Xinocard - ქსინოკარდი 30 ტაბლეტი
შემადგენლობა:
L-კარნიტინი – 500 მგ;
კოენზიმი Q-10 - 40 მგ;
დიჰიდროქვერციტინი – 25 მგ.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ორგანიზმში მეტაბოლური და ენერგეტიკული პროცესების მარეგულირებელი საშუალება. ჰიპოქსიის შემამცირებელი საშუალება.
ფარმაკოლოგიური მოქმედება:
L-კარნიტინი(ვიტამინი B11)მონაწილობს ა.ტ.ფ.-ის სინთეზის პროცესში, ახდენს რა ცხიმოვანი მჟავების გადატანას ციტოპლაზმიდან მიტოქონდრიებში, სადაც განიცდიან ჟანგვას ენერგიის წარმოქნით.
L-კარნიტინის ხანგძლივი გამოყენება ხელს უწყობს ქოლსტერინის დონის დაქვეითებას, ზრდის უჯრედის მგრძნობელობას ინსულინის მიმართ, მიტოქონდრიების მატრიქსიდან გამოდევნის მეტაბოლიტებსა და თავისუფალ რადიკალებს, ახდენს ცხიმოვანი და ცილოვანი ცვლის რეგულაციას, აღადგენს სისხლის ტუტოვან რეზერვს, თრგუნავს ანაერობულ გლიკოლიზსა და კეტომჟავების წარმოქმნას, ზრდის მოტორულ აქტივობას და გამძლეობას ფიზიკური დატვირთვისადმი, ამასთანავე ხელს უწყობს გლიკოგენის ეკონომიურ ხარჯვას და ღვიძლში მისი მარაგის გაზრდას.
კოენზიმი Q-10(უბიქინონი)მონაწილეობს ჟანგვითი ფოსფორილების პროცესებში, ა.ტ.ფ.-ის სინთეზში, ასევე ახდენს თავისუფალი რადიკალების ნეიტრალიზაციას.
კოენზიმ Q-10ხასიათდება შემდეგი თვისებებით: უჯრედში ენერგეტიკული პროცესების მასტიმულირებელი, ანტიოქსიდანტური, ლიპიდური ცვლის მარეგულირებელი, იმუნომასტიმულირებელი, ჰეპატოპროტექტორული და ანტიარითმიული. აგრეთვე მას გააჩნია სისხლის რეოლოგიური თვისებების გამაუმჯობესებელი და ათეროსკლეროზის საწინააღმდეგო ეფექტი.
დიჰიდროქვერციტინი - არის ფლავანოიდი, მიღებულია ციმბირული ლარიქსის მერქანისაგან. დიჰიდროქვერციტინი მიეკუთვნება ვიტამინისებური ნივთიერებების ჯგუფს. ხასიათდება ანტიჰიპოქსიური, ანტიოქსიდანტური, კაპილაროპროტექტორული, რეგენერაციის პროცესების მასტიმულირებელი და დეზინტოქსიკაციური თვისებებით, ასევე გააჩნია შეშუპების საწინააღმდეგო ეფექტი.
დიჰიდროქვერციტინი ხელს უშლის (ანელებს) ლიპიდების პეროქსიდული ჟანგვის პროცესებს უჯრედულ მემბრანაზე, ამცირებს თავისუფალი რადიკალების ზემოქმედების მავნე ეფექტს და ანელებს უჯრედის დაბერების პროცესს. იგი ახდენს სისხლძარღვთა კედლის გამაგრებას, მიკროცირკულაციის ნორმალიზებას, ხელს უშლის ათეროსკლეროზის განვითარებას და ამცირებს ინსულტისა და მიოკარდიუმის ინფარქტის განვითარების რისკს.
ჩვენებები:
კარდიოლოგია - გულის იშემიური დაავადება (სტენოკარდია, გულის ქრონიკული უკმარისობა), ათეროსკლეროზი, ჰიპერტონული დაავადება, კარდიომიოპათია, არითმია.
ნევროლოგია – თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის დარღვევა, ნევრიტი, ნევრალგია, პოლინეიროპათია, გაფანტული სკლეროზი, ქრონიკული დაღლილობის სინდრომი, კონცენტრირების უნარის დარღვევა, ძილიანობა, დეპრესიული მდგომარეობები, ნევრასთენია.
გინეკოლოგია – ინფექციური დაავადებების შედგომი რეაბილიტაციის პერიოდი.
ენდოკრინილოგია – სიმსუქნე, ჰორმონალური დისბალანსი.
ქირურგია – ოპერაციის შემდგომი რეაბილიტაციის პერიოდი, ფიზიკური ძალის მოსამატებლად დასუსტებულ პაციენტებში.
გასტროენტეროლოგია – ქრონიკული ანაციდური გასტრიტი, ქრონიკული ჰეპატიტი, ღვიძლის ციროზი, ღვიძლის ცხიმოვანი დისტროფია.
პულმონოლოგია – სასუნთქი სისტემის ქრონიკული დაავადებები.
გამოყენების წესი და დოზირება:
პრეპარატის მიღება უმჯობესია ჭამის დროს ან ჭამის შემდეგ. ინიშნება 1 ტაბლეტი 1-2-ჯერ დღეში.
უკუჩვენებები:
ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატში შემავალი კომპონენტების მიმართ, მწვავე გლომერულონეფრიტი, გამწვავებული კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება, ბრადიკარდია (< 50 დარტყმა/წთ-ში).
გვერდითი მოვლენები: იშვიათად; გულძმარვა, კუჭის ტკივილი, გულისრევა, შებერილობა, დიარეა, ალერგიული რეაქციები.
გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში – ორსულობისა და ლაქტაციი პერიოდში პრეპარატის მიღება უკუნაჩვენებია.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან:
პრეპარატში შემავალი კომპონენტები აძლირებს საგულე გლიკოზიდების, ნიტრატებისა და დიურეზული საშუალებების მოქმედების ეფექტს. აინჰიბირებს ვარფარინის ანტიაგრეგანტულ და ანტითრომბოზულ აქტივობას.
გამოშვების ფორმა: ქსინოკარდი №30. 10 ტაბლეტი ბლისტერში, 3 ბლისტერი ფურცელჩანართთან ერთად მუყაოს კოლოფში.
შენახვის პირობები: შეინახეთ მშრალ, სინათლისაგან დაცულ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას. არა უმეტეს 25OC ტემპერატურაზე.
შენახვის ვადა: მითითებულია შეფუთვაზე და ბლისტერებზე. არ გამოიყენოთ შენახვის ვადის ამოწურვის შემდეგ. ვარგისიანობის თარიღი აღნიშნავს მითითებული თვის ბოლო დღეს.
აფთიაქიდან გაცემის პირობა: გაიცემა რეცეპტის გარეშე.
Units | 30 |
---|
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account