Stomgin - სტომგინი 200მლ
ჩვენებები: პრეპარატი „სტომგინი „ გამოიყენება გინგივიტის , სტომატიტის და პარადონტოზის სამკურნალოდ.
ფორმა: ხსნარი 200 მლ , ფლაკონი №1
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:
პირის ღრუს დაავადებების სამკურნალო საშუალება
პრეპარატი სტომგინი წარმოადგენს მცენარეულ ექსტრაქტს პირის ღრუს დაავადებების სამკურნალოდ . იგი ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტია .
შემადგენლობა:
ევკალიპტის ფოთოლი (1,0 გ ); ფარსმანდუკის ბალახი (4,0 გ ); თავშავას ბალახი (2,0 გ ); სალბის ფოთოლი (4,0 გ ); გვირილას ყვავილი (3,0 გ ); გულყვითელას ყვავილი (3 გ ); მუხის ქერქი (4,0 გ ); სპირტი (20,0 გ ); გამოხდილი წყალი (160 გ ).
ფარმაკოლოგიური მოქმედება:
პრეპარატი „სტომგინი „ მოქმედებს ანტისეპტიკურად, აჩერებს სისხლდენას , კურნავს დაავადებულ ღრძილებს.
ჩვენებები:
პრეპარატი „სტომგინი „ გამოიყენება გინგივიტის , სტომატიტის და პარადონტოზის სამკურნალოდ.
მიღების წესი:
პირის ღრუში, მტკივნეული ადგილის მხარეს ჩაიგუბეთ პრეპარატის ერთი სუფრის კოვზი და დააყოვნეთ 5-10 წთ ; პროცედურა გაიმეორეთ დღეში 4-5- ჯერ.
უკუჩვენებები: არ არის დადგენილი
გვერდითი მოვლენები: არ არის დადგენილი .
შენახვის პირობები: მჭიდროდ დაახურეთ თავი და შეინახეთ ოთახის ტემპერატურაზე .
გამოშვების ფორმა: 200 მლ . ფლაკონებში №1
შენახვის ვადა: 2 წელი
გაცემის წესი: გაიცემა ურეცეპტოდ
მწარმოებელი: შ . პ . ს . " დავათი "
Units | 1 |
---|
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account