Dermasept - დერმასეპტი ხსნარი 50მლ
ჩვენება: ანტიბაქტერიული ,ანტისეპტიკური , ანთების საწინააღმდეგო საშუალება .
წამლის ფორმა: ხსნარი
შემადგენლობა: ქლორამფენიკოლი ( ლევომიცეტინი ) ........... 3.00 გ ;
მეტა - დიჰიდროქსიბენზოლი (რეზორცინი ) ............................ 1.00 გ ;
70% ეთილის სპირტი ............................................................ 50 მლ - დე .
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:
დერმატოლოგიურ პრაქტიკაში გამოყენებული ანტიბიოტიკები .
ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
ანტიბაქტერიული , ანტისეპტიკური , ანთების საწინააღმდეგო საშუალება .
მოქმედების მექანიზმი:
ხსნარის შემადგენლობაში შედის ქლორამფენიკოლი – ფართო სპექტრის ანტიბიოტიკი , რომლის მოქმედების მექანიზმიც მდგომარეობს მიკროორგანიზმების ცილების სინთეზის დარღვევაში . პრეპარატის შემადგენლობაში შედის ასევე რეზორცინი - ანტისეპტიკური ნივთიერება, რომელსაც ახასიათებს ასევევ დერმატოპროტექტორული თვისებები . რეზორცინის სხვადასხვა კონცენტრაციის სპირტიანი ხსნარები ფართოდ გამოიყენება კანის ისეთი დაავადებების დროს , როგორიცაა– აკნე , ეგზემა , სებორეა , ქავილი , სოკოვანი დაავადებები . მისი მოქმედების ძირითადი მექანიზმი მდგომარეობს კერატოლიზურ აქტივობაში .
ჩვენება:
- ვულგარული აკნე, ბაქტერიული ეგზემა, სებორეული კანი და სხვა დერმატიტები, რომლებიც ხასიათდება ალერგიული გამონაყარით და გართულებული ინფექციებით .
- კანის ზედაპირული შეზღუდული დაავადებები, რომლებიც ხასიათდება ალერგიული გამონაყარით, რომელთა მკურნალობა სხვა ანტიმიკრობული საშუალებებით არაეფექტურია .
- დერმასეპტი მაღალეფექტურია ზღვით გამოწვეულიგამონაყარების სამკურნალოდ .
გამოყენების წესი და დოზირება:
სითხეს ისმევენ კანის დაზიანებულ უბანზე ბამბის ტამპონით დღეში 1-2ჯერ ( შესაძლებელია მეტჯერაც ) დაავადების სიმძიმის მიხედვით .
უკუჩვენება:
* ფსორიაზი , ჰიპერმგრძნობელობა ლევომიცეტინისადმი .
გვერდითი მოვლენები:
ზოგიერთ შემთხვევაში იწვევს კანის გამოშრობას, ამ დროს რეკომენდებულია დამატენიანებელი კრემების გამოყენება .
განსაკუთრებული მითითებები და გაფრთხილება:
არ გამოიყენოთ კანის ფართო ზედაპირის დაზიანების დორს .
ურთიერთქმედება სხვა სამკუნრალო საშუალებებთან , აგრეთვე ურთიერთქმედების სხვა ფორმები:
( მაგ :თამბაქო , ალკოჰოლი , საკვები პროდუქტები ): შეზღუდვები არ გააჩნია .
გავლენა ავტომობილის მძღოლებზე და პოტენციურად საშიშ მანქანა- დანადგარებთანმომუშავე პერსონალზე :
დანიშნულებისამებრ მოხმარებისას არ ახდენს გავლენას .
ჭარბი დოზირების შემთხვევაში მისაღები ზომები: ჭარბი დოზით პრეპარატის გამოყენების დროს გამოვლენილი რეაქციების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს .
ორსულობა და ლაქტაცია : მონაცემები არ არსებობს .
ვიზუალური დათვალიერების შედეგად აღმოჩენილი რაიმე სახის დეფექტის შემთხვევაში პრეპარატის მიღება დაუშვებელია .
შენახვის პირობები: ინახება ოთახის ტემპერატურაზე ( 180C - 200C ), სინათლი საგან დაცულ ადგილას .
გამოშვების ფორმა: 50 მლ ან 70 მლ ტევადობის მინის ან პოლიპროპილენის ფლაკონებში
ვარგისიანობის ვადა : 2 წელი
აფთიაქიდან გაცემის წესი :
III ჯგუფი ( გაცემის რეჟიმი : ურეცეპტოდ )
მწარმოებელი : შ . პ . ს „ გეომედი “
Units | 1 |
---|
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account