Septolete - სეპტოლეტე ექსტრა 16 დრაჟე
ჩვენება:სეპტოლეტე ექსტრა საწუწნი ტაბლეტები წარმოადგენს ანთების საწინააღმდეგო, ტკივილგამაყუჩებელ და ანტისეპტიკურ საშუალებას ადგილობრივი პერორალური გამოყენებისთვის. სეპტოლეტე ექსტრა ახდენს პირის ღრუს და ყელის დეზინფექციას და იწვევს ანთების ისეთი ნიშნების შემცირებას, როგორიცაა ტკივილი, სიწითლე, შეშუპება, წვა, დარღვეული ფუნქციები.
ფურცელი-ჩანართი: ინფორმაცია პაციენტებისათვის
სეპტოლეტე ექსტრა 3 მგ/1 მგ საწუწნი ტაბლეტები
ბენზიდამინის ჰიდროქლორიდი /ცეტილპირიდინიუმის ქლორიდი
წამლის მიღებამდე, ყურადღებით გაეცანით წინამდებარე ფურცელ-ჩანართს, რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.
წამალი ყოველთვის მიიღეთ ზუსტად ისე, როგორც აღწერილია წინამდებარე ფურცელ-ჩანართში ან თქვენი ექიმის ან ფარმაცევტის დანიშნულებისამებრ.
– შეინახეთ წინამდებარე ფურცელ-ჩანართი. შესაძლებელია დაგჭირდეთ მისი ხელახალი წაკითხვა.
– მეტი ინფორმაციისთვის ან რჩევისთვის მიმართეთ თქვენს ფარმაცევტს.
– გვერდითი მოვლენების გამოვლენის შემთხვევაში, ან ისეთი გვერდით მოვლენების აღნიშვნის შემთხვევაში, რომლებიც არ არის მითითებული წინამდებარე ფურცელ-ჩანართში, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. იხ. პარაგრაფი 4.
– მიღებიდან 3 დღის შემდეგ, თუ არ იგრძნობთ გაუმჯობესებას ან გრძნობთ გაუარესებას მიმართეთ ექიმს.
წინამდებარე ფურცელ-ჩანართი შეიცავს შემდეგ ინფორმაციას:
1. რას წარმოადგენს სეპტოლეტე ექსტრა და რისთვის გამოიყენება
2. რა უნდა ვიცოდეთ სეპტოლეტე ექსტრას მიღებამდე
3. როგორ უნდა მივიღოთ სეპტოლეტე ექსტრა
4. შესაძლო გვერდითი მოვლენები
5. სეპტოლეტე ექსტრას შენახვის პირობები
6. შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია
1. რას წარმოადგენს სეპტოლეტე ექსტრა და რისთვის გამოიყენება
სეპტოლეტე ექსტრა საწუწნი ტაბლეტები წარმოადგენს ანთების საწინააღმდეგო, ტკივილგამაყუჩებელ და ანტისეპტიკურ საშუალებას ადგილობრივი პერორალური გამოყენებისთვის. სეპტოლეტე ექსტრა ახდენს პირის ღრუს და ყელის დეზინფექციას და იწვევს ანთების ისეთი ნიშნების შემცირებას, როგორიცაა ტკივილი, სიწითლე, შეშუპება, წვა, დარღვეული ფუნქციები.
სეპტოლეტე ექსტრა გამოიყენება ანთების საწინააღმდეგო, ტკივილგამაყუჩებელი და ანტისეპტიკური მკურნალობისას:
- ყელის, პირის ღრუს და ღრძილების გაღიზიანების დროს,
- გინგივიტის, ფარინგიტის და ლარინგიტის დროს.
მიღებიდან 3 დღის შემდეგ, თუ არ იგრძნობთ გაუმჯობესებას ან გრძნობთ გაუარესებას მიმართეთ ექიმს.
2. რა უნდა ვიცოდეთ სეპტოლეტე ექსტრას მიღებამდე
არ გამოიყენოთ სეპტოლეტე ექსტრა:
– თუ გაქვთ ალერგია ბენზიდამინის ჰიდროქლორიდზე, ცეტილპირიდინიუმის ქლორიდზე ან ამ პრეპარატის სხვა შემადგენელ ნივთიერებებზე (ჩამოთვლილია მე–6 პარაგრაფში).
