სპემანი 100 ტაბლეტი

განსაკუთრებული ფასი 25,80 ლ რეგულარული ფასი 34,40 ლ
მარაგშია
SKU
6938_266
ჩვენება : - წინამდებარე ჯირკვლის კეთილთვისებიანი სიმსივნის სიმპტომატური მკურნალობა - ოლიგოსპერმია , - სპერმატოზოიდების მოძრაობისა და სპერმის სიბლანტის შემცირება .

 

წამლის ფორმა :

ტაბლეტი

 

ფარმაკოლოგიური ჯგუფი :

პროსტატის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზიის სამკურნალო საშუალება

 

შემადგენლობა :

ტაბლეტი წარმოადგენს მცენარეული წარმოშობის პრეპარატს , რომლის შემადგენლობაში აქტიურინივთიერებების სახით შედის :

ფხვნილები :

Orchis mascula 65 mg

Lactuca scariola 16 mg

Astercantha Longibolia 32 mg

Mucuna pruriens 16 mg

Suvarnavang 16 mg

ექსტრაქტები :

Parmelia perlata 16 mg

Argyreria spesiosa 32 mg

Tribulus terrestris 32 mg

Leptadenia reticulata 32 mg

 

აღწერილობა :

პრეპარატი წარმოადგენს მრგვალ ამობურცული ფორმის ნარინჯისფერი შეფერილობის ტაბლეტს .

 

ფარმაკოლოგიური მოქმედება :

პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი მცენარეული ნივთიერებები ასტიმულირებენ სპერმატოგენეზს ,ზრდიან სპერმატოზოიდების აქტივობას და სპერმის სიბლანტეს , ამცირებენ წინამდებარე ჯირკვალშიშეგუბებით მოვლენებს , აგრეთვე წინამდებარე ჯირკვლის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზიის დროსხელს უწყობენ დიზურიული მოვლენების ნიველირებას .  

 

ჩვენება :

- წინამდებარე ჯირკვლის კეთილთვისებიანი სიმსივნის სიმპტომატური მკურნალობა

- ოლიგოსპერმია ,

-          სპერმატოზოიდების მოძრაობისა და სპერმის სიბლანტის შემცირება .

 

წინააღმდეგჩვენება :

პრეპარატისა და მის შემადგენლობაში შემავალი კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობა .

 

გვერდითი მოვლენები :

შესაძლებელია ალერგიული რეაქციები .

 

მიღების წესი და დოზირება :

წინამდებარე ჯირკვლის კეთილთვისებიანი სიმსივნის სამკურნალოდ პრეპარატი თავდაპირველადგამოიყენება 2 ტაბლეტის ოდენობით დღეში 2-3- ჯერ , შემდგომში შემანარჩუნებელი დოზის შემცირებით .

ოლიგოსპერმიის სამკურნალოდ პრეპარატი გამოიყენება 2 ტაბლეტის ოდენობით 3- ჯერ დღეში 4-6 თვისგანმავლობაში .

 

ვარგისიანობის ვადა :

3 წელი . შეფუთვაზე აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება აკრძალულია .

 

შენახვის პირობები :

პრეპარატი ინახება სინათლისაგან და ბავშვებისაგან   დაცულ ადგილას 10- დან 30 0 C ტემპერატურაზე .

 

გაცემის რეჟიმი :

ურეცეპტოდ

 

შეფუთვა :

ტაბლეტები #100 შეფუთვაში .

 

მწარმოებელი :

“ ჰიმალაი დრაგი ”   ( ინდოეთი )

  Makai, Bangalore 562 123, India

მეტი ინფორაცია
Units 100
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy