი 5 მგ.
პირიდოქსინი
პირიდოქსინის მაღალი დოზებით მიღებამ დროის მოკლე მონაკვეთში (დოზით 1 გ მეტი დღე-ღამეში) შეიძლება გამოიწვიოს ნეიროტოქსიკური ეფექტების მოკლეხნიანი
წარმოქმნა. პირიდოქსინის 150 მგ/კგ-ზე მეტი დოზით მიღებისას, რეკომენდებულია ღებინების გამოწვევა და აქტივირებული ნახშირის მიღება. ღებინების პროვოკაცია უფრო ეფექტურია პრეპარატის მიღებიდან პირველი 30 წუთის განმავლობაში. შესაძლებელია საჭირო გახდეს ექსტრემალური ზომების მიღება.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან
ეთილმეთილჰიდროქსიპირიდინის სუქცინატი
აძლიერებს ბენზოდიაზეპინური ანქსიოლიტიკების, ეპილეფსიის საწინააღმდეგო (კარბამაზეპინი), პარკინსონის საწინააღმდეგო სამკურნალო საშუალებების (ლევოდოპა), ნიტრატების მოქმედებას. ამცირებს ეთანოლის ტოქსიკურ ეფექტებს.
პირიდოქსინი
აძლიერებს დიურეტიკების მოქმედებას; ასუსტებს ლევოდოპას აქტივობას, კარგად ერწყმის გულის გლიკოზიდებს (პირიდოქსინი ხელს უწყობს მიოკარდიუმში შეკუმშვის ცილების სინთეზის ამაღლებას), გლუტამინის მჟავასა და კალიუმს და მაგნიუმის ასპარაგინატს (იზრდება მდგრადობა ჰიპოქსიაში). პირიდოქსინი ფარმაცევტულად შეუთავსებელია თიამინთან და ციანოკობალამინთან. იზონიაზიდი,პენიცილამინი, ციკლოსერინი და ესტროგენშემცველი პერორალური კონტრაცეპტივები ასუსტებენ პირიდოქსინის ეფექტს.
გავლენა სატრანსპორტო საშუალებებისა და მექანიზმების უნარზე
მკურნალობის პერიოდში აუცილებელია სიფრთხილის დაცვა ავტოტრანსპორტის მართვისას და სხვა პოტენციურად საშიში სახეობის საქმიანობით დაკავებისას, რომლების დროსაც საჭიროა ყურადღების მაღალი კონცენტრაცია და ფსიქომოტორული რეაქციების სისწრაფე.
გამოშვების ფორმა
აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები.
10 ტაბლეტი პოლივინქლორიდის ფირისა და ალუმინის ფოლგის დაბეჭდილ ლაქირებულ კონტურულ უჯრედოვან შეფუთვაში.
3 კონტურული უჯრედოვანი შეფუთვა თოთო 10 ტაბლეტით გამოყენების ინსტრუქციით მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.
შენახვის პირობები
ტემპერატურაზე არაუმეტეს 250C მწარმოებლის შეფუთვაში.
შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა
3 წელი. არ გამოიყენოთ ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.
Units | 30 |
---|
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account