– ეს პრეპარატი არ გამოიყენება 6 წლამდე ასაკის ბავშვებში, ვინაიდან წამლის ფორმა არ არის შესაფერისი ამ ასაკობრივი ჯგუფისთვის.
გაფრთხილება და სიფრთხილის ზომები
სეპტოლეტე ექსტრას მიღებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
არ მიიღოთ სეპტოლეტე ექსტრა 7 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში. მიღებიდან 3 დღის შემდეგ თუ სიმპტომები გაუარესებდება ან არ შემსუბუქდება, ან თუ თავს იჩენს სხვა სიმპტომები, როგორიცაა, მაგალითად ცხელება, გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან.
ადგილობრივი გამოყენების პრეპარატების მიღებამ, განსაკუთრებით ხანგრძლივი დროის მანძილზე, შესაძლოა გამოიწვიოს მგრძნობელობის მომატება, რა დროსაც უნდა შეწყდეს მკურნალობა.
სეპტოლეტე ექსტრას მიღება არ შეიძლება ანიონურ ნაერთებთან კომბინაციაში. მაგალითად ისეთი, რომლებსაც შეიცავს კბილის პასტები, ამიტომ წამლის მიღების შემდეგ არ არის რეკომენდირებული მაშინვე კბილების გაწმენდა.
ბავშვები და მოზარდები
სეპტოლეტე ექსტრას გამოყენება არ შეიძლება 6 წლამდე ასაკის ბავშვებში, ვინაიდან საწუწნი ტაბლეტები არ არის შესაფერისი ამ ასაკობრივი ჯგუფისთვის.
სხვა მედიკამენტები და სეპტოლეტე ექსტრა
თუ იღებთ, ან უკანასკნელ პერიოდში იღებდით ან აპირებთ მიიღოთ სხვა რომელიმე პრეპარატი აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
სეპტოლეტე ექსტრას მიღების დროს არ გამოიყენოთ სხვა ანტისეპტიკური საშუალებები.
სეპტოლეტე ექსტრა საკვებთან, სასმელთან და ალკოჰოლთან ერთად
არ მიიღოთ სეპტოლეტე ექსტრა რძესთან ერთად, რადგან რძე ამცირებს მის ეფექტურობას.
არ მიიღოთ სეპტოლეტე ექსტრა საკვების მიღებამდე ან საკვების მიღების დროს. სეპტოლეტე ექსტრას მიღების შემდეგ, სულ მცირე ერთი საათის განმავლობაში არ მიიღოთ საკვები ან სითხე.
ორსულობა და ლაქტაცია
თუ ხართ ორსულად ან გაქვთ ლაქტაციის პერიოდი, ფიქრობთ, რომ შესაძლოა იყოთ ორსულად ან აპირებთ ბავშვის ყოლას, ამ პრეპარატის მიღებამდე გაიარეთ კონსულტაცია თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან.
სეპტოლეტე ექსტრა არ არის რეკომენდებული ორსულობის პერიოდში.
ძუძუთი კვების საკითხი განიხილეთ თქვენს ექიმთან, რომელიც გადაწყვეტს უნდა შეწყვიტოთ ძუძუთი კვება თუ შეაჩეროთ მკურნალობა სეპტოლეტე ექსტრათი.
სატრანსპორტო საშუალებების მართვა და მექანიზმებთან მუშაობა
სეპტოლეტე ექსტრა არ მოქმედებს სატრანსპორტო საშუალებების მართვის ან მექანიზმებთან მუშაობის უნარზე.
სეპტოლეტე ექსტრა შეიცავს იზომალტს
თუ გაფრთხილებული ხართ თქვენი ექიმის მიერ, რომ გაქვთ ზოგიერთი შაქრის აუტანლობა, აღნიშნული სამედიცინო პროდუქტის მიღებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს.
3. როგორ უნდა მივიღოთ სეპტოლეტე ექსტრა
აღნიშნული პრეპარატი ყოველთვის მიიღეთ ზუსტად ისე, როგორც აღწერილია წინამდებარე ფურცელ-ჩანართში ან თქვენი ექიმის ან ფარმაცევტის დანიშნულებისამებრ. თუ არ ხართ დარწმუნებული მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
მოზრდილები
რეკომენდებული დოზა არის 3–4 საწუწნი ტაბლეტი დღეში. საწუწნი ტაბლეტი ნელა უნდა გაიხსნას პირის ღრუში და მიიღეთ ყოველ 3–6 საათში.
მოზარდები 12 წლის ზემოთ
რეკომენდებული დოზა არის 3–4 საწუწნი ტაბლეტი დღეში. საწუწნი ტაბლეტი ნელა უნდა გაიხსნას პირის ღრუში და მიიღეთ ყოველ 3–6 საათში.
ბავშვები 6–დან 12 წლამდე
რეკომენდებული დოზა არის 3 საწუწნი ტაბლეტი დღეში. საწუწნი ტაბლეტი ნელა უნდა გაიხსნას პირის ღრუში და მიიღეთ ყოველ 3–6 საათში.
6 წლამდე ასაკის ბავშვები
სეპტოლეტე ექსტრას მიღება არ შეიძლება 6 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის.
არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დოზას
არ მიიღოთ სეპტოლეტე ექსტრა საკვების მიღებამდე ან საკვების მიღების დროს. წამლის მიღების შემდეგ სულ მცირე ერთი საათის განმავლობაში არ მიიღოთ საკვები და სასმელი.
ოპტიმალური შედეგისთვის არ არის რეკომენდებული წამლის მიღება კბილების გაწმენდამდე ან გაწმედნისთანავე.
მკურნალობის ხანგრძლივობა
არ მიიღოთ აღნიშნული პრეპარატი 7 დღეზე მეტ ხანს. მიღებიდან 3 დღის შემდეგ, თუ სიმპტომები გაუარესებდება ან არ შემსუბუქდება, ან თუ თავს იჩენს სხვა სიმპტომები, როგორიცაა, მაგალითად ცხელება, გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან.
მიმართეთ თქვენს ექიმს, თუ სიმპტომები გაგიმეორდებათ ან თუ შეამჩნევთ რაიმე სახის ცვლილებებს დაავადების მახასიათებლებში.
თუ მიიღეთ რეკომენდებულ დოზაზე მეტი სეპტოლეტე ექსტრა
თუ შემთხვევით მიიღეთ აღნიშნული პრეპარატი ჭარბი დოზით, სასწრაფოდ მიმართეთ თქვენს ექიმს ან უახლოეს საავადმყოფოს.
თუ დაგავიწყდათ სეპტოლეტე ექსტრას მიღება
არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის ასანაზღაურებლად.
თუ გექნებათ რაიმე დამატებითი კითხვა აღნიშნულ მედიკამენტთან დაკავშირებთ, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
4. შესაძლო გვერდითი მოვლენები
სხვა სამკურნალო საშუალებების მსგავსად, ამ პრეპარატსაც შეუძლია გვერდითი მოვლენების გამოწვევა, თუმცა ისინი არ აღენიშნება ყველა პაციენტს.
იშვიათი (შეიძლება გამოუვლინდეს 1,000 კაციდან 1-ს)
– ჭინჭრის ციება (ურტიკარია), კანისმიერი რეაქციის მომატება მზის სინათლის მიმართ (ფოტომგრძნობელობა),
– საჰაერო გზების მოულოდნელი, არაკონტროლირებადი შევიწროება ფილტვებში (ბრონქოსპაზმი).
ძალიან იშვიათი (შეიძლება გამოუვლინდეს 10,000 კაციდან 1-ს)
– ადგილობრივი გაღიზიანება პირის ღრუში, მსუბუქი წვის შეგრძნება პირის ღრუში.
უცნობი (არსებული მონაცემებიდან შეუძლებელია სიხშირის დადგენა):
- ალერგიული რეაქციები (მომატებული მგრძნობელობა): სერიოზული ალერგიული რეაქცია (ანაფილაქსიური შოკი), რომლის ნიშნები შეიძლება მოიცავდეს: სუნთქვის გაძნელებას, ტკივილს ან შებოჭილობას გულ-მკერდის არეში, და/ან თავბრუსხვევის/სისუსტის შეგრძნებას, კანის მწვავე ქავილს ან მუწუკების გაჩენას კანზე, სახის, ტუჩების, ენის და/ან ყელის შეშუპებას, რომელიც შეიძლება პოტენციურად იყოს სიცოცხლისათვის საშიში,
– პირის ღრუს ლორწოვანის წვა, პირის ღრუს ლორწოვანის შეგრძნების დაკარგვა (ანესთეზია).
ჩვეულებრივ, ეს გვერდითი მოვლენები არის დროებითი. თუმცა, მათი გამოვლენის შემთხვევაში რეკომენდებულია მიმართოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
პაციენტის ფურცელ-ჩანართში მოცემული ინსტრუქციის დაცვით, თქვენ შეამცირებთ გვერდითი მოვლენების რისკს.
შეტყობინება გვერდითი მოვლენების შესახებ
გვერდითი მოვლენების გამოვლენის შემთხვევაში, ან ისეთი გვერდით მოვლენების აღნიშვნის შემთხვევაში, რომლებიც არ არის მითითებული წინამდებარე ინსტრუქციაში, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
5. სეპტოლეტე ექსტრას შენახვის პირობები
შეინახეთ წინამდებარე პრეპარატი ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
არ გამოიყენოთ ეს პრეპარატი შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის (EXP) გასვლის შემდეგ. ვარგისობის ვადის გასვლის თარიღად ითვლება მითითებული თვის ბოლო დღე.
სინათლისგან დასაცავად შეინახეთ ორიგინალი შეფუთვით.
არ გადაყაროთ მედიკამენტები ჩამდინარე წყალში ან საყოფაცხოვრებო ნარჩენებში. პრეპარატის უტილიზაციისთვის, რომელსაც აღარ იყენებთ, გაიარეთ კონსულტაცია ფარმაცევტთან. ამგვარი ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.
6. შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია
რას შეიცავს სეპტოლეტე ექსტრა
- მოქმედი ნივთიერებებია: ბენზიდამინის ჰიდროქლორიდი და ცეტილპირიდინიუმის ქლორიდი. თითოეული საწუწნი ტაბლეტი შეიცავს 3მგ ბენზიდამინის ჰიდროქლორიდს და 1მგ ცეტილპირიდინიუმის ქლორიდს.
- დამხმარე ნივთიერებებია: ევკალიპტის ზეთი, ლევომენთოლი, ლიმონმჟავა (E330), სუკრალოზა (E995), იზომალტი (E953), ბრილიანტის ლურჯი FCF (E133).
სეპტოლეტე ექსტრას გარეგანი სახე და შეფუთვის შიგთავსი
მრგვალი, მოლურჯო-თეთრი ან ლურჯი ფერის საწუწნი ტაბლეტები, დამრეცი კიდეებით. შეიძლება აღინიშნებოდეს მცირე ნაკაწრები. ტაბლეტის დიამეტირია: 18.0მმ -19.0მმ, სისქე: 7.0მმ-8.0 მმ.
სეპტოლეტე ექსტრას 8, 16, 24, 32 ან 40 ტაბლეტიანი ბლისტერი მოთავსებულია ყუთში. ყველა ზომის შეფუთვა შეიძლება არ იყოს გაყიდვაში.
მარკეტინგული ავტორიზაციის მფლობელი
KRKA d.d. (კრკა დ.დ.), ნოვო მესტო, სმარჟესკა ცესტა 6, 8501 ნოვო მესტო, სლოვენია
მწარმოებლები
KRKA d.d. (კრკა დ.დ.), ნოვო მესტო, სმარჟესკა ცესტა 6, 8501 ნოვო მესტო, სლოვენია
შპს TAD (ტად) ფარმა, ჰეინც-ლოჰმან შტრასე 5, 27472 კუქსჰავენი, გერმანია
Units | 16 |
---|
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account