Pantogar - პანტოგარი 90 კაფსულა

განსაკუთრებული ფასი 65,56 ლ რეგულარული ფასი 91,65 ლ
მარაგშია
SKU
51251_580
პანტოგარის კაფსულებს აქვს დადებითი ეფექტი ყველა ტიპის თმის ცვენის დროს. კვლევის შედეგებმა უჩვენა, რომ პრეპარატი ამცირებს თმის ცვენას, აუმჯობესებს თმის სტრუქტურას.

რა არის პანტოგარი და რისთვის გამოიყენება იგი
პანტოგარის კაფსულებს აქვს დადებითი ეფექტი ყველა ტიპის თმის ცვენის დროს. კვლევის შედეგებმა უჩვენა, რომ პრეპარატი ამცირებს თმის ცვენას, აუმჯობესებს თმის სტრუქტურას და ღეროს მდგომარეობას, აუმჯობესებს მდგრადობას ქიმიური, მექანიკური დაზიანებისა და მზის სინათლისადმი, ამაგრებს თმას. პანტოგარის კაფსულებით მკურნალობა ასევე აუმჯობესებს ფრჩხილების მდგომარეობას. ზრდის ფრჩხილის ელასტიურობას, ამცირებს მის მსხვრევადობას. წარმოადგენს სამედიცინო პროდუქტს, რომელიც აძლიერებს თმასა და ფრჩხილებს. ის შეიცავს თმისა და ფრჩხილების ზრდისთვის აუცილებელ ნივთიერებებს - კალციუმის პანტოთენატი, L-ცისტინი და ამინომჟავები. ასევე, შეიცავს ცილა კერატინს, რომელიც თმის მთავარი შემადგენელი კომპონენტია. მედიკამენტი გამოიყენება თმის ცვენისა და ფრჩხილების მსხვრევადობის შესამცირებლად.  

შემადგენლობა
- აქტიური ნივთიერებებია თიამინ ნიტრატი, კალციუმის პანტოთენატი, L-ცისტინი, სამედიცინო საფუარი, კერატინი და 4-ამინობენზოის მჟავა. თითოეული კაფსულა შეიცავს: 100 მგ სამედიცინო საფუარს, 60 მგ კალციუმის პანტოთენატს, 60 მგ თიამინის ნიტრატს, 20 მგ L-ცისტინს, 20 მგ კერატინს და 20 მგ 4-ამინობენზოის მჟავას. 
- დამხმარე ნივთიერებებია მიკროკრისტალური ცელულოზა, პოვიდონი, კოლოიდალური უწყლო კაჟმიწის დიოქსიდი, ტალკი, მაგნიუმის სტეარეატი. კაფსულის გარსი: ჟელატინი, ტიტანის დიოქსიდი (E 171), რკინა ყვითელი ოქსიდი (E172), ინდიგოტინი (E 132). 

განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები 
პანტოგარის გამოყენებამდე უნდა მოხდეს ინფორმაციის გადამოწმება ექიმთან ან ფარმაცევტთან. ვინაიდან თმის ფორმირება წარმოადგენს ნელ პროცესს, გარანტირებულად წარმატებული შედეგისათვის პანტოგარის დოზა მიღებულ უნდა იქნეს რეგულარულად 3-6 თვის განმავლობაში. თუ თმის ცვენა დაკავშირებულია ნაწიბუროვან პროცესთან, ან ჩვეულებრივ ალოპეციასთან (სიმელოტე მამაკაცებში), პანტოგარის კაფსულების მიღება არ არის ნაჩვენები. თუმცა, აღნიშნულ შემთხვევებში პრეპარატმა შესაძლოა გააძლიეროს დარჩენილი თმა. თუ სიმპტომები პერსისტირებს მკურნალობის განმავლობაში ან ვერ იქნა მიღწეული სასურველ შედეგს, უნდა მოხდეს სამედიცინო რჩევისთვის მიმართვა. 

პანტოგარი და სხვა მედიკამენტები
უნდა ეთქვას ექიმს ან ფარმაცევტს თუ პაციენტი იღებს, ან იღებდა ნებისმიერ მედიკამენტს, ან თუ ის დარწმუნებული არ არის ამის შესახებ. უნდა ეთქვას ექიმს ან ფარმაცევტს თუ პაციენტი იღებს ან წარსულში იღებდა სულფონამიდების შემცველ პრეპარატებს.
პანტოგარის მიღებამდე უნდა მიემართოოს ექიმს ან ფარმაცევტს. 

პანტოგარის მიღება საკვებთან და სასმელთან ერთად
კაფსულები უნდა გადაიყლაპოს კვების დროს მცირე რაოდენობით სითხის მიყოლებით. 

ორსულობა და ლაქტაცია
თუ პაციენტი ორსულია, ან მეძუძური, ან ფიქრობს, რომ შეიძლება იყოს ორსულად, ან გეგმავს ბავშვის ყოლას, ამ მედიკამენტის მიღებამდე უნდა მიემართოს ექიმს ან ფარმაცევტს. ცხოველებზე ჩატარებული კვლევები არასაკმარისია იმისთვის, რომ განისაზღვროს ორსულობაზე, ემბრიონის ან ნაყოფის განვითარებასა და მშობიარობაზე პრეპარატის გავლენა. ადამიანებისთვის რისკი უცნობია, ამიტომ ორსულებში დოზირება ხდება სიფრთხილით. 

მანქანისა და სხვა მექანიზმების მართვა
პანტოგარი არ ახდენს გავლენას მანქანისა ან სხვა მექანიზმების მართვის უნარებზე. 

მიღების წესი
ამ მედიკამენტის მიღება უნდა მოხდეს ზუსტად ექიმის დანიშნულების შესაბამისად. ეჭვის შემთხვევაში უნდა მოხდეს ექიმთან ან ფარმაცევტთან დაკავშირება. პანტოგარის კაფსულები ინიშნება შიგნით მისაღებად. დოზირება მოზრდილებისთვის შეადგენს 1 კაფსულას სამჯერ დღეში. კაფსულები უნდა გადაიყლაპოს კვების დროს, მცირე ოდენობით სითხის მიყოლებით. მკურნალობის საშუალო ხანგრძლივობა შეადგენს 3-6 თვეს. საჭიროების შემთხვევაში მკურნალობა შესაძლოა გახანგრძლივდეს ან კურსი განმეორდეს. 
არ არსებობს პანტოგარის კაფსულებით ხანგრძლივ მკურნალობაზე უსაფრთხოების შესახებ მონაცემები. გამოვლინდა ბაზარზე დიდხანს არსებობისას ხანგრძლივი მკურნალობის სპეციფიკური რისკი. 

თუ პაციენტს დაავიწყდა პანტოგარის მიღება
არ უნდა მოხდეს გამოტოვებულის სანაცვლოდ გაორმაგებული დოზის მიღება. 

დოზის გადაჭარბება

თუ პაციენტმა მიიღო საჭიროზე მეტი რაოდენობით პანტოგარი შესაძლოა განვითარდეს ჭარბი დოზირების სიმპტომები.

გვერდითი მოვლენები
სხვა პრეპარატების მსგავსად, ეს მედიკამენტიც, ასევე, იწვევს გვერდით მოვლენებს, თუმცა ეს ყველას არ უვითარდება.

ნერვული სისტემის მხრივ დარღვევები: თავის ტკივილი, თავბრუსხვევა

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ დარღვევები: დიარეა, პირღებინება, მუცლის ტკივილი, შებერილობა, გულძმარვა, გულისრევა. 

შენახვის წესი
ინახება ბაშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
ინახება არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე. 
პანტოგარი არ გამოიყენება ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც წარმოდგენილია მუყაოს შეფუთვასა და ბლისტერზე.

ფორმა და შეფუთვა:
მყარი ცილინდრული ჟელატინის კაფსულები ნახევრადსფერული დაბოლოებებით. კაფსულის საცობი - გაუმჭვირვალე, მუქი მწვანე ფერის. კაფსულის გარსი - გაუმჭვირვალე, სპილოს ძვლის ფერი. კაფსულა ამოვსებულია მოყავისფრო-მოყვითალო ან მოყავისფრო ფხვნილით, რომელსაც აქვს საფუარის არომატი. 

 

მეტი ინფორაცია
Units 90
Form სპრეი
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy