BUAKOLI - ბუაკოლი 30გ მალამო

განსაკუთრებული ფასი 9,49 ლ რეგულარული ფასი 13,18 ლ
მარაგშია
SKU
62413_136
ჩვენება: ბუასილი, პარაპროქტიტი, სწორი ნაწლავის მიდამოში სისხლმდენი და არასისხლმდენი ნაპრალები. მალამოს ახასიათებს ანტისეპტიკური, ანთების საწინააღმდეგო და რეგენერაციული თვისებები.

გამოყენების ინსტრუქცია

ბუაკოლი

შემადგენლობა: 

ასკილის ნაყოფი (Fructus Rosae) -1,5გ;

არყის ხის კვირტები (Gemmae Betulae) -1,5გ;

გულყვითელა(Flores Calendulae) -1,5გ;

ფარსმანდუკი (Herba Achileae millefolii) -1,5გ;

ყვითელი სანთელი - 3,0 გ;

ზეითუნის ზეთი  - 12,0 გ;

ქაცვის ზეთი - 9,0 გ.

 

კლინიკურ-ფარმაკოლოგიურიჯგუფი:

ანტისეპტიკური, ანტიმიკრობული და ანთების საწინააღმდეგო საშუალება. ქსოვილთა ნატურალური რეგენერატორი.

მოქმედების მექანიზმი

სამკურნალო გულყვითელა (Flores Calendulae) შეიცავს კაროტინოიდებს: კაროტინს, ლიკოპინს, ვიოლოქსანტინს, ციტრაქსანტინს, რუბიქსანტინს, ფლავოხრომს, 10%-მდე მწარე ნივთიერებას - კალენდენს, ეთერზეთებს, ფისებს (3,4%), ლორწოს (2,5%), აზოტოვან ლორწოებს (1,5%), ვაშლისმჟავას (6-8%), სალიცილმჟავას, მთრიმლავ ნივთიერებებს (6%), საპონინებს. გულყვითელა გამოიყენება როგორც ანთების საწინააღმდეგო და ანტისეპტიკური საშუალება. მედიცინაში იყენებენ ჭრილობების, დამწვრობების, ხანგრძლივად შეუხორცებელი წყლულებისა და ნაპრალების სამკურნალოდ. ის აუმჯობესებს სისხლის ცირკულაციას; ანიჭებს ქსოვილს ელასტიკურობას;  იცავს მას ქიმიური და მექანიკური გაღიზიანებისგან; უხდება დამწვრობას, ნახეთქებს; აშუშებს გადატყავებულ, ამძვრალ კანს.

ფარსმანდუკი (Herba Achileae millefolii) შეიცავს 0,8%-მდე ეთერზეთს (მთავარი კომპონენტია აზულენი), მწარე ნივთიერებებს, ვიტამინ K-ს, ასკორბინის მჟავას, ალკალოიდახილენს, სათრიმლავ ნივთიერებებს, ფისებს. ფარსმანდუკი გამოირჩევა ანთების საწინააღმდეგო, სისხლის შემაჩერებელი მოქმედებით,  იგი აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას; აქვს ტკივილგამაყუჩებელი ეფექტი. ფარსმანდუკი სისხლდენის შემაჩერებელი მოქმედების გამო ძალზე ეფექტურია გინეკოლოგიურ პრაქტიკაში და პროქტოლოგიაში. ფარსმანდუკს იყენებენ გასტრიტების, ქალური დაავადების, ბუასილის, საშვილოსნოდან და სხვა სახის სისხლისდენის დროს.

არყისხისკვირტები ( Gemmae Betulae) შეიცავს ეთერზეთს, ალკალოიდებს, ბეტულონს, კარიოფილენს, კაროტინოიდებს, სპირტს - α- დაβ-ბეტულეონს, ფისოვან ნივთიერებებს, ფლავონოიდებს, ცხიმოვან მჟავებს და სხვა. არყისხის კვირტები ხასიათდება სპაზმოლიზური, ანტივირუსული, ბაქტერიოციდული თვისებებით. იგი ფართოდ გამოიყენება ჭრილობებისა და წყლულების სამკურნალოდ.

ასკილის ნაყოფი(Fructus Rosae) შეიცავს ცხიმოვან ზეთს, რომელიც აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას და ხასიათდება ანთების საწინააღმდეგო თვისებებით.

ზეითუნისზეთი (Oleum Hippophae) მცენარეული ზეთი; მიიღება ზეთისხილის ნაყოფის რბილობისაგან. შეიცავს ოლეინმჟავას გლიცერიდებს (დაახლოებით 80%), ლინოლმჟავას (დაახლოებით 7%) და ნაჯერი მჟავების გლიცერიდებს (დაახლოებით 10%). აქვს ანტისეპტიკური და ანთების საწინააღმდეგო ეფექტი.

ცვილი (სანთელი) გამომუშავდება მუშა ფუტკრების ცვილის ჯირკვლებში. ფუტკრის ცვილი დედამიწაზე არსებულთაგან პირველი პოლიმერია. იგი რთული ნივთიერებაა, რომლის შემადგენლობაშია 75%-მდე ეთერები,15%-მდე მჟავები, 15%-მდე ნახშირწყლები, 1-5% წყალი, არომატული, საღებავი, მინერალური, ანტიბაქტერიული და სხვ. ნივთიერებები. არც ერთ პროდუქტში არ არის იმდენი კაროტინი, როგორც ცვილში. ცვილში იგი 8-12 გრამია. A -ვიტამინი ხელს უწყობს უჯრედების აღდგენას და გააჩნია ბაქტერიოციდული მოქმედება, რასაც ფართოდ იყენებენ კანის დაავადებების, ჭრილობების, დამწვრობების, წყლულების მკურნალობისას. ცვილი კარგად მოქმედებს კანისა და ლორწოვანი გარსის  დაავადებების დროს, რადგან მასში დიდი რაოდენობითაა A-ვიტამინი, გააჩნია დამარბილებელი  და ანთების საწინააღმდეგო ეფექტი. ცვილს გააჩნია ადსორბციის უნარი (იერთებს ტოქსიკურ ნივთიერებებს).


ქაცვის ზეთი (Oleum Hippophaes) შეიცავს ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებებს: კაროტინს და კაროტინოიდებს (არანაკლებ 50 მგ%), ტოკოფეროლებს, ოლეინს, ლინოლენის,პალმიტინს.  ხელს უწყობს ჭრილობების და წყლულების შეხორცებას, ქსოვილების ეპითელიზაციის და გრანულაციის დაჩქარებას. გააჩნია ანთების საწინააგმდეგო, ტკივილგამაყუჩებელი, ანტიბაქტერიული მოქმედება. აუმჯობესებს ლიპიდების ცვლას და მათი პეროქსიდული დაჟანგვის პროცესებს მემბრანაში.

ჩვენება:

ბუასილი, პარაპროქტიტი, სწორი ნაწლავის მიდამოში  სისხლმდენი და არასისხლმდენი ნაპრალები.

მალამოს ახასიათებს ანტისეპტიკური, ანთების საწინააღმდეგო და რეგენერაციული თვისებები.

გამოყენების წესი და მეთოდი:

ბუაკოლი გამოიყენება კანზე წასასმელად. პრეპარატის გამოყენება შესაძლებელია დაზიანების ნიშნების სრულ გაქრობამდე. მალამოს გამოყენებისას საჭიროა წინასწარ გასუფთავდეს და გამშრალდეს კანი. მალამო დღეღამის განმავლობაში 2 -ჯერ შეტანილ უნდა იქნეს სწორ ნაწლავში. მკურნალობის მაღალეფექტიანობის მიღწევის მიზნით კურსი გრძელდება 3-4 კვირის განმავლობაში. ქრონიკულად მიმდინარე დაავადებების შემთხვევაში სასურველის 2-3 თვის შემდეგ მკურნალობის კურსის გამეორება.

მალამოს გამოყენება შეიძლება როგორც დამხმარე სამკურნალო ისე პროფილაქტიკის მიზნით. გამოიყენება ყველა ასაკობრივ ჯგუფში.

გამოყენება პედიატრიაში:

პედიატრიული ასაკის პაციენტებში პრეპარატის გამოყენებაზე შეზღუდვა არ არის.

 

გამოყენება გერიატრიაში:

გერიატრიულ პაციენტებში გამოყენება შეზღუდული არ არის.

 

თირკმლის/ღვიძლისუკმარისობა:

არ არსებობს ინფორმაცია თირკმელების ან ღვიძლის დისფუნქციის მქონე პაციენტებში პრეპარატის გამოყენების შესახებ.

 

უკუჩვენება:

ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის შემადგენელი კომპონენტების მიმართ.

 

გვერდითი მოვლენები:

როგორც ყველა პრეპარატის შემთხვევაში, შეიძლება აღინიშნოს გვერდითი ეფექტები ინდივიდებში, რომლებიც მგრძნობიარე არიან ბუაკოლის ინგრედიენტების მიმართ. შეწყვიტეთ ბუაკოლის გამოყენება შემდგომი სიტუაციებიდან ნებისმიერის დროს და სასწრაფოდ დაუკავშირდით სასწრაფო დახმარებას, თქვენს ექიმს ან უახლოეს ჰოსპიტალს: სახის, ტუჩების ან პირ-ხახის შეშუპება, რაც იწვევს ყლაპვის ან სუნთქვის გაძნელებას. აღნიშნული მოვლენები არის ძალიან მნიშვნელოვანი და თუ აღგენიშნებათ რომელიმე მათგანი, თქვენ სავარაუდოდ ალერგიული ხართ ბუაკოლის მიმართ. შეიძლება საჭირო გახდეს სასწრაფო დახმარება ან საავადმყოფოსთვის მიმართვა. 

თუმცა ყველა ეს სერიოზული გვერდითი ეფექტი არის ძალიან იშვიათი. ბუაკოლის გამოყენებისას სხვა გვერდითი ეფექტები აღწერილი არ არის. თუ თქვენ აღგენიშნებათ რომელიმე გვერდითი ეფექტი, რომელიც აქ აღწერილი არ არის, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. 

 

ორსულობა და ლაქტაცია:

ორსულობისა და ლაქტაციის დროს ბუაკოლის გამოყენება დასაშვებია. 

 განსაკუთრებული მითითებები

სინფრთხილით გამოიყენეთ ბუაკოლი შემდეგ სიტუაციებში: ადგილობრივად გამოყენებულმა ნებისმიერმა პრეპარატმა ხანგრძლივი გამოყენებისას შეიძლება გამოიწვიოს კანის მგრძნობელობის მომატება. ასეთ დროს საჭიროა პრეპარატის გამოყენების შეწყვეტა და ადექვატური მკურნალობის დაწყება. 

ბუაკოლი გამოყენება საკვებთან და სასმელთან ერთად: რადგან პრეპარატი გამოიყენება კანზე, ურთიერთქმედება საკვეთან და სასმელთან მოსალოდნელი არ არის. 

თუ გაქვთ შთაბეჭდილება რომ ბუაკოლის ეფექტი ძალიან ძლიერი ან სუსტია, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. 

თუ დაგავიწყდათ ბუაკოლის წასმა: გამოტოვებული დოზის კომპენსირებისათვის არ გამოიყენოთ ორმაგი დოზა.

შესაძლო ეფექტები მკურნალობის დამთავრების შემდეგ: ბუაკოლით მკურნალობის დამთავრების შემდეგ პრობლემები მოსალოდნელი არ არის.

 

ავტომობილის მართვა და მექანიზმების გამოყენება:

არ არის აღწერილი ბუაკოლის ეფექტი ავტომობილის მართვასა და სხვა მექანიზმების გამოყენებაზე. 

 

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

რაიმე ურთიერთქმედება აღწერილი არ არის. თუ თქვენ ბუაკოლის დანიშვნისას იყენებთ რაიმე მედიკამენტს (რეცეპტით თუ ურეცპტოდ გასაცემს), გთხოვთ, აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს. 

 

გაფრთხილება:

ვიზუალური დათვალიერების შედეგად აღმოჩენილი დეფექტების შემთხვევაში პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია.

შეფუთვა:
30 გრ. მალამო პოლიეთილენის ფლაკონში.

შენახვის პირობები:

მშრალ სინათლისგან დაცულ ადგილზე, +15˚ C-დან  +25˚C ტემპერატურაზე.

ვარგისობის ვადის ამოწურვის შემდეგ პრეპარატის გამოყენება აკრძალულია.

 

გაცემისწესი:

ფარმაცევტული პროდუქტი ჯგუფი III-გაიცემა ექიმის დანიშნულების გარეშე.

მწარმოებელი:

სს „თბილქიმფარმი“,Sps. „მედიმედის“ დაკვეთით

ს. წულაძის ქ. N34,თბილისი, საქართველო.

მეტი ინფორაცია
Units 1
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy