ARTHROVIN - 200მგ/2მლ 10 ამპულა
გამოყენების ინსტრუქცია
ართროვინი
ARTHROVIN
სავაჭრო დასახელება: ართროვინი
საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება: ქონდროიტინის სულფატი
წამლის ფორმა: ხსნარი ინტრამუსკულური შეყვანისთვის.
შემადგენლობა:
პრეპარატის 1 მლ შეიცავს:
აქტიურ ნივთიერებას: ქონდროიტინი ნატრიუმის სულფატს 100 მგ;
დამხმარე ნივთიერებებს: ბენზილის სპირტს, ნატრიუმის ჰიდროქსიდს ან ქლორწყალბადის მჟავას, საინექციო წყალს.
აღწერა: უფერული, გამჭვირვალე სითხე.
ფარმაკოთერაპევტული ჯგუფი: ქსოვილების ტროფიკისა და რეგენერაციის სტიმულატორი
ათქ-ს კოდი: M01AX25.
ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოდინამიკა
პრეპარატი, რომელიც მოქმედებს ჰიალინის ცვლით პროცესებზე ხრტილში. ამცირებს დეგენერაციულ ცვლილებებს სახსრების ხრტილოვან ქსოვილში, ასტიმულირებს გლუკოზამინოგლიკანების ბიოსინთეზს.
ქონდროიტინი წარმოადგენს მაღალმოლეკულურ მუკოპოლისაქარიდს, რომელიც მნიშვნელოვანი რაოდენობითაა შემაერთებელი ქსოვილის სხვადასხვა სახეობებში, განსაკუთრებით ხრტილოვან (ემსახურება დამატეით სუბსტრატის სახით ხრტილოვანი მატრიქსის წარმოქმნას). გავლენას ახდენს ხრტილოვანი ქსოვილის ფოსფორ-კალციუმის ცვლაზე, ანელებს ძვლოვანი ქსოვილის რეზორბციას და აქვეითებს კალციუმის დაკარგვას, აჩქარებს ძვლოვანი ქსოვილის აღდგენის პროცესს. აფერხებს ხრტილოვანი ქსოვილის დეგენერაციის პროცესს, ასტიმულირებს სახსროვანი ხრტილის რეგენერაციის პროცესებს, ხელს უწყობს სახსროვანი ჩანთის, სახსრების ხრტილოვანი ზედაპირების აღდგენას. ინარჩუნებს სინოვიალური სითხის სიბლანტეს, ხელს უშლის შემაერთებელი ქსოვილის შეკუმშვას და წარმოადგენს სახსრების ზედაპირის თავისებურ საპოხს; ანელებს ოსტეოართრიტის პროგრესირებას, ამსუბუქებს მის სიმპტომებს, ამცირებს აასს-ზე მოთხოვნილებას. ნორმალურს ხდის ნივთიერებათა ცვლას ჰიალინის ქსოვილში, ასტიმულირებს ჰიალურონის, პროტეოგლიკანებისა და II ტიპის კოლაგენის წარმოქმნას და იცავს მათ ფერმენტული დაშლისგან, მ.შ. ლიზოსომური ფერმენტებისგან, რომლებიც იწვევს შემაერთებელი ქსოვილის დაზიანებას.
ფარმაკოკინეტიკა
ქონდროიტინი ნატრიუმის სულფატი ი/მ შეყვანის შემდეგ ადვილად შეიწოვება. ინექციიდან უკვე 30 წუთის შემდეგ სისხლში იგი ვლინდება მნიშვნელოვანი კონცენტრაციით. ქონდროიტინი ნატრიუმის სულფატის მაქსიმალური კონცენტრაცია პლაზმაში მიიღწევა 1 საათის განმავლობაში, შემდეგ თანდათანობით იკლებს 2 დღე-ღამის განმავლობაში.
ქონდროიტინი ნატრიუმის სულფატი, უმთავრესად გროვდება სახსრების წარმომქმნელ ხრტილოვან ქსოვილში. სინოვიალური გარსი არ წარმოადგენს შეფერხებას პრეპარატის სახსრების ღრუში შესაღწევად. ი/მ ინექციიდან 15 წუთის შემდეგ ქონდროიტინი ნატრიუმის სულფატი აღმოჩნდება სინოვიურ სითხეში, შემდეგ აღწევს სახსროვან ხრტილში, სადაც მაქსიმალური კონცენტრაცია ვლინდება 48 საათის შემდეგ.
ჩვენებები გამოყენებაზე
სახსრებისა და ხერხემლის დეგენერაციული დაავადებები, როგორიცაა:
- პერიფერიული სახსრების ოსტეოართროზები;
- მალთაშორისი ოსტეართროზი და ოსტეოქონდროზი.
გამოყენების წესი და დოზები
პრეპარატი ინიშნება ი/მ 1 მლ (100 მგ ქონდროიტინი ნატრიუმის სულფატი) დღეში. კარგი ამტანობის შემთხვევაში დოზა იზრდება 2 მლ-მდე (200 მგ ქონდროიტინი ნატრიუმის სულფატი), დაწყებული მეოთხე ინექციიდან. მკურნალობის კურსი – 25-30 ინექცია. საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელია განმეორებითი კურსების ჩატარება 6 თვის შემდეგ.
გვერდითი მოქმედებები
კანის მხრივ: ზოგჯერ – ერითემა, ჭინჭრის ციება, დერმატიტი, მაკულოპაპულური გამონაყარი (ქავილით ან მის გარეშე) და/ან შეშუპებები; ჰემორაგიები ინექციის ადგილას.
კნტ მხრივ: ერთეულ შემთხვევებში – გულისრევა, ღებინება.
უკუჩვენება
- მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ;
- მიდრეკილება სისხლდენისადმი;
- თრომბოფლებიტები.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო პრეპარატებთან
შესაძლებელია არაპირდაპირი ანტიკოაგულანტების, ანტიაგრეგანტების, ფიბრინოლიზურების მოქმედების გაძლიერება, რაც მოითხოვს სისხლის შედედების მაჩვენებლის ხშირ კონტროლს ერთდროული გამოყენებისას.
განსაკუთრებული მითითებები
არსებობს კლინიკური მონაცემები ქონდროიტინის სულფატის გამოყენების შესახებ ათეროსკლეროზის მქონე ხანდაზმულ პაციენტებში, ამასთან აღინიშნება სისხლის პლაზმაში ქოლესტერინისა და ტრიგლიცერიდების კონცენტრაციის დაქვეითება.
გავლენა ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე
ართროვინი არ ახდენს გავლენას ავტოტ რანსპორტის მართვისა და პოტენციურად საშიში სახეობის საქმიანობით დაკავების უნარზე, რომლებიც მოითხოვს მაღალ ყურადღებას.
გამოყენება ორსულობასა და ლაქტაციის დროს
არ არის რეკომენდებული პრეპარატის გამოყენება ორსულობისას. მკურნალობის დროს ძუძუთი კვება უნდა შეწყდეს მონაცემების არარსებობის გამო.
გამოყენება პედიატრიაში
ბავშვებში პრეპარატ ართროვინის გამოყენების ეფექტურობის და უსაფრთხოების მონაცემები ამჟამად აღწერილი არ არის.
პრეპარატი უნდა შეინახოთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას და არ გამოიყენოთY ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
დოზის გადაჭარბება
დოზის გადაჭარბება აღწერილი არ არის და ნაკლებად შესაძლებელია.
გამოშვების ფორმა
ხსნარი ინტრამუსკულური შეყვანისთვის.
2 მლ 5 უფერული მინის ამპულა გადასატეხი რგოლით კონტურულ უჯრედოვან შეფუთვაში.
2 კონტურული უჯრედოვანი შეფუთვა გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მუყაოს კოლოფში.
შენახვის პირობები
შეინახეთ არა უმეტეს 25ºC ტემპერატურაზე ორიგინალ შეფუთვაში.
ვარგისობის ვადა
3 წელი წარმოების თარიღიდან.
აფთიაქიდან გაცემის პირობა
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.
მწარმოებელი
“კ.ო. რომფარმ კომპანი ს.რ.ლ.”, რუმინეთი, ილფოვი, 075100, ქ. ოტოპენი, ეროილორის ქ., #1ა.
სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი:
შპს “ნექსტრა გრუპი”
საქართველო, თბილისი, 0154, ევდოშვილის ქ. 18
Units | 10 |
---|
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account