ნერვექსი 2მლ. 5 ამპულა
ნერვექსი 2მლ.5ამპულა - გამოიყენება შემდეგი ნევროლოგიური დაავადებების კომპლექსური თერაპიის დროს. სამ სამწვერა ნერვის ნევრალგია, სახის ნერვის ნევრიტი ხერხემლის დაავადებებით გამოწვეული ტკივილი.
სამკურნალო ფორმა
2 მლ კუნთში შესაყვანი საინიექციო ხსნარი ამპულებში.
შემადგენლობა
ერთი ამპულა შეიცავს:
აქტიური ნივთიერებები:
თიამინის ქლორიდი (ვიტამინი B1)
- 100 მგ;
პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი (ვიტამინი B6)
- 100 მგ;
ციანოკობოლამინი (ვიტამინი B12)
- 1000 მკგ;
ნიკოტინამიდი (ვიტამინი РР)
- 100 მგ;
D-პანტენოლი
- 50 მგ;
შემავსებლები:
ბენზილის სპირტი
- 2% მასა/მოც.
ფენოლი
- 0.5% მასა/მოც.
საინიექციო წყალი, რკინის ქლორიდი, დინატრიუმის ედეტატი, ნატრიუმის ქლორიდი - საკმარისი რაოდენობით.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
პოლივიტამინები
ფარმაკოლოგიური თვისებები
პრეპარატი შეიცავს B ჯგუფის ვიტამინების კომბინაციას.
თიამინი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ნახშირწყლების მეტაბოლიზმში, ასევე კრებსის ციკლში, შემდგომი მონაწილეობით თიამინის პიროფოსფატის და ატფ-ის სინთეზში.
პირიდოქსინი მონაწილეობს ცილების და, ნაწილობრივ, ნახშირწყლების და ცხიმების მეტაბოლიზმში.
ციანკობალამინი მონაწილეობს მიელინის გარსის სინთეზში, ამცირებს ტკივილის შეგრძნებებს, რომლებიც უკავშირდება პერიფერიული ნერვული სისტემის დაზიანებას; ფოლიუმის მჟავას აქტივაციის გზით ასტიმულირებს ნუკლეინების ცვლას.
ნიკოტინამიდი არის კოდეჰიდროგენეზა I-ის (NAD) და II-ის (NADP) მნიშვნელოვანი კომპონენტი. იგი მონაწილეობს უჯრედის ჟანგვა-აღდგენით პროცესებში, აუმჯობესებს ნახშირწყლების და აზოტის მეტაბოლიზმს, არეგულირებს ქსოვილურ სუნთქვას.
დექსპანტენოლი ორგანიზმში გადადის პანტოტენის მჟავაში, რომელიც არის კოენზიმი A-ს შემადგენელი ნაწილი და მონაწილეობს აცეტილირების პროცესებში, ნახშირწყლოვან და ცხიმოვან ცვლებში, აცეტილქოლინის, კორტიკოსტეროიდების, პორფირინების სინთეზში; იგი ასტიმულირებს კანის, ლორწოვანი გარსების რეგენერაციას, ახდენს უჯრედოვანი მეტაბოლიზმის ნორმალიზებას, აჩქარებს მიტოზს და ზრდის კოლაგენური ბოჭკოების სიმყარეს. აცეტილქოლინი ინარჩუნებს ნაწლავების ნორმალურ სეკრეტორულ და კინეტიკურ ფუნქციებს.
კომბინაციის ეფექტურობა აღემატება ინდივიდუალური კომპონენტების ეფექტურობას. სხვა ვიტამინების მსგავსად, ისინი წარმოადგენენ შეუცვლელ საკვებ ნივთიერებებს, რომლების სინთეზიც ორგანიზმში დამოუკიდებლად შეუძლებელია. ორგანიზმში დაბალანსებული რაოდენობით მათი არსებობა აუცილებელია ნივთიერებათა ცვლის ნორმალური ფუნქციონირებისათვის.
ფარმაკოკინეტიკური თვისებები.
თიამინი
ინტრამუსკულური შეყვანის შემდეგ თიაინი სწრაფად შეიწოვება ინიექციის ადგილიდან და გადადის სისხლში (484 ნგ/მლ 15 წთ-ის შემდეგ პირველ დღეს 50 მგ დოზის შეყვანისას) და არათანაბრად ნაწილდება ორგანიზმში, კერძოდ ლეიკოციტებში მისი შემცველობა არის 15%, ერითროციტებში - 75% და სისხლის პლაზმაში - 10%. თიამინი გაივლის ჰემატოენცეფალურ და პლაცენტურ ბარიერებს, აღინიშნება დედის რძეში. თიამინი გამოიყოფა შარდით ალფა ფაზაში 0.15 სთ-ის შემდეგ, ბეტა ფაზაში 1 სთ-ის შემდეგ და ტერმინალურ ფაზაში - 2 დღის განმავლობაში. ძირითადი მეტაბოლიტებია: თიამინის კარბოქსილის მჟავა, პირამინი და ზოგიერთი უცნობი მეტაბოლიტი. ყველა ვიტამინებისგან, თიაინი ინახება ორგანიზმში ყველაზე მცირე რაოდენობით. ზრდასრული ადამიანის ორგანიზმში თიამინის შემცველობა არის დაახლოებით 30 მგ შემდეგი სახით: 80% თიამინის პიროფოსფატი, 10% თიამინის ტრიფოსფატი და დანარჩენი რაოდენობა თიამინის მონოფოსფატის სახით.
