Sinomarin - სინომარინი საბავშვო ნებულები 5მლ 18 ცალი

განსაკუთრებული ფასი 24,19 ლ რეგულარული ფასი 32,25 ლ
მარაგშია
SKU
54868_1599
ოპტიმალურად ასუფთავებს ცხვირის ღრუს გარქოვანებული და ზედმეტი ლორწოსაგან, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს ნესტოების გადავსება და გაჭედვა.

დაახლოებით ეკვივალენტურია 2.3% NaCl

სინომარინი შეიცავს ბუნებრივ ზღვის წყალს, რომელიც მდიდარია მინერალური მარილებით, აქედან გამომდინარე სინომარინი ოპტიმალურად ასუფთავებს ცხვირის ღრუს გარქოვანებული და ზედმეტი ლორწოსაგან, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს ნესტოების გადავსება და გაჭედვა. სინომარინის მეშვეობით ნესტოების გამორეცხვა  ბუნებრივად მიმდინარეობს, რაც საშუალებას გვაძლევს ავიცილოთ აირწვეთოვანი გზით გადამდები ინფექციები, რომელთა სიმპტომებია ცხვირის ღრუს ობსტრუქცია.

სინომარინი შეუცვლელია სხვადასხვა ეტიოლოგიის რინიტების, სინუსიტების, რინოსინუსიტების დროს, როგორც მწვავე ასევე ქრონიკულ პერიოდში.

სინომარინი არის ცხვირში შესასხურებელი რბილი სპრეი ანატომიურად ადვილად მოსარგები თავით, ნებისმიერ პოზიციაში ხმარებისთვის.

გამოშვების ფორმა:

ბავშვთა და მოზარდთა 100 მლ ფლაკონი

ზრდასრულთა 125 მლ ფლაკონი

ნებულა 18*5მლ.

შემადგენლობა: 

სინომარინი დამზადებულია საფრანგეთში St. Malo ახლოს, ატლანტიკის ოკეანის სანაპიროდან ამოტუმბული ზღვის წყლით, რომელიც სუფთავდება, იფილტრება და ერევა გამწმენდ წყალს, არ შეიცავს კონსერვანტებს.

ბავშვთა და მოზარდთა 100 მლ ფლაკონი შეიცავს გაფილტრულ ზღვის წყალს 70მლ, ინერტული წნევის ქვეშ ჩატუმბულია გაზი-აზოტი, რომელიც არ არის პირდაპირ კონტაქტში სითხესთან. 

ზრდასრულთა 125 მლ ფლაკონი შეიცავს გაფილტრულ ზღვის წყალს 87,5 მლ, ინერტული წნევის ქვეშ ჩატუმბულია გაზი-აზოტი, რომელიც არ არის პირდაპირ კონტაქტში სითხესთან.

დოზირება და გამოყენების წესი:

ბავშვები  და მოზარდები: 1-2 შესხურება თითოეულ ნესტოში 2-3ჯერ დღეში. ყოველი ხმარების შემდეგ გარეცხეთ აპლიკატორი სუფთა წყლით

ზრდასრულები: 1-3 შესხურება თითოეულ ნესტოში 2-3ჯერ დღეში. ყოველი ხმარების შემდეგ გარეცხეთ აპლიკატორი სუფთა წყლით.

უკუჩვენება:

არ არის რეკომენდირებული მათთვის ვინც ჰიპერმგრძნობიარეა ზღვის წყლის მიმართ.

ექიმთან კონსულტაციის გარეშე არ ინიშნება 6 თვემდე ასაკის ბავშვებში. 

 

მეტი ინფორაცია
Units 18
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy