Voltaren - ვოლტარენი ემულგელი 1% 50გ

განსაკუთრებული ფასი 6,84 ლ რეგულარული ფასი 7,85 ლ
მარაგშია
SKU
77842_3136

ჩვენება: რბილი ქსოვილების დაზიანებები, ტრავმები: დაჭიმულობა, დაძაბულობა, დაზიანებასთან დაკაშირებული კუნთების ძვალთან დამაფიქსირებელი ქსოვილების, იოგების, კუნთებისა და სახსრების ტრავმა და ზურგის ტკივილი.

განკუთვნილია გარეგანი გამოყენებისთვის

მოქმედი ნივთიერება: გელის ყოველი 1 გრ 10 მგ დიკლოფენაკის ნატრიუმის ექვივალენტური რაოდენობით დიკლოფენაკის დიეთილამონიუმს შეიცავს.
დამხმარე ნივთიერებებია: კარბომერი, მაკროგოლის კეტოსტეარილის ეთერი, კოკოილის კაპრილოკაპრატი, დიეთილამინი, იზოპროპილის სპირტი, პროპილენ გლიკოლი, თხევადი პარაფინი, არომატული კრემი 45 (ბენზილ ბენზოატს შეიცავს), სუფთა წყალი.

რა არის და რისთვის გამოიყენება ვოლტარენის ემულგელი ?
 ვოლტარენის ემულგელი, მოქმედი ნივთიერების სახით დიკლოფენაკის დიეთილამონიუმს შეიცავს, პრეპარატი წარმოადგენს გელის ფორმის წამალს.
ვოლტარენის ემულგელი, ტოპიკალური (ადგილობრივი, ლოკალური) გამოყენების არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო წამლების ჯგუფში შედის. განკუთვნილია მხოლოდ  გარეგანი გამოყენებისთვის.
ვოლტარენის ემულგელი, მოხმარებისთვის წარმოდგენილია 50გ-იანი და 100 გ-იანი ტუბების შეფუთვით.
ვოლტარენის ემულგელი, ქვემოთ ჩამოთვლილი დაავადებების ადგილობრივი მკურნალობისას ტკივილგამაყუჩებელ (ანალგეზიური) და ანთების საწინააღმდეგო (ანტი-ინფლამატორული) ეფექტს ავლენს:
რბილი ქსოვილების დაზიანებები, ტრავმები: დაჭიმულობა, დაძაბულობა, დაზიანებასთან დაკაშირებული კუნთების ძვალთან დამაფიქსირებელი ქსოვილების, იოგების, კუნთებისა და სახსრების ტრავმა და ზურგის ტკივილი (სპორტული ტრავმები)
რბილი ქსოვილების რევმატიული დაავადებების ლოკალური ფორმები: ტენდონიტი (მაგ. ჩოგბურთელის იდაყვი), ძვლის ზედაპირის მფარავი რბილი ქსოვილის ანთება (ბურსიტი), მხარ-ხელის სინდრომი და სხვა სახსრების დაავადებები
მუხლისა და თითების რევმატიული დაავადების მსუბუქი ფორმის (ართრიტი) დროს ტკივილის შემსუბუქება
სახსრის კალციფიკაცია (ოსტეოართრიტი)
ვოლტარენის ემულგელის გამოყენებამდე რას უნდა მივაქციოთ ყურადღება?
ვოლტარენის ემულგელი, ქვემოთ მოცემული მდგომარეობების დროს არ გამოიყენოთ:

თუ;

დიკლოფენაკის ანდა ვოლტარენის ემულგელის შემადგენლობაში არსებული ნივთიერებებიდან რომელიმეს მიმართ (იხილეთ ნაწილი- დამხმარე ნივთიერებები) ალერგია გაქვთ,
აცეტილსალიცილის მჟავას (ტკივილგამაყუჩებელი წამალი) ანდა იბუპროფენის მსგავსი არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო წამლების მიღებისას ხიხინი და სუნთქვის გაძნელება (ასთმის შეტევა), კანზე სითხის შემცველი ბუშტუკოვანი გამონაყარი ანდა ჭინჭრის ციება ანდა ცხვირიდან გამონადენის მსგავსი ჩივილები გაქვთ,
ორსულად ხართ (განსაკუთრებით, ბოლო 3 თვის პერიოდი), არ გამოიყენოთ,
14 წლამდე ასაკის ბავშვებსა და მოზარდებში არ გამოიყენება.
ვოლტარენის ემულგელი, ქვემოთ მოცემული მდგომარეობების დროს სიფრთხილით გამოიყენეთ:

ექიმის რეკომენდაციის გარეშე, კანის ვრცელ მიდამოებში და ხანგრძლივი დროით არ უნდა იქნას გამოყენებული,
პრეპარატის გამოყენებისას კანი მზის სხივების მიმართ უფრო მგრძნობიარეა, ამიტომ გარუჯვის დროს ანდა დასხივების ნათურების (სოლარიუმის) გამოყენების დროს ფრთხილად იყავით,
ვოლტარენის ემულგელი, მხოლოდ გარეგანი გამოყენებისთვისაა განკუთვნილი. პირის ღრუში არ გამოიყენოთ. არ გადაყლაპოთ.
ვოლტარენის ემულგელის თვალებთან კონტაქტს მოერიდეთ. თვალთან კონტაქტის შემთხვევაში, თვალი სუფთა წყლის ჩამოიბანეთ, თუ გაღიზიანება გაგრძელდება, ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართეთ.
ვოლტარენის ემულგელი, ღია ჭრილობებზე ანდა დაზიანებულ, გამონაყარის მქონე ანდა ეგზემით გაღიზიანებულ კანზე არ დაიტანოთ. კანზე გამონაყარის არსებობის შემთხვევაში, მკურნალობა შეაჩერეთ.
ვოლტარენის ემულგელი, შეიძლება გამოყენებული იქნას ისეთი ბანდაჟის (სახვევის)ქვეშ, რომელიც ჰაერს ატარებს, მაგრამ არ შეიძლება მისი გამოყენება დახურული ბანდაჟის(სახვევი, რომელიც ჰაერს არ ატარებს) გამოყენებისას.
კუჭის და ნაწლავების დაზიანებების (წყლულების) არსებობისას ანდა აღნიშნული პრობლემის წარსულში არსებობისას, ვოლტარენის ემულგელის გამოყენებამდე კონსულტაციისთვის თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართეთ.
თუ, აღნიშული გაფრთხილებები წარსულის ნებისმიერ პერიოდში გამოგივლინდათ ანდა ამჟამად თქვენ გეხებათ, გთხოვთ, კონსულტაციისთვის თქვენს ექიმს მიმართეთ.

ვოლტარენის ემულგელის გამოყენება საკვებთან და სასმელთან ერთად

ვოლტარენის ემულგელის გამოყენების მეთოდიდან გამომდინარე, საკვებთან და საკვებთან ურთიერთქმედება არ აქვს.

ორსულობა

წამლის გამოყენებამდე კონსულტაციისთვის თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართეთ.

ვოლტარენის ემულგელი ორსულობის განმავლობაში, განსაკუთრებით კი მესამე ტრიმესტრის ბოლო თვეებში (ბოლო 3 თვე) კატეგორიულად არ გამოიყენოთ.
ვოლტარენის ემულგელი, ორსულობის პირველი 6 თვის განმავლობაში მხოლოდ ექიმის რეკომენდაციის შემთხვევაში შეიძლება გამოყენოთ. დოზა, შეძლებისდაგვარად, მინიმალური უნდა იყოს და მკურნალობის ხანგრძლივობაც, შეძლებისდაგვარად ხანმოკლე უნდა იყოს.
ორსულობის გეგმის მქონე ქალებისთვის, ორსულობამდე რეკომენდირებულია ექიმის კონსულტაცია.
თუ, მკურნალობის პერიოდში ორსულობას გამოავლენთ, მაშინვე თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართეთ.

ძუძუთი კვება-ლაქტაცია

წამლის გამოყენებამდე კონსულტაციისთვის თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართეთ.

ვოლტარენი ემულგელი, აბსოლუტური აუცილებლობის გარეშე ორსულობის პერიოდში კატეგორიულად არ გამოიყენოთ. თუ, ექიმის რეკომენდაციით პრეპარატის გამოყენების ნებართვა მოგეცემათ, არავითარ შემთვევაში კანის ვრცელ მონაკვეთში არ გამოიყენოთ, ხანგრძლივი დროის განმავლობაში არ გამოიყენოთ და მკერდის ზედაპირზე არ გამოიყენოთ.
ავტომობილისა და მექანიზმების მართვის უნარზე ზემოქმედება

ვოლტარენის ემულგელი, ავტომობილის და მექანიზმების მართვის უნარზე ზემოქმედებას არ ახდენს.
ვოლტარენის ემულგელის შემადგენლობაში არსებული ზოგიერთი დამხმარე ნივთიერებების შესახებ მნიშვნელოვანი ინფორმაცია:

ვოლტარენის ემულგელი, პროპილენ გლიკოლს და ბენზილ ბენზოატს შეიცავს,რამაც შეიძლება კანის გაღიზიანება გამოიწვიოს.

სხვა მედიკამენტებთან ერთად გამოყენება

დიკლოფენაკის შემცველ ანდა სხვა არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო-ტკივილგამაყუჩებელ (ასპირინი ანდა იბუპროფენის მსგავსი) პროდუქტებთან ერთად არ გამოიყენოთ.
თუ რეცეპტით დ ან რეცეპტის გარეშე ნებისმიერ წამალს ღებულობთ ანდა ბოლო პერიოდში მიიღეთ, გთხოვთ, აღნიშნულის შესახებ თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს აცნობეთ.

როგორ გამოიყენება ვოლტარენის ემულგელი?
სწორი გამოყენება და დოზები/გამოყენების სიხშირე და მითითებები:

ზრდასრულები:

ვოლტარენის ემულგელი, კანის მტკივნეულ მიდამოში ნელი დაზელით, დღეში 3-4 ჯერ დაიტანება. პრეპარატის საჭირო რაოდენობა, მტკივნეული ადგილის ფართზეა დამოკიდებული. მაგ. მტკივნეული მიდამოს სიდიდის მიხედვით 2 გრამიდან (დაახლოებით ბალის სიდიდის) 4 გრამამდე (დაახლოებით კაკლის სიდიდის)- ვოლტარენის ემულგელი დაახლოებით 2.0.-2.5 სმ დიამეტრის ფართის სამკურნალოდ საკმარისია.

ვოლტარენის ემულგელი, ექიმის რეკომენდაციის გარეშე კუნთების და სახსრების ტკივილის დროს (ღრძობა, დაწიმვა, გაჭყლეტვის მსგავსი) ანდა მყესების ანთების დროს 2 კვირაზე მეტი დროის განმავლობაში, ართრიტით გამოწვეული ტკივილის დროს კი 3 კვირაზე მეტი დროის განმავლობაში არ გამოიყენოთ. თუ, 7 დღის განმავლობაში ტკივილი და შეშუპება არ ალაგდება ანდა არ შემცირდება ანდა მდგომარეობა გაუარესდება, კონსულტაციისთვის ექიმს მიმართეთ.

შეყვანის გზა და მეთოდი:

ვოლტარენის ემულგელი, კანის მტკივნეულ ანდა შეშუპებულ მიდამოში ნელი, ირგვლივი მოძრაობით დაიზილეთ. დაზელის დროს მსუბუქად გამაგრილებელ ეფექტს შეიგრძნობთ. გელის გამოყენებამდე ხელები დაიბანეთ (თუ, სამკურნალო მიდამო ხელები არ არის).

სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები:

ბავშვებში გამოყენება:

ვოლტარენის ემულგელის გამოყენება ბავშვებსა და 14 წლამდე ასაკის მოზარდებში არ არის რეკომენდირებული. 14 წლის და მეტი ასაკის მქონე ბავშვებში- ტკივილის გაყუჩების მიზნით 7 დღეზე მეტი დროით გამოყენება არ არის რეკომენდირებული, თუ, ამ დროის განმავლობაში მდგომარეობა გაუარესდება, კონსულტაციისთვის ექიმს მიმართეთ.

ხანდაზმულებში გამოყენება:

ხანდაზმულებში, ვოლატრენის ემულგელის დოზები ზრდასრულებთან რეკომენდირებული დოზების ანალოგიურია.

გამოყენების განსაკუთრებული მდგომარეობები:

გამოყენების განსაკუთრებული მდგომარეობა არ აღინიშნება.

თუ, ფიქრობთ, რომ ვოლტარენის ემულგელის ეფექტი ძალიან ძლიერი ანდა ძალიან სუსტია, თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართეთ.

თუ, ვოლტარენის ემულგელის საჭიროზე მეტი დოზა მიიღეთ:

თუ, თქვენ ანდა თქვენი შვილი შემთხვევით ვოლტარენის ემულგელს გადაყლაპავთ/გადაეყლაპება, კონსულტაციისთვის თქვენს ექიმს დაუკავშირდით ანდა სავადმყოფოს ემერჯენსის განყოფილებას მიმართეთ.

