Adant - ადანტი მზა შპრიცი 10მგ/1მლ 1 ცალი
ფორმა, შეფუთვა: სახსარშიგა ინექციისთვის განკუთვნილი 2,5 მლ ხსნარი, რომელიც შპრიცშია შევსებული. შეიცავს 10 მგ აქტიურ ნივთიერებას. მუყაოს კოლოფში მოთავსებულია ერთი ცალი პრეპარატით სავსე შპრიცი.
მოქმედი ნივთიერება: ნატრიუმის ჰიალურონატი (Sodium hyaluronate)
მწარმოებელი: ესპანეთი
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ძვალკუნთოვანი სისტემის დაავადებათა სამკურნალო საშუალება, ძვლოვანი და სახსროვანი ქსოვილების მეტაბოლიზმის კორექტორი
ფარმაკოლოგიური მოქმედება: ნატრიუმის ჰიალურონატი წარმოადგენს გლიკოზამინოგლიკანების კლასის ბუნებრივ პოლიმერს. ძირითადად მისი დახმარებით ხორციელდება სინოვიური სითხის ფიზიოლოგიური ფუნქცია. ადანტს ახასიათებს ვისკოელასტიკურობა, ჰიგროსკოპიულობა (ტენის, წყლის, ორთქლის შეწოვის უნარი), ლუბრიკანტული (ხახუნის შემამცირებელი) თვისებები. მისი სახსარშიგა ინექციის შედეგად უმჯობესდება სახსრის ფუნქცია და მობილურობა, ნორმალიზდება დაავადებულ სახსარში სინოვიალური სითხე.
ჩვენება:
- მუხლის სახსრის დეფორმაციული ოსტეოართრიტი;
- მხრის პერიართრიტი;
- I, II, III ხარისხის რიზართროზი (მხრის ან მენჯ-ბარძაყის სახსრის მადეფორმირებელი ართროზი);
- დეგენერაციული და ტრავმული წარმოშობის ოსტეოართრიტი.
დოზირებისა და მიღების რეჟიმი: ინექცია კეთდება სახსარშიდა სივრცეში კვირაში ერთხელ. მკურნალობის კურსი მოიცავს ხუთ კვირას, თუმცა ინექციათა რაოდენობა სიმპტომებითა და დაავადების სიმწვავით განისაზღვრება. სიფრთხილის ზომები:
- ადანტის ინექცია კეთდება უშუალოდ სახსარშიგა სივრცეში, ამიტომ საჭიროა, მკაცრად იყოს დაცული პროცედურის სტერილურობა;
- პირველი ხუთკვირიანი კურსის უეფექტობის შემთხვევაში ადანტით მკურნალობა წყდება;
- სახსარში სითხის რეტენციის შემთხვევაში რეკომენდებულია ართროცენტეზი;
- დაუშვებელია ადანტის სისხლძარღვში შეყვანა;
- თუ პრეპარატი ინახება მაცივარში, გამოყენების წინ საჭიროა ოთახის ტემპერატურამდე გათბობა;
- შპრიცი ერთჯერადია და კეთდება გახსნისთანავე.
გვერდითი მოვლენები: იშვიათად მოსალოდნელია გამონაყარი კანზე, ურტიკარია, ქავილი. ამ შემთხვევაში ინექციები უნდა შეწყდეს და დაინიშნოს ადეკვატური მკურნალობა. იშვიათად ინექციის ადგილას შესაძლოა გაჩნდეს ტკივილი, შეშუპება, სიწითლე, სითბოსა და სიმძიმის შეგრძნება. ძალიან იშვიათია შოკის სიმპტომები. ინექციები ამ შემთხვევაშიც წყდება და ტარდება შოკის საწინააღმდეგო მკურნალობა.
უკუჩვენება:
- ნატრიუმის ჰიალურონატის მიმართ მომატებული მგრძნობელობა;
- ორსულობა (ინიშნება სიფრთხილით);
- ლაქტაცია.
განსაკუთრებული მითითებები: ადანტით მკურნალობა არ შეიძლება მწვავე პროცესის დროს. ინექციების დაწყებამდე აუცილებელია სახსარში ანთებითი პროცესის ალაგება, რადგან ადანტმა შესაძლოა ანთების სიმპტომები გაამწვაოს. ადანტი სიფრთხილით ენიშნებათ პაციენტებს, რომელთაც აქვთ ჰიპერმგრძნობელობა სხვა მედიკამენტების მიმართ, აგრეთვე მათ, ვისაც ღვიძლის ფუნქციის დარღვევა ან უკმარისობა აღენიშნება. ასევე სიფრთხილით ენიშნებათ ადანტი ბავშვებს, ხანდაზმულებს, ორსულებს, ვინაიდან არ არსებობს მონაცემები მისი უსაფრთხოების შესახებ. ადანტი გადადის დედის რძეში, ამიტომ პრეპარატის მიღებისას ძუძუთი კვება უნდა შეწყდეს. ადანტი არ გამოიყენება ოფთალმოლოგიაში.
ზედოზირება: პრაქტიკულად შეუძლებელია, რადგან პრეპარატი სათანადო დოზით არის მოთავსებული შპრიცში.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება: სადეზინფექციო საშუალებებმა, ამონიუმის მარილებმა (ბენზალკონიუმის ქლორიდმა, ქლორჰექსიდინმა) შესაძლოა გამოიწვიოს ადანტის პრეციპიტაცია (დალექვა).
შენახვის პირობები და ვადა: ინახება 1-30C ტემპერატურაზე, სიბნელეში. ვარგისია 3 წელი.
Units | 1 |
---|
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account