Monefrin - მონეფრინი ხსნარი 500მლ
ჩვენებები: თირკმელებში მარილების დიდი რაოდენობით წარმოქმნა, შარდის და ნაღვლის გამომყოფი გზების სპაზმი.
მ ო ნ ე ფ რ ი ნ ი
(500 მლ ორალური ხსნარი)
მონეფრინის 100 მლ ხსნარი შეიცავს:
მინდვრის შვიტა (ღერო): 570 მგ;
spergularia rubra: 330 მგ;
peumus boldus(ფოთლები): 280 მგ;
ოპუნციას (კაქტუსი) ყვავილები: 170 მგ;
მაკედონიის ჩაის ყვავილოვანი ნაწილები: 170 მგ
როზმარინის ფოთლები: 170 მგ;
ბერმუდის ბალახის ფესვები: 170 მგ;
მელისას ფოთლები: 170 მგ ;
დამხმარე ნივთიერებები: ნატრიუმის მეთილპარაბენი.
გამჭირვალე, უფერო ან ოპალესცენტური სითხე დამახასიათებელი სუნით.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: თირკმლის კენჭოვანი დაავადების დროს გამოსაყენებელი საშუალება.
ფარმაკოლოგიური თვისებები: მცენარეული წარმოშობის კომბინირებული პრეპარატი; სპაზმოლიზური, დიურეზული, ლითოლიზური, ანტიბაქტერიული, ანთების საწინააღმდეგო და ანტიოქსიდანტური ეფექტით. ხელს უწყობს ორგანიზმიდან შარდმჟავას მარილების, ტოქსინების და მძიმე მეტალთა მარილების გამოყოფას;
ჩვენებები:
• თირკმელებში მარილების (ურატები,ოქსალატები,ფოსფატები,კარბონატები) დიდი რაოდენობით წარმოქმნა,
წვრილი უროლითიაზი,
• კენჭის წარმოქმნის რეციდივის პროფილაქტიკა კონკრემენტის მოცილების შემდეგ პოდაგრა.
• შარდგამომყოფი გზების ინფექციები: ცისტიტი, ურეთრიტი, პიელონეფრიტი
• დიზურიული მოვლენებები
• შარდის და ნაღვლის გამომყოფი გზების სპაზმი
• სპასტიკური კოლიტი
• ინტოქსიკაციის სხვადასხვა სახე (მედიკამენტებით, ალკოჰოლით, ნარკოტიკებით ინტოქსიკაცია, კვებითი ტოქსიკოინფექცია).
გამოყენების წესები და დოზები:
მიიღება 3-ჯერ დღეში, საკვების მიღებამდე 30 წუთით ადრე
სამკურნალო დოზა:
ასაკი | დოზირება |
6 წლამდე ბავშვები |
5-10 მლ 3-ჯერ დღეში |
6- 18 წლამდე |
15 მლ 3-ჯერ დღეში |
მოზრდილები |
45 მლ 3-ჯერ დღეში |
ორსულები |
20 მლ 3-ჯერ დღეში |
მკურნალობის ხანგრძლივობა 2-4 კვირა
დოზის კორეგირება შესაძლებელია ექიმის მიერ.
გვერდითი მოვლენები:
რეკომენდებული დოზით მკურნალობისას გვერდითი მოვლენები არ გამოვლენილა.
ჭარბი დოზირება: სამკურნალო საშუალების ჭარბი დოზირების შემთხვევები არ ფიქსირდება.
უკუჩვენებები:
პრეპარატის შემადგენელი კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობა
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება გამოვლენილი არ არის.
ორსულობა და ლაქტაცია
მონეფრინი ორსულებსა და 12 წლამდე ასაკის ბავშვებში გამოყენება ექიმის დანიშნულებით
დოზის გამოტოვების შემთხვევაში ორმაგი დოზა არ მიიღება.
გამოშვების ფორმა: 500 მლ ხსნარი ფლაკონში, პლასტიკური მზომი ჭიქით.
შენახვის პირობები და ვადები:
ინახება ოთახის ტემპერატურაზე სინათლისა და ნესტისგან დაცულ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილზე.
შენახვის ვადა: 5 წელი. შეფუთვაზე მითითებული ვადის გასვლის შემდეგ არ გამოიყენება.
აფთიაქში გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის III ჯგუფი (გაიცემა რეცეპტის გარეშე)
პროდუქტის მწარმოებელი: NATURAL PHARMA – თურქეთი
ექსკლუზიური დისტრიბუტორი საქართველოში: MODERN PHARMA
Units | 1 |
---|
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account