კბილის წვეთები 25მლ ფლ.
ჩვენება:გააჩნია ანტისეპტიკური, სედატიური, მსუბუქად გამოხატული ადგილობრივი ანესთეზიის უნარი მენთოლი აღიზიანებს კანისა და ლორწოვანი გარსის ნერვულ დაბოლოებებს და იწვევს სიცივის შეგრძნებას.
შემადგენლობა:
პიტნის ზეთი, ქაფური, ეთილის სპირტი 95%, კატაბალახას ნაყენი.
პრეპარატი შეიცავს მცენარეული წარმოშობის ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებათა კომპლექსს: ეთერზეთებს (მენთოლი, ბორნეოლი, იზოვალერიანის მჟავა და მათი ეთერები), ვალეპოტრიატებს.
ფარმაკოლოგიური მოქმედება:
გააჩნია ანტისეპტიკური, სედატიური, მსუბუქად გამოხატული ადგილობრივი ანესთეზიის უნარი _ მენთოლი აღიზიანებს კანისა და ლორწოვანი გარსის ნერვულ დაბოლოებებს და იწვევს სიცივის შეგრძნებას.
ჩვენება:
> კბილის ტკივილი;
> კარიესი.
უკუჩვენება:
კბილის დაავადებები, რომლებიც საჭიროებენ ქირურგიულ ჩარევას.
მიღების წესი და დოზირება:
5-10 წვეთი 2-3-ჯერ დღეში დაზიანებულ კბილში ჩასადებად ბამბით.
გამოშვების ფორმა:
15, 25 მლ ნარინჯისფერი მინის და პოლიმერული მასალის ფლაკონებში.
ვარგისიანობის ვადა:
2 წელი.
შენახვის წესი:
სინათლისაგან დაცულ, გრილ ადგილას.
აფთიაქიდან გაცემის წესი:
რეცეპტის გარეშე.
Units | 1 |
---|
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account