Novanefron - ნოვანეფრონი 30 ტაბლეტი

განსაკუთრებული ფასი 33,05 ლ რეგულარული ფასი 45,90 ლ
მარაგშია
SKU
34694_1666

ჩვენებები: შარდ-სასქესო სისტემის ანთებითი დაავადებები, თირკმელკენჭოვანი დაავადება, “ნეფროზული სინდრომი”, არტერიული ჰიპერტენზია, ქოლეცისტიტი, ღვიძლის ციროზი, ასციტი

ტაბლეტი შეიცავს:
თირკმლის ჩაი (Orthosiphonstamineus Benth) – 80მგ
დათვის კენკრა ჩვეულებრივი(Bearberry) 80მგ
სიმინდის ულვაში (Corn silk) – 80მგ
შტოში (Cranberry juice)– 80 მგ
შვიტა (Equisetum) – 40 მგ
მოცვი  ჩვეულებრივი (Bilberry common) – 40მგ
სამკურნალო ბაბუაწვერა (Dandelion) – 40მგ
მაგნიუმის ციტრატი – 20 მგ

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:

უროსეპტიური, შარდმდენი, ანთების საწინააღმდეგო, ნაღვლმდენი საშუალება.

ფარმაკოლოგიური თვისებები:
თირკმლის ჩაი ( Orthosiphonstamineus Benth). თირკმლის  ჩაის ფოთლები შეიცავს გლიკოზიდ ორთოსიფონინს (0.01%), ალკალოიდებს, ცხიმოვან ზეთებს(2.7%), ღვინის მჟავას (1.5%), ლიმონმჟავას, ეთეროვან ზეთებს (0.2-0.66%), საპონინებს, რომელთა გასაპვნის რეაქციების შემდეგ გამოიყოფაα-ამირინი, β-სიტოსტერინი და ტანინი. მედიცინაში ორთოსიფონის პრეპარატები გამოიყენება როგორც შარდმდენი საშუალება თირკმლის მწვავე და ქრონიკული დაავადებების დროს (რომელთაც თან ახლავს შეშუპებები, ალბუმინურია, აზოტემია) და თირკმელკენჭოვანი დაავადების დროს. ავადმყოფებში თავის ტვინის გამოხატული ათეროსკლეროზით და ჰიპერტონული დაავადებით, რომელთაც თან ახლავს ღვიძლისა და თირკმლის ფუნქციების დარღვევა ორთოსიფონის გამოყენებისას აღინიშნება ზოგადი მდგომარეობის გაუმჯობესება და დაავადებების რიგი სიმპტომების გაქრობა. შარდმდენ მოქმედებას თან ახლავს ორგანიზმიდან  შარდმჟავას, შარდოვანას და ქლორიდების გამოყოფის გაძლიერება. ორთოსიფონი ზრდის კუჭის ჯირკვლების და თავისუფალი მარილმჟავს სეკრეციას. II-III ხარისხის გულის უკმარისობის დროს რეკომენდებულია ორთოსიფონის და საგულე გლიკოზიდების ერთობლივი გამოყენება.ორთოსიფონი ნაკლებად ტოქსიურია, აქვს თერაპიული მოქმედების ფართო სპექტრი და ხანგრძლივი გამოყენებისას გვერდითი მოვლენების განვითარებას არ იწვევს.

დათვის კენკრა (Arctostaphylosuvaursi L). დათვის კენკრას ფოთლები შეიცავს ფლავანოიდებს (ქვერცეტინი, იზოკვერციტრინი, მირიციტრინი, ჰიპეროზიდი, მირიცეტინი), ორგანულ მჟავებს (ვაშლის, პროტოკატექონურ და ჭიანჭველას მჟავას), პიროგალური ჯგუფის მთრიმლავ ნივთიერებებს, გლიკოზიდებს არბუთინს და მეთილარბუთინს. ყველა ეს მოქმედი ნივთიერება ახდენს დათვის კენკრის ქიმიური შემადგენლობის ფორმირებას. დათვის კენკრის გალენურ პრეპარატებს გააჩნიათ ანთების საწინააღმდეგო, ანტიმიკრობული და შარდმდენი თვისებები. პრეპარატის ანთების საწინააღმდეგო მოქმედება განპირობებულია მასში დიდი რაოდენობით მთრიმლავი ნივთიერებების არსებობით. ანტიმიკრობულ მოქმედებას უკავშირებენ გლიკოზიდ არბუთინს, რომელიც  ფოთლებში შემავალი ფერმენტ არბუტაზის მოქმედებით იშლება თავისუფალ ჰიდროქინონად და გლუკოზად. მეორე გლიკოზიდი მეთილარბუთინი ჰიდროლიზის შედეგად მეთილის ეთერის ჩამოცილებით ათავისუფლებს ჰიდროქინონს. დათვის კენკრის ფოთლების ანტისეპტიკური მოქმედება განპირობებულია ჰიდროქინონის ანტიმიკრობული და ადგილობრივი გამაღიზიანებელი მოქმედებით, რომელიც გამოიყოფა რა შარდთან ერთად თირკმელების საშუალებით, აღიზიანებს თირკმლის ქსოვილს და აძლიერებს დიურეზს.

შტოში (Cranberry juice) შეიცავს ორგანულ მჟავებს (მათ შორის ბენზოისმჟავას), პექტინურ ნივთიერებებს, ტრიტერპენულ ნაერთებს, ფლავანოიდებს, ანტოციანებს, კატექინებს, მთრიმლავ ნივთიერებებს, ვიტამინ C-ს და კაროტინოიდებს. შტოში მდიდარია კალიუმით და რკინით. შტოშს  გააჩნია ანტიმიკრობული მოქმედება, მათ შორის სტაფილოკოკების, სტრეპტოკოკების, ნაწლავის ჩხირის, პროტეუსის და ქოლერის გამომწვევის მიმართ. აღენიშნება ანტიმიკოზური მოქმედება. გარდა ამისა შტოშის კენკრა აძლიერებს ანტიბიოტიკების, ნიტროფურანების და სულფანილამიდების, მოქმედებას, კერძოდ პიელონეფრიტების და გინეკოლოგიური ანთებითი პროცესების მკურნალობის დროს. შტოშის გამოყენება რეკომენდებულია შარდგამომყოფი სისტემის ინფექციების დროს. შტოშის ნაყოფის ექსტრაქტი ხელს უშლის ბაქტერიების ერთმანეთთან შეწებებას და შარდის ბუშტის ლორწოვანის უჯრედებზე მათ მიმაგრებას, რაც არ აძლევს ბაქტერიებს კოლონიების წარმოქმნის საშუალებას. შტოშის ნაყოფის ერთ-ერთ კომპონენტს ურსოლისმჟავას აღენიშნებაძლიერი შარდმდენი მოქმედება, რაც ხელს უშლის თირკმელებში კენჭების წარმოქმნას. ამასთანაა დაკავშირებული შტოშის ხშირი გამოყენება შარდგამომოფი გზების ინფექციების და თირკმელკენჭოვანი დაავადების დროს.

შვიტა ( Equisetum )გამოიყენება  როგორც შარდმდენი, სისხლის შემაჩერებელი, ჰიპოტენზიური, ანთების საწინააღმდეგო და ანტისკლეროზული საშუალება. შვიტას შემადგენლობაში შემავალი 5-გლუკოზიდ-ლუთეოლინი ავლენს ანტიმიკრობულ და ანთების საწინააღმდეგომო ქმედებას. შვიტას ექსტრაქტი ახდენს წყალ-მარილოვანი ბალანსის ოპტიმიზაციას და აუმჯობესებს  მდგომარეობას  შარდგამომყოფი სისტემის დაავადებების დროს. შარდმჟავა დიათეზის დროს მინდვრის შვიტას აქტიური ნივთიერებები ახდენენ შარდში კოლოიდურ და კრისტალურ ნივთიერებებს შორის წონასწორობის შენარჩუნებას, რაც აფერხებს შარდის კენჭების, განსაკუთრებით (ოქსალატების) წარმოქმნას. მცენარეში არსებული სილიციუმის ნაერთები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ სახსრების და სისხლძარღვთა კედლის შემაერთებელი ქსოვილის მეტაბოლიზმსა და ფუნქციონირებაში. მინდვრის შვიტა ხელს უწყობს საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის სწორ განვითარებას; ძვლების, კბილების, თმების, ფრჩხილების გაჯანსაღებას; ძვლების სწრაფ შეხორცებას მოტეხილობების დროს.

სიმინდის  ულვაში (Zea mays L.-Corn Silk) სიმინდის ულვაშში აღმოჩენილია მწარე გლიკოზიდური ნივთიერებები 1.15%, საპონინები 3.18%, ცხიმოვანი ზეთები 2.5%, კრიპტოსანტინი, ასკორბინის და პანტოტენისმჟავა, ვიტამინი K, ინოზიტი, სიტოსტეროლი, სტიგმასტეროლი. სიმინდის მარცვლები შეიცავსსახამებელს (61.2%), სიმინდის ზეთს, დიდი რაოდენობით პენტოზანებს (7.4%), ბიოტინს, ნიკოტინის და პანტოტენის მჟავებს, ქვერცეტინს, იზიკვერციტრინს და სხვ. სიმინდის ულვაში გამოიყენება როგორც შარდმდენი, ნაღვლმდენი, სისხლის შემაჩერებელი საშუალება ქოლეცისტიტების, ჰეპატიტების, უროლოგიური დაავადებების, თირკმელკენჭოვანი დაავადების, ნეფრიტის, შეშუპებების დროს. აგრეთვე ჰელმინთებით ინვაზიების დროს. სიმინდის ულვაშის პრეპარატები ზრდის ნაღვლის სეკრეციას, ამცირებს მის სიბლანტეს და შედარებით სიმკვრივეს, ამცირებს ბილირუბინის შემცველობას, ზრდის სისხლში პროთრომბინის შემცველობას და იწვევს სისხლის შედედების დაჩქარებას. უფრო მეტად ეფექტურია ჰიპოპროთრომბინემიის დროს.

მოცვი (Vacciniummyrtillus). მოცვის  ფოთლები  მდიდარია ინულინით, ფლავანოიდებით, ანტოციანებით. ნაყოფი შეიცავს ნახშირწყლებს, ორგანულმჟავებს, ვიტამინებს(C, B1, B2, P, PP), კაროტინს, დიდი რაოდენობით ფენომჟავებს (ქინის, კოფეინის, ქლოროგენის), მანგანუმისა და რკინის ნაერთებს. მოცვი ცნობილია როგორც ორგანიზმის იმუნიტეტის გამაძლიერებელი საშუალება, ზრდის ორგანიზმის მდგრადობას დატვირთვის მიმართ. გამოიყენება როგორც შაქრის დამწევი, ანთების საწინააღმდეგო, სისხლის შემაჩერებელი, სისხლმბადი, სისხლძარღვთა გამაფართოებელი, შემკვრელი, ნაღვლმდენი და შარდმდენი საშუალება.

სამკურნალო  ბაბუაწვერა (Taraxacumofficinale) ბაბუაწვერის ფესვები შეიცავს ტარაქსაცინს 10% მდე, ტრიტერპენულ ნაერთებს (ტარაქსეროლი, ტარაქსასტეროლი), სტერინებს (p-სიტოსტერინი, სტიგმასტერინი), ფლავანოიდებს (კოსმოზიინი, ლუთეოლინ-7-გლუკოზიდი), ინულინს 24% მდე, ცხიმოვან ზეთებს, საქაროზას 20%მდე, ცილებს 15%, კაროტინს, მთრიმლავ ნივთიერებებს, ეთერზეთებს. ბაბუაწვერას ფესვებში გროვდება თუთია, სპილენძი და სელენი. ბაბუაწვერას მიწისზედა ნაწილი შეიცავს სპირტებს, საპონინებს, მნიშვნელოვანი რაოდენობით პროტეინს, ვიტამინებს C, A, B2, ნიკოტინისმჟავას. ბაბუაწვერის ფოთლებში რკინის, კალციუმის, მანგანუმის და ფოსფორის შემცველობა უფრო მეტია ვიდრე ფოთლოვან ბოსტნეულში. ფესვებს და ფოთლებს გააჩნია ანთების საწინააღმდეგო, შარდმდენი, ნაღვლმდენი, ოფლმდენი, ამოსახველებელი, სიცხის დამწევი, საფაღარათო, ალერგიის საწინააღმდეგო და ანტიჰელმინთური მოქმედება, აგრეთვე ახდენენ მადის სტიმულაციას, აუმჯობესებენ კანის მდგომარეობას და ორგანიზმის ზოგად მდგომარეობას.

მაგნიუმის ციტრატი ახდენს  მთელი ორგანიზმისთვის აუცილებელი ენერგეტიკული დონის შენარჩუნებას. რეკომენდებულია კუნთოვანი სისუსტის, ნერვული გამოფიტვის, საერთო სისუსტის და ქრონიკული დაღლილობის სინდრომის დროს. მაგნიუმის უკმარისობის დროს ხდება ორგანიზმიდან კალიუმის გამოყოფა, რასაც თან სდევს დაღლილობა, ძალის შემცირება და  სისუსტის განვითარება სიცხის დროს. ამას გარდა უჯრედში და მაგნიუმის 80-90% გვხვდება კომპლექსში ატფ-თან, რომელიც წარმოადგენს ცოცხალი უჯრედის ენერგიის ძირითად წყაროს და გადამტანს. მაგნიუმი ინარჩუნებს შარდის მარილებს გახსნილ მდგომარეობაში და ხელს უშლის მათ დალექვას. აფერხებს თირკმელებში კენჭის წარმოქმნას, უმნიშვნელო კონცენტრაციებითაც  კი აფერხებს კრისტალიზაციის პროცესს. შარდში Mგ2+ იონები ბოჭავს მჟაუნმჟავის დაახლოებით 40%-ს, ხელს უშლის Ca– ის ნაერთების დალექვას. წარმოადგენს  ანტიდოტს  მძიმე მეტალებით ინტოქსიკაციის დროს.

ჩვენებები:

  • შარდ-სასქესო სისტემის მწვავე და ქრონიკული ანთებითი დაავადებები (ურეთრიტი, ცისტიტი, პიელონეფრიტი, ვულვიტი, ვაგინიტი).
  • თირკმელკენჭოვანი დაავადება (ნეფროლითიაზი), შარდის ბუშტის კენჭები.
  • “ნეფროზული სინდრომი”
  • არტერიული ჰიპერტენზია.
  • II-III ხარისხის გულის უკმარისობა (საგულე გლიკოზიდებთან ერთად)
  • ქოლეცისტიტი, ღვიძლის ციროზი, ასციტი, ჰელმინთური ინვაზიები.

გვერდითი მოქმედება:  

ჩვეულებრივ  ნოვანეფრონი კარგად აიტანება ორგანიზმის მიერ. იშვიათად: ალერგიული რეაქციები, სისუსტე.

უკუჩვენებები: 

მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის შემადგენელი კომპონენტების მიმართ. ჰიპერაციდული გასტრიტი, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება კუჭის წვენის სეკრეციის მომატების ფონზე, სისხლის შედედების მომატება.

გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში:
ნოვანეფრონის გამოყენება შესაძლებელია ორსულობის (მხოლოდ II და III ტრიმესტრი) და ლაქტაციის პერიოდში.

გამოყენების წესი და დოზირება:
ნოვანეფრონი ინიშნება 1-2 ტაბლეტი 2-ჯერ დღეში დილა-საღამოს ჭამის შემდეგ. მკურნალობის ხანგრძლივობა 2-8 კვირა.

გამოშვების ფორმა:  

ნოვანეფრონი №30. 15 ტაბლეტი ბლისტერში, 2 ბლისტერი ფურცელჩანართთან ერთად მუყაოს კოლოფში.

შენახვის პირობები:

შეინახეთ არაუმეტეს 25°С ტემპერატურაზე ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

შენახვის ვადა:  

მითითებულია შეფუთვაზე და ბლისტერებზე. არ გამოიყენოთ შენახვის ვადის ამოწურვის შემდეგ.

აფთიაქიდან გაცემის პირობა:  გაიცემა რეცეპტის გარეშე.

მეტი ინფორაცია
Units 30
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy