Structum - სტრუქტუმი 500მგ 60 კაფსულა

განსაკუთრებული ფასი 61,99 ლ რეგულარული ფასი 86,10 ლ
მარაგშია
SKU
25034_715
ჩვენებები: ხერხემლისა და სახსრების დეგენერაციული დაავადებები, ოსტეოართროზები, მალთაშუა ოსტეოქონდროზი.

საერთაშორისო დასახელება:

 

CHONDROITINE SULFATE

მწარმოებელი: Pierre Fabre Medicament Production, საფრანგეთი

მოქმედი ნივთიერება: ქოდროიტინ სულფატი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ართროზების სამკურნალო საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

კაფსულები: ბლისტერზე 12 კაფს., შეფუთვაში 5 ბლისტერი.

1 კაფს.

ნატრიუმის ქოდროიტინ სულფატი ............  500 მგ

დამხმარე ნივთიერებები:

ტალკი, ჟელატინი, ტიტანის დიოქსიდი, ინდიგოტინი.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

სტრუქტუმი წარმოადგენს ართროზისა და ოსტეოქონდროზის ბაზისურ სამკურნალო საშუალებას. იგი აფერხებს ხრტილის დეგრადაციის პროცესებს. ავლენს მასტიმულირებელ მოქმედებას ქონდროციტებზე, ზრდის ხრტილის მატრიქსის კომპონენტების ბიოსინთეზს.ჩაანაცვლებს ქონდროიტინ სულფატის დეფიციტს. აუმჯობესებს მიკროცირკულაციას სუბქონდრალურ ძვალსა და სინოვიალურ ქსოვილში. ავლენს ტკივილგამაყუჩებელ და ანთების საწინააღმდეგო მოქმედებას და 50%-ით ამცირებს არასტეროიდების მოხმარებას.

ჩვენებები:

  • ხერხემლისა და სახსრების დეგენერაციული დაავადებები, ოსტეოართროზები, მალთაშუა ოსტეოქონდროზი.

მიღების წესი და დოზირება:

კაფსულები მიიღება წყლის დაყოლებით. მოზრდილებს ენიშნებათ 500 მგ 2-ჯერ დღეში. კურსის რეკომენდებული ხანგრძლივობაა 3-6 თვე, წელიწადში ერთხელ.

გვერდითი მოვლენები:

იშვიათ შემთხვევებში ერითემა, დერმატიტი, გულისრევა, პირღებინება, შეშუპება.

უკუჩვენებები:

* პრეპარატის ინდივიდუალური აუტანლობა.

* ორსულობის, ლაქტაციის პერიოდსა და ბავშვთა ასაკში სტრუქტუმის გამოყენების შესახებ მონაცემები დღეისათვის არ არსებობს.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება არა უმეტეს 250C ტემპერატურაზე.

ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.

მეტი ინფორაცია
Units 60
Form სპრეი
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy