Amvilab - ამვილაბი ურობერი ადვანსი 30 კაფსულა

განსაკუთრებული ფასი 67,14 ლ რეგულარული ფასი 74,60 ლ
მარაგშია
SKU
47736_1477
ჩვენება: • თირკმელებში მარილების (ურატები, ოქსალატები, ფოსფატები, კარბონეტები) წარმოქმნა. • წვრილი უროლითიაზი • კენჭის წარმოქმნის რეციდივის პროფილაქტიკა კონკრემენტების მოცილების შემდეგ....

ურობერი ადვანსი

შემადგენლობა: შტოშის ექსტრაქტი - 200მგ, გლერძი - 100 მგ, არყის ხის ფოთოლი - 50 მგ, აგატოსმა - 50 მგ, ოქროწკეპლა - 50 მგ, შვიტა - 50 მგ, ღვიის კენკრა - 50 მგ, ვარდკანაფას ფესვი - 50, დათვის კენკრა - 50 მგ, ჭინჭრის ფოთოლი - 25 მგ, თირკმლის ჩაი - 5 მგ,
სპეციალური ნაზავი: დარიჩინი, ჯანჯაფილის ფესვი, ყვითელი კოჭა, მწვანე ჩაი, როზმარინი, ყურძნის თესლი, ველური მოცვი, ჟოლო, შტოში, მარწყვი - 25 მგ

ფარმაკოლოგიური თვისებები:  ურობერი არის მცენარეული წარმოშობის კომბინირებული პრეპარატი უროსეპტიური,  დიურეზული,  ლითოლიზური,  ანტიბაქტერიული და სპაზმოლიზური მოქმედებით. ხელს  უშლის პათოგენური მიკროორგანიზმების გამრავლებას ურეთრასა და შარდის ბუშტში და მათ ადჰეზიას საშარდე გზების ეპითელიუმზე,  ცვლის შარდის pH -ს ისე,  რომ შექმნას ბაქტერიების გამრავლებისათვის არახელსაყრელი გარემო.  აქვს ანტიბაქტერიული მოქმედება, განსაკუთრებით აქტიურია E.Coli - ის მიმართ, ასევე ახასიათებს ანთების საწინააღმდეგო, ანტიოქსიდანტური, ანტიკანცეროგენული, სპაზმოლიზური მოქმედება. აუმჯობესებს თირკმლის ფუნქციას და ზრდის დიურეზს,  ასტიმულირებ შარდმჟავა მარილების გამოყოფას, შლის ოქსალატებს, ფოსფატებს და ურატებს, აფერხებს კრისტალების წარმოქმნას, კენჭების ფორმირებას და ზრდას.  ხელს უწყობს ზედა და ქვედა საშარდე გზების, თირკმლის ფუნქციონალურ ნორმალიზაციას, აფერხებს ინფექციის განვითარებას, ამცირებს ცისტიტების განვითარების რისკს და პათოგენური ბაქტერიების რეზისტენტობის განვითარებას ანტიბიოტიკების მიმართ კომპლექსურ თერაპიაში

ჩვენება:

  • თირკმელებში მარილების (ურატები, ოქსალატები, ფოსფატები, კარბონატები) წარმოქმნა.
  • წვრილი უროლითიაზი
  • კენჭის წარმოქმნის რეციდივის პროფილაქტიკა კონკრემენტების მოცილების შემდეგ.
  • პოდაგრა
  • შარდ-გამომყოფი გზების ინფექციების მკურნალობა და პროფილაქტიკა: ცისტიტი, ურეთრიტი, პიელონეფრიტი

უკუჩვენებები: პრეპარატის შემადგენელი კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობ, ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში, 18 წლამდე პრეპარატი მიიღება ექიმის რეკომენდაციით.

დოზირება: 1 კაფსულა 2-ჯერ დღეში

შენახვის პირობები:  ინახება მშრალ,  გრილ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

გამოშვების ფორმა:  N30 კაფსულა

მწარმოებელი:  ამვილაბი - აშშ.  

სერთიფიცირებულია აშშ-ს წამლის სააგენტოს  FDA - ს მიერ.

 

მეტი ინფორაცია
Units 30
Form სპრეი
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy