Reytoil - რეიტოილი 20 კაფსულა
ჩვენება:ჭარბ წონასთან, დიაბეტთან, ჰიპერტენზიასთან და ათეროსკლეროზთან დაკავშირებული ჰიპერტრიგლიცერიდემია
სავაჭრო დასახელება – რეიტოილი, Reytoil
წამლის ფორმა: რბილი ჟელატინის კაფსულები .
აღწერილობა: გამჭვირვალე, ყვითელი ფერის, ოვალური ფორმის კაფსულები . კაფსულების შიგთავსი –ყვითელი ფერის გამჭვირვალე ცხიმოვანი სითხე სპეციფიური სუნით .
შემცველობა
1 კაფსულა შეიცავს:
აქტიური ნივთიერებები: თევზის ქონი ( EPA/DHA 30% ) 1000 მგ,
ხორბლის ღივების ზეთი 100 მგ .
დამხმარე ნივთიერებები: ჟელატინი, ანიდრისორბი, გლიცერინი 85%, ნატრიუმისპროპილჰიდროქსიბენზოატი, წყალი გაწმენდილი .
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ცხოველური წარმოშობის ჰიპოლიპიდემიური საშუალება .
ფარმაკოლოგიური თვისებები
პრეპარატ რეიტოილის ფარმაკოლოგიური მოქმედება განპირობებულია
ომეგა – 3 ოჯახის პოლიუჯერი ცხიმოვანი მჟავების ( ეიკოზაპენტაენის EPA და დოკოზაჰექსაენის DHA )ვიტამინ E E – ს ბუნებრივ წყაროსთან კომბინაციით .
პრეპარატი ახდენს იმუნომასტიმულირებელ, ანტიჰიპერტენზიულ, ანტიათეროსკლეროზულ, ანთებისსაწინააღმდეგო და ფსორიაზის საწინააღმდეგო მოქმედებას .
ჰიპოლიპიდემიურ ეფექტს საფუძვლად უდევს დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების ( დსლპ ) დაძალიან დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების ( ძდსლპ ) სტრუქტურის ნორმალიზაცია, უჯრედულიმემბრანების თხევადობის ცვლილება და მემბრანული რეცეპტორების ფუნქციური აქტივობის მომატება,რაც აუმჯობესებს ფერმენტებთან ლიპოპროტეინების ლიპიდურ – უჯრედულ ურთიერთქმედებას დალიპოპროტეინების მეტაბოლიზმს .
პრეპარატის ანტიაგრეგანტული მოქმედება დაკავშირებულია მისი ზემოქმედებით უჯრედულიმემბრანების, მათ შორის, თრომბოციტების მემბრანების, ლიპიდების შემადგენლობის ცვლილებასთან,რისთვისაც დამახასიათებელია მათში არაქიდონის მჟავას შემცველობის დაქვეითება და ეიკოზაპენტაენისმჟავას დონის მომატება . ამის შედეგად ხდება თრომბოქსან A2 – ის და სხვა ორმაგი უჯერიეიკოზანოიდების ( არაქიდონის მჟავას დერივატების ) სინთეზის დაქვეითება, რომლებიც აძლიერებენთრომბოციტების აგრეგაციას, და ეიკოზაპენტაენის მჟავადან თრომბოქსან A3 – ის და სხვა სამმაგი უჯერიეიკოზანოიდების სინთეზის გაძლიერება, რომლებსაც პროაგრეგანტული ეფექტი არ გააჩნია .
მჟავების აღნიშნული კომპლექსი ახდენს ლიპიდური ცვლის ნორმალიზაციას, აქვეითებს სისხლშიქოლესტერინის დონეს, აუმჯობესებს სისხლის რეოლოგიურ თვისებებს და თავის ტვინის სისხლისმიმოქცევას .
ომეგა – 3 ოჯახის პოლიუჯერი ცხიმოვანი მჟავები აუცილებელია ნაყოფის განვითარებისათვის, DHAბადურის და თავის ტვინის უმნიშვნელოვანესი სტრუქტურული ელემენტია . პრეპარატის მიღებაორსულობის პერიოდში ამცირებს ნაადრევი მშობიარობის რისკს და აგრეთვე, ბავშვებში ასთმის დაალერგიული დაავადებების განვითარების რისკს .
ხორბლის ღივების ზეთი წარმოადგენს E ვიტამინის წყაროს, რომელიც განაპირობებს პრეპარატისანტიოქსიდანტურ თვისებებს, მონაწილეობს ქსოვილოვან სუნთქვაში და ქსოვილოვანი მეტაბოლიზმისსხვა მნიშვნელოვან პროცესებში; იცავს უჯრედებს და ქსოვილებს თავისუფალი რადიკალებისა დალიპიდების ზეჯანგური დაჟანგვის პროდუქტების ჭარბი რაოდენობის დამაზიანებელი მოქმედებისაგან .
გამოყენების ჩვენებები
– ჭარბ წონასთან, დიაბეტთან, ჰიპერტენზიასთან და ათეროსკლეროზთან დაკავშირებულიჰიპერტრიგლიცერიდემია;
– დისლიპიდემიით ( ლიპიდური ცვლის დარღვევა ) განპირობებული მდგომარეობებისპროფილაქტიკა;
– ათეროსკლეროზი, გულის იშემიური დაავადება, არტერიული ჰიპერტენზია;
– სხვადასხვა გენეზის ართროზო – ართრიტები;
– აუტოიმუნური დაავადებები: გაფანტული სკლეროზი, სისტემური სკლეროდერმია,რევმატოიდული ართრიტი;
– ძვლების დაავადებები: მოტეხილობები, ოსტეომიელიტი, ოსტეოპოროზი და სხვა;
– კუჭისა და 12 – გოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება;
– ავთვისებიანი ახალწარმონაქმნების პროფილაქტიკა;
– შაქრიანი დიაბეტი და მისი გართულებების პროფილაქტიკა;
– ნერვული სისტემის დაავადებები: მეხსიერების, ყურადღების კონცენტრაციის უნარისდარღვევები, ამნეზია, დემენცია, ალცჰაიმერის დაავადება;
– კანის დაავადებები: ფსორიაზი, ეგზემა, ნეიროდერმიტი და სხვა, ტროფიკული წყლული;
– დედის და ნაყოფის ჯანმრთელობის შენარჩუნებისათვის ( ნაადრევი მშობიარობა, მცირე წონადაბადებისას ).
უკუჩვენებები
– ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ .
გვერდითი მოქმედება
შესაძლებელია ალერგიული რეაქციების გამოვლინება .
მიღების წესი და დოზირება
რეიტოილი მიიღება შიგნით 1 კაფსულა 3 – ჯერ დღეში ჭამის დროს ან ჭამის შემდეგ, დაუღეჭავად,წყლის მიყოლებით .
მკურნალობის კურსი – არანაკლებ 3 თვისა . განმეორებითი კურსი შეიძლება დაინიშნოს ექიმისრეკომენდაციით .
ჭარბი დოზირება
სიმპტომები: ტკივილი ეპიგასტრიუმის არეში, დისპეფსიური დარღვევები ( გულისრევა, დიარეა ).
მკურნალობა: სიმპტომური
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან
A ვიტამინი, ასკორბინის მჟავა, თიამინი, რიბოფლავინი, პირიდოქსინი, მაგნიუმის პრეპარატებიაძლიერებენ პრეპარატის მოქმედებას .
რეკომენდებული არ არის რეიტოილის მიღება ფიბრატებთან ( კლოფიბრატი, ციპროფიბრატი,ფენოფიბრატი, ეტოფიბრატი, ჰემფიბროზილი ) კომბინაციაში .
გამოყენება ორსულობის და ლაქტაციის დროს
ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში პრეპარატი მიიღება მხოლოდ ექიმის რეკომენდაციით .
განსაკუთრებული მითითებები
რეკომენდებული არ არის პრეპარატ რეიტოილის და E ვიტამინის შემცველი სხვა სამკურნალოსაშუალებების ერთდროული გამოყენება .
ზემოქმედება ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე
რეიტოილი არ მოქმედებს ავტომობილის მართვის და იმ სამუშაოების შესრულების უნარზე, რომლებიცმოითხოვს ფსიქომოტორული რეაქციების სისწრაფეს .
გამოშვების ფორმა
რბილი ჟელატინის კაფსულები შიგნით მისაღებად .
10 კაფსულა ბლისტერში .
2 ბლისტერი მუყაოს კოლოფში გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად .
შენახვის პირობები
ინახება არაუმეტეს 30 º C ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას .
ვარგისიანობის ვადა
3 წელი წარმოების თარიღიდან, არ გამოიყენოთ ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემდეგ .
აფთიაქიდან გაცემის პირობა
III ჯგუფი ( გაცემის რეჟიმი: რეცეპტის გარეშე).
მწარმოებელი
რეიტოილი წარმოადგენს კომპანიის „ ვორლდ მედიცინ “ ( დიდი ბრიტანეთი ) სავაჭრო მარკას.
დამზადებულია კომპანია „სედიკო ფარმასიუტიკალ კო", ეგვიპტე
Units | 20 |
---|---|
Form | სპრეი |
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account