Axelan - აქსელანი 30 ტაბლეტი
შემადგენლობა:
რკინის იოდიდი (Ferrum iodatum) D8 40 მგ, თუთია (Zincum metalicum) D6 40 მგ, სილიცეა (Silicea) D8 40 მგ, კალციუმის კარბონატი (Calcarea carbonica ) D6 40 მგ, კალციუმის ფოსფატი (Calcarea phosphorica) D8 40 მგ, კალციუმის ფტორიდი (Calcarea fluorica) D10 40 მგ, სპონგია (Spongia) D8 40 მგ. შემავსებელი: ლაქტოზა 0,32 გრ-მდე;
ფარმაკოლოგიური თვისებები:
ხელს უწყობს ზრდის და განვითარების პროცესებს.
ჩვენებები:
ნივთიერებათა ცვლის დარღვევები, ზრდის და განვითარების ჩამორჩენა, კბილების მოცვლის დაგვიანება, არასწორი თანკბილვა, რაქიტი, ხერხემლის გამრუდება, ლიმფური და ექსუდატიურ-კატარალური დიათეზი, ზედა სასუნთქი გზების და შუა ყურის ანთებების მიმართ მიდრეკილება, ანემიის მიმართ მიდრეკილება; თმის და ფრჩხილების გამაგრება და მათი იერსახის გაუმჯობესება; გამოიყენება აგრეთვე ნერვული სისტემის გაზრდილი აგრძნებადობის დასაქვეითებლად, ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის კორექციისათვის;
პრეპარატში შემავალი კომპონენტები - კალციუმის მარილები გამოიყენება მინერალური ცვლის რეგულაციისთვის: კბილების მოცვლის დაგვიანების, არასწორი თანკბილვის, რაქიტის, ხერხემლის გამრუდების და დიათეზების დროს; სილიცეა ხელს უწყობს ზრდის, ფიზიკური და გონებრივი განვითარების პროცესებს, თმების და ფრცხილების გამაგრებას; თუთია აქვეითებს ნერვული სისტემის მომატებულ აღგზნებადობას, არეგულირებს გონებრივ განვითარებას, ეფექტურად ზრდის გონებრივ შრომისუნარიანობას და მეხსიერებას; რკინა ახდენს ანემიის პროფილაქტიკას და აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლის პროცესებს; სპონგია გამოიყენება რესპირატორული ორგანოების მდგომარეობის გასაუმჯობესებლად ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის კორექციისათვის; იოდი აგრეთვე გამოიყენება ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის კორექციისათვის და ჰიპოთირეოზის პროფილაქტიკისთვის.
დოზირება:
მოზარდებში და ბავშვებში 1აბი ხელ დღეში 15 წუთით ადრე ჭამამდე; 1 თვის მიღების შემდეგ რეკომენდირებულია 2 კვირიანი დასვენება და მერე კურსის გაგრძელება, საჭიროების შემთხვევაში მოზრდილებში- 2 აბი დღეში
Units | 30 |
---|
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account