თუ, ვოლატრენის ემულგელის საჭიროზე მეტი დოზა გამოიყენეთ, კონსულტაციისთვის თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართეთ.

თუ, ვოლტარენის ემულგელის გამოყენება დაგავიწყდებათ:

თუ, ვოლტარენის ემულგელის ერთი დოზის გამოყენება დაგავიწყდებათ, როგორც კი გაიხსენებთ, წამალი გამოიყენეთ და მომდევნო დოზის გამოყენება ჩვეული რეჟიმით გააგრძელეთ.

დავიწყებული დოზების აღდგენისთვის ორმაგი დოზა არ გამოიყენოთ.

რა შეიძლება იყოს შესაძლო გვერდითი ეფექტები:
როგორც ყველა წამლის შემთხვევაში, ვოლტარენის ემულგელის შემადგენლობაში არსებული ნივთიერებების მიმართ მომატებული მგრძნობელობის მქონე პირებში შეიძლება გვერდითი ეფექტები გამოვლინდეს.

თუ, ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე თქვენთან გამოვლინდება, ვოლტარენის ემულგელის გამოყენება შეაჩერეთ და მაშინვე თქვენს ექიმს აცნოებთ ანდა თქვენთან ყველაზე ახლო საავადმყოფოს ემერჯენსის განყოფილებას მიმართეთ:

პირის ღრუს, სახის, ენის და ხახის შეშუპება
კანზე სითხის შემცველი ბუშტუკოვანი გამონაყარი ანდა ჭინჭრის ციება
ხმაურიანი სუნთქვა ანდა სუნთქვის შეკვრა ანდა მკერდში მოჭერის შეგრძნება (ასთმა)
ყველა ზემოთ ჩამოთვლილი ძალიან სერიოზული გვერდითი ეფექტებია. თუ, ჩამოთვლილთაგან რომელიმე თქვენთან გამოვლინდება, ეს ნიშნავს რომ თქვენ ვოლტარენის ემულგელის მიმართ ალერგია გაქვთ. ამ დროს სასწრაფო სამედიცინო დახმარება ანდა საავადმყოფოში დაწოლა შეიძლება დაგჭირდეთ.

ეს ძალიან სერიოზული გვერდითი ეფექტები საკმაოდ იშვიათად ვლინდება.

თუ, ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე თქვენთან გამოვლინდება, მაშინვე თქვენს ექიმს აცნობეთ ანდა თქვენთან ყველაზე ახლო საავადმყოფოს ემერჯენსის განყოფილებას მიმართეთ:

კანის დაავადება(ჩირქოვანი ანთება, ეგზემა)
გამონაყარი
ზემოთ ჩამოთვლილი ყველა სერიოზული გვერდითი ეფექტებია. ამ დროს სასწრაფო სამედიცინო დახმარება შეიძლება დაგჭირდეთ.

სერიოზული გვერდითი ეფექტები ძალიან იშვიათად ვლინდება.

თუ, ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე თქვენთან გამოვლინდება, მაშინვე თქვენს ექიმს აცნობეთ :

სინათლის მიმართ მგრძნობელობა
ქავილი
სიწითლე
აღნიშნული გვერდითი ეფექტები, ვოლტარენის ემულგელის მსუბუქი გვერდითი ეფექტებია.

ნებისმიერი გვერდითი ეფექტის გამოვლინების შემთხვევაში, რომელიც არ არის ხსენებული წამლის გამოყენების ინსტრუქციაში, მიმართეთ თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს.

შენახვა
ვოლტარენის ემულგელი, ბავშვებისგან შორს, მიუწვდომელ ადგილას, შეფუთვაში შეინახეთ.

შეინახეთ <250 C ოთახის ტემპერატურაზე.

ვადა გასული ანდა გამოუყენებელი წამლები ნაგავში არ ჩააგდოთ, გარემოს დაცვისა და ურბანიზაციის სამინისტროს მიერ განსაზღვრულ შემკრებ სისტემას ჩააბარეთ.

გამოიყენეთ გამოყენების ბოლო ვადის შესაბამისად.

ეტიკეტზე ანდა შეფუთვაზე მითითებული გამოყენების ბოლო ვადის შემდეგ ვოლტარენის ემულგელი არ გამოიყენოთ.

თუ, პროდუქტზე და/ანდა შეფუთვაზე დაზიანებას შეამჩნევთ, ვოლატრენის ემულგელის არ გამოიყენოთ.

 

მეტი ინფორაცია
Units 1
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy