Qlaira - კლაირა 28 ტაბლეტი
ჩვენება:ორალური კონტრაცეფცია მწვავე ან ხანგრძლივი მენსტრუალური სისხლდენების მკურნალობა ქალებში.
კლაირა (Qlaira®)
სავაჭრო დასახელება: კლაირა
საერთაშორისო არაპატენტირებული ან საჯგუფებელი დასახელება: არ აქვს
სამკურნალწამლო ფორმა
აპკისებური გარსით დაფარული ტაბლეტები
შემადგენლობა
აპკისებური გარსით დაფარულ ერთ მუქ ყვითელ ტაბლეტში:
ბირთვი:
• აქტიური კომპონენტი
ესტრადიოლის ვალერატი, მიკრო 20 − 3,0000 მგ
• დამხმარეკომპონენტები
ლაქტოზას მონოჰიდრატი, სიმინდის სახამებელი, პრეჟელატინიზებული სიმინდის სახამებელი, პოვიდონი-25, მაგნიუმის სტეარატი
გარსი: ჰიპრომელოზა, მაკროგოლი-6000, ტალკი, ტიტანის დიოქსიდი, რკინის პიგმენტი ყვითელი ოქსიდი.
აპკისებური გარსით დაფარულ ერთ ვარდისფერ ტაბლეტში:
ბირთვი:
• აქტიური კომპონენტები
ესტრადიოლის ვალერატი, მიკრო 20 − 2,00000 მგ
დიენოგესტი, მიკრო − 2,00000 მგ
• დამხმარეკომპონენტები
ლაქტოზას მონოჰიდრატი, სიმინდის სახამებელი, პრეჟელატინიზებული სიმინდის სახამებელი, პოვიდონი-25, მაგნიუმის სტეარატი
გარსი: ჰიპრომელოზა, მაკროგოლი-6000, ტალკი, ტიტანის დიოქსიდი, რკინის პიგმენტი წითელი ოქსიდი.
აპკისებური გარსით დაფარულ ერთ ღია ყვითელ ტაბლეტში:
ბირთვი:
• აქტიური კომპონენტები
ესტრადიოლის ვალერატი, მიკრო 20 − 2,00000 მგ
დიენოგესტი, მიკრო − 3,00000 მგ
• დამხმარეკომპონენტები
ლაქტოზას მონოჰიდრატი, სიმინდის სახამებელი, პრეჟელატინიზებული სიმინდის სახამებელი, პოვიდონი-25, მაგნიუმის სტეარატი
გარსი: ჰიპრომელოზა, მაკროგოლი-6000, ტალკი, ტიტანის დიოქსიდი, რკინის პიგმენტი ყვითელი ოქსიდი.
აპკისებური გარსით დაფარულ ერთ წითელ ტაბლეტში:
ბირთვი:
• აქტიური კომპონენტი
ესტრადიოლის ვალერატი, მიკრო 20 − 1,0000 მგ
• დამხმარეკომპონენტები
ლაქტოზას მონოჰიდრატი, სიმინდის სახამებელი, პრეჟელატინიზებული სიმინდის სახამებელი, პოვიდონი-25, მაგნიუმის სტეარატი
გარსი: ჰიპრომელოზა, მაკროგოლი-6000, ტალკი, ტიტანის დიოქსიდი, რკინის პიგმენტი წითელი ოქსიდი.
აპკისებური გარსით დაფარულ ერთ თეთრ ტაბლეტში (პლაცებო):
ბირთვი:
• დამხმარეკომპონენტები
ლაქტოზას მონოჰიდრატი, სიმინდის სახამებელი, პოვიდონი-25, მაგნიუმის სტეარატი.
გარსი: ჰიპრომელოზა, ტალკი, ტიტანის დიოქსიდი.
აღწერილობა
მუქი ყვითელი ტაბლეტები: მრგვალი, მუქი ყვითელი ფერის აპკისებური გარსით დაფარული, ორმხრივამოზნექილი ტაბლეტები, ცალ მხარეზე „DD“ გრავირებით სწორ ექვსკუთხედში. ტაბლეტების განივ ჭრილში ბირთვი თეთრი და თითქმის თეთრი ფერისაა, გარსი − მუქი ყვითელი.
ვარდისფერიტაბლეტები: მრგვალი, ვარდისფერი ფერის აპკისებური გარსით დაფარული, ორმხრივამოზნექილი ტაბლეტები, „DJ“ გრავირებით სწორ ექვსკუთხედში. ტაბლეტების განივ ჭრილში ბირთვი თეთრი და თითქმის თეთრი ფერისაა, გარსი − ვარდისფერი.
ღია ყვითელიტაბლეტები: მრგვალი, მკრთალი ყვითელი ფერის აპკისებური გარსით დაფარული, ორმხრივამოზნექილი ტაბლეტები, ცალ მხარეზე „DН“ გრავირებით სწორ ექვსკუთხედში. ტაბლეტების განივ ჭრილში ბირთვი − თეთრი და თითქმის თეთრი ფერისაა, გარსი − მკრთალი ყვითელი.
წითელი ტაბლეტები: მრგვალი, წითელი ფერის აპკისებური გარსით დაფარული, ორმხრივამოზნექილი ტაბლეტები, ცალ მხარეზე „DN“ გრავირებით სწორ ექვსკუთხედში. ტაბლეტების განივ ჭრილში ბირთვი თეთრი და თითქმის თეთრი ფერისაა, გარსი − წითელი.
თეთრიტაბლეტები (პლაცებო):მრგვალი, თეთრი ფერის აპკისებური გარსით დაფარული, ორმხრივამოზნექილი ტაბლეტები, ცალ მხარეზე „DТ“ გრავირებით სწორ ექვსკუთხედში. ტაბლეტების განივ ჭრილში ბირთვი თეთრი და თითქმის თეთრი ფერისაა, გარსი – თეთრი.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
სასქესო ჰორმონები და სასქესო სისტემის მოდულატორები. სისტემური გამოყენების ჰორმონული კონტრაცეპტივები. პროგესტაგენები და ესტროგენები (ფიქსირებული კომბინაციები).
მიღების ჩვენება
ორალური კონტრაცეპცია
მძიმე ან/და ხანგრძლივი მენსტრუალური სისხლდენების მკურნალობა ქალებში, რომლებსაც არ აღენიშნებათ ორგანული პატოლოგიები და ესაჭიროებათ ორალური კონტრაცეპციის გამოყენება.
პრეპარატი კლაირას დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილება მიღებულ უნდა იქნას ქალის არსებული ინდივიდუალური რისკის ფაქტორების გათვალისწინებით, მათ შორის იმ ფაქტორების, რომლებიც დაკავშირებულია ვენური თრომბოემბოლიის (ვთე) განვითარების რისკთან. ამასთან, გასათვალისწინებელია ვენური თრომბოემბოლიის განვითარების რისკის შედარება პრეპარატ კლაირას მიღების და სხვა კომბინირებული ორალური კონტრაცეპტივების მიღების დროს.
გამოყენების წესი და დოზირება
შიგნით მისაღებად, საკვების მიღებისგან დამოუკიდებლად.
როგორ გამოვიყენოთ პრეპარატი კლაირა
ტაბლეტების მიღება უნდა მოხდეს შეფუთვაზე მითითებული წესით, ყოველ დღე, დაახლოებით ერთსა და იმავე დროს, აუცილებლობისშემთხვევაში აყოლებენ წყალს ან სხვა სითხეს. ტაბლეტები მიიღება უწყვეტად. უნდა მიიღოთ დღე-ღამეში ერთი ტაბლეტი, თანმიმდევრულად 28 დღის განმავლობაში. ყოველი ახალი შეფუთვის მიღება იწყება წინა კალენდარული შეფუთვის ბოლო ტაბლეტის მიღების შემდეგ. მენსტრუაციის მსგავსი სისხლდენა, როგორც წესი, იწყება კალენდარული შეფუთვის ბოლო ტაბლეტების მიღების დროს და შეიძლება არ დამთავრდეს შემდეგი კალენდარული შეფუთვის დაწყებამდე. ზოგიერთ ქალებს მენსტრუაციის მსგავსი სისხლდენა ეწყებათ ახალი კალენდარული შეფუთვიდან პირველი ტაბლეტების მიღების შემდეგ.
როგორ დავიწყოთ პრეპარატი კლაირას მიღება
თუ ჰორმონალური კონტრაცეპცია აქამდე (წინა თვეში) არ გამოყენებულა: ტაბლეტების მიღებას იწყებენ ქალის ბუნებრივი მენსტრუალური ციკლის 1-ლი დღიდან (ანუ მენსტრუალური სისხლდენის 1-ლი დღიდან).
სხვა კომბინირებული ჰორმონალური კონტრაცეპტივიდან (კჰკ) (სხვა კჰკ-დან, ვაგინალური რგოლიდან ან ტრანსდერმალური სალბუნიდან (პლასტირიდან)) კლაირაზე გადმოსვლა:
პრეპარატი კლაირას მიღება ქალმა უნდა დაიწყოს მეორე დღესვე იმის შემდეგ, რაც დალეულ იქნა აქამდე გამოყენებული კომბინირებული ჰორმონალური კონტრაცეპტივის შეფუთვის ბოლო აქტიური ტაბლეტი (აქტიური ნივთიერებების შემცველი ტაბლეტი). ვაგინალური რგოლის ან ტრანსდერმალური სალბუნის (პლასტირის) გამოყენების შემთხვევაში, პრეპარატი კლაირას მიღება ქალმა მათი მოხსნის დღიდან უნდა დაიწყოს.
თუ აქამდე გამოიყენებოდა კონტრაცეპციის მხოლოდ პროგესტაგენური მეთოდი (მინი-პილი, ინექცია, იმპლანტი) ან შიდასაშვილოსნო სისტემა (შსს) პროგესტაგენის გამოთავისუფლებით (ВМС):
მინი-პილის მიღებიდან პრეპარატი კლაირას მიღებაზე გადასვლა ქალს ნებისმიერ დღეს შეუძლია (იმპლანტიდან ან შიდასაშვილოსნო სისტემიდან − მათი მოხსნის დღეს; ინექციური მეთოდიდან − იმ დღეს, რომელშიც დანიშნულია მორიგი ინექცია), მაგრამ ყველა ამ შემთხვევაში ტაბლეტების მიღების პირველი 9 დღის განმავლობაში რეკომენდებულია დამატებით კონტრაცეპციის ბარიერული მეთოდის გამოყენება.
ორსულობის პირველ ტრიმესტრში გაკეთებული აბორტის შემდეგ:
ქალს შეუძლია დაიწყოს ტაბლეტების მიღება დაუყოვნებლივ. ამ შემთხვევაში არ არსებობს კონტრაცეპციის დამატებითი ზომების მიღების აუცილებლობა.
მშობიარობისა ან მეორე ტრიმესტრში გაკეთებული აბორტის შემდეგ:
ძუძუთი კვების შემთხვევაში იხ. ნაწილი „ორსულობა და ლაქტაცია“.
რეკომენდებულია ქალმა დაიწყოს ტაბლეტების მიღება 21-28-ე დღიდან მშობიარობისა ან მეორე ტრიმესტრში აბორტის გაკეთების შემდეგ. თუ ქალმა ამ შემთხვევაში უფრო გვიან დაიწყო ტაბლეტების მიღება, რეკომენდებულია ტაბლეტების მიღების პირველი 9 დღის განმავლობაში დამატებით კონტრაცეპციის ბარიერული მეთოდის გამოყენება. მაგრამ თუ უკვე ჰქონდა ადგილი სქესობრივ კონტაქტს, პრეპარატი კლაირას ფაქტიურ მიღებამდე ან უნდა გამოირიცხოს ორსულობა, ან ქალმა უნდა დაელოდოს პირველი მენსტრუაციის დადგომას.
გამოტოვებული ტაბლეტების მიღება
(თეთრი) არააქტიური ტაბლეტების გამოტოვების შემთხვევაში მათი უგულებელყოფა შეიძლება. მაგრამ აუცილებელია მათი გადაგდება, რათა არ მოხდეს აქტიური ტაბლეტების მიღებებს შორის არაშეგნებულად ინტერვალის გაზრდა.
შემდეგი რჩევები ეხება მხოლოდ და მხოლოდ აქტიური ტაბლეტების გამოტოვებას:
თუ ტაბლეტებს შორის მიღებისას დაყოვნება შეადგენს 12 საათზე ნაკლებს, კონტრაცეპტული დაცვა არ ქვეითდება. გამოტოვებული ტაბლეტი ქალმა უნდა მიიღოს როგორც კი გაახსენდება, ხოლო დანარჩენი აბების მიღება განაგრძოს ჩვეულ რეჟიმში.
თუ ტაბლეტებს შორის მიღებისას დაყოვნება შეადგენს 12 საათზე მეტს, კონტრაცეპტული დაცვა შესაძლოადაქვეითდეს. ბოლო გამოტოვებული ტაბლეტი ქალმა უნდა მიიღოს მაშინვე, როგორც კი გაახსენდება, იმ შემთხვევაშიც კი, თუ მას მოუწევს ერთდროულად 2 ტაბლეტის დალევა. შემდეგ ტაბლეტების მიღება ჩვეულ რეჟიმში უნდა გაგრძელდეს.
იმისდა მიხედვით, მენსტრუალური ციკლის რომელ დრეს იქნა გამოტოვებულ ტაბლეტი (დაწვრილებით იხ. ცხრილი 1), მიღებულ უნდა იქნას კონტრაცეპციის დამატებითი ზომები (მაგალითად, თავის დაცვის ბარიერული მეთოდი, კერძოდ კი, პრეზერვატივები), შემდეგი პრინციპის დაცვით:
ცხრილი 1. გამოტოვებული ტაბლეტების განაწილების პრინციპები
დღე |
ფერი ესტრადიოლის ვალერატის (ევ) და დიენოგესტის (დეგ) შემცველობა |
პრინციპები, რომლებიც უნდა დაიცვათ, თუ გამოტოვებულ იქნა ერთი ტაბლეტი და გასულია 12 საათზე მეტი: |
1-2 | მუქი ყვითელი ტაბლეტები (3,0 მგ ევ) | - გამოტოვებული ტაბლეტი მიიღეთ დაუყოვნებლივ, ხოლო შემდეგი ტაბლეტი - ჩვეულ რეჟიმში (იმ შემთხვევაშიც კი, თუ ერთ დღეში 2 ტაბლეტის დალევა მოგიწევთ) |
3-7 | ვარდისფერიტაბლეტები (2,0 მგ ევ + 2,0 მგ დეგ) | - განაგრძეთ ტაბლეტების მიღება ჩვეულ რეჟიმში |
8-17 | ღია ყვითელი ტაბლეტები (2,0 მგ ევ + 3,0 მგ დეგ) |
- კონტრაცეპციის დამატებითი ზომები შემდეგი 9 დღისგანმავლობაში |
18-24 | ღია ყვითელი ტაბლეტები (2,0 მგ ევ + 3,0 მგ დეგ) |
გადააგდეთ მიმდინარე კალენდარული შეფუთვა და დაუყოვნებლივ დაიწყეთ მიღება ახალი კალენდარული შეფუთვის პირველი ტაბლეტით. განაგრძეთ ტაბლეტების მიღება ჩვეულ რეჟიმში. კონტრაცეპციის დამატებითი ზომები |
25-26 |
წითელიტაბლეტები (1,0 მგ ევ) |
დაუყოვნებლივ მიიღეთ გამოტოვებული ტაბლეტი, ხოლო შემდეგი ტაბლეტი - ჩვეულ რეჟიმში (იმ შემთხვევაშიც კი, თუ ერთ დღეში 2 ტაბლეტის დალევა მოგიწევთ) კონტრაცეპციის დამატებითი ზომების მიღების საჭიროება არ არსებობს |
27-28 |
თეთრი ტაბლეტები (პლაცებო) |
გადააგდეთ გამოტოვებული ტაბლეტი და განაგრძეთ ტაბლეტების მიღება ჩვეულ რეჟიმში კონტრაცეპციის დამატებითი ზომების მიღების საჭიროება არ არსებობს |
დაშვებულია დღეში არაუმეტეს 2 ტაბლეტის მიღება.
თუ ქალს დაავიწყდა ახალი კალენდარული შეფუთვის დაწყება ან გამოტოვა ერთი ან მეტი ტაბლეტი კალენდარული შეფუთვის მე-3 და მე-9 დღეების შუალედში, შესაძლოა ის უკვე ორსულად არის (იმ შემთხვევაში, თუ ადგილი ჰქონდა სქესობრივ კონტაქტს, ტაბლეტის გამოტოვებამდე 7 დღის განმავლობაში). რაც მეტი ტაბლეტია გამოტოვებული (განსაკუთრებით ორი აქტიური კომპონენტის კომბინაციისას მე-3 და 24-ე დღის შუალედში), და რაც უფრო ახლოს არის ისინი არააქტიური ტაბლეტების მიღების ფაზასთან, მით უფრო მაღალია ორსულობის ალბათობა.
თუ ქალმა გამოტოვა ტაბლეტების მიღება, და შემდეგ კალენდარული შეფუთვის ბოლოში/ახალი კალენდარული შეფუთვის დაწყებისას მას არ აღენიშნებოდა მენსტრუაციის მსგავსი სისხლდენა, განსახილველია ორსულობის ალბათობა.
რეკომენდაციები კუჭ-ნაწლავის აშლილობების დროს
კუჭ-ნაწლავის მძიმე აშლილობის დროს (როგორიცაა პირღებინება ან დიარეა) შესაძლოა შეწოვება სრულად არ მოხდეს, ამიტომ მისაღებია დამატებითი კონტრაცეპტული ზომები (მაგალითად, თავის დაცვის ბარეიერული მეთოდი, კერძოდ კი, პრეზერვატივები).
თუ აქტიური ტაბლეტის მიღების შემდეგ 3-4 საათში მოხდა პირღებინება, მაშინ მოქმედებს იგივე რეკომენდაციები, რაც გამოტოვებული ტაბლეტების შემთხვევაში, რომლებიც მოყვანილია ნაწილში − „გამოტოვებული ტაბლეტების მიღება“. თუ ქალს არ სურს ტაბლეტების მიღების ჩვეული სქემის შეცვლა, მან უნდა დალიოს დამატებითი ტაბლეტი (ან ტაბლეტები) ახალი შეფუთვიდან.
დამატებითი ინფორმაცი აპაციენტების ცალკეული ჯგუფებისთვის
ბავშვები და მოზარდები
ინფორმაცია 18 წლამდე ასაკის მოზარდებში პრეპარატის გამოყენების შესახებ არ არსებობს.
გერიატრიული პაციენტები
პრეპარატი კლაირას მიღება არ არის ნაჩვენები მენოპაუზის დადგომის შემდეგ.
პაციენტებიღვიძლის ფუნქციის დარღვევებით
პრეპარატი კლაირა უკუნაჩვენებია ღვიძლის მძიმე დაავადებების მქონე ქალებში. იხ. ასევე ნაწილი „უკუჩვენებები“.
პაციენტებითირკმლის ფუნქციების დარღვევებით
პრეპარატი კლაირა სპეციალურად არ შესწავლილა თირკმლის ფუნქციების დარღვევების მქონე პაციენტებში.
უკუჩვენებები
პრეპარატი კლაირას გამოიყენება არ შეიძლება რომელიმე ქვემოჩამოთვლილი მდგომარეობის არსებობის შემთხვევაში. თუ რომელიმე ამ მდგომარეობებიდან პირველად ვლინდება კლაირას მიღების ფონზე, პრეპარატი დაუყოვნებლივ უნდა მოიხსნას.
ვენური თრომბოემბოლიის (ვთე) არსებობა ან განვითარების რისკივენური თრომბოემბოლია (ვთე) − უკვე არსებული (ანტიკოაგულანტების მიღება) ან ანამნეზში (მათ შორის, ღრმა ვენების თრომბოზი (ღვთ), ფილტვის არტერიის თრომბოემბოლია (ფათე)).
გამოვლენილი მემკვიდრეობითი ან შეძენილი მიდრეკილება ვენური თრომბოემბოლიისადმი, როგორიცაა რეზისტენტულობა აქტივირებული С პროტეინისადმი (მათ შორის V ლეიდენის ფაქტორი), ანტითრომბინ III-ის დეფიციტი, С პროტეინის დეფიციტი, S პროტეინის დეფიციტი.
ვრცელი ქირურგიული ჩარევა ხანგრძლივი იმობილიზაციით (იხ. ნაწილი „სიფრთხილის ზომები“)
ვენური თრომბოზის მაღალი რისკი მრავლობითი რისკ-ფაქტორების არსებობის შედეგად (იხ. ნაწილი „სიფრთხილის ზომები“)
არტერიული თრომბოზის რისკის არსებობაარტერიული თრომბოზი – უკვე არსებული ან ანამნეზში (მაგალითად, მიოკარდიუმის ინფარქტი), ან პროდრომული მდგომარეობა (მაგალითად, სტენოკარდია)
ცერებროვასკულარული დარღვევები – თავის ტვინის აპოპლექსია, უკვე არსებული ან ანამნეზში, ან პროდრომული მდგომარეობა (მაგალითად, ტვინის სისხლმიმოქცევის გარდამავალი დარღვევები)
გამოვლენილი მემკვიდრეობითი ან შეძენილი მიდრეკილება არტერიული თრომბოზისადმი, როგორიცაა ჰიპერჰომოცისტეინემია და ანტიფოსფოლიპიდური ანტისხეულები (ანტიფოსფოლიპიდური ანტისხეულები, მგლურას ანტიკოაგულანტი)
შაკიკი კეროვანი ნევროლოგიური სიმპტომებით ანამნეზში
არტერიული თრომბოზის მაღალი რისკი მრავლობითი რისკ-ფაქტორების არსებობის გამო (იხ. ნაწილი „სიფრთხილის ზომები“)შაქრიანი დიაბეტი სისხლძარღვოვანი გართულებებით
ჰიპერტონიული დაავადება რთული ფორმით
დისლიპოპროტეინემია რთული ფორმით
ღვიძლის უკმარისობა და ღვიძლის მძიმე დაავადებანი (ღვიძლის მაჩვენებლების ნორმაში მოყვანა), უკვე არსებული ან ანამნეზში.
ღვიძლის სიმსივნეები (კეთილთვისებიანი ან ავთვისებიანი), უკვე არსებული ან ანამნეზში.
გამოვლენილი ჰორმონდამოკიდებული ავთვისებიანი (მათ შორის სასქესო ორგანოების ან სარძევე ჯირკვლების) დაავადებები ან მათზე ეჭვი.
გაურკვეველი გენეზის მქონე ვაგინალური სისხლდენა.
პრეპარატი კლაირას ნებისმიერი კომპონენტისადმი მომატებული მგრძნობელობა.
სიფრთხილის ზომები
თუ ადგილი აქვს ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე დაავადებას/მდგომარეობას/რისკის ფაქტორს, საფუძვლიანად უნდა შედარდეს პრეპარატ კლაირას გამოყენების პოტენციური რისკი და მოსალოდნელი სარგებელი თითოეულ ინდივიდუალურ შემთხვევაში და განხილულ იქნას ქალთან მანამ, სანამ ის გადაწყვეტს პრეპარატის მიღების დაწყებას.
აღნიშნულ მდგომარეობათა ან რისკის ფაქტორთაგან რომელიმეს გამწვავების ან გამომჟღავნების პირველივე შემთხვევაში, ქალმა კონსულტაცია უნდა გაიაროს საკუთარ ექიმთან, რომელსაც შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება პრეპარატის მოხსნის თაობაზე.
ვენური თრომბოემბოლიაზე ან არტერიულ თრომბოზზე ეჭვის არსებობის ან მათი დადასტურების შემთხვევაში, კომბინირებული ორალური კონტრაცეპტივების მიღება უნდა შეწყდეს. ანტიკოაგულანტური თერაპიის დაწყების აუცილებლობის შემთხვევაში, უნდა დაინიშნოს ადეკვატური ალტერნატიული კონტრაცეპცია, ანტიკოაგულანტური თერაპიის (კუმარინის) ტერატოგენობის გამო.
გაფრთხილებები
არ ჩატარებულა ეპიდემიოლოგიური კვლევები ესტრადიოლის ან ესტრადიოლის შემცველი კომბინირებული ორალური კონტრაცეპტივების გავლენის შესწავლის მიზნით. ყველა შემდგომი გაფრთხილება ეფუძნება ესტრადიოლის შემცველი პრეპარატების კლინიკური და ეპიდემიოლოგიური მონაცემების შესწავლის მონაცემებს.
გულ-სისხლძარღვთა სისტემისდაავადებები
ვენური თრომბოემბოლიის (ვთე) განვითარების რისკი
ნებისმიერი კომბინირებული ორალური კონტრაცეპტივების (კოკ) გამოყენება, მათ გამოუყენებლობასთან შედარებით, ზრდის ვენური თრომბოემბოლიის (ვთე) განვითარების რისკს. პრეპარატები, რომლებიც შეიცავენ ლევონორგესტრელს, ნორგესტიმატს ან ნორეტისტერონს, ვთე-ს ნაკლებ რისკთან არიან დაკავშირებული. დღეისათვის არ არის ცნობილი, რამდენად შედარებითია პრეპარატი კლაირას მიღების რისკი და იმ პროდუქტების მიღების რისკი, რომლებიც ვენური თრომბოემბოლიის (ვთე) ნაკლებ რისკთან არიან დაკავშირებული. ნებისმიერი იმ პრეპარატის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილება, რომელიც არ წარმოადგენს ვთე ნაკლები რისკის მქონე პრეპარატს, მიღებულ უნდა იქნას მხოლოდ პაციენტთან განხილვის შემდეგ, რათა დავრწმუნდეთ იმაში, რომ ის აცნობიერებს:
- ვთე განვითარების რისკს კლაირას გამოყენებისას
- რა გავლენას ახდენენ მისი მიმდინარე ფაქტორები ვთე განვითარების რისკზე
- რომ ვთე-ს განვითარების რისკი უფრო მეტია გამოყენების პირველ წელს.
ასევე არსებობს მითითებები იმაზე, რომ ვთე-ს განვითარების რისკი იზრდება კომბინირებული ორალური კონტრაცეპტივების მიღების პროცესის აღდგენის შემთხვევაში, როდესაც მიღებებს შორის შესვენება 4 კვირა და მეტია.
10 000-დან დაახლოებით 2 ქალს, რომლებიც არ ღებულობენ კომბინირებულ ორალურ კონტრაცეპტივებს და არ არიან ორსულად, ვენური თრომბოემბოლია ერთი წლის განმავლობაში უვითარდებათ. თუმცა ზოგიერთ ქალებში ეს რისკი შეიძლება ბევრად უფრო მაღალი იყოს, რაც დამოკიდებულია რისკის ფონურ ფაქტორებზე (იხ. ქვემოთ).
შეფასებების თანახმად, 10 000 ქალიდან, რომლებიც ღებულობენ ლევონოლგესტრელის შემცველ კოკებს, დაახლოებით 61პაციენტს ვენური თრომბოემბოლია ერთი წლის განმავლობაში განუვითარდება.
ეპიდემიოლოგიურმა კვლევებმა ქალებში, რომლებიც კომბინირებული ორალური კონტრაცეპტივების დაბალ დოზას ღებულობდნენ (
წელიწადში ვთე-ს ეპიზოდების რაოდენობა დაბალდოზირებული კოკების მიღებისას, მოსალოდნელზე ნაკლებია ორსულობისა ან მშობიარობის შემდგომ პერიოდში.
ვენური თრომბოემბოლია შეიძლება დასრულდეს ლეტალური შედეგით 1-2% შემთხვევაში.
ძალიან იშვიათად, კომბინირებული პერორალური კონტრაცეპტივების გამოყენებისას, წარმოიქმნება სხვა სისხლძარღვების თრომბოზი, მაგალითად, ღვიძლის, ჯორჯლის, თირკმლის, ცერებრალური ვენების და არტერიების ან ბადურის სისხლძარღვები.
ვენური თრომბოემბოლიის განვითარების რისკის ფაქტორები
ვენური თრომბოემბოლიის განვითარების რისკი შესაძლოა არსებითად გაიზარდოს ქალებში, რომლებიც ღებულობენ კომბინირებულ ორალურ კონტრაცეპტივებს და აქვთ დამატებითი რისკის ფაქტორი, განსაკუთრებით კი რისკის მრავლობითი ფაქტორების შემთხვევაში (იხ. ცხრილი ქვემოთ).
პრეპარატი კლაირა უკუნაჩვენებია ქალებში ისეთი მრავლობითი რისკის ფაქტორების არსებობისას, რომლებიც ვენური თრომბოზის მაღალ რისკს განაპირობებენ (იხ. ნაწილი „უკუჩვენებები“). თუ ქალს აქვს ერთზე მეტი რისკის ფაქტორი, შესაძლებელია, რომ რისკის ზრდა ცალკეული ფაქტორების ჯამს აღემატებოდეს - ამ შემთხვევაში უნდა შეფასდეს ქალის ვთე-ს საერთო რისკი. თუ სარგებლისა და რისკების თანაფარდობა უარყოფითად ითვლება, კოკები არ უნდა დაინიშნოს (იხ. ნაწილი „უკუჩვენებები“).
ცხრილი: ვენური თრომბოემბოლიის (ვთე) განვითარების რისკის ფაქტორები
რისკის ფაქტორი |
კომენტარი |
სიმსუქნე (სხეულის მასის ინდექსი აღემატება 30 კგ/მ2) |
რისკი არსებითად იზრდება სხეულის მასის ინდექსის გაზრდისას. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სხვა რისკ-ფაქტორების გათვალისწინება |
ხანგრძლივი იმობილიზაცია, სერიოზული ქირურგიული ჩარევა, ნებისმიერი ოპერაცია ქვედა კიდურებზე ან მენჯზე, ნეიროქირურგიული ოპერაცია ან ვრცელი ტრავმა. შენიშვნა: დროებითი იმობილიზაცია, ავიაგადაფრენის ჩათვლით >4 საათი, ასევე შეიძლება გახდეს ვთე-ს რისკ-ფაქტორი, განსაკუთრებით სხვა რისკ-ფაქტორების მქონე ქალებში |
ასეთ სიტუაციებში სასურველია შეწყვიტოთ ტაბლეტების გამოყენება (გეგმიური ოპერაციის შემთხვევაში, ოპერაციამდე 4 კვირით ადრე მაინც) და არ განაახლოთ მიღება იმობილიზაციის დასრულების შემდეგ ორი კვირის განმავლობაში. არასასურველი ორსულობის თავიდან აცილების მიზნით გამოყენებულ უნდა იქნას კონტრაცეპციის სხვა მეთოდი. თუ პრეპარატი კლაირა წინასწარ არ იქნა მოხსნილი, განსახილველია ანტითრომბული თერაპიის დანიშვნა. |
დადებითი ოჯახური ანამნეზი (ვენური თრომბოემბოლია ოდესმე დის ან ძმის ან რომელიმე მშობლის შემთხვევაში, განსაკუთრებით შედარებით ადრეულ ასაკში, მაგალითად 50 წლამდე) |
სავარაუდო მემკვიდრეობითი მიდრეკილების შემთხვევაში ქალი უნდა დაათვალიეროს სპეციალისტმა, რათა გადაწყდეს ნებისმიერი კოკების მიღების დასაშვებობის საკითხი |
ვთე-სთან დაკავშირებული სხვა კლინიკური მდგომარეობები |
კიბო, სისტემური წითელი მგლურა, ჰემოლიზურ-ურემიული სინდრომი, ნაწლავების ქრონიკული ანთებითი დაავადება (კრონის დაავადება ან წყლულოვანი კოლიტი) და ნამგალისებრუჯრედოვანი ანემია |
ასაკი |
განსაკუთრებით 35 წელს ზევით
|
ვენების ვარიკოზული გაგანიერებისდა ზედაპირული თრომბოფლებიტის შესაძლო როლის საკითხი, ვენების თრომბოზის გაჩენასა ან განვითარებაში, დავის საგნად რჩება.
გასათვალისწინებელია თრომბოემბოლიის მომატებული რისკი ორსულობის დროს და, განსაკუთრებით მშობიარობის შემდეგ 6 კვირის განმავლობაში (იხ. ნაწილი „ორსულობა და ლაქტაცია“).
ვენური თრომბოემბოლიის(ღრმა ვენების თრომბოზი და ფილტვის არტერიის თრომბოემბოლია) სიმპტომები
აღნიშნული სიმპტომების გაჩენის შემთხვევაში პაციენტს უნდა მიეცეს რეკომენდაცია, რათა მან დაუყოვნებლივ მიმართოს გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას და აცნობოს ექიმს იმის თაობაზე, რომ იღებს კომბინირებულ ორალურ კონტრაცეპტივებს.
ღრმა ვენების თრომბოზის (ღვთ) სიმპტომები მოიცავს:
ქვედა კიდურის ცალმხრივი შეშუპება ან შეშუპება კიდურის ვენის გასწვრივ;
ქვედა კიდურის ტკივილი ან მტკივნეულობა, რომელიც შეიძლება იგრძნობოდეს მხოლოდ დგომისას ან ფეხით სიარულის დროს
დაზიანებული ქვედა კიდურის ტემპერატურის მომატება; გაწითლება ან კანის გაუფერულება.
ფილტვის არტერიის თრომბოემბოლიის (ფათე) სიმპტომები შესაძლოა მოიცავდეს:
დაუდგენელი გენეზის ქოშინი და გახშირებული სუნთქვა;
უეცარი ხველა, მათ შორის სისხლიანი ნახველით;
მწვავე ტკივილი გულმკერდის არეში;
პრესინკოპე ან ძლიერი თავბრუსხვევა;
გახშირებული და არარეგულარული გულის რითმი.
ზოგიერთი ამ სიმპტომებს შორის (მაგალითად, ქოშინი, ხველა) არასპეციფიკურია, და შეიძლება არასწორად იქნას ინტერპრეტირებული, როგორც მეტად გავრცელებული ან ნაკლებად მძიმე მოვლენა (მაგალითად, სასუნთქი გზების ინფექციები).
სისხლძარღვის ოკლუზიის სხვა ნიშნები შეიძლება იყოს: უეცარი ტკივილი, შეშუპება და კიდურის მსუბუქი სილურჯე.
თვალის სისხლძარღვთა ოკლუზიის შემთხვევაში, სიმპტომები შეიძლება განსხვავდებოდეს: მხედველობის სიმკვეთრის უმტკივნეულო დარღვევით დაწყებული, მხედველობის დაკარგვის პროგრესირებადი პროცესით დამთავრებული. ზოგიერთ შემთხვევაში მხედველობის დაკარგვა სრულიად მოულოდნელად ხდება.
არტერიული თრომბოემბოლიის (ათე) განვითარების რისკი
ეპიდემიოლოგიური კვლევები კოკების მიღებას უკავშირებენ არტერიული თრომბოემბოლიის (მიოკარდიუმის ინფარქტის) ან ცერებრალური სისხლისმიმოქცევის მწვავე დარღვევის (მაგალითად, ტრანზიტორული იშემიური შეტევა, ინსულტი) მაღალ რისკს. არტერიული თრომბოემბოლიის გამოვლინებები შეიძლება სასიკვდილო იყოს.
არტერიული თრომბოემბოლიის (ათე) განვითარების რისკის ფაქტორები
კოკების მიმღებთა შორის, არტერიულითრომბოემბოლიის ან ინსულტის რისკი უფრო მეტია რისკის ფაქტორების მქონე ქალებში (იხ. ცხრილი). პრეპარატი კლაირა უკუნაჩვენებია ქალებში, რომლებსაც აქვთ არტერიული თრომბოემბოლიისერთ-ერთი სერიოზული ან მრავლობითი რისკ-ფაქტორები, რომლებიც განაპირობებენ არტერიული თრომბოზის მაღალ რისკს (იხ. ნაწილი 4.3). თუ ქალს ერთზე მეტი რისკის ფაქტორი გააჩნია, შესაძლებელია, რომ რისკის ზრდა ცალკეული ფაქტორების ჯამს აღემატებოდეს – ამ შემთხვევაში უნდა შეფასდეს ქალის საერთო რისკი. თუ სარგებლისა და რისკების თანაფარდობა უარყოფითად მიიჩნევა, კოკები არ უნდა დაინიშნოს (იხ. ნაწილი 4.3).
ცხრილი: არტერიული თრომბოემბოლიის განვითარების რისკის ფაქტორები
რისკის ფაქტორი |
კომენტარი |
ასაკი | განსაკუთრებით 35 წლის ზემოთ |
მოწევა | ქალებისთვის რეკომენდებულია მოწევისგან თავის შეკავება იმ შემთხვევაში, თუ მათ კოკების გამოყენება სურთ. 35 წელს გადაცილებული ასაკის ქალებისთვის, რომლებიც განაგრძობენ მოწევას, მკაცრად რეკომენდებულია კონტრაცეფციის სხვა მეთოდის გამოყენება |
ჰიპერტენზია | |
სიმსუქნე (სხეულის მასის ინდექსი აღემატება 30 კგ/მ2) |
რისკი არსებითად იზრდება სხეულის მასის ინდექსის გაზრდისას. განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა აქვს დამატებითი რისკ-ფაქტორების მქონე ქალებში |
დადებითი ოჯახური ანამნეზი (არტერიული თრომბოემბოლია ოდესმე დის ან ძმის, ან რომელიმე მშობლის შემთხვევაში, განსაკუთრებით შედარებით ადრეულ ასაკში, მაგალითად 50 წლამდე) |
სავარაუდო მემკვიდრეობითი მიდრეკილების შემთხვევაში, ქალი სპეციალისტმა უნდა დაათვალიეროს, რათა გადაწყდეს ნებისმიერი კოკების მიღების დასაშვებობის საკითხი |
შაკიკი |
შაკიკის სიხშირისა და სიმძიმის ზრდა (რაც შეიძლება წინ უსწრებდეს ცერებროვასკულურ დარღვევებს) კოკების გამოყენებისას, შეიძლება გახდეს ამ მედიკამენტების მიღების დაუყოვნებლივ შეწყვეტის მიზეზი |
სხვა კლინიკური მდგომარეობები, რომლებიც უკავშირდება უარყოფით მოვლენებს სისხლძარღვთა მხრივ |
შაქრიანი დიაბეტი, ჰიპერჰომოცისტეინემია, გულის სარქველების დაავადება და წინაგულების ციმციმი, დისლიპოპროტეინემია და სისტემური წითელი მგლურა. |
არტერიული თრომბოემბოლიის სიმპტომები
სიმპტომების გაჩენის შემთხვევაში ქალს უნდა მიეცეს რეკომენდაცია, დაუყოვნებლივ მიმართოს სამედიცინო დახმარებას და აცნობოს ექიმს იმის თაობაზე, რომ იღებს კომბინირებულ ორალურ კონტრაცეპტივებს.
ტვინის სისხლმიმოქცევის მწვავე დარღვევის სიმპტომები შეიძლება მოიცავდეს:
სახის კუნთების, ზედა ან ქვედა კიდურის უეცრად დაბუჟებას ან სისუსტეს, განსაკუთრებით ცალმხრივად;
მოულოდნელ სირთულეებს გადაადგილებისას, თავბრუსხვევას, წონასწორობის ან მოძრაობის კოორდინაციის გრძნობის დაკარგვას;
უეცრად გონების გაფანტულობას, პრობლემებს მეტყველებისას და მეტყველების გაგებისას;
მხედველობის მოულოდნელ დარღვევას ერთ ან ორივე თვალში;
უეცარ, მძიმე ან ხანგრძლივ თავის ტკივილს, მიზეზის გამოცნობის გარეშე;
ცნობიერების ან გონების დაკარგვას კრუნჩხვების თანხლებით ან მათ გარეშე.
დროებითი სიმპტომები გულისხმობს, რომ ეპიზოდი წარმოადგენს ტრანზიტულ იშემიურ შეტევას (ტიშ).
მიოკარდიუმის ინფარქტის (მი) სიმპტომები შეიძლება მოიცავდეს:
ტკივილს, დისკომფორტის, ზეწოლის, სიმძიმის შეგრძნებას, მოჭერის ან გავსების შეგრძნებას გულმკერდის არეში, ხელში ან სამკერდე ძვლის ქვეშ;
დისკომფორტის შეგრძნებას, რომელიც ირადირებას ახდენს ზურგში, ყბის, ყელის, ხელის, მუცლის არეში;
კუჭის გავსებულობის, კუჭის აშლილობის ან სულის ხუთვის შეგრძნებას;
ოფლიანობას, გულისრევას, ღებინებას ან თავბრუსხვევას;
სისუსტეს კიდურებში, შფოთვას ან ქოშინს;
გულის შეკუმშვათა მაღალ ან არარეგულარულ სიხშირეს.
სიმსივნეები
საშვილოსნოს ყელის კიბოს განვითარებასთან დაკავშირებული ყველაზე არსებითი რისკის ფაქტორია – პერსისტირებადი პაპილომავირუსული ინფექცია (პპი). არსებობს ცნობები კოკების ხანგრძლივი გამოყენების დროს საშვილოსნოს ყელის კიბოს განვითარების რისკის მცირე ზრდასთან დაკავშირებით. კავშირი კოკების მიღებასთან დადასტურებული არ არის. განიხილება ამ მონაცემების ურთიერთკავშირის შესაძლებლობა საშვილოსნოს ყელის დაავადებების სკრინინგთან და სქესობრივი ქცევის თავისებურებებთან (კონტრაცეფციის ბარიერული მეთოდების უფრო იშვიათი გამოყენება).
54 ეპიდემიოლოგიური კვლევის მეტა-ანალიზმა გამოავლინა სარძევე ჯირკვლის კიბოს განვითარების შეფარდებითი რისკის (შრ = 1,24) მცირე ზრდა ქალებში, რომლებიც იღებენ კოკებს (მათი მიღების პროცესში). გაზრდილი რისკი თანდათანობით ქრება – ამ პრეპარატების შეწყვეტის შემდეგ 10 წლის განმავლობაში. გამომდინარე იქიდან, რომ სარძევე ჯირკვლის კიბო იშვიათად გვხვდება 40 წლამდე ასაკის ქალებში, სარძევე ჯირკვლის კიბოს დიაგნოსტირებული რაოდენობის გარკვეული ზრდა ქალებში, რომლებიც იღებენ კოკებს მიმდინარე მომენტში ან იღებდნენ ცოტა ხნის წინ, უმნიშვნელოა ამ დაავადების საერთო რისკთან შედარებით. მისი კავშირი კოკების გამოყენებასთან დამტკიცებული არ არის. რისკის არსებული ზრდა შეიძლება ასევე იყოს სარძევე ჯირკვლის კიბოს უფრო ადრეული დიაგნოსტიკის შედეგი ქალებში, რომლებიც კოკებს იყენებენ. ქალებში, რომლებსაც ოდესმე გამოუყენებიათ კოკები, ვლინდება სარძევე ჯირკვლის კიბოს უფრო ადრეული სტადიები, ვიდრე ქალებში, რომლებსაც ისინი არასდროს არ გამოუყენებიათ.
იშვიათ შემთხვევებში, კოკების გამოყენების ფონზე, შეიმჩნეოდა ღვიძლის კეთილთვისებიანი, და ძალიან იშვიათ შემთხვევებში – ავთვისებიანი, სიმსივნეების განვითარება, რომლებიც ცალკეულ შემთხვევებში იწვევდნენ სიცოცხლისათვის საშიშ მუცლის შიდა სისხლდენას. მუცლის ზედა ნაწილში ძლიერი ტკივილების გაჩენისას, ღვიძლის ზომის მომატების ან მუცლის შიდა სისხლდენის ნიშნების გამოვლენისას ქალებში, რომლებიც კოკებს ღებულობენ, დიფერენციალური დიაგნოსტიკის დროს უნდა გამოირიცხოს ღვიძლის სიმსივნეები.
სხვამდგომარეობები
ჰიპერტრიგლიცერიდემიის დროს (ან ოჯახურ ანამნეზში ამ მდგომარეობის არსებობისას) ქალებს, კოკების მიღების დროს, შეიძლება ჰქონდეს პანკრეატიტის განვითარების მომატებული რისკი.
მიუხედავად იმისა, რომ არტერიული წნევის მცირე ზრდა აღენიშნებოდა კოკების მიმღებ ბევრ ქალს, კლინიკურად მნიშვნელოვან ზრდას ადგილი იშვიათად ჰქონდა. თუმცა, თუ პრეპარატი კლაირას გამოყენების ფონზე ვითარდება არტერიული წნევის სტაბილური, კლინიკურად მნიშვნელოვანი ზრდა, აუცილებელია პრეპარატის მოხსნა და არტერიული ჰიპერტენზიის მკურნალობის დაწყება. საჭიროების შემთხვევაში პრეპარატი კლაირას მიღება შეიძლება განახლდეს, თუ ჰიპოტენზიული თერაპიის შედეგად შესაძლებელი გახდა არტერიული წნევის (აწ) ნორმალური მაჩვენებლების მიღწევა.
როგორც ორსულობის, ასევე კოკების მიღების დროს, ვითარდება ან გაუარესდება შემდეგი მდგომარეობები, თუმცა მათი კავშირი კოკების მიღებასთან დადასტურებული არ არის: სიყვითლე ან/და ქოლესტაზური ქავილი, ქოლელითიაზი, პორფირია, სისტემური წითელი მგლურა, ჰემოლიზურ-ურემიული სინდრომი, სიდენჰამის ქორეა, ორსულების ჰერპესი, ოტოსკლეროზით გამოწვეული სმენის დაკარგვა.
ანგიონევროზული შეშუპების მემკვიდრეობითი ფორმების მქონე ქალებში, ეგზოგენურ ესტროგენებს შეუძლიათ ინდუცირება მოახდინონ ან გააუარესონ ანგიონევროზული შეშუპების სიმპტომები.
ღვიძლის მწვავე ან ქრონიკული დარღვევების დროს შეიძლება საჭირო გახდეს პრეპარატი კლაირას მოხსნა მანამ, სანამ ღვიძლის ფუნქციის მაჩვენებლები ნორმას არ მიაღწევს. რეციდივირებადი ქოლესტაზური სიყვითლე, რომელიც პირველად ორსულობის დროს ან მანამდე სქესობრივი ჰორმონების მიღებისას ვითარდება, მოითხოვს პრეპარატი კლაირას მიღების შეწყვეტას.
მიუხედავად იმისა, რომ კოკებს შეუძლია გავლენა იქონიონ ინსულინისადმი რეზისტენტობაზე და გლუკოზისადმი ტოლერანტობაზე, არ არსებობს თერაპიული რეჟიმის შეცვლის აუცილებლობა შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ პაციენტებში, რომლებიც ღებულობენ პრეპარატ კლაირას. მიუხედავად ამისა, შაქრიანი დიაბეტის მქონე ქალები საჭიროებენ საფუძვლიან დაკვირვებას, პრეპარატი კლაირას მიღების დროს.
ასევე აღწერილია ენდოგენური დეპრესიის, ეპილეფსიის, კრონის დაავადების და არასპეციფიური წყლულოვანი კოლიტის გაუარესების შემთხვევები კომბინირებული პერორალური კონტრაცეპტივების მიღების ფონზე.
ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება განვითარდეს ქლოაზმა, განსაკუთრებით ანამნეზში ორსულობის დროს ქლოაზმის არსებობისას. ქლოაზმის განვითარებისადმი მიდრეკილების მქონე ქალებმა, პრეპარატი კლაირას მიღების დროს, თავი უნდა მოარიდონ მზის ან ულტრაიისფერი გამოსხივების ზემოქმედებას.
შესაძლოა ესტროგენებმა სითხის შეკავება გამოიწვიონ, რის გამოც გულის ან თირკმლის დისფუნქციის მქონე პაციენტები საფუძვლიანი დაკვირვების ქვეშ უნდა იმყოფებოდნენ. გარდა ამისა, საფუძვლიან დაკვირვებას ექვემდებარებიან თირკმლის ტერმინალური უკმარისობის მქონე პაციენტები, რადგან ცირკულირებადი ესტროგენების დონე, პრეპარატი კლაირას მიღების შემდეგ, შეიძლება გაიზარდოს.
მოცემული სამკურნალწამლო პრეპარატი თითო ტაბლეტში შეიცავს არაუმეტეს 50 მგ ლაქტოზას. ლაქტოზის იშვიათი მემკვიდრეობითი აუტანლობის, ლაქტაზური უკმარისობის ან გლუკოზა-გალაქტოზის მალაბსორბციის მქონე პაციენტებმა, რომლებიც ულაქტოზო დიეტას იცავენ, აღნიშნული მონაცემები მხედველობაში უნდა მიიღონ.
ზემოქმედება ლაბორატორიულ ტესტებზე
პრეპარატი კლაირას მიღებამ შეიძლება გავლენა მოახდინოს ზოგიერთი ლაბორატორიული კვლევების შედეგებზე, მათ შორის ღვიძლის, ფარისებრი ჯირკვლის, თირკმელზედა ჯირკვლის და თირკმლის ფუნქციების ბიოქიმიურ პარამეტრებზე, პლაზმაში სატრანსპორტო ცილების კონცენტრაციაზე, მაგალითად, კლინიკურ-სტატისტიკური ჯგუფები და ლიპიდების/ლიპოპროტეიდების ფრაქციები, ნახშირწყლოვანი ცვლის პარამეტრები და შედედებისა და ფიბრინოლიზის პარამეტრები. აღნიშნული ცვლილებები, როგორც წესი, ლაბორატორიული ნორმების ფარგლებში რჩება.
სამედიცინო გამოკვლევები
პრეპარატი კლაირას გამოყენებამდე ზედმიწევნით უნდა შეფასდეს პრეპარატის დანიშვნის უკუჩვენებები, სიცოცხლის ანამნეზის, ქალის ოჯახური ანამნეზის, ასევე ზოგადი სამედიცინო და გინეკოლოგიური გამოკვლევების საფუძველზე. ამ გამოკვლევების სიხშირე და ხასიათი უნდა ეფუძნებოდეს არსებული სამედიცინო პრაქტიკის ნორმებს, თითოეული პაციენტის ინდივიდუალური თავისებურებების გათვალისწინებით. როგორც წესი, იზომება არტერიული წნევა, მოწმდება სარძევე ჯირკვლების, მუცლის ღრუს და მცირე მენჯის ღრუს ორგანოების მდგომარეობა, მათ შორის საშვილოსნოს ყელის ციტოლოგია.
ქალს აუცილებლად უნდა განემარტოს, რომ პრეპარატი კლაირა არ იცავს აივ-ინფექციის (შიდსის) და სქესობრივი გზით გადამდები სხვა დაავადებებისგან.
ეფექტურობის შემცირება
პრეპარატი კლაირას ეფექტურობა შეიძლება შემცირდეს აქტიური კომპონენტებიანი ტაბლეტების გამოტოვების შემთხვევაში (იხ. გამოტოვებული ტაბლეტების მიღების რეკომენდაციები ნაწილში „გამოყენების წესი და დოზები“), აქტიური კომპონენტებიანი ტაბლეტების მიღებისას კუჭ-ნაწლავის აშლილობების შემთხვევაში (იხ. რეკომენდაციები კუჭ-ნაწლავის აშლილობების დროს ნაწილში „გამოყენების წესი და დოზები“) ან თანმხლები სამკურნალწამლო მკურნალობის ფონზე (იხ. „ურთიერთქმედება სხვა სამკურნალწამლო საშუალებებთან“).
ციკლის კონტროლი
პრეპარატი კლაირას მიღების ფონზე, განსაკუთრებით პირველ თვეებში, შესაძლებელია გაჩნდეს არარეგულარული, მენსტრუაციის მსგავსი სისხლდენა (ლაქოვანი გამონადენი ან შუალედური სისხლდენა საშვილოსნოდან). აქედან გამომდინარე, ნებისმიერი არარეგულარული მენსტრუაციის მსგავსი სისხლდენა უნდა შეფასდეს მხოლოდ ადაპტაციის პერიოდის გავლის შემდეგ, რომელიც დაახლოებით 3 მენსტრუალურ ციკლს შეადგენს.
ჩატარებულ შედარებით კლინიკურ კვლევაში მონაწილე პაციენტების დღიურებზე დაყრდნობით, პრეპარატი კლაირას მიმღებ ქალთა პროცენტულმა მაჩვენებელმა, რომელთაც ინტენსიური სისხლდენა აღმოაჩნდათ, 10%-დან 18%-მდე შეადგინა.
პრეპარატი კლაირას გამოყენებისას შეიძლება შეინიშნებოდეს ამენორეა, რომელიც არ მიუთითებს ორსულობაზე. პაციენტების დღიურებზე დაყრდნობით, ამენორეა აღინიშნებოდა ციკლის დაახლოებით 15% შემთხვევაში.
თუ არარეგულარული მენსტრუალური სისხლდენა ხელახლა მეორდება ან პირველად ჩნდება წინა რეგულარული ციკლების შემდეგ, განსახილველია ასევე არაჰორმონალური ხასიათის მქონე მიზეზები და ჩატარდეს საფუძვლიანი გამოკვლევა, ავთვისებიანი ახალწარმონაქმნების ან ორსულობის გამორიცხვის მიზნით. მსგავსი ღონისძიებები შეიძლება მოიცავდეს დიაგნოსტიკურ გამოფხეკას.
ზოგიერთ ქალებს, თეთრი ფერის არააქტიური ტაბლეტების მიღებისას, შესაძლებელია მენსტრუალური სისხლდენა არ განუვითარდეთ. თუ პრეპარატი კლაირას მიღება „გამოყენების წესი და დოზები“ ნაწილში მითითებული წესების შესაბამისად განხორციელდა, ორსულობა ნაკლებად შესაძლებელია. თუმცა, თუ პირველი მენსტრუალური სისხლდენის არ მოსვლის შემთხვევამდე ტაბლეტების მიღება არარეგულარულად ხდებოდა, ან ქალს ზედიზედ 2 მენსტრუალური სისხლდენა არ მოსვლია, პრეპარატი კლაირას მიღება არ უნდა გაგრძელდეს მანამ, სანამ არ გამოირიცხება ორსულობა.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალწამლო საშუალებებთან
შენიშვნა: შესაძლო ურთიერთქმედებების გამოვლენის მიზნით, გაეცანით შესაბამისი სამკურნალწამლო პრეპარატების გამოყენების ინსტრუქციებს.
სხვა სამკურნალწამლო საშუალებებთან ურთიერთქმედების კვლევები ჩატარდა მხოლოდ ზრდასრულ პაციენტებში.
სხვა სამკურნალწამლო საშუალებებთან ურთიერთქმედებები აღწერილ იქნა ზოგადად კოკების შესახებ არსებულ ლიტერატურაში, ან შესწავლილ იქნა პრეპარატი კლაირას კლინიკური გამოკვლევების დროს.
შესაძლოა ურთიერთქმედება მიკროსომული ფერმენტების ინდუქტორ პრეპარატებთან, რომლებსაც შეუძლია გამოიწვიონ სასქესო ჰორმონების კლირენსის მომატება და შუალედური სისხლდენები ან/და კონტრაცეპტული ეფექტურობის დაქვეითება.
ფერმენტების ინდუქცია შეიძლება გამოვლინდეს თერაპიის ჩატარების უკვე რამდენიმე დღის შემდეგ. ფერმენტების მაქსიმალური ინდუქცია, როგორც წესი, რამდენიმე კვირის განმავლობაში შეინიშნება. თერაპიის შეწყვეტის შემდეგ ფერმენტების ინდუქცია შესაძლოა დაახლოებით 4 კვირა გაგრძელდეს.
მოკლევადიანი თერაპია
ქალებმა, რომლებიც ღებულობენ აღნიშნულ პრეპარატებს, კოკების მიღებასთან ერთად, დამატებით დროებით უნდა გამოიყენონ კონტრაცეფციის ბარიერული მეთოდები ან შეარჩიონ კონტრაცეპციის სხვა მეთოდი. პრეპარატების ერთდროული მიღების შემთხვევაში და მოხსნის შემდეგ 28 დღის განმავლობაში, დამატებით გამოყენებულ უნდა იქნას კონტრაცეფციის ბარიერული მეთოდი. თუ ამ პერიოდის განმავლობაში დამთავრდა აპკისებური გარსით დაფარული, ჰორმონშემცველი ღია ვარდისფერი ტაბლეტები, უნდა გამოტოვოთ მიმდინარე შეფუთვის აპკისებური გარსით დაფარული თეთრი ტაბლეტების მიღება, რომლებიც არ შეიცავს ჰორმონების, და დაიწყოთ ტაბლეტების მიღება კოკების შემდეგი შეფუთვიდან.
გრძელვადიანი თერაპია
ქალებისათვის, რომლებიც დიდი ხნის განმავლობაში ღებულობდნენ აქტიური ნივთიერებების შემცველ პრეპარატებს, რომლებიც ახდენენ ღვიძლის ფერმენტების ინდუცირებას, რეკომენდებულია სხვა საიმედო, არაჰორმონალური კონტრაცეპციის გამოყენება.
ნივთიერებები, რომლებიცზრდიანკოკებისკლირენსს (ამცირებენ კოკების ეფექტურობას ფერმენტებისინდუქციისგზით), მაგალითად:
ბარბიტურატები, კარბამაზეპინი, ფენიტოინი, პრიმიდონი, რიფამპიცინი და აივ-ინფექციების სამკურნალო პრეპარატები: რიტონავირი, ნევირაპინი და ეფავირენცი, და შესაძლოა ფელბამატი, გრიზეოფულვინი, ოქსკარბაზეპინი, ტოპირამატი და მცენარეული სამკურნალწამლო საშუალების – კრაზანას (პერფორირებული კრაზანას) შემცველი პროდუქტები.
კლინიკური კვლევების მონაცემებმა აჩვენა, რომ დიენოგესტისა და ესტრადიოლის წონასწორული კონცენტრაცია და სისტემური ექსპოზიცია მნიშვნელოვნად მცირდება, ერთდროულად ციტოქრომ P450 (CYP3A4)-ის მიკროსომული ფერმენტების ძლიერი ინდუქტორის, როგორიცაა რიფამპიცინი, მიღების დროს. დიენოგესტისა და ესტრადიოლის AUC (0-24 საათი), სტაბილურ მდგომარეობაში, შემცირდა 83%-ით და 44%-ით შესაბამისად.
კოკებისკლირენსზესხვადასხვა მოქმედების მქონენივთიერებები, მაგალითად:
კოკებთან ერთდროულად მიღებისას, აივ/C ჰეპატიტის ვირუსის პროტეაზას ბევრ ინჰიბიტორს და არანუკლეზოიდური უკუტრანსკრიპტაზულ ინჰიბიტორებს შეუძლიათ ესტროგენის ან პროგესტინის პლაზმური კონცენტრაციის გაზრდა ან შემცირება. ზოგიერთ შემთხვევაში, ამ ცვლილებებს შეიძლება ჰქონდეს კლინიკური მნიშვნელობა.
ნივთიერებები, რომლებიც ამცირებენ კოკებისკლირენსს (ფერმენტებისინჰიბიტორები):
CYP3A4. დიენოგესტი არის CYP3A4-ის სუბსტრატი.
ფერმენტების ინჰიბიტორებთან პოტენციური ურთიერთქმედების კლინიკური მნიშვნელობა უცნობია.
კოკებისა და CYP3A4-ის ძლიერი ინჰიბიტორების ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ესტროგენისა ან პროგესტინის, ან ორივე ჰორმონის, პლაზმური კონცენტრაციის ზრდა.
CYP3A4-ის ფერმენტის ძლიერ ინჰიბიტორთან – კეტოკონაზოლთან, ერთდროული მიღება იწვევდა AUC-ის (0-24 საათი) 2,9-ჯერ და 1,6-ჯერ ზრდას, დიენოგესტისა და ესტრადიოლის სტაციონარული კონცენტრაციისას, შესაბამისად. ერთდროული მიღება ზომიერ ინჰიბიტორთან – ერითრომიცინთან, იწვევდა AUC-ის (0-24 საათი) 1,6-ჯერ და 1,3-ჯერ ზრდას, დიენოგესტისა და ესტრადიოლის სტაციონარული კონცენტრაციისას, შესაბამისად.
პრეპარატ კლაირას მოქმედება სხვა სამკურნალწამლო საშუალებებზე
პერორალურმა კონტრაცეპტივებმა შეიძლება გავლენა იქონიონ სხვა პრეპარატების მეტაბოლიზმზე, რაც იწვევს პლაზმაში და ქსოვილებში მათი კონცენტრაციის ზრდას (მაგალითად, ციკლოსპორინი) ან შემცირებას (მაგალითად, ლამოტრიჯინი).
2 მგ დიენოგესტის + 0,03 მგ ეთინილესტრადიოლის და ნიფედიპინის ერთდროული მიღება არ მოქმედებს ნიფედიპინის ფარმაკოკინეტიკაზე, და, შესაბამისად, ადასტურებს in vivo კვლევების შედეგებს, რომლებიც მიუთითებს იმაზე, რომ CYP-ფერმენტების ინჰიბირება პრეპარატი კლაირათი, არსებული თერაპიული დოზით, ნაკლებად შესაძლებელია.
ურთიერთქმედების სხვა ფორმები
ლაბორატორიულია ნალიზები
კონტრაცეპტული სტეროიდების მიღებამ შეიძლება გავლენა მოახდინოს ზოგიერთი ლაბორატორიული ტესტების შედეგებზე, მათ შორის ღვიძლის, ფარისებრი ჯირკვლის, თირკმელზედა ჯირკვლის და თირკმლის ფუნქციების ბიოქიმიურ პარამეტრებზე, ასევე სატრანსპორტო ცილების პლაზმურ დონეებზე, მაგალითად, კორტიკოსტეროიდ-დამაკავშირებელი გლობულინი და ლიპიდების/ლიპოპროტეიდების ფრაქციები, ნახშირწყლოვანი ცვლის მაჩვენებლები და ასევე შედედებისა და ფიბრინოლიზის პარამეტრები. თუმცა, ეს ცვლილებები, როგორც წესი, ნორმის დიაპაზონში რჩება.
ორსულობა და ლაქტაცია
ორსულობა
თუ ორსულობა პრეპარატი კლაირას მიღების ფონზე მოხდა, შემდგომი მიღება უნდა შეწყდეს. თუმცა ფართომასშტაბიანი ეპიდემიოლოგიური გამოკვლევების დროს არ გამოვლინდა თანდაყოლილი დეფექტების განვითარების რისკის მომატება ბავშვებში, რომელთა დედები ღებულობდნენ კოკებს ორსულობის დადგომამდე, ისევე როგორც არ გამოვლინდა კოკების ტერატოგენური მოქმედება, ორსულობის დასაწყისში მათი შემთხვევით მიღებისას. ცხოველებზე ჩატარებულმა კვლევებმა არ გამოავლინა რეპროდუქციული ტოქსიკურობის რისკი (იხ. ნაწილი „პრეკლინიკური მონაცემები უსაფრთხოების შესახებ“).
მშობიარობის შემდგომ პერიოდში პრეპარატი კლაირას განმეორებით დანიშვნის შემთხვევაში, განსახილველია განვითარების მომატებული რისკი (იხ. ნაწილი „გამოყენების წესი და დოზები“ და ნაწილი „სიფრთხილის ზომები“).
ძუძუთი კვება
კოკებს შეუძლიათ ლაქტაციაზე გავლენა მოახდინონ, რადგან მათ გააჩნიათ უნარი შეამცირონ დედის რძის მოცულობა, ასევე შეცვალონ მისი შემადგენლობა. აქედან გამომდინარე, როგორც წესი, კოკების გამოყენება არ არის რეკომენდებული ლაქტაციის პერიოდის დასრულებამდე. მცირე რაოდენობით კონტრაცეპტული ჰორმონები ან/და მათი მეტაბოლიტები შეიძლება გამოიყოს დედის რძესთან ერთად. ამან შეიძლება გავლენა იქონიოს ბავშვზე.
გვერდითი მოქმედება
უსაფრთხოების პროფილის მოკლე აღწერილობა
ორალური კონტრაცეპტივის სახით პრეპარატი კლაირას მიღების დროს, ან ორგანული პათოლოგიის არმქონე ქალებში მძიმე მენსტრუალური სისხლდენის მკურნალობისას, რომელიც საჭიროებს ორალური კონტრაცეპციის გამოყენებას, ყველაზე ხშირი გვერდითი რეაქციებია: აკნე, დისკომფორტი სარძევე ჯირკვლებში, თავის ტკივილი, მენსტრუაციებს შორის სისხლდენა, გულისრევა და სხეულის წონის მომატება. სერიოზული გვერდითი რეაქციებია: არტერიული და ვენური თრომბოემბოლია, რომლებიც დეტალურად აღწერილია ნაწილში „სიფრთხილის ზომები“.
ქვემოთ მოცემულ ცხრილში წარმოდგენილია გვერდითი რეაქციები (გრ), MedDRA ლექსიკონის სისტემურ-ორგანული კლასების გათვალისწინებით. კონკრეტული არასასურველი რეაქციის აღწერისათვის გამოიყენება MedDRA-ს (ვერსია 12.0) ყველაზე მეტად შესაფერისი ტერმინი. არ არის მითითებული სინონიმური ცნებები ან დაკავშირებული დარღვევები, მაგრამ ისინი ასევე გასათვალისწინებელია. სიხშირის მაჩვენებლები კლინიკურ კვლევებზეა დაფუძნებული. გვერდითი რეაქციები დარეგისტრირებულ იქნა ფაზა III-ის ხუთ კლინიკურ კვლევაში (N=2266 ქალი, რომელთათვის არსებობს ორსულობის დადგომის რისკი; N=264 ქალი, რომლებიც განიცდიან საშვილოსნოს დისფუნქციურ სისხლდენას ორგანული პათოლოგიის გარეშე, და სურთ პერორალური კონტრაცეპტივების გამოყენება), ამასთან, მიჩნეულ იქნა, რომ მოცემულ მოვლენებს აქვს, როგორც მინიმუმ, შესაძლო მიზეზობრივი კავშირი პრეპარატ კლაირას მიღებასთან. ყველა არასასურველი სამკურნალწამლო რეაქცია, რომლებიც ჩამოთვლილია კატეგორიაში „იშვიათი“, შეენიშნებოდა 1-2 მოხალისეს, რის გამოც მაჩვენებელი შეადგენს <0,1%.
N=2 530 ქალი (100,0%)
სისტემურ-ორგანული კლასი |
ხშირი (≥ 1/100 – <1/10) |
არახშირი (≥ 1/1 000 – <1/100) |
იშვიათი (≥ 1/10 000 – < 1/1 000) |
ინფექციური და პარაზიტული დაავადებები |
სოკოვანი ინფექცია ვულვოვაგინალური სოკოვანი ინფექცია1 ვაგინალური ინფექცია |
კანდიდოზი ორალური ჰერპესი მცირე მენჯის ორგანოების ანთებითი დაავადება თვალის ჰისტოპლაზმოზის სავარაუდო სინდრომი ფერადი ლიქენი საშარდე გზების ინფექცია ბაქტერიული ვაგინიტი |
|
დარღვევები ნივთიერებათა ცვლისა და კვების მხრივ |
მომატებული | სითხის შეკავება ჰიპერტრიგლიცერიდემია |
|
ფსიქიკის დარღვევები |
დეპრესია/ დამძიმებული გუნება; ემოციური აშლილობა 2 უძილობა ლიბიდოს დაქვეითება3 ფსიქიკური აშლილობა ხასიათის ცვალებადობა4 |
აგრესიულობა შფოთვა დისფორია ლიბიდოს მომატება მომატებული აგზნებადობა ღამის შიშები მშფოთვარე მდგომარეობა ძილის დარღვევა სტრესი |
|
დარღვევები ნერვული სისტემის მხრივ |
თავის ტკივილი5 |
თავბრუსხვევა შაკიკი6 |
ყურადღების დარღვევა პარესთეზია ვერტიგო |
დარღვევები მხედველობის ორგანოს მხრივ |
კონტაქტური ლინზების აუტანლობა თვალების სიმშრალე თვალის შეშუპება |
||
დარღვევები გულის მხრივ |
მიოკარდიუმის ინფარქტი გულის ცემა |
||
დარღვევები სისხლძარღვთამხრივ |
მოზღვავება (ალები) ჰიპერტენზია |
სისხლდენა ვარიკოზულად გაგანიერებული ვენებიდან ვენური თრომბოემბოლია (ვთე) არტერიული თრომბოემბოლია (ათე) ჰიპოტენზია ზედაპირული ფლებიტი ტკივილები ვენების გასწვრ |
|
დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ |
ტკივილები მუცლის არეში7 გულისრევა |
დიარეა პირღებინება |
ყაბზობა სიმშრალე პირში დისპეფსია გასტროეზოფაგური რეფლუქსური დაავადება |
დარღვევები კანისა და კანქვეშა ქსოვილების მხრივ | აკნე9
|
ალოპეცია ჰიპერჰიდროზი ქავილი10 გამონაყარი11 |
კანის ალერგიული რეაქცია12 ქლოაზმა დერმატიტი ჰირსუტიზმი ჰიპერტრიქოზი ნეიროდერმიტი პიგმენტაციის დარღვევა სებორეა კანის დაზიანება13 |
1 მათ შორის ვულვოვაგინალური კანდიდოზი და გამოვლენილი სოკო საშვილოსნოს ყელის ნიმუშში
2 მათ შორის მტირალობა და აფექტური ლაბილურობა
3 მათ შორის ლიბიდოს დაკარგვა
4 მათ შორის განწყობის ცვლილება და ხასიათის ცვალებადობა
5 მათ შორის თავის ტკივილი, დაძაბულობა და სინუსური თავის ტკივილი
6 მათ შორის შაკიკი აურით და შაკიკი აურის გარეშე
7 მათ შორის მუცლის შებერილობა, ტკივილი მუცლის ზედა არეში და ტკივილი მუცლის ქვედა არეში
8 მათ შორის ალანინამინოტრანსფერაზის დონის მომატება, ასპარტატამინოტრანსფერაზის დონის მომატება და გამაგლუტამილტრანსფერაზის დონის მომატება
9 მათ შორის პუსტულოზურიფერიჭამელები
10 მათ შორის გენერალიზებული ქავილი და ქავილით მიმდინარე გამონაყარი
11 მათ შორის მაკულოზური გამონაყარი
12 მათ შორის ალერგიული დერმატიტი და ჭინჭრის ციება
13 მათ შორის კანის დაჭიმულობის შეგრძნება
14 მათ შორის ტკივილი სარძევე ჯირკვლებში, სარძევე ჯირკვლების გაუხეშება, დარღვევები ძუძუს თავების არეში და ძუძუს თავების ტკივილი
15 მათ შორის არარეგულარული მენსტრუაცია
16 მათ შორის სარძევე ჯირკვლის შეშუპება
17 მათ შორის საშოდან სისხლდენა, გენიტალური სისხლდენა და საშვილოსნოს სისხლდენა
18 მათ შორის პერიფერიული შეშუპება
19 მათ შორის მაღალი სისხლის წნევა და დაბალი სისხლის წნევა
ცალკეული არასასურველი რეაქციების აღწერა
ქალებს, რომლებიც კოკებს (კომბინირებული ორალური კონტრაცეპტივები) ღებულობენ, აღენიშნებათ არტერიული და ვენური თრომბოზული და თრომბოემბოლიური მოვლენების განვითარების მაღალი რისკი, მათ შორის: მიოკარდიუმის ინფარქტი, ინსულტი, ტრანზიტორული იშემიური შეტევები, ვენური თრომბოზი და ფილტვის არტერიის თრომბოემბოლია; აღნიშნული მოვლენები უფრო დეტალურად აღწერილია ნაწილში „სიფრთხილის ზომები“.
პაციენტების დღიურებიდან მიღებული ინფორმაცია, ამენორეის და აციკლური სისხლდენის შემთხვევების სიხშირის შესახებ, შეჯამებულია ნაწილში „სიფრთხილის ზომები“ ცალკე სათაურით – „ციკლის კონტროლი“.
ქვემოთ ჩამოთვლილია სერიოზული არასასურველი მოვლენები ქალებში, რომლებიც იღებდნენ კომბინირებულ ორალურ კონტრაცეპტივებს (კოკ); ეს მოვლენები განხილულია ნაწილში „სიფრთხილის ზომები“:
სიმსივნეები
- სარძევე ჯირკვლის კიბოს დიაგნოზის დასმის სიხშირე ქალებში, რომლებიც კოკებს ღებულობენ, ძალიან უმნიშვნელოდ არის მომატებული. გამომდინარე იქიდან, რომ 40 წლამდე ასაკის ქალებში სარძევე ჯირკვლის კიბო ძალიან იშვიათია, შემთხვევების რაოდენობა უმნიშვნელოა სარძევე ჯირკვლის კიბოს განვითარების საერთო რისკთან შედარებით. კოკების მიღებასთან მიზეზობრივი კავშირი დადგენილი არ არის. დამატებითი ინფორმაცია მოცემულია ნაწილებში „უკუჩვენებები“ და „სიფრთხილის ზომები“;
- ღვიძლის სიმსივნეები;
სხვა დარღვევები
- კვანძოვანი ერითემა, მრავალფორმიანი ერითემა;
- გამონადენი სარძევე ჯირკვლებიდან;
- ჰიპერტენზია;
- იმ დაავადებათა განვითარება ან გაუარესება, რომელთა შემთხვევაში კავშირი კოკების მიღებასთან ცალსახად არ არის დადგენილი: კრონის დაავადება, წყლულოვანი კოლიტი, ეპილეფსია, შაკიკი, საშვილოსნოს მიომა, პორფირია, სისტემური წითელი მგლურა, გესტაციური ჰერპესი, სიდენჰამის ქორეა, ჰემოლიზურ-ურემიული სინდრომი, ქოლესტაზური სიყვითლე;
- ქალებში, რომლებსაც აწუხებს მემკვიდრეობითი ანგინონევროზული შეშუპება, ეგზოგენურმა ესტროგენებმა შეიძლება ანგინონევროზული შეშუპების ან მისი სიმპტომების გამწვავების პროვოცირება მოახდინონ;
- ღვიძლის მწვავე ან ქრონიკულმა დარღვევებმა შესაძლოა განაპირობოს კოკების მიღების შეწყვეტის აუცილებლობა მანამ, სანამ ღვიძლის ფუნქციის მარკერები ნორმალურ დონეს დაუბრუნდება;
- ქლოაზმა;
- ჰიპერმგრძნობელობა (მათ შორის ისეთი სიმპტომები, როგორიცაა გამონაყარი, ჭინჭრის ციება);
ურთიერთქმედება
შუალედურ სისხლდენას ან/და კონტრაცეპტული საშუალების არაეფექტურობას შეიძლება ადგილი ჰქონდეს ორალურ კონტრაცეპტივებთან სხვა პრეპარატების (ფერმენტების ინდუქტორების) ურთიერთქმედების შედეგად (იხ. ნაწილი „ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან“).
შეტყობინებები მოსალოდნელი არასასურველი რეაქციების შესახებ
სამკურნალწამლო საშუალების რეგისტრაციის შემდეგ შემოსული შეტყობინებები არასასურველი რეაქციების შესახებ, არის ძალინ მნიშვნელოვანი. ისინი საშუალებას იძლევა განხორციელდეს სამკურნალწამლო საშუალების სარგებლისა და რისკის თანაფარდობის განუწყვეტელი მონიტორინგის. ჯანმრთელობის დაცვის სისტემის სპეციალისტებმა ეროვნული სისტემის მეშვეობით უნდა განახორციელონ შეტყობინებები ნებისმიერი სავარაუდო უარყოფითი რეაქციის შესახებ.
ჭარბი დოზირება
პრეპარატი კლაირათი დოზის გადაჭარბებისას სერიოზული დარღვევების შესახებ მონაცემები არ დაფიქსირებულა. კოკების გამოყენების შეჯამებული გამოცდილების გათვალისწინებით, სიმპტომები, რომლებიც შეიძლება ქალს აღენიშნებოდეს აქტიური ტაბლეტების დოზის გადაჭარბებისას, შემდეგია: გულისრევა, პირღებინება, ლაქოვანი სისხლიანი გამონადენი ან მეტრორაგია.
მკურნალობა: სიმპტომური.
ავტომობილის და ტექნიკის მართვის უნარზე გავლენა
სატრანსპორტო საშუალებების მართვის და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე პრეპარატი კლაირას უარყოფითი გავლენა არ შეინიშნება, მაგრამ პაციენტებმა, რომლებსაც ადაპტაციის პერიოდში (პრეპარატის მიღების პირველი 3 თვე) აღენიშნებათ თავბრუსხვევის ეპიზოდები და ყურადღების კონცენტრაციის დარღვევა, სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ.
ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოდინამიკური თვისებები
ევროკავშირში და აშშ/კანადაში ჩატარებული, პრეპარატი კლაირას კლინიკური კვლევების ფარგლებში, გაანგარიშებულ იქნა პერლის შემდეგი ინდექსები:
პერლის ინდექსი (ასაკი 18-50 წელი)
მეთოდის მტყუნება: 0,42 (95%-იანი სარწმუნო ინტერვალის (სი) ზედა ზღვარი 0,77)
სამომხმარებლო უარყოფა + მეთოდის მტყუნება: 0,79 (95%-იანი სარწმუნო ინტერვალის (სი) ზედა ზღვარი 1,23).
პერლის ინდექსი (ასაკი 18-35 წელი)
მეთოდის მტყუნება: 0,51 (95%-იანი სარწმუნო ინტერვალის (სი) ზღვარი 0,97)
სამომხმარებლო უარყოფა + მეთოდის მტყუნება: 1,01 (95%-იანი სარწმუნო ინტერვალის (სი) ზღვარი 1,59)
კოკების კონტრაცეპტული ეფექტი ეფუძნება სხვადასხვა ფაქტორების ურთიერთქმედებას, რომელთაგან ყველაზე მნიშვნელოვნად მიიჩნევა ოვულაციის ინჰიბირება, ცერვიკალური სეკრეტის ცვლილებები და ენდომეტრიუმის ცვლილებები.
ოვულაციის ინჰიბირების სამ ციკლიანი კვლევის ფარგლებში, პრეპარატი კლაირას გამოყენებით ჩატარებულმა თერაპიამ ქალების უმეტესობაში განაპირობა ფოლიკულის განვითარების დათრგუნვა. თერაპიის დაწყებამდე არსებულ დონეებს საკვერცხეების აქტივობა მკურნალობის შემდეგ ერთი ციკლის განმავლობაში დაუბრუნდა.
პრეპარატი კლაირას დოზირება ხდება: ესტროგენის შემთხვევაში კლების, ხოლო პროგესტინის შემთხვევაში მატების სქემის მიხედვით, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნას ორგანული პათოლოგიის არარსებობისას მწვავე მენსტრუალური სისხლდენის მკურნალობაში; ასეთ სიმპტომებს ზოგჯერ საშვილოსნოს დისფუნქციურ სისხლდენას (სდს) უწოდებენ.
მსგავსი დიზაინის ორი მრავალცენტრიანი ორმაგი ბრმა რანდომიზებული კვლევა ჩატარდა იმისათვის, რომ შეფასებულიყო პრეპარატი კლაირას გამოყენების ეფექტურობა და უსაფრთხოება საშვილოსნოს დისფუნქციური სისხლდენის სიმპტომების მქონე ქალებში, რომლებსაც სურდათ ორალური კონტრაცეპტივების გამოყენება. 269 ქალბატონი რანდომიზირებულ იქნა პრეპარატი კლაირას მიღებაზე, ხოლო 152 პაციენტი – პლაცებოს მიღებაზე.
6 თვიანი თერაპიის შემდეგ, მენსტრუალური სისხლის დაკარგვის (მსდ) მედიანა, პრეპარატ კლაირას მიმღებ ჯგუფში 88%-ით შემცირდა (142 მლ-დან 17 მლ-მდე), ხოლო პლაცებო ჯგუფში 24%-ით (154 მლ-დან 117 მლ-მდე შემცირება).
6 თვის მკურნალობის შემდეგ, ქალების ნაწილმა, რომლებიც მთლიანად განიკურნა დისფუნქციური სისხლდენის რაიმე სიმპტომებისგან, ჯგუფში, რომელიც იღებდა პრეპარატ კლაირას, 29% შეადგინა, ხოლო პლაცებო ჯგუფში – 2%.
პრეპარატ კლაირას შემადგენლობაში შემავალ ესტროგენს წარმოადგენს ესტრადიოლის ვალერატი– ადამიანის ბუნებრივი 17β-ესტრადიოლის რთული ეთერი (ესტრადიოლის ვალერატის 1 მგ შეესაბამება 0,76 მგ 17β-ესტრადიოლს). ეს ესტროგენი სხვა კოკების შემადგენლობაში გამოყენებადი ეთინილესტრადიოლის ან მისი წინამორბედის – მესტრანოლის ესტროგენებისგან განსხვავდება ეთინური ჯგუფის არარსებობით, 17-ალფა პოზიციაში.
დიენოგესტი არის ნორტესტოსტერონის წარმოებული, რომელსაც არ გააჩნია რაიმე ანდროგენული აქტივობა, მაგრამ მას გააჩნია ანტიანდროგენული აქტივობა, რომლის დონე დაახლოებით სამჯერ ნაკლებია ციპროტერონ აცეტატისთვის დამახასიათებელ დონეზე. დიენოგესტი უკავშირდება ადამიანის საშვილოსნოს პროგესტერონულ რეცეპტორს, ამასთან პროგესტერონის ფარდობითი აფინურობა მხოლოდ 10% შეადგენს. მიუხედავად სუსტი აფინურობისა პროგესტერონული რეცეპტორის მიმართ, დიენოგესტს გააჩნია ძლიერი პროგესტაგენური ეფექტი in vivo. დიენოგესტს არ გააჩნია რაიმე მნიშვნელოვანი ანდროგენული, მინერალოკორტიკოიდული ან გლუკოკორტიკოიდული აქტივობა in vivo.
ერთი კლინიკური კვლევის ფარგლებში (n=218) მკურნალობის 20 ციკლის გავლის შემდეგ ქალების ქვეჯგუფში ჩატარდა ენდომეტრიუმის ჰისტოლოგიის გაანალიზება. რაიმე ანომალური შედეგი არ მიღებულა.
ფარმაკოკინეტიკური თვისებები
დიენოგესტი
აბსორბცია
პერორალური მიღების შემდეგ, დიენოგესტი სწრაფად და თითქმის მთლიანად შეიწოვება. მაქსიმალური კონცენტრაცია სისხლის შრატში, რომელიც 90,5 ნგ/მლ შეადგენს, მიიღწევა დაახლოებით 1 საათში პრეპარატი კლაირას ტაბლეტის პერორალური მიღების შემდეგ, რომელიც შეიცავს 2 მგ ესტრადიოლის ვალერატს + 3 მგ დიენოგესტს. ბიოშეღწევადობა დაახლოებით 91%-ს შეადგენს. 1-დან 8 მგ-მდე დოზის დიაპაზონში დიენოგესტის ფარმაკოკინეტიკა ხასიათდება დოზაზე დამოკიდებულებით.
საკვებთან ერთდროულად მიღება დიენოგესტის შეწოვების სიჩქარესა და ხარისხზე კლინიკურად მნიშვნელოვან გავლენას არ ახდენს.
განაწილება
ცირკულირებადი დიენოგესტის შედარებით დიდი ნაწილი (10%) დაუკავშირებელ მდგომარეობაში იმყოფება, ხოლო დაახლოებით 90% – არასპეციფიურად დაკავშირებულია ალბუმინთან. დიენოგესტი არ უკავშირდება სასქესო ჰორმონებთან დამაკავშირებელ გლობულინს (სჰდგ) და კორტიკოსტეროიდ-დამაკავშირებელ გლობულინს (კდგ). ამ მიზეზით, არ არსებობს ტესტოსტერონის გამოდევნის შესაძლებლობა სასქესო ჰორმონებთან დამაკავშირებელი გლობულინის კავშირიდან და კორტიზოლის გამოდევნა კორტიკოსტეროიდ-დამაკავშირებელი გლობულინის კავშირიდან. აქედან გამომდინარე, რაიმე გავლენა ენდოგენური სტეროიდების ტრანსპორტირების ფიზიოლოგიურ პროცესებზე ნაკლებად შესაძლებელია. დიენოგესტის განაწილების მოცულობა წონასწორული კონცენტრაციის დროს, ტრიტიუმით მონიშნული დიენოგესტის 85 მკგ ინტრავენურად შეყვანის შემდეგ, 46 ლ შეადგენს.
მეტაბოლიზმი
დიენოგესტი თითქმის მთლიანად მეტაბოლიზდება, სტეროიდული ჰორმონების მეტაბოლიზმის ცნობილი გზების გავლით (ჰიდროქსილირება, კონიუგაცია), და უპირატესად წარმოქმნის ენდოკრინოლოგიურად არააქტიურ მეტაბოლიტებს. მეტაბოლიტები ძალიან სწრაფად გამოიყოფა, ამიტომ სისხლის პლაზმის უპირატეს ფრაქციას უცვლელი დიენოგესტი წარმოადგენს.
საერთო კლირენსი ტრიტიუმით მონიშნული დიენოგესტის ინტრავენურად შეყვანის შემდეგ 5,1 ლ/სთ შეადგენს.
ელიმინაცია
სისხლის პლაზმიდან დიენოგესტის ნახევარგამოყოფის პერიოდი დაახლოებით 11 საათს შეადგენს. 0,1 მგ/კგ დოზით მისი შიგნით მიღების შემდეგ დიენოგესტი მეტაბოლიტების სახით გამოიყოფა, რომელთა გამოყოფა თირკმლების და ნაწლავების მეშვეობით ხდება, დაახლოებით 3:1 თანაფარდობით. პერორალური მიღების შემდეგ დოზის 42% პირველი 24 საათის განმავლობაში გამოიყოფა, ხოლო 63% – 6 დღის განმავლობაში, თირკმლის ექსკრეციის გზით. 6 დღის შემდეგ, თირკმლებისა და ნაწლავების მეშვეობით, ჯამში დოზის 86% გამოიყოფა.
წონასწორული კონცენტრაცია
დიენოგესტის ფარმაკოკინეტიკა არ არის დამოკიდებული სასქესო ჰორმონებთან დამაკავშირებელი გლობულინის კონცენტრაციაზე. წონასწორული კონცენტრაცია მიიღწევა ერთი და იმავე დოზის, რომელიც დიენოგესტის 3 მგ და ესტრადიოლის ვალერატის 2 მგ შეადგენს, მიღებიდან 3 დღის შემდეგ. სისხლის შრატში დიენოგესტის მინიმალური, მაქსიმალური და საშუალო კონცენტრაციები წონასწორულ მდგომარეობაში, შესაბამისად 11,8 ნგ/მლ, 82,9 ნგ/მლ და 33,7 ნგ/მლ შეადგენს. კუმულაციის საშუალო კოეფიციენტი, ფართობი მრუდის ქვეშ „კონცენტრაცია – დრო“ (AUC0-24 სთ) მიხედვით, შეადგენს – 1,24.
ესტრადიოლის ვალერატი
აბსორბცია
შიგნით მიღების შემდეგ ესტრადიოლის ვალერატი სწრაფად და მთლიანად აბსორბირდება. ესტრადიოლად და ვალერიანის მჟავად დაყოფა კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ლორწოვან გარსში შეწოვების დროს, ან ღვიძლის მეშვეობით, პირველი პასაჟის დროს ხდება, რის შედეგადაც წარმოიქმნება ესტრადიოლი და მისი მეტაბოლიტები – ესტრონი და ესტრიოლი. ესტრადიოლის მაქსიმალური კონცენტრაცია სისხლის შრატში, რომელიც 70,6 პგ/მლ ტოლია, კურსის პირველ დღეს 3 მგ ესტრადიოლის ვალერატის შემცველი ტაბლეტის ერთჯერადად მიღების შემდეგ, 1,5 საათიდან 12 საათამდე შუალედში მიიღწევა.
საკვებთან ერთდროულად მიღება ესტრადიოლის ვალერატის შეწოვების სიჩქარესა და ხარისხზე კლინიკურად მნიშვნელოვან გავლენას არ ახდენს.
მეტაბოლიზმი
ვალერიანის მჟავა ძალიან სწრაფად მეტაბოლიზდება. შიგნით მიღების შემდეგ, დოზის დაახლოებით 3% უშუალოდ ბიომისაწვდომი ხდება ესტრადიოლის სახით. ესტრადიოლი განიცდის ღვიძლის მეშვეობით „პირველადი გავლის“ ინტენსიურ ეფექტს, და შეყვანილი დოზის მნიშვნელოვანი ნაწილი მეტაბოლიზდება უკვე კუჭ-ნაწლავის ლორწოვან გარსში. ღვიძლში მიმდინარე პრესისტემურ მეტაბოლიზმთან ერთობლიობაში, შიგნით მიღებული დოზის დაახლოებით 95% სისტემურ ცირკულაციაში შესვლამდე მეტაბოლიზდება. ძირითადი მეტაბოლიტებია: ესტრონი, ესტრონის სულფატი და ესტრონის გლუკურონიდი.
განაწილება
სისხლის შრატში, ესტრადიოლის 38% დაკავშირებულია სასქესო ჰორმონებთან დამაკავშირებელ გლობულინთან, 60% ალბუმინთან, ხოლო 2-3% ცირკულირებს დაუკავშირებელი სახით. ესტრადიოლს შეუძლია უმნიშვნელოდ გაზარდოს სისხლის შრატში სასქესო ჰორმონებთან დამაკავშირებელი გლობულინის კონცენტრაცია; ეს ეფექტი დამოკიდებულია დოზაზე. მიღების ციკლის 21-ე დღეს, სასქესო ჰორმონებთან დამაკავშირებელი გლობულინის კონცენტრაცია დაახლოებით, საწყისთან შედარებით 148% შეადგენდა, ხოლო 28-ე დღეს (არააქტიური ტაბლეტების მიღების ფაზის დასრულება) საწყისთან შედარებით დაახლოებით 141%-ით შემცირდა. ინტრავენური შეყვანის შემდეგ განაწილების სავარაუდო მოცულობა შეადგენს 1,2 ლ/კგ.
ელიმინაცია
სულფატებისა და ესტროგენის გლუკურონიდის დიდი ცირკულირებადი პულის, ასევე ნაწლავისა და ღვიძლის რეცირკულაციის გამო, ესტრადიოლის ნახევრადგამოყოფის პერიოდი, პერორალური მიღების შემდეგ ტერმინალურ ფაზაში, წარმოადგენს კომპლექსურ პარამეტრს, რომელიც დამოკიდებულია ყველა აღნიშნულ პროცესზე და დაახლოებით 13-20 საათის დიაპაზონშია. ესტრადიოლი და მისი მეტაბოლიტები ძირითადად გამოიყოფა თირკმლებით, ხოლო დაახლოებით 10% ნაწლავების მეშვეობით.
წონასწორული კონცენტრაცია
ესტრადიოლის ფარმაკოკინეტიკაზე გავლენას ახდენს სასქესო ჰორმონებთან დამაკავშირებელი გლობულინის კონცენტრაცია. ესტრადიოლის კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში, რომელიც ქალებში იზომება, წარმოადგენს ენდოგენური ესტრადიოლის და პრეპარატი კლაირას მიღებისას შემომატებული ესტრადიოლის ერთობლიობას. 2 მგ ესტრადიოლის ვალერატის + 3 მგ დიენოგესტის შემცველი ტაბლეტების მიღების ფაზის დროს, ესტრადიოლის მაქსიმალური და საშუალო კონცენტრაცია სისხლის შრატში, წონასწორული მდგომარეობის შემთხვევაში, შესაბამისად, 66,0 პგ/მლ და 51,6 პგ/მლ შეადგენს. მთელი 28 დღიანი ციკლის მიმდინარეობისას შენარჩუნებული იყო ესტრადიოლის სტაბილური მინიმალური კონცენტრაციები, 28,7 პგ/მლ-დან 64,7 პგ/მლ-მდე დიაპაზონში.
გამოშვების ფორმა
აპკისებური გარსით დაფარული ტაბლეტები.
2 მუქი ყვითელი ტაბლეტი, 5 ვარდისფერი ტაბლეტი, 17 ღია ყვითელი ტაბლეტი, 2 წითელი ტაბლეტი და 2 თეთრი ტაბლეტი (სულ 28 ტაბლეტი) პვქაპკის/-ალუმინის ფოლგის ერთ ბლისტერში.
1 ბლისტერი ჩაწებებულია მუყაოს დასაკეც წიგნაკში. 1 ან 3 დასაკეცი წიგნაკი, მიღების თვითწებოვან კალენდართან და გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად, დალუქულია გამჭვირვალე აპკით.
შენახვის პირობები
ინახება არაუმეტეს 30°С ტემპერატურაზე.
ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისობის ვადა
4 წელი. არ გამოიყენოთ ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ!
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
მწარმოებელი
ბაიერ ვეიმარ გმბჰ და კო.კგ,
დებერაინერ შტრასე 20, D-99427, ვეიმარ, გერმანია
Units | 28 |
---|
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account