სალბი (შალფეი) 20 საწუწნი ტაბლეტი

განსაკუთრებული ფასი 6,06 ლ რეგულარული ფასი 8,49 ლ
მარაგშია
SKU
54750_2168
მიღების ჩვენება: ზემო სასუნთქი გზების ანთებითი დაავადებების კომპლექსური მკურნალობა: - ლარინგიტი; - ტონზილიტი; - ფარინგიტი. პირის ღრუს ლორწოვანი გარსების ანთებითი დაავადებების კომპლექსური მკურანლობა (გინგივიტი).

გამოყენების ინსტრუქცია

სალბი

SALVIAE

ინფორმაცია პაციენტისთვის


სამკურნალო საშუალების დასახელება:
სავაჭრო დასახელება: სალბი
საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება: არ არსებობს.

აღწერა: ცილინდრული ფორმის, ორმხრივამოზნექილი, ღია ნაცრისფერიდან ღია ყავისფრამდე ტაბლეტები, ღია ყავისფერი ან მუქი ყავისფერი ჩანართებით, სპეციფიკური სუნით.

ერთი ტაბლეტის შემადგენლობა:
აქტიური ნივთიერებები: სალბის ფოთლების მშრალი ექსტრაქტი 12,50 მგ;
დამხმარე ნივთიერებები: ესპანური სალბის ზეთი, სორბიტოლი, გაუწყლოებული ლიმონმჟავა, ნატრიუმის საქარინატი, მაგნიუმის სტეარატი, არომატული დანამატი “თაფლი” (თაფლის ეთერი, გერანის ზეთი, ეთილბუტირატი, ეთილმალტოლი (E637), მალტოდექსტრინი, მალტოლი, დექსტროზა (E1200), სიპერნატი (E551).

სამკურნალწამლო ფორმა: საწუწნი ტაბლეტები.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:
სხვა საშუალებები პირის ღრუს დაავადებების ადგილობრივი მკურნალობისთვის.

ფარმაკოლოგიური მოქმედება:
ავლენს ანთების საწინააღმდეგო მოქმედებას. გააჩნია შემახორცებელი მოქმედება.

მიღების ჩვენება:
ზემო სასუნთქი გზების ანთებითი დაავადებების კომპლექსური მკურნალობა:
- ლარინგიტი;
- ტონზილიტი;
- ფარინგიტი.
პირის ღრუს ლორწოვანი გარსების ანთებითი დაავადებების კომპლექსური მკურანლობა (გინგივიტი).

გამოყენების მეთოდი და დოზირება:
ადგილობრივად. პირის ღრუში უნდა გააჩერონ სრულ გაწოვამდე, დაღეჭვის გარეშე.
1 ტაბლეტი 2 საათიანი ინტერვალით. მაქსიმუმ 6 ტაბლეტი დღეში.
თერაპიის ხანგრძლივობას საზღვრავს ექიმი დაავადების თავისებურების, მიღწეული ეფექტის და სამკურნალო საშუალების ამტანობის მიხედვით.

გვერდითი მოქმედება:
შესაძლებელია ალერგიული რეაქციები.
გვერდითი რეაქციების განვითარების შემთხვევაში, მათ შორის ისეთი, რომლებიც ინსტრუქციაში არ არის მითითებული, პრეპარატის მიღება უნდა შეწყდეს და უნდა მიმართონ ექიმს!

უკუჩვენება:
ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ.

გამოყენება ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში:
ორსულობის და ლაქტაციის დროს გამოყენების უსაფრთხოება დადგენილი არ არის. მონაცემების არ არსებობის გამო ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში გამოყენება უკუნაჩვენებია.

ჭარბი დოზირება:
სალბის ფოთლების 15 გ-ზე მეტის შიგნით მიღებისას (დაახლოებით 26 ტაბლეტი), ჭარბი დოზირების ნიშნები შეიძლება გამოვლინდეს სიცხის შეგრძნებით, ტაქიკარდიით, თავბრუსხვევით და ეპილეფსიური გულყრებით. დოზის გადაჭარბების სიმპტომების გამოვლენისას, აუცილებელია სამკურნალო საშუალების მიღების შეწყვეტა და ექიმის კონსულტაცია. მკურნალობა სიმპტომურია.
დოზის გადაჭარბების შემთხვევაში მიღება უნდა შეწყდეს და უნდა მიმართონ ექიმს!

უსაფრთხოების ზომები:
არ შეიძლება პრეპარატის რეკომენდებული დოზის გადაჭარბება. რეკომენდებული არ არის პრეპარატის გამოყენება ერთ კვირაზე მეტი ხანგრძლივობით. სამკურნალო საშუალება არ უნდა მიიღონ პაციენტებმა, რომლებსაც აღენიშნებათ ფრუქტოზას თანდაყოლილი აუტანლობა. შეიძლება ახასიათებდეს სუსტი საფაღარათე მოქმედება. თუ სამკურნალო საშუალების მიღების პერიოდში სიმპტომები ნარჩუნდება ან უარესდება, საჭიროა პრეპარატის მიღების შეწყვეტა და ექიმის კონსულტაცია.

გამოყენება ბავშვთა ასაკში:
საკმარისი მონაცემეის არ არსებობის გამო 18 წლამდე ასაკის ბავშვებში გამოყენება რეკომენდებული არ არის.

გავლენა რეაქციის სისწრაფეზე ავტომობილის მართვის ან სხვა მექანიზმებთან მუშაობის დროს
სამკურნალო საშუალების გამოყენება შეიძლება გავლენას ახდენდეს რეაქციის სისწრაფეზე ავტომობილის მართვის ან სხვა მექანიზმებთან მუშაობის დროს. თავბრუსხვევის ან ნერვული სისტემის მხრივ სხვა დარღვევის განვითარებისას, პაციენტებმა თავი უნდა შეიკავონ ავტომობილის მართვის და მექანიზმებთან მუშაობისგან.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან
სალბის პრეპარატის მიღებამ შეიძლება იმოქმედოს სამკურნალო საშუალებების ეფექტებზე, რომლებიც მომქედებს გამ-რეცეპტორების საშუალებით (მაგ., ბარბიტურატები, ბენზოდიაზეპინები). რეკომენდებული არ არის მოცემულ სამკურნალო საშუალებებთან ერთად გამოყენება. სალბის პრეპარატები შეიძლება ურთიერთქმედებდეს ჰიპოგლიკემიურ და კრუნჩხვის საწინააღმდეგო საშუალებებთან, შეიძლება აძლიერებდეს სხვა საშუალებების ან ალკოჰოლის სედაციურ მოქმედებას. სამკურნალო საშუალება შეიძლება მოქმედებდეს რკინის და სხვა მინერალების შეწოვაზე.

შენახვის პირობები:
სინათლისგან და ნესტისგან დაცულ ადგილზე, არა უმეტეს 25°ჩ ტემპერატურაზე.
ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე!

ვარგისიანობის ვადა:
18 თვე. არ გამოიყენება ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.

გაცემის პირობები:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.
შეფუთვა:
10 ტაბლეტი (პვქ) აპკის და ალუმინის ფოლგის კონტურულ-უჯრედულ შეფუთვაში.
1, 2 ან 3 კონტურულ-უჯრედული შეფუთვა გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მუყაოს კოლოფში.

მწარმოებელი:
ღსს “რუბიკონი”, ბრ 210002, ქ. ვიტებსკი, მ. გორკის ქუჩა #62ბ
ტელ/ფაქსი: +375 (212) 34-06-29 www.rubikon.by ელ-ფოსტა: secretar@rubikon.by

მეტი ინფორაცია
Units 20
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy