Lymphomyosot N - ლიმფომიოზოტი N წვეთები 30მლ ფლაკონი

განსაკუთრებული ფასი 24,95 ლ რეგულარული ფასი 34,65 ლ
მარაგშია
SKU
42681_626
ჩვენება: ლიმფადენოპათია, მეზოადენიტი, ქრონიკული ტონზილიტი, ნუშურების ჰიპერტროჰია, მ.შ. ადენოიდები; ტონზილოგენური და ტუბერკულოზური ინტოქსიკაცია; იმუნოდეფიციტური მდგომარეობები; ალერგიული, ექსუდაციური და ლიმფატური დიათეზი, ალერგია; დიაბეტური პოლინეიროპათია (

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: კომპლექსური ჰომეოპათიური პრეპარატი.
გამოშვების ფორმა: წვეთები სუბლინგვალური გამოყენებისთვის.
სარეგისტრაციო მოწმობა: 30მლ - № რ/ა_000886
შემადგენლობა: 100გ (105 მლ) ხსნარი შეიცავს: Myosotis arvensis D3, Veronica officinalis D3, Teucrium scorodonia D3, Pinus silvestris D4, Gentiana lutea D5, Equisetum hiemale D4, Sarsaparilla D6, Scrophularia nodosa D3, Juglans regia D3, Calcium phosphoricum D12, Natrium sulphuricum D4, Fumaria officinalis D4, Levothyroxinum D12, Araneus diadematus D6  - შესაბამისად 5 გ; Geranium robertianum D4, Nasturtium aquaticum D4, Ferrum jodatum D12 - შესაბამისად 10 გ; ეთანოლი (45%).
ჩვენება: ლიმფადენოპათია, მეზოადენიტი, ქრონიკული ტონზილიტი, ნუშურების ჰიპერტროჰია, მ.შ. ადენოიდები; ტონზილოგენური და ტუბერკულოზური ინტოქსიკაცია; იმუნოდეფიციტური მდგომარეობები; ალერგიული, ექსუდაციური და ლიმფატური დიათეზი, ალერგია; დიაბეტური პოლინეიროპათია (პერინევრალური შეშუპება); ლიმფატიზმი, ლიმფატური შეშუპება (პოსტმასტექტომიის, პოსტოპერაციული, პოსტტრავმული); გულისა და თირკმლისმიერი შეშუპება; კეთილთვისებიანი და ავთვისებიანი წარმონაქმნები (კომპლექსურ თერაპიაში).
უკუჩვენება: მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის შემადგენელი კომპონენტების მიმართ.
განსაკუთრებული მითითება: პრეპარატში შემავალი კომპონენტების  Levothyroxinum-ისა და Ferrum jodatum-ის  გამო, ჰიპერთირეოზისა და თირეოტოქსიკოზის დროს შესაძლებელია ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის აქტივობის მომატება. ამიტომ, ამ დაავადებებისას, პრეპარატის მიღება ხდება მკურნალი ექიმის მეთვალყურეობით.
გვერდითი ეფექტი: ერთეულ შემთხვევაში შესაძლებელია განვითარდეს ჰიპერმგრძნობელობის რეაქცია პრეპარატზე - გამონაყარი კანზე, ქავილი, ჭინჭრის ციება.
დოზირება და მიღების წესი: მოზრდილებისა და 6 წ-ზე მეტი მოზარდებისთვის - 10 წვ. 3-ჯერ დღეში სუბლინგვალურად 20-30 წუთით ადრე ჭამამდე ან ჭამიდან 1 სთ-ის შემდეგ.
სხვა პრეპარატებთან ურთიერთქმედება: კომპლექსური ჰომეოპათიური პრეპარატის დანიშვნა არ გამორიცხავს მოცემული დაავადებისას სხვა სამკურნალო საშუალებების გამოყენებას.
ვარგისიანობის ვადა: 5 წელი.
შენახვის პირობები: შეინახეთ მზის პირდაპირი სხივების ზემოქმედებისგან დაცულ ადგილას, 150-დან 250 C-მდე ტემპერატურაზე.
შეფუთვა: მინის საწვეთურიანი ფლაკონი 30 მლ ან 100 მლ.
აფთიაქიდან გაცემის პირობები: გაიცემა ურეცეპტოდ.
მწარმოებელი ფირმა: ბიოლოგიშე ჰეილმიტელ ჰეელ გმბჰ, დოქტორ რეკევეგის შტრასე 2-4, 76532 ბადენ-ბადენი, გერმანია. 

მეტი ინფორაცია
Units 1
Is Online? არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy