ვალერიანის ძირები 50გ
გამოიყენება მომატებული ნერვული აღგზნების, უძილობის, მიგრენის, ისტერიის, გულსისხლძარღვთა ნევროზების დროს, ასევე კუჭისა და ნაწლავების სპასტიკური მდგომარეობისას.
პარასამკურნალო საშუალების გამოყენების ინსტრუქცია
კატაბალახას ფესვები და ფესურები
RHIZOMATA CUM RADICIBUS VALERIANAE
წამლის ფორმა: კატაბალახას ფესურა ფესვებით.
შემადგენლობა: კატაბალახას ფესურა ფესვებით შეიცავს ეთეროვან ზეთებს, მათ შორის მთავარია ბორნეოლისა და იზოვალერიანის მჟავას რთული ეთერი, თავისუფალი ვალერიანის მჟავა, შეიცავს ალკალოიდებს, მთრიმლავი ნივთიერებებს და სხვა ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებებს.
ფარმაკოლოგიური ჯგუფი: მცენარეული წარმოშობის დამამშვიდებელი საშუალება.
ფარმაკოლოგიური მოქმედება: კატაბალახას ფესურას ფესვებით აქვს სედატიური, სპაზმოლიზური მოქმედება, ხელს უწყობს ბუნებრივი ძილის დადგომას. სედატიური ეფექტი ვლინდება ნელა, მაგრამ სტაბილურად.
გამოყენება მედიცინაში: გამოიყენება მომატებული ნერვული აღგზნების, უძილობის, მიგრენის, ისტერიის, გულსისხლძარღვთა ნევროზების დროს, ასევე კუჭისა და ნაწლავების სპასტიკური მდგომარეობისას.
მომზადების წესი: 1 ჩაის კოვზ ნედლეულს ათავსებენ ემალირებულ ჭურჭელში, ასხამენ 200მლ (1 ჩაის ჭიქა)Aადურებულ წყალს, ახურავენ თავსახურს და აცხელებენ მდუღარე წყლის აბაზანაში 15 წთ-ის განმავლობაში. შემდეგ გადმოდგამენ, აციებენ და ფილტრავენ. დარჩენილ მასას წურავენ. მიღებულ ნაყენს უმატებენ ანადუღარ წყალს საწყისი მოცულობის 200მლ მიღებამდე.
მიღების წესი: იღებენ 2-3 სუფრის კოვზს 3-4-ჯერ დღეში ჭამის შემდეგ.
უკუჩვენებები: მომატებული მგრძნობელობა მცენარის მიმართ. ბავშვთა ასაკი 3 წლამდე.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან: აძლიერებს საძილე და სხვა ნერვულ სისტემაზე მოქმედი საშუალებების ეფექტს.
გამოყენება ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში: ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში გამოყენება დასაშვებია.
გავლენა ავტოტრანსპორტის მართვის ან სხვა მექანიზმებთან მუშაობისას: ხანგრძლივი გამოყენებისას დიდ დოზებში შესაძლებელია დააქვეითოს ფსიქომოტორული რეაქციები და ამის გამო სიფრთხილის დაცვაა საჭირო ავტოტრანსპორტის მართვის ან სხვა მექანიზმებთან მუშაობისას.
ჭარბი დოზა: ჭარბი დოზირებისას შესაძლებელია პრეპარატის სედატიური ეფექტის გაძლიერება. თერაპია სიმპტომატურია.
გვერდითი მოვლენები: შესაძლებელია გამოიწვიოს მოდუნება (განსაკუთრებით, მაღალი დოზებით მიღებისას), ხანგრძლივი გამოყენებისას იწვევს შეკრულობებს, ცალკეულ შემთხვევებში შესაძლებელია განვითარდეს ალერგია.
შენახვის პირობები: ინახება ოთახის ტემპერატურის პირობებში, მშრალ და სინათლისგან დაცულ ადგილას.
ვარგისობის ვადა: 2 წელი.
ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემდეგ ან ვიზუალური დათვალიერებისას აღმოჩენილი დეფექტების შემთხვევაში ნედლეულის გამოყენება დაუშვებელია.
აფთიაქიდან გაცემის წესი: III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.
გამოშვების ფორმა: 50გ მცენარეული ნედლეული მოთავსებულია პოლიეთილენის პარკში და მუყაოს კოლოფში.
მწარმოებელი: შპს ,,ფარკონი”.
საქართველო, 4600,
ქ. ქუთაისი, თამარ მეფის ქ. 51,
ტელ: +995 (431) 214 504
e-mail: farconi.ge@gmail.com
Units | 1 |
---|---|
Is Online? | არა |
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account