პირიდოქსინი
ინტრამუსკულური ინიექციის შემდეგ პირიდოქსინი სწრაფად შეიწოვება სისხლძარღვებში და ნაწილდება ორგანიზმში. იგი ასრულებს კოენზიმის როლს ფოსფოლირების შემდეგ. ვიტამინის დაახლოებით 80% უკავშირდება პლაზმის ცილებს. პირიდოქსინი ნაწილდება მთელს ორგანიზმში, გადადის პლაცენტაში, აღინიშნება დედის რძეში. დეპონირდება ღვიძლში და იჟანგება 4-პირიდოქსინის მჟავამდე, რომელიც აბსორბციიდან ყველაზე მეტი 2-5 სთ-ის შემდეგ გამოიყოფა შარდით.
ციანოკობალამინი
სისხლში ვიტამინი B12 უკავშირდება ტრანსკობალამინ I-ს და II-ს, რომლებიც ახორციელებენ მის ტრანსპოტირებას ქსოვილებში. დეპონირდება ძირითადად ღვიძლში.
90% უკავშირდება პლაზმის ცილებს. მაქსიმალური კონცენტრაცია კანქვეშა და ინტრამუსკულური შეყვანისას მიიღწევა 1 სთ-ის შემდეგ. ღვიძლიდან გამოიყოფა ნაღველთან ერთად ნაწლავებში და კვლავ შეიწოვება სისხლში. შრატიდან ნახევარგამოყოფის პერიოდი არის 5 დღე, ღვიძლიდან - დაახლოებით 1 წელი. თირკმლის ნორმალური ფუნქციის დროს 7-10% გამოიყოფა თირკმლებით, დაახლოებით 50% - ფეკალური მასებით; თირკმლის ფუნქციის შემცირებისას - 0-7% თირკმლებით, 70-100% - ფეკალური მასებით. გაივლის პლაცენტურ ბარიერს, გადადის დედის რძეში.
ნიკოტინამიდი
სწრაფად გადანაწილდა ყველა ქსოვილში. გაივლის პლაცენტურ ბარიერს და გადადის დედის რძეში. ღვიძლში მეტაბოლიზდება ნიკოტინამიდი-N-მეთილნიკოტინამიდის წარმოქმნით. გამოიყოფა თირკმლებით.
D-პანტენოლი
პანტოტენის მჟავა არ მეტაბოლიზდება ორგანიზმში (გარდა იმისა, რომ შედის კოფერმენტი A-ს შემადგენობაში), გამოიყოფა უცვლელი სახით.
გამოყენების ჩვენებები
შემდეგი ნევროლოგიური დაავადებების კომპლექსური თერაპია:
· სამწვერა ნერვის ნევრალგია
· სახის ნერვის ნევრიტი
· ხერხემლის დაავადებებით გამოწვეული ტკივილის სინდრომი (ნეკნთაშუა ნევრალგია, რადიკულიტი, ლუმბო-იშიალგია, წელის სინდრომი, კისრის სინდრომი, ცერვიკობრაქიალური სინდრომი, ხერხემლის დეგენერაციული ცვლილებებით გამოწვეული რადიკულოპათია).
უკუჩვენებები
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის ნებისმიერი კომპონენტის მიმართ.
12 წლამდე ასაკის ბავშვები.
ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი.
გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის დროს
პრეპარატის გამოიყენება ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში უკუნაჩვენებია.
გამოყენების წესი და დოზები
შეჰყავთ კუნთში. 1 ინიექცია 2-3-ჯერ კვირაში.
მკურნალობის ხანგრძლივობა განისაზღვრება ექიმის მიერ.
გვერდითი მოქმედება
შესაძლებელია ალერგიული რეაქციები, რომლებიც ძირითადად კანის რეაქციების სახიტ ვლინდება.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან
პირიდოქსინი. ლევოდოპასთან ერთდროული გამოყენებისას პირიდოქსინმა შეიძლება შეამციროს ლევოდოპას ანტიპარკინსონული მოქმედება. აძლიერებს დიურეზული საშუალებების მოქმედებას.
იზონიკოტინის ჰიდრაზიდი, პენიცილამინი, ციკლოსერინი და ესტროგენის შემცველი პერორალური კონტრაცეპტივები ამცირებენ პირიდოქსინის ეფექტს.
შესაძლებელია კომბინაცია საგულე გლიკოზიდებთან (პირიდოქსინი ხელს უწყობს მიოკარდიუმში მიოფიბრილების სინთეზის გაზრდას), გლუტამინის მჟავასთან და ასპარკამთან (იზრდება მდგრადობა ჰიპოქსიის მიმართ).
ციანოკობალამინი. ამინოგლიკოზიდები, სალიცილატები, ანტიეპილეფსიური საშუალებები, კოლხიცინი, კალიუმის პრეპარატები ამცირებს შეწოვას. არ გამოიყენება ჰემოსტაზურ საშუალებებთან ერთად (პრეპარატები, რომლებიც ზრდიან სისხლის შედედების უნარს). ვიტამინი B12-ის მიღებამ შეიძლება შენიღბოს ფოლიუმის მჟავას ნაკლებობა ორგანიზმში.
განსაკუთრებული მითითებები პაციენტებისათვის
B12 ვიტამინის შეყვანისას ფუნიკულური მიელოზის ან პერნიციოზული ანემიის კლინიკურმა სურათმა, ასევე ლაბორატორიულმა მაჩვენებლებმა შეიძლება დაკარგოს სპეციფიკურობა.
გამოშვების ფორმა
2 მლ ამპულაში. 5 ამპულა მუყაოს კოლოფში.
შენახვის პირობები
ინახება არა უმეტეს 25 °C ტემპერატურაზე.
ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისობის ვადა
3 წელი.
პრეპარატი არ გამოიყენება შეფუთვაზე აღნიშნული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.
აფთიაქიდან გაცემის წესი
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.
Units | 5 |
---|
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account