Cardiomagnyl - კარდიომაგნილი 75მგ 30ტაბლეტი

განსაკუთრებული ფასი 6,90 ლ რეგულარული ფასი 7,15 ლ
მარაგშია
SKU
7020_2018
იმ დაავადებათა პროფილაქტიკა, რომელთაც თან ახლავს თრომბო­ ციტების აგრეგაციის გაძლიერება: თრომბოზები, ემბოლიები, მიოკარდიუ­მის ინფარქტი, არასტაბილური სტენოკარდია, შაკიკი, იშემიური ინსულტი, ტვინის სისხლისმიმოქცევის დარღვევა, სისხლძარღვებზე ჩატარებული ოპერაცი

შემადგენლობა

აპკოვანი გარსით დაფარული ტაბლეტები: აცეტილსალიცილის მჟავა ­ 75 მგ, მაგნიუმის ჰიდროქსიდი ­ 15.2 მგ. დამხმარე კომპონენტები: მაგნიუმის სტეარატი, კარტოფილის სახა­ მებელი, სიმინდის სახამებელი, მიკროკრისტალური ცელულოზა, მეთილ­ჰი­ დროქსიპროპილ­ცელულოზა 15, ტალკი, პროპილენგლიკოლი, გაწმენდილი წყალი.
აპკოვანი გარსით დაფარული ტაბლეტები ფორტე: აცეტილსალიცილის მჟავა ­ 150 მგ, მაგნიუმის ჰიდროქსიდი – 30.39 მგ. დამხმარე კომპონენტები: მაგნიუმის სტეარატი, კარტოფილის სახამებელი, სიმინდის სახამებელი, მიკროკრისტალური ცელულოზა, მეთილ­ჰიდროქსიპროპილ­ცელულოზა 15, ტალკი, პროპილენგლიკოლი, გაწმენდილი წყალი
აღწერილობა
ტაბლეტები, აპკოვანი გარსით დაფარული, თეთრი ფერის, სტილიზებული `გულის~ ფორმის. ტაბლეტები ფორტე, აპკოვანი გარსით დაფარული, თეთრი ფერის, ოვალური ფორმის ცალ მხარეს განივი ღარით

ფარმაკოლოგიური თვისებები
აცეტილირების რეაქციის გზით აცეტისალიცილის მჟავა ახდენს ფერმენტ ციკლოოქსიგენაზის შეუქცევად ინჰიბირებას და სელექტიურად აქვეითებს აგრეგაციული მოქმედების თრომბოქსან A2-ის სინთეზს. კარდიომაგნილში შემავალი მაგნიუმის ჰიდროქსიდი იცავს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ლორწოვანს აცეტილსალიცილის მჟავას მოქმედებისგან. კუჭ-ნაწლავის ტრაქტში აცეტილსალიცილის მჟავას (ასმ) შეწოვა პრაქტიკულად სრულად ხდება. ასმ­ის ნახევრადგამოყოფის პერიოდი დაახლოებით 15 წუთია, ვინაიდან ნაწლავებში, ღვიძლსა და პლაზმაში ესთერაზის მონაწილეობით ასმ სწრაფად ჰიდროლიზდება სალიცილის მჟავაში (სმ). სმ­ის ნახევრადგამოყოფის პერიოდი 3 სთ-ია, მაგრამ იგი შეიძლება გაიზარდოს ასმ­ს დიდი დოზებით შეყვანისას (3.0 გრ-ზე მეტი) ფერმენტული სისტემების გაჯერების შედეგად. ასმ­ს ბიოშეღწევადობა შეადგენს დაახლოებით 70%-ს, მაგრამ ეს მაჩვენებელი მნიშვნელოვნად მერყეობს, ვინაიდან ესთერაზების მოქმედებით ასმ განიცდის პრესისტემურ ჰიდროლიზს და გარდაიქმნება სმ-ად. სმ-ის ბიოშეღწევადობა შეადგენს 80-100%-ს. მაგნიუმის ჰიდროქსიდის გამოყენებული დოზები არ მოქმედებს ასმ-ის ბიოშეღწევადობაზე.

ჩვენებები
იმ დაავადებათა პროფილაქტიკა, რომელთაც თან ახლავს თრომბო­ ციტების აგრეგაციის გაძლიერება: თრომბოზები, ემბოლიები, მიოკარდიუ­ მის ინფარქტი, არასტაბილური სტენოკარდია, შაკიკი, იშემიური ინსულტი, ტვინის სისხლისმიმოქცევის დარღვევა, სისხლძარღვებზე ჩატარებული ოპერაციები და ოპერაციისშემდგომი პერიოდი (აორტოკორონარული შუნტირება, ტრანსკუტანური, ტრანსლუმინალური კორონარული ანგი­ ოპლასტიკა).

მიღების წესები და დოზები
მთლიანი ტაბლეტების გადაყლაპვა, საჭიროებისას წყლის მიყოლებით. სურვილისამებრ შესაძლოა წინასწარ ტაბლეტის შუაზე გაყოფა, დაღეჭვა ან დაფხვნა. მოზრდილების დოზა პირველ დღეს შეადგენს 150 მგ-ს დღე-ღამეში, შემდგომ 75 მგ-ს დღე-ღამეში.

გვერდითი მოვლენები
დისკომფორტი კუჭ­ნაწლავის არეში. ნებისმიერი გვერდითი ეფექტის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს.

უკუჩვენება
ხანმოკლე პერიოდის წინ გადატანილი სისხლდენა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან; ხანმოკლე პერიოდის წინ გადატანილი სისხლჩაქცევა ტვინში; თრომბოციტების შემცველობის დაქვეითება ან სისხლდენისადმი მიდრეკილება; ჰემოფილია; ჰემორაგიული დიათეზი; ჰიპოპროთრომბინემია; ასმ-თი ან სალიცილატებით გამოწვეული ბრონქული ასთმა ან ალერგია; კუჭ­ნაწლავის ტრაქტის ეროზიულ-წყლულოვანი დაზიანებები (გამწვავების ფაზაში); თირკმლის უკმარისობა; ორსულობა (I და III ტრიმესტრები); ლაქტაციის პერიოდი; ერითროციტების გლუკოზა-6-ფოს- ფატდეჰიდროგენაზის დეფიციტი; ბავშვთა ასაკი.

განსაკუთრებული მითითებები
არ არის გამოვლენილი კარდიომაგნილის ზემოქმედება ავტომობილის მართვასა ან სხვა მექანიზმებთან მუშაობაზე.

ჭარბი დოზირება
სახიფათო დოზაა: მოზრდილებისთვის - 150 მგ/კგ სხეულის წონაზე. დოზის გადაჭარბების სიმპტომებია ყურებში ხმაური, სმენის დაქვეითება, თავბრუსხვევა, ოფლიანობა, მოუსვენრობა, მუცლის ტკივილი, ღებინება (ხანდახან სისხლნარევი), აჩქარებული სუნთქვა ან სისხლდენის პერიოდის ზრდა. იშვიათ შემთხვევაში შეიძლება აღინიშნოს გულის მოქმედების დარღვევა და ძალიან იშვიათად - ფილტვების შეშუპება. დოზის გადაჭარბების ყველა შემთხვევაში მიმართეთ ექიმს და აჩვენეთ მას წამლის შეფუთვა.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
კარდიომაგნილი დიდი დოზებით აძლიერებს პერორალური ანტი­ კოაგულანტების მოქმედებას და ახდენს პრობენეციდის ურიკოზურიული მოქმედების ინჰიბირებას. კარდიომაგნილი აძლიერებს მეტოტრექსატის, ქლორპროპამიდის, ანტიაგრეგანტებისა და ფიბრინოლიტიური საშუალებების მოქმედებას და აინჰიბირებს სპირონოლაქტონის მოქმედებას. ანტაციდები და ქოლესტირამინი აქვეითებენ პრეპარატის შეწოვას. ზემოთ ჩამოთვლილი პრეპარატების კარდიომაგნილთან პარალელურად მიღების შემთხვევაში აუცილებელია წინასწარი კონსულტაცია ექიმთან.

შენახვის პირობები და ვადები
სინათლესა და ნესტისაგან დაცულ ადგილას 15-­30°C ტემპერატურაზე. ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ვადა 5 წელი. არ შეიძლება გამოყენება ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

აფთიაქში გაცემის წესი
ექიმის რეცეპტის გარეშე

მეტი ინფორაცია
Units 30
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy