Osteocare - ოსტეოქეა სუსპენზია 200მლ 1 ფლაკონი
ფარმაკოლოგიური თვისებები :
ოსტეოქეა სუსპენზია წარმოადგენს კომბინირებულ პრეპარატს, რომელიც შეიცავს კალციუმის კარბონატს, ვიტამინ D3, თუთიას და მაგნიუმს. ამგვარი კომბინაცია უზრუნველყოფს კალციუმის ოპტიმალურ შეწოვას და ჩალაგებას ძვლებსა და სხვა ქსოვილებში, რაც ახდენს საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის დაავადებათა პრევენციას, ხელს უწყობს ძვლების და კბილების გაძლიერებას, გულის, კუნთოვანი და ნერვული სისტემების ნორმალურ ფუნქციონირებას.
ოსტეოქეა სუსპენზია გამოიყენება ბავშვებში 1 წლიდან და მოზრდილებში, ასევე ორსულებსა და მეძუძურ ქალებში.
შემადგენლობა
ინგრედიენტები დღიური |
2X5 მლ სითხე |
რეკომენდებული რაციონი % |
კალციუმი |
300 მგ |
38 |
მაგნიუმი |
150 მგ |
50 |
თუთია |
6 მგ |
40 |
D3 ვიტამინი (150 სე) |
3.8 მკგ |
76 |
ერთი ჩაის კოვზი – დაახლოებით 5 მლ.
ჩვენებები:
კალციუმის და მაგნიუმის დეფიციტის შევსება ბავშვებში ინტენსიური ზრდის პერიოდში, კარიესის პროფილაქტიკა, ოსტეოპოროზების პროფილაქტიკა და მკურნალობა, მათ შორის კლიმაქტერულ პერიოდში, ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდი, მოტეხილობების კომპლექსური მკურნალობა, სხვა ჰიპოკალცემიური მდგომარეობები.
მიღების წესი:
ბავშვები (1-2 წელი):
1 ჩაის კოვზი დღეში 2-ჯერ.
ბავშვები (3-12 წელი):
2 ჩაის კოვზი დღეში 2-3ჯერ.
მოზრდილები:
2 ჩაის კოვზი დღეში 2ჯერ.
ორსულები და მეძუძური დედები:
2 ჩაის კოვზი დღეში 2-ჯერ.
გამოყენებამდე კარგად შეანჯღრიეთ.
დაუშვებელია რეკომენდებული დოზის გადამეტება.
შენახვის პირობები :
გრილ, მშრალ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
გამოშვების ფორმა:
200 მლ-იან მუქი ფერის პოლიეთილენის ბოთლი.
გაცემა:
ურეცეპტოდ.
Units | 1 |
---|
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account