ტრომბო ACC 100მგ 100 ტაბლეტი
რეპარატის სავაჭრო სახელწოდება თრომბო აცც ®
საერთაშორისო არაპატენტირებული სახელწოდება ან ჯგუფური სახელწოდება აცეტილსალიცილის მჟავა
წამლის ფორმა ნაწლავში ხსნადი შემოგარსული ტაბლეტები
შემადგენლობა
ნაწლავში ხსნადი შემოგარსული ერთი ტაბლეტი შეიცავს
აქტიური ნივთიერება : აცეტილსალიცილის მჟავა 100 მგ ;
დამხმარე ნივთიერებები : მიკროკრისტალური ცელულოზა , ლაქტოზა , სილიკონის დიოქსიდი კოლოიდური , კარტოფილის სახამებელი ,ტალკი , ტრიაცეტინი , მეტაკრილის მჟავა და ეთილაკრილატის სოპოლიმერი ( ეუდრაჟიტი L30D ).
აღწერილობა
თეთრი , მრგვალი , ორივე მხრიდან ამობურცული , გლუვი ან ოდნავ ხორკლიანი , პრიალა ზედაპირის მქონე შემოგარსული ტაბლეტები .
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
თრომბოციტების აგრეგაციის ინჰიბიტორი ( ანტიაგრეგანტები )
კოდი ათქ : B01AC06
ფარმაკოლოგიური მოქმედება
ფარმაკოდინამიკა
აცეტილსალიცილის მჟავის მოქმედების მექანიზმის საფუძველს წარმოადგენს ციკლოოქსიგენაზას ( ცოგ -1) შეუქცევადი ინჰიბირება , რისშედეგადაც ფერხდება A 2 თრომბოქსანის სინთეზი და ითრგუნება თრომბოციტების აგრეგაცია . ითვლება , რომ აცეტილსალიცილის მჟავაავლენს თრომბოციტების აგრეგაციის დათრგუნვის სხვა მექანიზმებსაც , რაც აფართოებს მისი გამოყენების სფეროს სხვადასხვასისხლძარღვოვანი დაავადებების დროს . აცეტილსალიცილის მჟავა ასევე ავლენს ანთებისსაწინააღმდეგო , ტკივილგამაყუჩებელ , სიცხისდამწევ ეფექტს .
ფარმაკოინეტიკა
შიგნით მიღების შემდეგ აცეტილსალიცილის მჟავა შეიწოვება წვრილი ნაწლავის ზედა ნაწილში . მაქსიმალური კონცენტრაცია შრატშიაღინიშნება პრეპარატის შიგნით გამოყენებიდან საშუალოდ 3 საათის შემდეგ . აცეტილსალიცილის მჟავა ნაწილობრივად მეტაბოლიზდებაღვიძლში ნაკლებად აქტიური მეტაბოლიტების წარმოქმნით . გამოიყოფა თირკმელებით , როგორც შეუცვლელი , ასევე მეტაბოლიტებისსახით : აცეტილსალიცილის მჟავის ნაწილობრივად გამოყოფის პერიოდი შეადგენს 15 წუთს , მეტაბოლიტების კი - დაახლოებით 3 საათს .
გამოყენების ჩვენება .
- მიოკარდიუმის ინფარქტის პროფილაქტიკა საშიშროების სხვადასხვა ფაქტორის არსებობისას ( მაგალითად , შაქრიანი დიაბეტი ,ჰიპერლიპიდემია , არტერიული ჰიპერტენზია , სიმსუქნე , თამბაქოს მოხმარება , ხანდაზმული ასაკი ); მიოკარდიუმის განმეორებითიინფარქტის პროფილაქტიკა ;
- არასტაბილური სტენოკარდია ;
- ინსულტის პროფილაქტიკა ( მათ შორის თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის მოვლითი დარღვევის მქონე პირებში );
- თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის მოვლითი დარღვევის პროფილაქტიკა ;
- თრომბოემბოლიების პროფილაქტიკა სისხლძარღვებზე ინვაზიური ჩარევის ან ოპერაციის შემდეგ ( მაგალითად , აორტო - კორონალურიშუნტირება , საძილე არტერიის ენდარტერექტომია , არტერიო - ვენური შუნტირება , საძილე არტერიის ანგიოპლასტიკა );
- ღრმა ვენების თრომბოზისა და ფილტვის არტერიებისა და მისი ტოტების თრომბოემბოლიის პროფილაქტიკა ( მაგალითად , ხანგრძლივიიმობილიზაცია ქირურგიული ჩარევის შემდეგ ).
უკუჩვენება
- ჰიპერმგრძნობელობა აცეტილსალიცილის მჟავას , პრეპარატის დამხმარე კომპონენტების და სხვა აასპ - ს მიმართ ;
- კუჭ - ნაწლავის ტრაქტის ეროზიულ - წყლულოვანი დაზიანება , სისხლდენა ;
- სალიცილატებისა და აასპ გამოყენებით ინდუცირებული ბრონქული ასთმა ; ბრონქული ასთმის , ცხვირის ღრუსა და მიმდებარე წიაღებისრეციდიული პოლიპოზისა და აცეტილსალიცილის მჟავის აუტანლობა ;
- ჰემორაგიული დიათეზი ;
- მეტოტრექსატთან ერთდროული გამოყენება ( დოზა კვირაში 15 მგ ან მეტი );
- ორსულობა (I და III ტრიმესტრი ) და ლაქტაციის პერიოდი ;
-18 წლამდე ასაკი .
გამოიყენება სიფრთხილით : პოდაგრა ; ჰიპერურიკემია ; ანამნეზში : კუჭ - ნაწლავის ტრაქტის წყლულოვანი დაზიანება ან სისხლდენა ,თირკმელების ან ღვიძლის უკმარისობა , ბრონქული ასთმა , სასუნთქი ორგანოების ქრონიკული დაავადება , ცხელება , ცხვირის პოლიპოზი, ალერგიული რეაქციები სხვა პრეპარატებზე , ორსულობის II ტრიმესტრი ; მეტოტრექსატთან ერთდროული გამოყენება ( დოზა კვირაში 15მგ - ზე ნაკლები ).
გამოყენება ორსულობის პერიოდში
ორსულობის პირველი 3 თვის განმავლობაში სალიცილატების დიდი დოზის გამოყენება ასოცირდება ნაყოფის განვითარების დეფექტისმაღალ სიხშირესთან ( სასის ნაპრალი , გულის მანკი ). ორსულობის II ტრიმესტრში სალიცილატების დანიშვნა შესაძლებელია მხოლოდსარგებლისა და საშიშროების მკაცრი შეფასების გათვალისწინებით . ორსულობის ბოლო ტრიმესტრში სალიცილატების დანიშვნაუკუნაჩვენებია .
გამოყენება ლაქტაციის პერიოდში
სალიცილატები და მისი მეტაბოლიტები უმნიშვნელო რაოდენობით აღწევენ დედის რძეში . ლაქტაციის პერიოდში სალიცილატებისშემთხვევითი გამოყენება არ იწვევს გვერდითი ეფექტების განვითარებას ბავშვში ; ბუნებრივი კვების შეწყვეტა საჭიროებას არ წარმოადგენს .თუმცა , პრეპარატის ხანგრძლივი გამოყენებისას ან მისი მაღალი დოზის დანიშვნისას ბუნებრივი კვება დაუყოვნებლივ წყდება .
გამოყენების წესი და დოზირება
თრომბო აცც ® გამოიყენება შიგნით , კვების წინ , დაუღეჭავად , სითხის მცირე რაოდენობის დაყოლებით .
თრომბო აცც ® არის ხანგრძლივი გამოყენების პრეპარატი . თერაპიის ხანგრძლივობას განსაზღვრავს მკურნალი ექიმი .
პრეპარატის რეკომენდებული დოზა ზემოთ მითითებული ჩვენებების დროს შეადგენს - 50-100 მგ დღეში 1- ჯერ .
გვერდითი მოქმედება .
მთლიანობაში , პრეპარატის დაბალი დოზები კარგად გადაიტანება , მაგრამ , გამონაკლის შემთხვევაში , შესაძლებელია გამოვლინდეს შემდეგარასასურველი ეფექტები :
ალერგიული რეაქციები : ჭინჭრის ციება , კვინკეს შეშუპება .
საჭმლის მომნელებელი ტრაქტის მხრიდან : გულისრევა , ღებინება , გულძმარვა , ტკივილის შეგრძნება მუცლის არეში , კუჭის ლორწოვანიგარსის და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული , პერფორაციული , სისხლდენა კუჭ - ნაწლავის ტრაქტიდან , ღვიძლის ფერმენტებისმომატებული აქტივობა .
სასუნთქი სისტემის მხრიდან : ბრონქოსპაზმი .
იმუნური სისტემის მხრიდან : ანაფილაქსიური რეაქციები .
სისხლმბადი სისტემის მხრიდან : ანემია ( იშვიათად ), მომატებული სისხლდენა .
ცენტრალური ნერვული სისტემის მხრიდან : თავბრუსხვევა , ხმაური ყურებში .
ჭარბი დოზა
ნაკლებად შესაძლებელია ტაბლეტში აქტიური ნივთიერების მცირე შემცველობის გამო .
ჭარბი დოზის სიმპტომები
გულისრევა , ღებინება , ხმაური ყურებში , თავბრუსხვევა , ცნობიერების მოშლა , საერთო სისუსტე .
მკურნალობა : ღებინების პროვოცირება , აქტივირებული ნახშირი , საფაღარათე საშუალებები , გამატუტოვანებელი მკურნალობა .
ზემოქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან
ერთდროული გამოყენებისას აცეტილსალიცილის მჟავა აძლიერებს შემდეგი სამკურნალო საშუალებების მოქმედებას :
- მეტოტრექსატი , თირკმლის კლირენსის შემცირებისა და ცილების კავშირიდან მისი განდევნის ხარჯზე ;
- ჰეპარინი და არაპირდაპირი ანტიკოაგულანტები , თრომბოციტების ფუნქციის დარღვევისა და არაპირდაპირი ანტიკოაგულანტებისცილების კავშირიდან განდევნის ხარჯზე ;
- თრომბოლიზური და ანტითრომბოციტული საშუალებები ( ტიკლოპიდინი );
- დიგოქსინი , მისი თირკმლისმიერი ექსკრეციის შემცირების შედეგად ;
- ჰიპოგლიკემიური საშუალებები ( ინსულინი და სულფონილშარდოვანას წარმოებულები ), აცეტილსალიცილის მჟავას მაღალი დოზისჰიპოგლიკემიური თვისებებისა და სულფონილშარდოვანას წარმოებულის ცილების კავშირიდან განდევნის ხარჯზე ;
- ვალპროის მჟავა , ცილების კავშირიდან მისი განდევნის ხარჯზე .
ადიტიური ეფექტი ვლინდება აცეტილსალიცილის მჟავას და ალკოჰოლის ერთდროული გამოყენებისას .
აცეტილსალიცილის მჟავა ასუსტებს ურიკოზური საშუალებების მოქმედებას ( ბენზბრომარონი ) შარდმჟავას კონკურენტულ - ტუბულარულიელიმინაციის შედეგად .
სალიცილატების გამოყოფის გაძლიერების გზით , სისტემური გლუკოკორტიკოსტეროიდები ასუსტებენ მათ მოქმედებას .
განსაკუთრებული მითითებები
პრეპარატი გამოიყენება ექიმის დანიშნულების შემდეგ .
აცეტილსალიცილის მჟავამ შესაძლებელია გამოიწვიოს ბრონქოსპაზმი , ასევე ბრონქული ასთმის შეტევის პროვოცირება დაჰიპერმგრძნობელობის სხვა რეაქციები . რისკ ფაქტორებს მიეკუთვნება ანამნეზში ბრონქული ასთმის არსებობა , ცხელება , ცხვირისპოლიპოზი , სასუნთქი სისტემის ქრონიკული დაავადება , ასევე ალერგიული რეაქციები სხვა პრეპარატებზე ( მაგალითად , კანის რეაქციები, ქავილი , ჭინჭრის ციება ).
აცეტილსალიცილის მჟავამ შესაძლებელია გამოიწვიოს სხვადასხვა ხარისხის სისხლდენა ოპერაციული ჩარევის დროს ან შემდეგ .
აცეტილსალიცილის მჟავისა და ანტიკოაგულანტების , თრომბოლიზური და ანტითრომბოციტული საშუალებების ერთდროულ გამოყენებასახლავს სისხლდენის განვითარების მაღალი საშიშროება .
აცეტილსალიცილის მჟავას მცირე დოზებმა შესაძლებელია გამოიწვიოს პოდაგრის განვითარების პროვოცირება შესაბამისი მიდრეკილებისმქონე პირებში ( პირები , რომლებსაც აქვს შარდმჟავას შემცირებული ექსკრეცია ).
აცეტილსალიცილის მჟავისა და მეთატრექსატის ერთდროული გამოყენება ზრდის გვერდითი ეფექტების განვითარების საშიშროებას სისხლმბადი ორგანოების მხრიდან .
აცეტილსალიცილის მჟავის მაღალი დოზები ავლენენ ჰიპოგლიკემიურ ეფექტს , რაც გასათვალისწინებელია შაქრიანი დიაბეტის მქონეპირების მკურნალობისას , რომლებიც იყენებენ ჰიპოგლიკემიურ პრეპერატებს .
გლუკოკორტიკოსტეროიდებისა და სალიცილატების ერთდროული დანიშვნისას გასათვალისწინებელია , რომ მკურნალობისას შემცირებულიასალიცილატების დონე სისხლში , გლუკოკორტიკოსტეროიდების მოხსნის შემდეგ შესაძლებელი განვითარდეს სალიცილატებით ჭარბი დოზა.
არ არის რეკომენდებული აცეტილსალიცილის მჟავას და იბუპროფენის ერთდროული გამოყენება , ვინაიდან ეს უკანასკნელი აუარესებსაცეტილსალიცილის დადებით ეფექტს სიცოცხლის ხანგრძლივობაზე .
აცეტილსალიცილის მჟავის ჭარბი დოზა დაკავშირებულია კუჭ _ ნაწლავის სისხლდენის განვითარების საშიშროებასთან .
ჭარბი დოზა განსაკუთრებით საშიშია ხანდაზმულ პაციენტებში .
აცეტილსალიცილის მჟავასა და ალკოჰოლის ერთდროული გამოყენებისას იზრდება კუჭ - ნაწლავის ტრაქტის ლორწოვანი გარსისდაზიანებისა და სისხლდენის დროის გახანგრძლივების საშიშროება .
გამოშვების ფორმა
ნაწლავში ხსნადი შემოგარსული ტაბლეტები 100 მგ .
10 ტაბლეტი პვქ გარსისა და ალუმინის ფოლგის კონტურულ უჯრედოვან შეფუთვაში ( ბლისტერი ). 3 ბლისტერი გამოყენებისინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში .
შენახვის პირობები
პრეპარატი ინახება მშრალ , შუქისაგან დაცულ და ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას , ტემპერატურა არ უნდა აღემატებოდეს 25 ̊C .
ვარგისიანობის ვადა
3 წელი . პრეპარატი არ გამოიყენება ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ .
აფთიაქიდან გაცემის წესი
ურეცეპტოდ (III ჯგუფი ).
მწარმოებელი
,, G.L.Pharma GmbH ’’,
შლოსპლატც 1, A- 8502 ლანახ , ავსტრია
Units | 100 |
---|
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account