Canephron N - კანეფრონი N 60 დრაჟე
სამკურნალწამლო ფორმა
წვეთები შიგნით მისაღებად და დრაჟე
სავაჭრო დასახელება
კანეფრონი ენი N
შემადგენლობა
100გრ წვეთები შეიცავს: 29გრ წყალ-სპირტიან გამონაწვლილს შემდეგი სახის სამკურნალო მცენარეული ნედლეულისაგან:
1.Hერბა0,6 გ
2.ღადიხ
3.Fოლია0,6გ
ასისთავა 0,6გ
ცისკარა 0,6გ
როზმარინი 0,6
ეთანოლის შემცველობა: 16.0-19.5% (მოცულობითი თანაფარდობით)
დამატებითი ინგრედიენტები: გაწმენდილი წყალი.
1 დრაჟე შეიცავს დაქუცმაცებულ სამკურნალო მცენარეულ ნედლეულს (ფხვნილს):
Hერბა Gენტაური 18 მგ
ღადიხ Lევისტიცი 18 მგ
Fოლია ღოსმარინი 18 მგ
ასისთავა 18გ
ცისკარა 18გ
როზმარინი 18გ
დამატებითი ინგრედიენტები:
სახამებელი, მაღალდისპერსიული სილიციუმის ორჟანგი, ლაქტოზა 1 H2O, პოლი (1-ვინილ-2-პიროლიდონი), მაგნიუმის სტეარატი.
დრაჟეს გარსი: რკინის წითელი ოქსიდი, რიბოფლავინი E 101, კალციუმის კარბონატი, გლუკოზის სიროფი, სახამებელი, მოდიფიცირებული სახამებელი, ცვილი, პოლი (1-ვინილ-2-პიროლიდონი), აბუსალათინის ზეთი, საქაროზა, შელაკი, ტალკი, ტიტანის ორჟანგი.
აღწერილობა:
წვეთები შიგნით მისაღებად: გამჭვირვალე ან ოდნავ შემღვრეული, მოყვითალო-მოყავისფრო სითხე.
დრაჟე: ფორთოხლისფერი, მრგვალი, ორმხრივამოზნექილი, გლუვი ზედაპირის.
ფარმაკოლოგიური თვისებები:
კანეფრონ Nენ–ში შემავალი ინგრედიენტები ხასიათდებიან შარდმდენი, სპაზმოლიზური, ანთების საწინააღმდეგო და ანტიბაქტერიული თვისებებით.
გამოყენების ჩვენებები:
პრეპარატი გამოიყენება შარდის ბუშტისა (ცისტიტი) და თირკმელების (პიელონეფრიტი) ქრონიკული ანთებითი დაავადებების კომპლექსური მკურნალობისას, თირკმელების ქრონიკული არაინფექციური დაავადებების (გლომერულონეფრიტი, ინტერსტიციული ნეფრიტი) დროს, საშარდე სისტემაში კენჭების წარმოქმნის ხელის შემშლელ საშუალებად (ასევე მათი მოცილების შემდეგ).
უკუჩვენებები:
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატების კომპონენტების მიმართ.
გვერდითი ჩვენებები:
შესაძლებელია ალერგიული რეაქციები.
გამოყენების მეთოდები და დოზირება:
მოზრდილები: 50 წვეთი ან 2 დრაჟე 3-ჯერ დღეში;
სკოლის ასაკის ბავშვები: 25 წვეთი ან 1 დრაჟე 3-ჯერ დღეში;
სკოლამდელი ასაკის ბავშვები: 15 წვეთი 3-ჯერ დღეში;
ჩვილი ბავშვები: 10 წვეთი 3-ჯერ დღეში.
დაავადების მწვავე პერიოდის გავლის შემდეგ საჭიროა კანეფრონ ენით მკურნალობის გაგრძელება 2- 4 კვირის განმავლობაში.
საჭიროების შემთხვევაში, მაგალითად, მისი მწარე გემოს შესამცირებლად ბავშვებისათვის, შესაძლებელია წვეთების მიღება სხვა სითხეებთან ერთად.
დრაჟე მიიღება დაღეჭვის გარეშე, მცირე რაოდენობის წყალთან ერთად.
დოზის გადაჭარბება
მონაცემები დოზის გადაჭარბებასა და ინტოქსიკაციის შესახებ სადღეისოდ არ არსებობს.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალწამლო საშუალებებთან:
ანტიბაქტერიულ სამკურნალო პრეპარატებთან კომბინაცია შესაძლებელია და მიზანშეწონილი. ურთიერთქმედება სხვა მედიკამენტებთან ცნობილი არ არის.
გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის დროს:
ორსულობისა და ძუძუთი კვების დროს პრეპარატი მიღება შესაძლებელია მხოლოდ ექიმის დანიშნულების თანახმად.
განსაკუთრებული მითითებები:
ალკოჰოლის შემცველობის გამო ხსნარი არ შეიძლება გამოყენებულ იქნას ალკოჰოლიზმით დაავადებულ პაციენტებში და ასევე წარმატებული ანტიალკოჰოლური მკურნალობის შემდეგ; ღვიძლის დაავადებების შემთხვევაში ხსნარი უნდა გამოვიყენოთ მხოლოდ ექიმთან კონსულტაციის შემდეგ.
პრეპარატით მკურნალობისას რეკომენდებულია დიდი რაოდენობით სითხის მიღება.
გამოყენებისას ფლაკონი დაიჭირეთ ვერტიკალურად. შენახვის პროცესში შესაძლებელია კანეფრონი ენის ხსნარის მსუბუქად შემღვრევა ან უმნიშვნელო ნალექის გამოყოფა, რაც არ მოქმედებს პრეპარატის ეფექტურობაზე.
გამოყენების წინ ხსნარი შეანჯღრიეთ.
პრეპარატი არ მოქმედებს ავტომობილის მართვისა და დანადგარებთან მუშაობისას კონცენტრაციის უნარზე.
შაქრიანი დიაბეტით დაავადებულთა საყურადღებოდ:
ათვისებადი ნახშირწყლების შემცველობა 1 დრაჟეში შეადგენს არაუმცირეს 0,03 „პურის ერთეულს“.
გამოშვების ფორმა:
დრაჟე: ბლისტერები 20 დრაჟე თითოეულში.
შეფუთვა: 60 და 120 დრაჟე
ხსნარი შიგნით მისაღებად: ფლაკონები 50 და 100მლ.
შენახვის პირობები:
შიგნით მისაღები ხსნარი და დრაჟე ინახება მშრალ, სინათლისაგან დაცულ ადგილას, არაუმეტეს 250ჩ ტემპერატურისა.
შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა:
3 წელი.
გახსნილი ფლაკონების გამოყენება შესაძლებელია 6 თვის განმავლობაში.
არ გამოიყენოთ შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ!
აფთიაქიდან გაცემის წესი
ექიმის რეცეპტის გარეშე.
მწარმოებელი ფირმა
ბიონორიკა აგ, დ-92308 ნოიმარკტი/გერმანია
Units | 60 |
---|
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account