გოგირდის 25გ მალამო
ჩვენება:კანის დაავადებები: სებორეა, სიკოზი, ფსორიაზი, მიკოზი და სხვა; წარმოადგენს მუნის შედარებით მარტივ და ეფექტურ სამკურნალო საშუალებას.
სავაჭრო დასახელება : გოგირდის მალამო .
სამკურნალო ფორმა : მალამო .
აღწერილობა : მოყვითალო შეფერილობის მალამო .
შემადგენლობა : 100 გ მალამო შეიცავს :
მოქმედი ნივთიერება _ კოლოიდური გოგირდი _ 33,3 გ ;
დამხმარე ნივთიერება _ სამედიცინო ვაზელინი _ 40 გ , გაწმენდილი წყალი _ 20 გ , ემულგატორი T _2 _ 6,7 გ .
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი : მიკრობებისა და პარაზიტების საწინააღმდეგო საშუალება . სამკურნალოსაშუალება შეიცავს გოგირდს . გოგირდი .
ათქ კოდი : D10AB02
გამოყენების ჩვენება
მოცემულ სამკურნალო საშუალებას გამოიყენებენ კანის დაავადებების სამკურნალოდ _ სებორეა , სიკოზი ,ფსორიაზი , მიკოზი და სხვა ; წარმოადგენს მუნის შედარებით მარტივ და ეფექტურ სამკურნალოსაშუალებას . გამოიყენება პედიკულოზის სამკურნალოდ .
გამოყენების წესი და დოზირება
გარეგანი . სამკურნალო საშუალება დაიტანება კანის დაზიანებულ ადგილებზე თხელ ფენად , 2_3 ჯერდღეში , 5 დღის განმავლობაში . მუნის მკურნალობის დროს სამკურნალო საშუალების გამოყენების სქემასდა პირადი ჰიგიენის დაცვის წესების მოთხოვნილებას ადგენს ექიმი .
გვერდითი მოვლენები
იშვიათ შემთხვევებში შესაძლებელია ალერგიული რეაქციები .
უკუჩვენება
ჰიპერმგრძნობელობა სამკურნალო საშუალების მიმართ
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო პრეპარატებთან
ურთიერთქმედების დროს მჟავებთან და კალიუმის ქლორატთან წარმოქმნის თვითაალებად ნარევს .
განსაკუთრებული მითითებები
ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი . სამკურნალო საშუალება გამოიყენება ექიმის დანიშნულებით .
ბავშვებში 3- დან 5 წლამდე , სამკურნალო საშუალება გამოიყენება მხოლოდ ექიმის რეკომენდაციით .
გამოშვების ფორმა
შეფუთვა #1, 25 გ - იანი ტუბები.
შენახვის პირობა: ინახება არაუმეტეს 15°C ტემპერატურაზე .ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას .
შენახვის ვადა: 2 წელი . არ გამოიყენოთ შენახვის ვადის ამოწურვის შემდეგ .
აფთიაქიდან გაცემის პირობა
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III ( გაიცემა ურეცეპტოდ ).
Units | 1 |
---|
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account