Polijen - პოლიჟენი 12 კაფსულა
ჩვენება:ჰიპო- და ავიტამინოზის მკურნალობა და პროფილაქტიკა, კლიმაქტერული პერიოდი
შემადგენლობა
თითოეული კაფსულა შეიცავს:
აქტიური ნივთიერებები:
სამეფო ჟელე (ფუტკრის რძე),
ლიოფილიზირებული 20 მგ
დეანოლის ბიტარტრატი 25 მგ
ბუთილჰიდროქსიტოლუოლი 1 მგ
ვიტამინები
ვიტამინი A 5000 სე
ვიტამინი E 180 მგ
ვიტამინი D3 400 სე
ვიტამინი H 0,2 მგ
ვიტამინი B1 5 მგ
ვიტამინი B2 5 მგ
ვიტამინი B6 4 მგ
ვიტამინი B12 15 მკგ
ვიტამინი PP 20 მგ
ვიტამინი C 150 მგ
ვიტამინი B9 0,5 მგ
ვიტამინი B5 10 მგ
ვიტამინი B13 10 მგ
მაკრო- და მიკროელემენტები
კალციუმი 50 მგ
კალიუმი 8 მგ
მაგნიუმი 1 მგ
ფოსფორი 38,71 მგ
რკინა 14 მგ
ფტორი 0,2 მგ
სპილენძი 2 მგ
იოდი 150 მკგ
მანგანუმი 2,5 მგ
მოლიბდენი 186 მკგ
თუთია 15 მგ
სელენი 50 მკგ
ქრომი 340 მკგ
ნიკელი 4 მკგ
ბორი 130 მკგ
ამინომჟავები
L-არგინინი 20 მგ
L-ლიზინი 20 მგ
მეთიონინი 74 მკგ
მცენარეული კომპონენტები
ჟენშენის ექსტრაქტი 40 მგ
ხორბლის ღივების ზეთი 50 მგ
საფლორის ზეთი 30 მგ
ყვავილის მტვერის გრანულები 25 მგ
სოიოს ლეციტინი 90 მგ
დამხმარე ნივთიერებები:
არაქისის ზეთი, მცენარეული ზეთი ჰიდროგენიზებული, მცენარეული ზეთი ნაწილობრივ ჰიდროგენიზებული, ფუტკრის ცვილი თეთრი.
კაფსულის გარსის შემადგენლობა:
ჟელატინი, სორბიტოლი, გლიცერინი, ნატრიუმის მეთილპარაჰიდროქსიბენზოატი, ნატრიუმის პროპილპარაჰიდროქსიბენზოატი, ტიტანის დიოქსიდი, ეთილვანილინი, კარმაზინი, ბრილიანტის ლურჯი.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
მეტაბოლური პროცესების მარეგულირებელი საშუალება; ვიტამინურ-მინერალური კომპლექსი ამინომჟავებითა და მცენარეული კომპონენტებით.
ფარმაკოლოგიური თვისებები
პოლიჟენი შეიცავს ორგანიზმის ნორმალური ფუნქციონირებისათვის აუცილებელი ვიტამინების, მინერალური ნივთიერებების და ამინომჟავების დაბალანსებულ კომპლექსს, აგრეთვე ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებებს, რომლებიც ამაღლებს ორგანიზმის წინააღმდეგობას ინფექციური დაავადებების, გაციების, გარემოს მავნე ზეგავლენის მიმართ, გააჩნია ზოგადი მატონიზირებელი მოქმედება.
სხვადასხვა ბიოქიმიურ პროცესებში მონაწილე ვიტამინების რაციონალურად შერჩეული კომბინაცია ორგანიზმზე ახდენს მრავალმხრივ დადებით ბიოლოგიურ მოქმედებას. მინერალური ნივთიერებები უზრუნველყოფს ორგანიზმის ბუნებრივ ქიმიურ ბალანსს.
პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი ამინომჟავები წარმოადგენს ძირითად საშენ მასალას ქსოვილოვანი ცილების, ფერმენტების, ჰორმონების და სხვა ბიოლოგიურად ღირებული ნაერთების სინთეზისათვის.
ჟენშენს ფარმაკოლოგიური მოქმედების ფართი დიაპაზონი აქვს. ჟენშენის ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების კომპლექსი მასტიმულირებელ მოქმედებას ახდენს ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე, ამაღლებს გონებრივ და ფიზიკურ შრომისუნარიანობას, ორგანიზმის ბუნებრივ წინააღმდეგობას და რეგენერაციულ შესაძლებლობებს.
ვიტამინი A მონაწილეობს მხედველობის პიგმენტის ფორმირებაში; უზრუნველყოფს ეპითელური ქსოვილების მთლიანობას, არეგულირებს ორგანიზმის ზრდას. ვიტამინი B1 კოფერმენტის სახით მონაწილეობს ნახშირწყლოვან ცვლაში, ნერვული სისტემის ფუნქციონირებაში.
ვიტამინი B2 უჯრედული სუნთქვის და მხედველობითი აღქმის კატალიზატორია; მნიშვნელოვან როლს თამაშობს დნმ-ის ფორმირებაში, ხელს უწყობს ქსოვილების (მათ შორის, კანის უჯრედების) რეგენერაციის პროცესებს.
ვიტამინი B6 კოფერმენტის სახით მონაწილეობს ამინომჟავების, ცილების მეტაბოლიზმში, აგრეთვე ნეირომედიატორების სინთეზის პროცესებში.
ვიტამინი B12 ფოლის მჟავასთან ერთად მონაწილეობს ნუკლეოტიდების სინთეზში; ერითროციტების და მიელინური უჯრედების ფორმირებაში, აუცილებელია ორგანიზმის ზრდისათვის.
ვიტამინი B9 აუცილებელია მეგალობლასტების ნორმალური მომწიფებისა და ნორმობლასტების წარმოქმნისათვის. ასტიმულირებს ერითროპოეზს, მონაწილეობს ამინომჟავების (მათ შორის, მეთიონინი, სერინი), ნუკლეინის მჟავების, ნურინების, პირიმიდინების სინთეზში, ქოლინის ცვლის პროცესებში.
ვიტამინი B5 კოენზიმ A-ს შემადგენელი ნაწილის სახით მნიშვნელოვან როლს თამაშობს ჟანგვისა და აცეტილირების პროცესებში; ხელს უწყობს ეპითელისა და ენდოთელის შენებას და რეგენერაციას.
ვიტამინი ჩ მნიშვნელოვან როლს თამაშობს ჟანგვა-აღდგენითი პროცესების რეგულაციაში, უზრუნველყოფს კოლაგენის სინთეზს; მონაწილეობს ფოლის მჟავისა და რკინის მეტაბოლიზმში, აგრეთვე სტეროიდული ჰორმონების და კატექოლამინების სინთეზში.
ვიტამინი E ანტიოქსიდანტური თვისებებით ხასიათდება, უზრუნველყოფს მემბრანის უჯერი ცხიმოვანი მჟავების დაცვას ლიპოოქსიდაციისგან; მონაწილეობს უჯრედშორისი ნივთიერების, კოლაგენური და ელასტიური ბოჭკოების ფორმირებაში.
ვიტამინი D3 ასტიმულირებს კალციუმის, ფოსფატების და მაგნიუმის შეწოვას ნაწლავებიდან, ააქტიურებს ძვლების ცილოვანი სტრომის სინთეზსს და კალციუმის ჩალაგებას ძვლის ქსოვილსა და დენტინში, აფერხებს ძვლის ქსოვილის რეზორბციას, ხელს უწყობს ორგანიზმიდან ტყვიის გამოდევნას.
ვიტამინი H მონაწილეობს ცხიმოვან და ნახშირწყლოვან ცვლაში, პიროყურძნის მჟავის დაჟანგვაში.
ვიტამინი B13 როგორც პირიმიდინული ფუძეების შუალედური პროდუქტი, მონაწილეობს ნუკლეინის მჟავების სინთეზში, აძლიერებს ღვიძლში ალბუმინების წარმოქმნას, განსაკუთრებით ხანგრძლივი ჰიპოქსიის პირობებში, აუმჯობესებს რეგენერაციულ ფუნქციებს, ზრდის ანაბოლიზმს.
ვიტამინი PP მონაწილეობს ქსოვილოვანი სუნთქვის, ცხიმოვანი და ნახშირწყლოვანი ცვლის პროცესებში.
მაგნიუმი აქვეითებს ნეირონების აგზნებადობას და ნერვული იმპულსის გადაცემას კუნთებში, კოფაქტორის სახით მონაწილეობს მრავალ ფერმენტულ რეაქციაში.
ფოსფორი მნიშვნელოვან როლს თამაშობს მეტაბოლურ პროცესებში, ენერგეტიკულ ცვლაში, ძვლოვანი ქსოვილის ფორმირებაში, ზრდის პროცესებში.
კალციუმი აუცილებელია ძვლოვანი ქსოვილის და კბილების ფორმირებისათვის; უზრუნველყოფს სისხლის შედედების პროცესებს.
კალიუმი მონაწილეობს უჯრედშიგა ოსმოსური წნევის შენარჩუნებაში, ნერვული იმპულსების გატარების პროცესებში; მნიშვნელოვან როლს თამაშობს კუნთების, მათ შორის მიოკარდიუმის, მეტაბოლიზმსა და ფუნქციებში.
რკინა მონაწილეობს ერითროპოეზში, ჰემოგლობინის შემადგენლობაში უზრუნველყოფს ჟანგბადის ტრანსპორტს ქსოვილებში.
თუთია ხელს უწყობს B ჯგუფის ვიტამინების ათვისებას, მნიშვნელოვანია ძვლის ქსოვილის ნორმალური განვითარებისთვის, წარმოადგენს პანკრეასის წვენის შემადგენელ ნაწილს, მონაწილეობს რიგი ჰორმონების წარმოქმნაში.
იოდი აუცილებელია ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების სინთეზისათვის.
ქრომი მონაწილეობს სისხლში გლუკოზის დონის და ორგანიზმის ჰორმონალური მდგომარეობის რეგულაციის პროცესებში, ხელს უწყობს სისხლში ქოლესტერინის დონის დაქვეითებას, აფერხებს ორგანიზმის უჯრედებში ცხიმის დაგროვებას.
სპილენძი მონაწილეობს ქსოვილოვან სუნთქვაში, სისხლწარმოქმნაში, იმუნურ რეაქციებში.
მანგანუმი გავლენას ახდენს ძვლის ქსოვილის განვითარებაზე, მონაწილეობს ქსოვილოვან სუნთქვაში, იმუნურ რეაქციებში.
მოლიბდენი მონაწილეობს ჟანგვა-აღდგენით რეაქციებში, მოქმედებს როგორც ფერმენტების კოფაქტორი.
სელენი მონაწილეობს ქსოვილების ელასტიურობის რეგულაციაში, გააჩნია გამოხატული ანტიოქსიდანტური მოქმედება.
ნიკელი მნიშვნელოვანი ელემენტია, რომელიც ბიოლოგიური სისტემების შემადგენლობაში შედის (მიჩნეულია, რომ შედის სპეციფიური მეტალოფერმენტების შემადგენლობაში).
ფტორი კბილის მინანქრის და ძვლების კომპონენტია.
ბორი მნიშვნელოვანია ძვლის ქსოვილის ფორმირებისათვის, ხელს უწყობს მის სიმყარეს, აფერხებს ოსტეოპოროზს. ვარაუდობენ, რომ ბორი აუმჯობესებს კალციუმის ასიმილაციას ძვლის ქსოვილის მიერ.
ამინომჟავა L-არგინინი ცილების საშენი მასალაა. L-არგინინი უზრუნველყოფს არტერიული წნევის ნორმალურ დონეს და მთლიანად გულსისხლძარღვთა სისტემის სიჯანსაღის შენარჩუნებას. ხელს უწყობს სისხლძარღვების გაფართოებას და აფერხებს ათეროსკლეროზული ფოლაქების განვითარებას. აღნიშნული ამინომჟავა აუცილებელია ქსოვილების ზრდის, აღდგენისათვის, ანტისხეულების, ჰორმონებისა და ფერმენტების წარმოქმნისათვის.
მეთიონინი შეუცვლელი ამინომჟავაა, რომელიც ხელს უწყობს ცხიმების გადამუშავებას, აფერხებს მათ ჩალაგებას ღვიძლში და სისხლძარღვთა კედლებზე. მეთიონინს გააჩნია გამოხატული ანტიოქსიდანტური მოქმედება, რადგანაც გოგირდის წყაროს წარმოადგენს, რომელიც, თავის მხრივ, ახდენს თავისუფალი რადიკალების ინაქტივირებას.
L-ლიზინი ამინომჟავაა, რომელიც აუცილებელია ქსოვილების ზრდის, აღდგენისათვის, ანტისხეულების, ჰორმონებისა და ფერმენტების წარმოქმნისათვის.
ლიზინის დამატებითი მიღება აფერხებს გადაღლის განვითარებას, ხელს უწყობს კალციუმის ათვისებას, ძვლოვანი და შემაერთებელი ქსოვილების აღდგენას.
ყვავილის მტვერი ზრდის ორგანიზმის ამტანობას, დადებით გავლენას ახდენს იმუნურ სტატუსზე, აუმჯობესებს საჭმლის მონელებას, ახდენს ანტიმიკრობულ მოქმედებას.
ფუტკრის რძე შეიცავს A, C, E, B ჯგუფის ვიტამინებს, ამინომჟავებს, კალციუმის მინერალურ მარილებს, რკინას, სილიციუმს, ორგანულ მჟავებს. აფართოებს სისხლძარღვებს, არეგულირებს არტერიულ წნევას, კვებავს უჯრედებს, ხელს უწყობს გადაღლის და სტრესის გადალახვას, ასტიმულირებს იმუნურ სისტემას, უჯრუდულ მეტაბოლიზმს და რეგენერაციულ პროცესებს. გააჩნია ანთების საწინააღმდეგო, ადაპტოგენური თვისებები. ამაღლებს იმუნიტეტს.
დეანოლი ცნს-ის მსუბუქი სტიმულატორი და ნოოტროპული საშუალებაა. დეანოლი აუმჯობესებს კოგნიტიურ ფუნქციებს, ააქტიურებს ცვლის პროცესებს, აუმჯობესებს სინაფსურ გადაცემას, ჰიპოთალამუსსა და თავის ტვინის სხვა უბნებში. დეანოლის გამოყენება მაღალი დოზებით ზრდის აცეტილქოლინის შემცველობას სინაფსურ დაბოლოებებში და ზრდის ქოლინორეცეპტორების სიმკვრივეს.
ხორბლის ღივების ზეთი (E ვიტამინის წყარო) ხელს უწყობს მემბრანების მთლიანობის შენარჩუნებას და იცავს უჯრედის სტრუქტურებს თავისუფალი რადიკალებისა და ლიპიდების ზეგანგური დაჟანგვის პროდუქტების მავნე ზემოქმედებისგან. გააჩნია სიმსივნის საწინააღმდეგო და იმუნომასტიმულირებელი მოქმედება.
საფლორის ზეთი შეიცავს დიდი რაოდენობით მონოუჯერ ცხიმოვან მჟავებს, რომლებსაც აქვს უნარი დააქვეითონ სისხლში დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების (`ცუდი ქოლესტერინი~) დონე მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების (`კარგი ქოლესტერინი~) შემცველობაზე ზეგავლენის გარეშე.
ლეციტინის შემადგენლობაში შედის ესენციური ფოსფოლიპიდები, რომლებიც წარმოადგენს უჯრედული მემბრანების უნივერსალურ პლასტიურ მასალას. ფოსფოლიპიდები ხელს უწყობს უჯრედული მემბრანების სტრუქტურისა და ფუნქციის აღდგენას, არეგულირებს სიცოცხლისათვის მნიშვნელოვანი მრავალი პროცესის მიმდინარეობას. ლეციტინი აუმჯობესებს ღვიძლის ფუნქციას ქრონიკული ჰეპატიტების, ციროზების, ღვიძლის წამლისმიერი, ალკოჰოლური და რადიაციული დაზიანებების დროს.
ფარმაკოკინეტიკა
პრეპარატ პოლიჟენის მოქმედება განპირობებულია მისი კომპონენტების ერთობლივი მოქმედებით, ამიტომ კინეტიკური დაკვირვებების წარმოება შეუძლებელია. ყველა კომპონენტის ერთდროულად თვალ-ყურის მიდევნება მარკერებისა ან ბიოგამოკვლევების საშუალებით არ არის შესაძლებელი.
გამოყენების ჩვენებები
- ჰიპო- და ავიტამინოზის მკურნალობა და პროფილაქტიკა მოზრდილებში და ბავშვებში 12 წლის ასაკიდან;
- გონებრივი და ფიზიკური შრომისუნარიანობის დაქვეითება, დაღლილობა, ყურადღების კონცენტრაციის უნარის დარღვევა;
- გამოჯანმრთელების პროცესის დაჩქარება, მათ შორის, მძიმე ავადმყოფობის, ქირურგიული ოპერაციების ან რადიოთერაპიის შემდეგ;
- სხვადასხვა წარმოშობის ანემიები;
- ფიზიკური გამძლეობის ასამაღლებლად სპორტსმენებში;
- სტრესის შედეგების პროფილაქტიკა;
- კლიმაქტერული პერიოდი ქალებში;
- იმპოტენცია მამაკაცებში;
- სექსუალური ასთენია და უნაყოფობა;
- სქესობრივი მომწიფების პერიოდში ვიტამინების გაზრდილი მოთხოვნილება;
- მკაცრ დიეტაზე მყოფ პირთათვის;
- დაუბალანსებელი და არასრულფასოვანი კვების დროს;
- თმის ცვენის და მტვრევადობის დროს;
- ნევროზების, შაქრიანი დიაბეტის, სახსრების ანთებითი დაავადებების, თვალის, კანის დაავადებების და სხვა ქრონიკული დაავადებებისას;
- ორგანიზმის ზოგადი წინააღმდეგობის ასამაღლებლად.
უკუჩვენებები
- პრეპარატის კომპონენტებისადმი მომატებული მგრძნობელობა;
- 12 წლამდე ასაკი.
გვერდითი მოქმედება
რეკომენდებული დოზირების შემთხვევაში გვერდითი მოქმედება იშვიათად ვითარდება.
ცალკეულ შემთხვევებში შესაძლოა გამოვლინდეს: თავის ტკივილი, თავბრუს- ხვევა, ტაქიკარდია, ალერგიული რეაქციები (ჭინჭრის ციება).
გამოხატული გვერდითი მოვლენების შემთხვევაში საჭიროა პრეპარატის მოხსნა.
მიღების წესი და დოზირება
მიიღება 1 კაფსულა ყოველდღე ან დღეგამოშვებით საუზმის შემდეგ.
თერაპიის რეკომენდებული კურსია 2-3 კვირა.
სხვა შემთხვევებში მიიღება ექიმის დანიშნულებით.
ჭარბი დოზა
პოლიჟენის რეკომენდებულ დოზებში გამოყენებისას დოზის გადაჭარბების შემთხვევები არ აღინიშნა. შემთხვევითი გადაჭარბებისას ნაჩვენებია სამედიცინო დახმარება.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან
დღემდე არ არის დადგენილი პოლიჟენის კლინიკურად მნიშვნელოვანი ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან.
არ ინიშნება სხვა ვიტამინებთან და მინერალებთან ერთად.
განსაკუთრებული მითითებები
პოლიჟენის მიღება დღის მეორე ნახევარში არ არის რეკომენდებული.
გამოყენება ორსულობის და ლაქტაციის დროს
არ არის რეკომენდებული პოლიჟენის მიღება ორსულობის და ლაქტაციის დროს. თუ ასეთი თერაპია აუცილებელია, მას აწარმოებენ მხოლოდ მკაცრი ჩვენებით და ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ.
გამოშვების ფორმა
6 კაფსულა ბლისტერში.
2 ბლისტერი მუყაოს კოლოფში გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად.
შენახვის პირობები
ინახება 15°-25° C ტემპერატურაზე ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
შენახვის ვადა
3 წელი წარმოების თარიღიდან.
არ გამოიყენოთ შენახვის ვადის ამოწურვის შემდეგ.
აფთიაქიდან გაცემის პირობა:
III ჯგუფი ურეცეპტოდ.
Units | 12 |
---|---|
Form | სპრეი |
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account