Uroseptin N - უროსეპტინ N 30 კაფსულა

განსაკუთრებული ფასი 26,53 ლ რეგულარული ფასი 34,90 ლ
მარაგშია
SKU
46217_2048
ჩვენებები: ქრონიკული ცისტიტი (შარდის ბუშტის ანთება), ქრონიკული პიელონეფრიტი (თირკმლის ქსოვილის და თირკმლის მენჯის ანთება), ქრონიკული გლომერულონეფრიტი (თირკმლის ქსოვილის ორმხრივი ანთება უპირატესად გორგლების დაზიანებით), ინტერსტიციული ნეფრიტი...

                                                                უროსეპტინი ნ

                                                                   30 კაფსულა

შემადგენლობა:

შტოში (სამკურნალო მცენარე ფხვნილის სახით) (Oxycoccus quadripetalus)-------300 მგ.

ასისთავა (Centauri herba)----------------------------------------------------------------18 მგ.

ცისკარას ფესვი (Levistici radix)---------------------------------------------------------18 მგ.

როზმარინის ფოთლები (Rosmarini folia)----------------------------------------------18 მგ.

ასკილის ექსტრაქტი (Rosa canina)------------------------------------------------------30 მგ.

თირკმლის ჩაი (Orthosipon stamineus)-------------------------------------------------100 მგ.

დამატებითი ინგრედიენტები: მიკროკრისტალური ცელულოზა, სილიკონი, მაგნიუმის სტეარატი.

ფარმაკოლოგიური მოქმედება:

კომბინირებული პრეპარატია მცენარეული წარმოშობის. აქვეითებს თირკმლის კაპილარების განვლადობას (მცირე კალიბრის სისხლძარღვების), აქვს დიურეზული (შარდმდენი) თვისება, აუმჯობესებს თირკმლების ფუნქციონირებას. გარდა ამისა, პრეპარატში შემავალ კომპონენტებს აქვთ ანტისეპტიური (დაინფიცირების საწინააღმდეგო), სპაზმოლიზური (სპაზმის მომხსნელი), ანთებისსაწინააღმდეგო მოქმედება შარდსასქესო ტრაქტზე, პოტენცირებას უწევენ (აძლიერებენ) ანტიბიოტიკოთერაპიის ეფექტს.

ჩვენებები:

ქრონიკული ცისტიტი (შარდის ბუშტის ანთება), ქრონიკული პიელონეფრიტი (თირკმლის ქსოვილის და თირკმლის მენჯის ანთება), ქრონიკული გლომერულონეფრიტი (თირკმლის ქსოვილის ორმხრივი ანთება უპირატესად გორგლების დაზიანებით), ინტერსტიციული ნეფრიტი (თირკმლების ანთება უპირატესად შემაერთებელი ქსოვილის დაზიანებით), ნეფროლითიაზის პროფილაქტიკა (ქვების ჩამოყალიბება თირკმლებში), მათ შორის,  კონკრემენტის მოცილების შემდგომ (ქვების).

მიღების წესი და დოზირება:

მოზრდილები: 1 კაფსულა 3-ჯერ დღეში.

ბავშვები: 5 წლის ზემოთ -1 კაფსულა 2-ჯერ დღეში.

ბავშვები: 3-დან 5 წლამდე - 1 კაფსულა 1-ჯერ დღეში.

საჭიროების შემთხვევაში მკურნალობა შეიძლება ჩატარდეს კურსობრივად. პრეპარატის მიღების ხანგრძლივობა განისაზღვრება კლინიკური სურათის მიხედვით.

ორსულობა და ლაქტაცია: უროსეპტინ ნ-ის მიღება შესაძლებელია ორსულობისა და ლაქტაციის დროს.

წინააღმდეგჩვენება:

მომატებული მგრძნობელობა პრეპარატში შემავალი კომპონენტების მიმართ.

გვერდითი მოქმედება:

როგორც წესი, პრეპარატი კარგად გადაიტანება.

გამოშვების ფორმა:

უროსეპტინ ნ, ნაწლავში ხსნადი კაფსულა № 30

შენახვის პირობები:

მშრალ, გრილ, სინათლისგან დაცულ ადგილას.

გამოშვებულია შ.პ.ს. „ფორტექს ნუტრასიუტიქალს“-ის მიერ

ბულგარეთის რესპუბლიკა

 

მეტი ინფორაცია
Units 30
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy